საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიხილავთ პუტინის მხრიდან პარანოიას და ჯარის სრულ კონტროლს...რუსეთის ტერიტორია არ ყოფილა აუღებელი რამ" - როგორ აფასებს ექსპერტი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს
"ვიხილავთ პუტინის მხრიდან პარანოიას და ჯარის სრულ კონტროლს...რუსეთის ტერიტორია არ ყოფილა აუღებელი რამ" - როგორ აფასებს ექსპერტი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ჯი­პას პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ბოლო დღე­ებ­ში რუ­სეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს აფა­სებს. მისი თქმით, "პრი­გო­ჟი­ნის ამ­ბო­ხის" შემ­დეგ რუ­სეთ­ში შიდა წმენ­დებს, ფა­რულ და­პი­რის­პი­რე­ბებს, ახალ ტე­რორს, პუ­ტი­ნის მხრი­დან პა­რა­ნო­ი­ას და ჯა­რის სრულ კონ­ტროლს ვი­ხი­ლავთ

"გუ­შინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბა პუნ­ქტე­ბად - ანუ რა ვი­ხი­ლეთ (და რას ვი­ხი­ლავთ):

  • 7 საფ­რე­ნი აპა­რა­ტი - ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი;
  • 13 პი­ლო­ტი - მოკ­ლუ­ლი;
  • ორი ქა­ლა­ქი თა­ვი­სი აე­რო­პორ­ტე­ბით - აღე­ბუ­ლი;
  • უზარ­მა­ზა­რი ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი;
  • გზე­ბი გა­და­თხრი­ლი და და­ნაღ­მუ­ლი;
  • ინ­სტი­ტუ­ცი­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თნ­დო­ბა გამ­ქრა­ლი;
  • სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტუ­სი - შე­ბღა­ლუ­ლი;
  • შიდა სტა­ბი­ლუ­რო­ბის მითი - დამ­სხვრე­უ­ლი;
  • პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი - შე­ში­ნე­ბუ­ლი და რე­პუ­ტა­ცი­ა­შე­ლა­ხუ­ლი - გა­უ­ბე­დეს აჯან­ყე­ბა;
  • სამ­ხრე­თის ოლ­ქის სარ­და­ლი - და­ტყვე­ვე­ბუ­ლი;
  • კა­დი­რო­ვე­ლებ­სა და რუს შო­ვი­ნის­ტებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა - გაღ­რმა­ვე­ბუ­ლი;
  • შიდა წმენ­დე­ბი­სა და ტე­რო­რის და­სა­წყი­სი;
  • ვაგ­ნე­რი, რო­გორც ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ძალა - დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი;
  • შიდა კონ­ფლიქ­ტში სა­გა­რეო ძა­ლის - ბე­ლა­რუ­სის - ჩა­რე­ვა და მის მიერ და­რე­გუ­ლი­რე­ბა (ფორ­მა­ლუ­რად მა­ინც);
  • რუ­სე­თის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის სი­სუს­ტე და ქა­ო­სი - გა­მოვ­ლე­ნი­ლი:
  • მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­გიძ­ლია გა­დახ­ვი­დე იე­რიშ­ზე, ასო­ბით კი­ლო­მეტ­რი გა­ი­ა­რო და დიდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არ შეხ­ვდე;
  • და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი და­თე­სი­ლი - შე­გიძ­ლია მო­ა­წყო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა და თუ ვერ/არ მი­აღ­წევ წარ­მა­ტე­ბას მო­ი­ლა­პა­რა­კებ და გა­დარ­ჩე­ბი;
  • სუ­რე­ა­ლიზ­მი: რუ­სეთ­ში შე­იძ­ლე­ბა ერთ სა­ღა­მოს იყო გმი­რი, დი­ლით მო­ღა­ლა­ტე, შემ­დგომ სა­ღა­მოს კი კვლავ ხელი ჩა­მო­გარ­თვან;

რას ვი­ხი­ლავთ?

1. შიდა წმენ­დებს, ფა­რულ და­პი­რის­პი­რე­ბებს, ახალ ტე­რორს, პუ­ტი­ნის მხრი­დან პა­რა­ნო­ი­ას და ჯა­რის სრულ კონ­ტროლს - შე­სა­ბა­მი­სად, ომში პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის კას­კადს. ვინც კი ოდ­ნავ და­მო­უ­კი­დებ­ლად მოქ­მე­დებ­და რუ­სულ არ­მი­ა­ში მა­საც შე­უ­ზღუ­და­ვენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლად მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ან სუ­ლაც მოხ­სნი­ან/და­ი­ჭე­რენ. პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას კი დამ­ღუპ­ვე­ლია.

2. და­სავ­ლე­თის თვალ­შიც გა­მოვ­ლინ­და რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, სი­სუს­ტე, ქა­ო­სი და უმარ­თა­ო­ბი­სა­გან შექ­მნი­ლი შემ­დგო­მი სა­შიშ­რო­ე­ბა. ახლა მისი და­მარ­ცხე­ბა კი­დევ უფრო აუ­ცი­ლე­ბე­ლი და კი­დევ უფრო შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. რუ­სე­თის სი­სუს­ტე­ე­ბი კი­დევ უფრო ნათ­ლად გა­მოვ­ლინ­და უკ­რა­ი­ნელ­თათ­ვი­საც. რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რია არ ყო­ფი­ლა აუ­ღე­ბე­ლი რამ.

3. ბევ­რი წი­თე­ლი ხაზი გა­და­იკ­ვე­თა გუ­შინ. პუ­ტი­ნის ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით და­სუს­ტე­ბუ­ლია (თუმ­ცა ტე­რო­რით აღ­დგე­ნას შე­ეც­დე­ბა). პრი­გო­ჟინს რომ ეპა­ტია, ეს და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მის და­თეს­ვას მო­ას­წა­ვებს. წი­თე­ლი ხაზი გა­დაკ­ვე­თო და არ და­ი­სა­ჯო სა­გან­გა­შო პრე­ცე­დენ­ტია ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე­თათ­ვის", - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­სა და რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შო­რის დიდი ხა­ნია და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო.

23 ივ­ნისს პრი­გო­ჟინ­მა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნისტრს სერ­გეი შო­ი­გუს "ვაგ­ნე­რის" და­ბომბვა­ში დას­დო ბრა­ლი, რის შემ­დე­გაც გა­ნა­ცხა­და, რომ მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად შო­ი­გუ­სა და ვა­ლე­რი გე­რა­სი­მო­ვის მო­სა­ძებ­ნად მი­დი­ო­და. ის მოს­კო­ვის მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ი­წევ­და. რუ­სულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ელი­ტამ პრი­გო­ჟი­ნის ქმე­დე­ბე­ბი ღა­ლა­ტად და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბად შე­ა­ფა­სა. მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრეს სის­ხლის სა­არ­თლის საქ­მე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრი­გო­ჟინ­თან მტე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბას ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო აწარ­მო­ებ­და. ლუ­კა­შენ­კოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლუ­კა­შენ­კოს წი­ნა­და­დე­ბას და­თან­ხმდა

"ამ მო­მენ­ტის­თვის მა­გი­და­ზეა სი­ტუ­ა­ცი­ის მოგ­ვა­რე­ბის მომ­გე­ბი­ა­ნი და მი­სა­ღე­ბი ვა­რი­ან­ტი, "ვაგ­ნე­რის“ კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის მებ­რძო­ლე­ბის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბით“, - ნათ­ქვა­მი იყო ლუ­კა­შენ­კოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში, თუმ­ცა უც­ნო­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რაზე შე­თან­ხმდნენ მხა­რე­ე­ბი.

ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, გავ­რცელ­და პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბაც:

“ვაგ­ნე­რის” კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის დაშ­ლა სურ­დათ. 23 ივ­ნისს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მარ­შზე გა­მო­ვე­დით. ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნი გა­ვი­ა­რეთ, რომ მოს­კო­ვამ­დე 200 კი­ლო­მეტრში ვართ. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბის სის­ხლის ერთი წვე­თის არ დავღვა­რეთ.ახლა ისე­თი მო­მენ­ტი დად­გა, რო­დე­საც სის­ხლი შე­საძ­ლოა და­იღ­ვა­როს. ამი­ტომ, ვი­ნა­ი­დან სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვეს­მის იმის­თვის, რომ რუ­სუ­ლი სის­ხლი და­იღ­ვრე­ბა ერთ-ერთი მხრი­დან, ჩვენ ვტრი­ალ­დე­ბით და სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ვე­ლე ბა­ნა­კებ­ში ვბრუნ­დე­ბით გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად,” - გა­ნა­ცხა­და პრი­გო­ჟინ­მა.

კრემ­ლის სპეს­პი­კე­რის, დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, "ვაგ­ნე­რის" ხელ­მძღვა­ნელ­ზე შე­წყა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და პრი­გო­ჟი­ნი ბე­ლა­რუს­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თედო
4

მაგ "ექსპერტების" 24 ივნისისს გამოქვეყნებული შეფასებები წაიკითხეთ და მიხვდებით, ანალიზის მინიმალური უნარიც არ გააჩნიათ. ახლოსაც ვერ მივიდნენ მოვლენების რეალურ განვითარებასთან. ზოგმა "ექსპერტმა" ფეისბუქზე გამოქვეყნებული მოსაზრებები მეორე დღეს წაშალა, რადგან სრულიად აცდენილი იყო რეალობას. ფაქტია, პრიგოჟინი პუტინის დავალლებების შემსრულებელია.

ვახტანგი -71
5

მოკლედ, პრიგოჟინი არის (რა თქმა უნდა თუ ჯერ კიდევ ცოცხალია) რუსი „ივან დურაჩოკი“....

ზოგადად რომ ვთქვათ ყველაფერზე რაც დღეს ხდება რუსეთში პასუხისმგებელია პირადად პუტინი.

ავტორი:

"ვიხილავთ პუტინის მხრიდან პარანოიას და ჯარის სრულ კონტროლს...რუსეთის ტერიტორია არ ყოფილა აუღებელი რამ" - როგორ აფასებს ექსპერტი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს

"ვიხილავთ პუტინის მხრიდან პარანოიას და ჯარის სრულ კონტროლს...რუსეთის ტერიტორია არ ყოფილა აუღებელი რამ" - როგორ აფასებს ექსპერტი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე ბოლო დღეებში რუსეთში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, "პრიგოჟინის ამბოხის" შემდეგ რუსეთში შიდა წმენდებს, ფარულ დაპირისპირებებს, ახალ ტერორს, პუტინის მხრიდან პარანოიას და ჯარის სრულ კონტროლს ვიხილავთ

"გუშინდელი მოვლენების შედეგების შეჯამება პუნქტებად - ანუ რა ვიხილეთ (და რას ვიხილავთ):

  • 7 საფრენი აპარატი - ჩამოგდებული;
  • 13 პილოტი - მოკლული;
  • ორი ქალაქი თავისი აეროპორტებით - აღებული;
  • უზარმაზარი ნავთობტერმინალი განადგურებული;
  • გზები გადათხრილი და დანაღმული;
  • ინსტიტუციებს შორის ურთიერთნდობა გამქრალი;
  • საერთაშორისო სტატუსი - შებღალული;
  • შიდა სტაბილურობის მითი - დამსხვრეული;
  • პრეზიდენტი პუტინი - შეშინებული და რეპუტაციაშელახული - გაუბედეს აჯანყება;
  • სამხრეთის ოლქის სარდალი - დატყვევებული;
  • კადიროველებსა და რუს შოვინისტებს შორის დაძაბულობა - გაღრმავებული;
  • შიდა წმენდებისა და ტერორის დასაწყისი;
  • ვაგნერი, როგორც ბრძოლისუნარიანი ძალა - დაქვეითებული;
  • შიდა კონფლიქტში საგარეო ძალის - ბელარუსის - ჩარევა და მის მიერ დარეგულირება (ფორმალურად მაინც);
  • რუსეთის შიდა უსაფრთხოების სისუსტე და ქაოსი - გამოვლენილი:
  • მოულოდნელად შეგიძლია გადახვიდე იერიშზე, ასობით კილომეტრი გაიარო და დიდ წინააღმდეგობას არ შეხვდე;
  • დაუსჯელობის სინდრომი დათესილი - შეგიძლია მოაწყო გადატრიალება და თუ ვერ/არ მიაღწევ წარმატებას მოილაპარაკებ და გადარჩები;
  • სურეალიზმი: რუსეთში შეიძლება ერთ საღამოს იყო გმირი, დილით მოღალატე, შემდგომ საღამოს კი კვლავ ხელი ჩამოგართვან;

რას ვიხილავთ?

1. შიდა წმენდებს, ფარულ დაპირისპირებებს, ახალ ტერორს, პუტინის მხრიდან პარანოიას და ჯარის სრულ კონტროლს - შესაბამისად, ომში პოლიტიკური გადაწყვეტილებების კასკადს. ვინც კი ოდნავ დამოუკიდებლად მოქმედებდა რუსულ არმიაში მასაც შეუზღუდავენ გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების საშუალებას ან სულაც მოხსნიან/დაიჭერენ. პოლიტიკური გადაწყვეტილებები საბრძოლო მოქმედებებისას კი დამღუპველია.

2. დასავლეთის თვალშიც გამოვლინდა რუსული სახელმწიფოსა და ინსტიტუციების კატასტროფული მდგომარეობა, სისუსტე, ქაოსი და უმართაობისაგან შექმნილი შემდგომი საშიშროება. ახლა მისი დამარცხება კიდევ უფრო აუცილებელი და კიდევ უფრო შესაძლებელი ხდება. რუსეთის სისუსტეები კიდევ უფრო ნათლად გამოვლინდა უკრაინელთათვისაც. რუსეთის ტერიტორია არ ყოფილა აუღებელი რამ.

3. ბევრი წითელი ხაზი გადაიკვეთა გუშინ. პუტინის ძალაუფლება ჯერჯერობით დასუსტებულია (თუმცა ტერორით აღდგენას შეეცდება). პრიგოჟინს რომ ეპატია, ეს დაუსჯელობის სინდრომის დათესვას მოასწავებს. წითელი ხაზი გადაკვეთო და არ დაისაჯო საგანგაშო პრეცედენტია ძალაუფლების მქონეთათვის", - აღნიშნავს გიორგი კობერიძე.

ცნობისთვის, ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა იყო.

23 ივნისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს "ვაგნერის" დაბომბვაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მებრძოლებთან ერთად შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის მოსაძებნად მიდიოდა. ის მოსკოვის მოსკოვის მიმართულებით მიიწევდა. რუსულმა პოლიტიკურმა ელიტამ პრიგოჟინის ქმედებები ღალატად და ხელისუფლების გადატრიალების მცდელობად შეაფასა. მის წინააღმდეგ აღძრეს სისხლის საართლის საქმე. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პრიგოჟინთან მტელი დღის განმავლობაში მოლაპარაკებას ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აწარმოებდა. ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, "ვაგნერის" დამფუძნებელი ლუკაშენკოს წინადადებას დათანხმდა

"ამ მომენტისთვის მაგიდაზეა სიტუაციის მოგვარების მომგებიანი და მისაღები ვარიანტი, "ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლებისთვის უსაფრთხოების გარანტიებით“, - ნათქვამი იყო ლუკაშენკოს ადმინისტრაციის განცხადებაში, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ მხარეები.

ამ განცხადების შემდეგ, გავრცელდა პრიგოჟინის განცხადებაც:

“ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის დაშლა სურდათ. 23 ივნისს სამართლიანობის მარშზე გამოვედით. ერთი დღის განმავლობაში იმდენი გავიარეთ, რომ მოსკოვამდე 200 კილომეტრში ვართ. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ჩვენი მებრძოლების სისხლის ერთი წვეთის არ დავღვარეთ.ახლა ისეთი მომენტი დადგა, როდესაც სისხლი შესაძლოა დაიღვაროს. ამიტომ, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობა გვესმის იმისთვის, რომ რუსული სისხლი დაიღვრება ერთ-ერთი მხრიდან, ჩვენ ვტრიალდებით და საპირისპირო მიმართულებით საველე ბანაკებში ვბრუნდებით გეგმის შესაბამისად,” - განაცხადა პრიგოჟინმა.

კრემლის სპესპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, "ვაგნერის" ხელმძღვანელზე შეწყა სისხლის სამართლის საქმე და პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრება.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"