სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას... ჩემს საუკეთესო მეგობარს მისსავე დაბადების დღეზე უარი ვერ და არ ვუთხარი" - რას წერს ნუცა ბუზალაძე მოსკოვურ საღამოსთან დაკავშირებით?
"ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას... ჩემს საუკეთესო მეგობარს მისსავე დაბადების დღეზე უარი ვერ და არ ვუთხარი" - რას წერს ნუცა ბუზალაძე მოსკოვურ საღამოსთან დაკავშირებით?

მომ­ღე­რა­ლი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ სა­ღა­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს. რო­გორც ამ­ბობს, მოს­კოვ­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე სტუმ­რის რან­გში იყო მიწ­ვე­უ­ლი.

მომ­ღერ­ლის გან­მარ­ტე­ბით­ვე, რუ­სე­თი არ წარ­მო­ად­გენს იმ ბა­ზარს, სა­დაც აწ­მყო­ში თუ მო­მა­ვალ­ში ისურ­ვებ­და კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას.

"მე­გობ­რე­ბო და ჩემო გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო, დღეს, მე თქვენ ძა­ლი­ან დაგ­წყვი­ტეთ გული და თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი აგიხ­სნათ ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან მე ეს ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. ახლა ვეც­დე­ბი აზ­რებს თავი მო­ვუ­ყა­რო და გი­თხრათ ჩემი სათ­ქმე­ლი. რუ­სე­თი არ წარ­მო­ად­გენს იმ ბა­ზარს, სა­დაც აწ­მყო­ში თუ მო­მა­ვალ­ში ვი­სურ­ვებ­დი ჩემი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას. მრა­ვა­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა პრო­ექ­ტზე თუ კორ­პო­რა­ტი­ულ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი მაქვს ნათ­ქვა­მი. ჩემი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მტკი­ცე და გა­აზ­რე­ბუ­ლია.

ჩემი რუ­სეთ­ში ან/და რუ­სე­ბის­თვის სიმ­ღე­რა არც კი გა­ნი­ხი­ლე­ბა… უფრო მე­ტიც, მიწ­ვე­უ­ლი ვარ უკ­რა­ი­ნა­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტზე. სწო­რედ ამ კონ­ცერ­ტზე, კი­დევ ერთხელ და­ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს აზრს - რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია! ამას ვაჟ­ღე­რებ ყველ­გან და ყო­ველ­თვის. თუმ­ცა, რუ­სეთ­ში მყავს ბევ­რი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი… გუ­შინ, სწო­რედ ჩემი ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე იყო (ის ჩემ­თვის ოჯა­ხის წევ­რი­ვით არის). რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა იცი­ან, რომ კო­მერ­ცი­ულ წი­ნა­და­დე­ბებს არც კი გან­ვი­ხი­ლავ.

და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი სტუმ­რის რან­გში. სა­ღა­მოს და­სას­რულს მთხო­ვეს მემ­ღე­რა, რა­ზეც რა თქმა უნდა ჩემს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს მის­სა­ვე და­ბა­დე­ბის დღე­ზე უარი ვერ და არ ვუ­თხა­რი.

ვი­აზ­რებ, რომ მთა­ვა­რი შეც­დო­მა ალ­ბათ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩემი რუ­სეთ­ში ჩას­ვლა იყო და არა ჩემი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე დას­წრე­ბა… არც კი მი­ფიქ­რია ამ ყვე­ლა­ფერს თუ ეს შე­დე­გი მოყ­ვე­ბო­და…ვი­აზ­რებ ჩემს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და გული მტკი­ვა რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად გვერ­დში მიდ­გა­ნან გული დავ­წყვი­ტე და ამის­თვის ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო ყვე­ლას…" - წერს ბუ­ზა­ლა­ძე.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ მოს­კოვ­ში ქარ­თველ­მა მომ­ღერ­ლებ­მა, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში იმ­ღე­რეს. ვი­დე­ო­ე­ბის ავ­ტო­რი ვინ­მე ეკა­ტე­რი­ნე სტე­ფა­ნო­ვა გახ­ლავთ.

ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად, "სამ­შობ­ლოს" მღე­რი­ან: ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, დათო ხუ­ჯა­ძე, ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე და მიშო სუ­ლუ­ხია.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კმ
2

რა ეშველება ამდენ უსაქმურ და ბოროტ ხალხს .ძალად პატრიოტებს,შურიანებს

ნანი
5

ნუცა ძალიან მაგარი ხარ,და ყურადღებას ნუ მიაქცევ გარშემო ამ ლუზერების ჯოგს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას... ჩემს საუკეთესო მეგობარს მისსავე დაბადების დღეზე უარი ვერ და არ ვუთხარი" - რას წერს ნუცა ბუზალაძე მოსკოვურ საღამოსთან დაკავშირებით?

"ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას... ჩემს საუკეთესო მეგობარს მისსავე დაბადების დღეზე უარი ვერ და არ ვუთხარი" - რას წერს ნუცა ბუზალაძე მოსკოვურ საღამოსთან დაკავშირებით?

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში მოსკოვში გამართულ საღამოსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ამბობს, მოსკოვში დაბადების დღეზე სტუმრის რანგში იყო მიწვეული.

მომღერლის განმარტებითვე, რუსეთი არ წარმოადგენს იმ ბაზარს, სადაც აწმყოში თუ მომავალში ისურვებდა კარიერის გაგრძელებას.

"მეგობრებო და ჩემო გულშემატკივრებო, დღეს, მე თქვენ ძალიან დაგწყვიტეთ გული და თავს ვალდებულად ვთვლი აგიხსნათ ყველაფერი, რადგან მე ეს ძალიან მაწუხებს. ძალიან განვიცდი. ახლა ვეცდები აზრებს თავი მოვუყარო და გითხრათ ჩემი სათქმელი. რუსეთი არ წარმოადგენს იმ ბაზარს, სადაც აწმყოში თუ მომავალში ვისურვებდი ჩემი კარიერის გაგრძელებას. მრავალი შემოთავაზების მიუხედავად, ყველა პროექტზე თუ კორპორატიულ შემოთავაზებაზე უარი მაქვს ნათქვამი. ჩემი ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მტკიცე და გააზრებულია.

ჩემი რუსეთში ან/და რუსებისთვის სიმღერა არც კი განიხილება… უფრო მეტიც, მიწვეული ვარ უკრაინაში საქველმოქმედო კონცერტზე. სწორედ ამ კონცერტზე, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს აზრს - რუსეთი ოკუპანტია! ამას ვაჟღერებ ყველგან და ყოველთვის. თუმცა, რუსეთში მყავს ბევრი ქართველი მეგობარი… გუშინ, სწორედ ჩემი ძალიან ახლო მეგობრის დაბადების დღე იყო (ის ჩემთვის ოჯახის წევრივით არის). რუსეთში მცხოვრებმა ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ კომერციულ წინადადებებს არც კი განვიხილავ.

დაბადების დღეზე ვიყავი მიწვეული სტუმრის რანგში. საღამოს დასასრულს მთხოვეს მემღერა, რაზეც რა თქმა უნდა ჩემს საუკეთესო მეგობარს მისსავე დაბადების დღეზე უარი ვერ და არ ვუთხარი.

ვიაზრებ, რომ მთავარი შეცდომა ალბათ ამ სიტუაციაში ჩემი რუსეთში ჩასვლა იყო და არა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე დასწრება… არც კი მიფიქრია ამ ყველაფერს თუ ეს შედეგი მოყვებოდა…ვიაზრებ ჩემს პასუხისმგებლობას და გული მტკივა რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ყველაზე მეტად გვერდში მიდგანან გული დავწყვიტე და ამისთვის ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას…" - წერს ბუზალაძე.

რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, ერთ-ერთ რესტორანში იმღერეს. ვიდეოების ავტორი ვინმე ეკატერინე სტეფანოვა გახლავთ.

ვიდეოში ჩანს, რომ ღონისძიებაზე იმყოფებიან საქართველოში მცხოვრები ქართველი შემსრულებლები, სოსო პავლიაშვილთან ერთად, "სამშობლოს" მღერიან: ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და მიშო სულუხია.