მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საოცარი დღეები გვაქვს თბილისში... ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა" - შოთა არველაძე
"საოცარი დღეები გვაქვს თბილისში... ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა" - შოთა არველაძე

ევ­რო­პის 21--წლამ­დელ­თა სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბით ას­პა­რე­ზო­ბას ვე­ტე­რა­ნი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი შოთა არ­ვე­ლა­ძე ეხ­მი­ა­ნე­ბა და წერს, რომ ამ თა­ო­ბამ გულ­შე­მა­ტი­ვარს ფუხ­ბურ­თი თა­ვი­დან შე­აყ­ვა­რა.

"სა­ო­ცა­რი დღე­ე­ბი გვაქვს თბი­ლის­ში და ძა­ლი­ან მა­გარ ტურ­ნირს ვმას­პინ­ძლობთ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. ნაკ­რე­ბის თა­მაშს ზურგს გულ­შე­მატ­კივ­რის დიდი ემო­ცია უმაგ­რებს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ ემო­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბას, დათ­ქმე­ბის გა­რე­შე ქო­მა­გო­ბას და ფეხ­ბურ­თით ცხოვ­რე­ბას ვსწავ­ლობთ.

უნდა გვი­ხა­რო­დეს ამ რე­ა­ლო­ბა­ში ყოფ­ნა და კარ­გად გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ ეს სხვა­გან კი არა, ჩვენ­თან, სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში და ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა.

ამ რან­გის ტურ­ნირს პირ­ვე­ლად ვმას­პინ­ძლობთ და უკვე მე­ო­რე თა­მაშ­ში, ევ­რო­პის 21 წლამ­დე ჩემ­პი­ო­ნა­ტის ის­ტო­რი­ა­ში, დას­წრე­ბის მხრივ სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი ვაჩ­ვე­ნეთ.

ტრი­ბუ­ნა­ზე უამ­რა­ვი მო­ზარ­დი და ბავ­შვი და­დის, ამ თა­ო­ბამ გულ­შე­მატ­კი­ვარს ფეხ­ბურ­თი თა­ვი­დან შე­აყ­ვა­რა.წარ­მა­ტე­ბე­ბი რა­მაზ სვა­ნა­ძის გუნდს!" - წერს შოთა არ­ვე­ლა­ძე.

  • ცნო­ბის­თვის, ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლო ბელ­გი­ას და­უ­პი­რის­პირ­და, მატ­ჩი ფრედ ან­გა­რი­შით: 2:2 დას­რულ­და. მე­ტო­ქე პირ­ველ ტა­იმ­ში 2-ბურ­თი­ა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბით გვი­გებ­და, თუმ­ცა მე­ო­რე ტა­იმ­ში ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა ან­გა­რი­შის გა­თა­ნაბ­რე­ბა შეძ­ლეს. 52-ე წუთ­ზე ანა­გა­რი­ში შეც­ვლა­ზე შე­მო­სულ­მა გი­ორ­გი წი­ტა­იშ­ვილ­მა შე­ამ­ცი­რა. მან ულა­მა­ზე­სი გოლი გა­უ­ტა­ნა ბელ­გი­ე­ლებს.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი ტრავ­მის გა­რე­შე ვერ გა­დარ­ჩა. ნიკა გაგ­ნი­ძე და­შავ­და, ის სა­კა­ცით გა­იყ­ვა­ნეს მო­ედ­ნი­დან. ნიკა გი­ორ­გი გუ­ლი­აშ­ვილ­მა შეც­ვა­ლა, რო­მე­ლიც თა­მაშ­ში წარ­მა­ტე­ბით ჩა­ერ­თო და 87-ე წუთ­ზე ბელ­გი­ის კარ­ში მე­ო­რე გოლი გა­ი­ტა­ნა.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბი მას­პინ­ძლის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ის წყა­ლო­ბით მოხ­ვდა ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, თუმ­ცა პირ­ვე­ლი­ვე თა­მაშ­ში გა­მოჩ­ნდა, რომ ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ას­პა­რე­ზო­ბენ ევ­რო­პა­ში რან­გით მე­ო­რე სა­ნაკ­რე­ბო ტურ­ნირ­ზე. ქარ­თვე­ლე­ბი ერთ-ერთ ურ­თუ­ლეს A ჯგუფ­ში მოხ­ვდნენ, ჩვენ­თან ერ­თად არი­ან: ბელ­გია, ნი­დერ­ლან­დე­ბი და პორ­ტუ­გა­ლია. სწო­რედ პორ­ტუ­გა­ლი­ის უძ­ლი­ე­რეს ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­და სა­ქარ­თვე­ლო პირ­ველ ტურ­ში და ან­გა­რი­შით 2:0 სძლია. ბოლო ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლო ნი­დერ­ლან­დე­ბის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მატ­ჩი 27 ივ­ნისს გა­ი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ST
0

ასე ხდება გუნდი ინდომებს ხალხი ხედავს, მაყურებელი მიდის , ამ თაობას ეგ მომენტი ახასიათებს მონდომება და შრომისმოყვარეოობა

გიორგი
24

ყველა ქართველ სპორტსმენზე ათი თავით მაღლა დგახარ შოთი!!!!ყველაზე მაგარი კაცი ხარ!!!!!!!

ავტორი:

"საოცარი დღეები გვაქვს თბილისში... ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა" - შოთა არველაძე

"საოცარი დღეები გვაქვს თბილისში... ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა" - შოთა არველაძე

ევროპის 21--წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებით ასპარეზობას ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ეხმიანება და წერს, რომ ამ თაობამ გულშემატივარს ფუხბურთი თავიდან შეაყვარა.

"საოცარი დღეები გვაქვს თბილისში და ძალიან მაგარ ტურნირს ვმასპინძლობთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. ნაკრების თამაშს ზურგს გულშემატკივრის დიდი ემოცია უმაგრებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ემოციის გაზიარებას, დათქმების გარეშე ქომაგობას და ფეხბურთით ცხოვრებას ვსწავლობთ.

უნდა გვიხაროდეს ამ რეალობაში ყოფნა და კარგად გავაცნობიეროთ, რომ ეს სხვაგან კი არა, ჩვენთან, საკუთარ ქალაქში და ქვეყანაში ხდება.

ამ რანგის ტურნირს პირველად ვმასპინძლობთ და უკვე მეორე თამაშში, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში, დასწრების მხრივ საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ.

ტრიბუნაზე უამრავი მოზარდი და ბავშვი დადის, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა.წარმატებები რამაზ სვანაძის გუნდს!" - წერს შოთა არველაძე.

  • ცნობისთვის, ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველო ბელგიას დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ ანგარიშით: 2:2 დასრულდა. მეტოქე პირველ ტაიმში 2-ბურთიანი უპირატესობით გვიგებდა, თუმცა მეორე ტაიმში ჩვენმა ბიჭებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. 52-ე წუთზე ანაგარიში შეცვლაზე შემოსულმა გიორგი წიტაიშვილმა შეამცირა. მან ულამაზესი გოლი გაუტანა ბელგიელებს.

სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრები ტრავმის გარეშე ვერ გადარჩა. ნიკა გაგნიძე დაშავდა, ის საკაცით გაიყვანეს მოედნიდან. ნიკა გიორგი გულიაშვილმა შეცვალა, რომელიც თამაშში წარმატებით ჩაერთო და 87-ე წუთზე ბელგიის კარში მეორე გოლი გაიტანა.

ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები მასპინძლისთვის მინიჭებული პრივილეგიის წყალობით მოხვდა ჩემპიონატზე, თუმცა პირველივე თამაშში გამოჩნდა, რომ ქართველი ფეხბურთელები დამსახურებულად ასპარეზობენ ევროპაში რანგით მეორე სანაკრებო ტურნირზე. ქართველები ერთ-ერთ ურთულეს A ჯგუფში მოხვდნენ, ჩვენთან ერთად არიან: ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია. სწორედ პორტუგალიის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდა საქართველო პირველ ტურში და ანგარიშით 2:0 სძლია. ბოლო ტურში საქართველო ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 27 ივნისს გაიმართება.