საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც რუსი ანალიტიკოსები ამბობენ, მაღალია რისკი იმისა, რომ პრიგოჟინის მოქმედება მხარდაჭერილია პუტინის კარზე და გადატრიალება მოხდება" - რა ელის რუსეთს: სავარაუდო პროგნოზები
"როგორც რუსი ანალიტიკოსები ამბობენ, მაღალია რისკი იმისა, რომ პრიგოჟინის მოქმედება მხარდაჭერილია პუტინის კარზე და გადატრიალება მოხდება" - რა ელის რუსეთს: სავარაუდო პროგნოზები

პრი­გო­ჟი­ნი პუ­ტინს მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბით ემუქ­რე­ბა. "ვაგ­ნე­რის“ დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რი ამ­ტკი­ცებს, რომ რუ­სეთს მალე ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ეყო­ლე­ბა. აჯან­ყე­ბუ­ლი პრი­გო­ჟი­ნი წინ მი­ი­წევს. „რო­ი­ტე­რის“ ცნო­ბით, ვო­რო­ნე­ჟის ყვე­ლა საკ­ვან­ძო და სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტი, მათ შო­რის აე­რო­პორ­ტიც „ვაგ­ნე­რის“ კონ­ტროლ­ქვე­შაა. ვო­რო­ნეჟ­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის რე­ჟი­მი შე­მო­ი­ღეს...

იგი­ვე ვი­თა­რე­ბაა რის­ტოვ­შიც - ქა­ლაქს სრუ­ლად „ვაგ­ნე­რე­ბი“ აკონ­ტრო­ლე­ბენ, ქა­ლა­ქის ყვე­ლა შე­სას­ვლელ-გა­სას­ვლე­ლი ჩა­კე­ტი­ლია, ცენ­ტრში კი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი დგა­ნან.

  • პრი­გო­ჟი­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ აჯან­ყე­ბა­ში 25 ათა­სი „ვაგ­ნე­რის“ მებ­რძო­ლი იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, „ვაგ­ნერს“ დო­ნის როს­ტო­ვის სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი და აე­რო­პორ­ტიც კონ­ტროლ­ქვეშ ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი.

არ­სე­ბობს ცნო­ბე­ბი, რომ კერ­ძო სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქს უახ­ლოვ­დე­ბა. მოს­კოვ­ში კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი რე­ჟი­მია და­წე­სე­ბუ­ლი, სა­დაც ყვე­ლა გზატ­კე­ცი­ლი გა­და­კე­ტეს. კრემ­ლი სრულ პა­ნი­კა­შია და ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი. ვო­რო­ნე­ჟი, რო­მელ­საც „ვაგ­ნე­რე­ლე­ბის“ ნა­წი­ლი აკონ­ტრო­ლებს, მოს­კო­ვი­დან 500კმ-შია.

ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ 23 ივ­ნისს, "ვაგ­ნე­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და­ა­და­ნა­შა­უ­ლა გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფის ზურ­გის გან­ლა­გე­ბა­ზე თავ­დას­ხმა­ში, რა­საც, რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის თქმით, „ვაგ­ნე­რის“ რი­გებ­ში დიდი მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. პრი­გო­ჟინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 25 ათა­სი მებ­რძო­ლი და­იძ­რა, რათა აღად­გი­ნოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და შე­ა­ჩე­როს „ბო­რო­ტე­ბა, რო­მელ­საც ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ატა­რებს“. ამა­ვე დროს, პრი­გო­ჟინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ „ეს არ არის სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, ეს არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მარ­ში“.

პუ­ტინ­მა, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, ამ­გვარ სცე­ნარს არ ელო­და, სა­ჯა­როდ და­ა­დას­ტუ­რა, რომ რუ­სე­თი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ზღვარ­ზეა, დიქ­ტა­ტო­რი ვაგ­ნე­რის მე­თა­ურს შუ­რის­ძი­ე­ბას და მრა­ვალ­წლი­ან პა­ტიმ­რო­ბას ჰპირ­დე­ბა. „ეს არის ღა­ლა­ტი და ზურ­გში და­ნის ჩარ­ტყმა“, - თქვა პუ­ტინ­მა სა­გან­გე­ბო მი­მარ­თვის დროს.

და­სავ­ლეთ­ში ფიქ­რო­ბენ, რომ ვაგ­ნე­რის სა­მიზ­ნე ახლა მოს­კო­ვია.

უსაფრ­თხო­ე­ბის გამ­კაც­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი მოს­კოვ­თან

რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­სა და ამ ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებ­ზე AMBEBI.GE-სთან თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კი გი­ორ­გი თავ­დგი­რი­ძე სა­უბ­რობს:

- ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, რომ არ­სე­ბობს ორი სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა, რომ­ლე­ბიც უკვე დიდი ხა­ნია უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ და რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. წარ­მა­ტე­ბულს იმი­ტომ, რომ მათ მი­ზე­რუ­ლი და­ნა­კარ­გე­ბი აქვთ და თა­ვი­ანთ მიზ­ნებ­საც მი­აღ­წი­ეს. ისი­ნი გარ­კვე­უ­ლი პა­უ­ზე­ბით მოქ­მე­დე­ბენ. გარ­და ამი­სა, უკვე გაჩ­ნდა „ვაგ­ნე­რიც“ - ფაქ­ტია, მოხ­და „ვაგ­ნე­რის“ მიზ­ნე­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბა და ამას მოჰ­ყვა მოქ­მე­დე­ბაც - მათი გა­და­ად­გი­ლე­ბა და როს­ტო­ვის და­კა­ვე­ბა. ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მათ ვო­რო­ნე­ჟის მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვთ წარ­მა­ტე­ბე­ბი და მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბა. ფაქ­ტია, რომ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხია. თვი­თონ პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბა­შიც დას­ტურ­დე­ბა, რომ მათ ჰქონ­დათ შე­ტა­კე­ბე­ბი და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ძა­ლებ­მა გა­ნი­ცა­დეს გარ­კვე­უ­ლი და­ნა­კარ­გე­ბი, სა­უ­ბა­რია სამი ვერ­ტმფრე­ნის და­ზი­ა­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ მხო­ლოდ ერ­თის ვი­დე­ო­კად­რე­ბი აჩ­ვე­ნეს. ჩავ­თვა­ლოთ, რომ რაკი პრი­გო­ჟინ­მა ეს გა­ნა­ცხა­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, გა­ბუ­ქე­ბუ­ლია თუ არა, ფაქ­ტია, მან ისე­თი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან მას აქვს გარ­კვე­უ­ლი შე­ტა­კე­ბე­ბი. გარ­და ამი­სა, ისევ მას რომ და­ვეყ­რდნოთ, პრი­გო­ჟინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი მას­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში არ შე­დი­ან და უარს აცხა­დე­ბენ მათ­თან ბრძო­ლა­ზე. შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა ეს რე­ა­ლო­ბას, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი მალე გა­მოჩ­ნდე­ბა.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რუ­სეთ­ში გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი, გვაქვს უკვე პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა?

- ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ ერთი რამ: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იყო გა­ცხა­დე­ბუ­ლი, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს დიდი თა­მა­ში, სპექ­ტაკ­ლი, ამა­ზე მგო­ნი წერ­ტი­ლი უკვე დას­მუ­ლია. პუ­ტინ­მა მი­მარ­თა და და­ვა­ლე­ბა მის­ცა რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს, რომ გა­ა­ნად­გუ­როს სამ­ხედ­რო ამ­ბო­ხის მე­თა­უ­რე­ბი. ეს არის ძა­ლი­ან ცუდი ფორ­მუ­ლი­რე­ბა რუ­სე­თის­თვის და ამის ქვეშ იგუ­ლის­ხმე­ბა ყვე­ლა მე­ამ­ბო­ხის გა­ნად­გუ­რე­ბა. რუ­სე­თის ის­ტო­რია ვი­ცით და ვხვდე­ბით, რომ ეს არის პო­ზი­ცი­ის შერ­ბი­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ტრი­უ­კი, რომ თით­ქოს პრი­გო­ჟი­ნი და რამ­დე­ნი­მე მე­თა­უ­რია იქ დამ­ნა­შა­ვე. ის პროგ­ნო­ზი შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ, რომ ცალ­სა­ხად, დღეს არც ერთი მხა­რე ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში არ ფლობს უპი­რა­ტე­სო­ბას იმი­ტომ, რომ ერთი მხა­რის უკან არის გა­ცი­ლე­ბით დიდი რე­სურ­სი, ანუ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, მაგ­რამ მე­ო­რე მხა­რეს აქვს მხარ­და­ჭე­რა და მოქ­ნი­ლო­ბა თა­ვის მოქ­მე­დე­ბა­ში. ხდე­ბა პრი­გო­ჟი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის უმალ აღ­სრუ­ლე­ბა, მას, რა თქმა უნდა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში თა­ვი­სი გე­ნერ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სწრა­ფი აღ­სრუ­ლე­ბა ხდე­ბა, რა­საც ვერ ვხე­დავთ მე­ო­რე მხა­რეს. ჩვე­ნი გა­და­სა­ხე­დი­დან, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს სა­ერ­თოდ არ აღ­მო­აჩ­ნდათ უნა­რი, ასეთ მოქ­მე­დე­ბას რა­ი­მე ტი­პის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ონ, ისი­ნი ურ­მის მე­ხუ­თე ბორ­ბა­ლი­ვით არი­ან და ვე­რა­ნა­ირ გავ­ლე­ნას ვერ ახ­დე­ნენ თა­ვი­ანთ რე­გი­ო­ნებ­ში, რა­ი­ო­ნებ­სა თუ გუ­ბერ­ნი­ებ­ში. ამი­ტომ ამას მი­ე­ცე­მა ცენ­ტრა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის სახე, სა­დაც ხალ­ხის სიმ­პა­თია, რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა პრი­გო­ჟი­ნის მხა­რეს და ეს იმი­ტომ, რომ პრი­გო­ჟინს მათი შვი­ლე­ბი სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად არ მიჰ­ყავს. გა­აჩ­ნია, დღეს სა­ღა­მომ­დე რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს პრი­გო­ჟი­ნი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თუ იქ­ნე­ბა მტკი­ცე, რა თქმა უნდა, ამას მოჰ­ყვე­ბა გარ­კვე­უ­ლი შე­ტა­კე­ბე­ბი და ეს რო­გორ დამ­თავ­რდე­ბა, წი­ნას­წარ ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია იმი­ტომ, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­დე­ბა ძა­ლე­ბის გა­დაჯ­გუ­ფე­ბა, ანუ გა­ირ­კვე­ვა, ვინ ვის მხა­რეს დად­გე­ბა, დე­პუ­ტა­ტე­ბი რა გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თე­ბენ... ანუ და­ი­წყე­ბა ბა­ნა­კე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ეს მთე­ლი პრო­ცე­სია.

ზო­გა­დად, რო­გორც კი რა­ღაც მოვ­ლე­ნა იწყე­ბა, მას­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას ყვე­ლა ცდი­ლობს. რაკი ეს მოვ­ლე­ნა ობი­ექ­ტუ­რად წარ­მო­იშ­ვა, მას­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას ბევ­რი ცდი­ლობს სხვა­დას­ხვა მიზ­ნით. უკ­რა­ი­ნა არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ისიც შე­ეც­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი კონ­ტაქ­ტი იქო­ნი­ოს და გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს, გარ­და ამი­სა, უკვე იყო ვი­დე­ო­ჩარ­თვა, სა­დაც რუ­სე­ბის მო­ხა­ლი­სე­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ონ­მა (ვინც ბელ­გო­როდს უტევ­და), გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი ახ­ლოს არი­ან მოს­კოვ­თან და მალე „ვაგ­ნე­რე­ლე­ბიც“ გა­მოჩ­ნდე­ბი­ა­ნო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მათი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის იმე­დი აქვთ. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს პრო­ცე­სი რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ძალ­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია თა­ვი­სი დიდი მას­შტა­ბით (მთელ სამ­ხრეთ რუ­სეთ­ზე აქვს უკვე გავ­ლე­ნა და ამ გავ­ლე­ნის მოს­პო­ბა ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ასე მარ­ტი­ვად არ შე­უძ­ლია), პლუს ამას, მათ თუ ბელ­გო­რო­დის ოლქი შე­უ­ერ­თდა, ანუ არას­ტა­ბი­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი ამ დიდ მოვ­ლე­ნას­თან თუ გა­ერ­თი­ან­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი­დევ უფრო რთუ­ლი ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რა მო­უ­წევს, თან ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის ფონ­ზე, რომ ამ დროს უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი, სა­დაც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს აქ­ტი­უ­რო­ბა რუ­სეთს აი­ძუ­ლებს, და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი წარ­მოქ­მნას, რაც სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ზე ამ პრო­ცე­სე­ბის გავ­ლე­ნის გა­ფარ­თო­ე­ბას გა­მო­იწ­ვევს. ეს არის ის, რაც დღეს შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ.

- ამ ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს რა საფრ­თხე­ე­ბი ემუქ­რე­ბა და რა ზო­მებს უნდა მი­მარ­თავ­დეს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა?

- რჩე­ვის მი­ცე­მა ცოტა უმა­დუ­რი თე­მაა იმი­ტომ, რომ წე­სით, სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნა უნდა ფლობ­დეს ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას - ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის­გან, გარ­კვე­უ­ლი თა­ვი­სი წყა­რო­ე­ბი­დან ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი და მან უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მან, პირ­ველ რიგ­ში, უნდა მი­მარ­თოს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ის აკონ­ტრო­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას, მერე გა­ნა­ცხა­დოს, რა დგას ამ კონ­ტრო­ლის უკან. ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­სახ­ლე­ო­ბის უპი­რო­ბო ნდო­ბა თუ არ აქვს, მან მეტი ინ­ფორ­მა­ცია უნდა გას­ცეს, რათა მო­სახ­ლე­ო­ბა და­არ­წმუ­ნოს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია და დღეს­ვე და­ი­წყოს პრაქ­ტი­კუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ან მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მა­ინც. ცალ­სა­ხად, ის, რომ სა­ზღვრის და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ზო­ლის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რომ უნდა და­ი­წყოს, ეს ერ­თმნიშ­ვე­ლო­ვა­ნია. რაც ყვე­ლა­ზე მთვა­რა­ია, ჩვენ თუ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი შე­მოგ­ვრჩა, მათ­თან სას­წრა­ფოდ კავ­ში­რის აღ­დგე­ნაა სა­ჭი­რო იმი­ტომ, რომ ჩვენს ჩრდი­ლო­ე­თით, ჩვენს მე­ზობ­ლად იბა­დე­ბა უკონ­ტრო­ლო დიდი სივ­რცე, თან - უზარ­მა­ზა­რი, ბალ­კა­ნეთ­ზე უფრო დიდი სივ­რცე (როს­ტო­ვი, ვო­რო­ნე­ჟი და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სია ერ­თად) და იქ იმ­დე­ნი ენერ­გია და იმ­დე­ნი ია­რა­ღია დაგ­რო­ვი­ლი, ამ სივ­რცის კონ­ტრო­ლი­დან გა­მოს­ვლა საკ­მა­ოდ დიდ მე­ტას­ტა­ზებს წარ­მო­შობს, თა­ვის სა­ზღვრებს გას­ცდე­ბა.

- მა­ინც რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი?

- რო­გორც რუსი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი (ოპო­ზი­ცი­უ­რიც და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბოც) ამ­ბო­ბენ, რის­კი იმი­სა, რომ პრი­გო­ჟი­ნის მოქ­მე­დე­ბა მხარ­და­ჭე­რი­ლია პუ­ტი­ნის კარ­ზე და უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში კა­რის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მოხ­დე­ბა, მა­ღა­ლია. ლო­გი­კა იმა­შია, რომ პრი­გო­ჟი­ნის საფრ­თხე ამ­ცი­რებს პუ­ტი­ნის ჩა­მოგ­დე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის ენ­თუ­ზი­აზმს. სულ უფრო მეტი ჩი­ნოვ­ნი­კის­თვის სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სა­ვა­ლი პუ­ტი­ნის შეც­ვლა, მოკ­ვლა, ან გა­ძე­ვე­ბა ხდე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში უფრო რე­ა­ლის­ტუ­რი ხდე­ბა და­სავ­ლეთ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა, უსის­ხლო კა­პი­ტუ­ლა­ცია, ჩი­ნე­თი­დან და­სავ­ლე­თის­კენ ნახ­ტო­მი და ა.შ. ასე თუ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი დე­ო­კუ­პა­ცი­აც რე­ა­ლუ­რი ხდე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marvel
1

რამდენმა ექსპერტმა ააცილა მიზანს :)))) რამდენმა დაიჯერა და რამდენს უხაროდა :) ვაი თქვენს პატრონს

ეკა
3

ვისაც ომი გინდათ ნორმალურები არ ხართ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როგორც რუსი ანალიტიკოსები ამბობენ, მაღალია რისკი იმისა, რომ პრიგოჟინის მოქმედება მხარდაჭერილია პუტინის კარზე და გადატრიალება მოხდება" - რა ელის რუსეთს: სავარაუდო პროგნოზები

"როგორც რუსი ანალიტიკოსები ამბობენ, მაღალია რისკი იმისა, რომ პრიგოჟინის მოქმედება მხარდაჭერილია პუტინის კარზე და გადატრიალება მოხდება" - რა ელის რუსეთს: სავარაუდო პროგნოზები

პრიგოჟინი პუტინს მთავრობის დამხობით ემუქრება. "ვაგნერის“ დაჯგუფების მეთაური ამტკიცებს, რომ რუსეთს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება. აჯანყებული პრიგოჟინი წინ მიიწევს. „როიტერის“ ცნობით, ვორონეჟის ყველა საკვანძო და სამხედრო ობიექტი, მათ შორის აეროპორტიც „ვაგნერის“ კონტროლქვეშაა. ვორონეჟში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს...

იგივე ვითარებაა რისტოვშიც - ქალაქს სრულად „ვაგნერები“ აკონტროლებენ, ქალაქის ყველა შესასვლელ-გასასვლელი ჩაკეტილია, ცენტრში კი ჯავშანტექნიკა და შეიარაღებული სამხედროები დგანან.

  • პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ აჯანყებაში 25 ათასი „ვაგნერის“ მებრძოლი იღებს მონაწილეობას. მისივე მტკიცებით, „ვაგნერს“ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროპორტიც კონტროლქვეშ ჰყავს აყვანილი.

არსებობს ცნობები, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება რუსეთის დედაქალაქს უახლოვდება. მოსკოვში კონტრტერორისტული რეჟიმია დაწესებული, სადაც ყველა გზატკეცილი გადაკეტეს. კრემლი სრულ პანიკაშია და ქალაქში გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული. ვორონეჟი, რომელსაც „ვაგნერელების“ ნაწილი აკონტროლებს, მოსკოვიდან 500კმ-შია.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 23 ივნისს, "ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“. ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“.

პუტინმა, რომელიც, როგორც ჩანს, ამგვარ სცენარს არ ელოდა, საჯაროდ დაადასტურა, რომ რუსეთი სამხედრო გადატრიალების ზღვარზეა, დიქტატორი ვაგნერის მეთაურს შურისძიებას და მრავალწლიან პატიმრობას ჰპირდება. „ეს არის ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა“, - თქვა პუტინმა საგანგებო მიმართვის დროს.

დასავლეთში ფიქრობენ, რომ ვაგნერის სამიზნე ახლა მოსკოვია.

უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოსკოვთან

რუსეთში მიმდინარე პროცესებსა და ამ ფონზე საქართველოსთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე AMBEBI.GE-სთან თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე საუბრობს:

- ფაქტებზე დაყრდნობით შეიძლება იმის თქმა, რომ არსებობს ორი სამხედრო დაჯგუფება, რომლებიც უკვე დიდი ხანია უკრაინელებთან თანამშრომლობენ და რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე, შეიძლება ვთქვათ, საბრძოლო მოქმედებებს წარმატებით ახორციელებენ. წარმატებულს იმიტომ, რომ მათ მიზერული დანაკარგები აქვთ და თავიანთ მიზნებსაც მიაღწიეს. ისინი გარკვეული პაუზებით მოქმედებენ. გარდა ამისა, უკვე გაჩნდა „ვაგნერიც“ - ფაქტია, მოხდა „ვაგნერის“ მიზნების დეკლარირება და ამას მოჰყვა მოქმედებაც - მათი გადაადგილება და როსტოვის დაკავება. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თითქოს მათ ვორონეჟის მიმართულებით აქვთ წარმატებები და მოსკოვის მიმართულებითაც ხორციელდება მოძრაობა. ფაქტია, რომ დაუმორჩილებლობის მაღალი ხარისხია. თვითონ პრიგოჟინის განცხადებაშიც დასტურდება, რომ მათ ჰქონდათ შეტაკებები და თავდაცვის სამინისტროს ძალებმა განიცადეს გარკვეული დანაკარგები, საუბარია სამი ვერტმფრენის დაზიანებაზე, მაგრამ მხოლოდ ერთის ვიდეოკადრები აჩვენეს. ჩავთვალოთ, რომ რაკი პრიგოჟინმა ეს განაცხადა, მიუხედავად იმისა, გაბუქებულია თუ არა, ფაქტია, მან ისეთი პოზიციონირება მოახდინა, რომ ოფიციალური რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მას აქვს გარკვეული შეტაკებები. გარდა ამისა, ისევ მას რომ დავეყრდნოთ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სტრუქტურის ზოგიერთი წარმომადგენელი და ქვედანაყოფები მასთან წინააღმდეგობაში არ შედიან და უარს აცხადებენ მათთან ბრძოლაზე. შეესაბამება თუ არა ეს რეალობას, ამის დამადასტურებელი ფაქტები მალე გამოჩნდება.

- როგორ შეიძლება რუსეთში განვითარდეს მოვლენები, გვაქვს უკვე პროგნოზების გაკეთების საშუალება?

- ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ერთი რამ: მიუხედავად იმისა, იყო გაცხადებული, რომ ეს შეიძლება იყოს დიდი თამაში, სპექტაკლი, ამაზე მგონი წერტილი უკვე დასმულია. პუტინმა მიმართა და დავალება მისცა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომ გაანადგუროს სამხედრო ამბოხის მეთაურები. ეს არის ძალიან ცუდი ფორმულირება რუსეთისთვის და ამის ქვეშ იგულისხმება ყველა მეამბოხის განადგურება. რუსეთის ისტორია ვიცით და ვხვდებით, რომ ეს არის პოზიციის შერბილება, გარკვეული საინფორმაციო ტრიუკი, რომ თითქოს პრიგოჟინი და რამდენიმე მეთაურია იქ დამნაშავე. ის პროგნოზი შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ცალსახად, დღეს არც ერთი მხარე ამ დაპირისპირებაში არ ფლობს უპირატესობას იმიტომ, რომ ერთი მხარის უკან არის გაცილებით დიდი რესურსი, ანუ ოფიციალური ხელისუფლების შეიარაღებული ძალები, მაგრამ მეორე მხარეს აქვს მხარდაჭერა და მოქნილობა თავის მოქმედებაში. ხდება პრიგოჟინის გადაწყვეტილებების უმალ აღსრულება, მას, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების მიღებაში თავისი გენერლები ეხმარებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, სწრაფი აღსრულება ხდება, რასაც ვერ ვხედავთ მეორე მხარეს. ჩვენი გადასახედიდან, საბედნიეროდ, ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს საერთოდ არ აღმოაჩნდათ უნარი, ასეთ მოქმედებას რაიმე ტიპის წინააღმდეგობა გაუწიონ, ისინი ურმის მეხუთე ბორბალივით არიან და ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ თავიანთ რეგიონებში, რაიონებსა თუ გუბერნიებში. ამიტომ ამას მიეცემა ცენტრალური დაპირისპირების სახე, სადაც ხალხის სიმპათია, რა თქმა უნდა, იქნება პრიგოჟინის მხარეს და ეს იმიტომ, რომ პრიგოჟინს მათი შვილები საზარბაზნე ხორცად არ მიჰყავს. გააჩნია, დღეს საღამომდე რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრიგოჟინი. გადაწყვეტილება თუ იქნება მტკიცე, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება გარკვეული შეტაკებები და ეს როგორ დამთავრდება, წინასწარ ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია იმიტომ, რომ გარკვეული დროის, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მოხდება ძალების გადაჯგუფება, ანუ გაირკვევა, ვინ ვის მხარეს დადგება, დეპუტატები რა განცხადებას გააკეთებენ... ანუ დაიწყება ბანაკების ჩამოყალიბება და ეს მთელი პროცესია.

ზოგადად, როგორც კი რაღაც მოვლენა იწყება, მასზე გავლენის მოხდენას ყველა ცდილობს. რაკი ეს მოვლენა ობიექტურად წარმოიშვა, მასზე ზეგავლენის მოხდენას ბევრი ცდილობს სხვადასხვა მიზნით. უკრაინა არის დაინტერესებული, ისიც შეეცდება გარკვეული კონტაქტი იქონიოს და გავლენა მოახდინოს, გარდა ამისა, უკვე იყო ვიდეოჩართვა, სადაც რუსების მოხალისეთა გათავისუფლების ლეგიონმა (ვინც ბელგოროდს უტევდა), განაცხადა, რომ ისინი ახლოს არიან მოსკოვთან და მალე „ვაგნერელებიც“ გამოჩნდებიანო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ძალების გაერთიანების იმედი აქვთ. დღეის მონაცემებით, ეს პროცესი რუსეთის ცენტრალური ხელისუფლებისთვის ძალზე შემაშფოთებელია თავისი დიდი მასშტაბით (მთელ სამხრეთ რუსეთზე აქვს უკვე გავლენა და ამ გავლენის მოსპობა ცენტრალურ ხელისუფლებას ასე მარტივად არ შეუძლია), პლუს ამას, მათ თუ ბელგოროდის ოლქი შეუერთდა, ანუ არასტაბილური მოვლენები ამ დიდ მოვლენასთან თუ გაერთიანდა, ხელისუფლებას კიდევ უფრო რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს, თან ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ამ დროს უკრაინაში მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, სადაც უკრაინელები გააქტიურდნენ. შესაბამისად, ეს აქტიურობა რუსეთს აიძულებს, დამატებითი ძალები წარმოქმნას, რაც სხვადასხვა რეგიონებზე ამ პროცესების გავლენის გაფართოებას გამოიწვევს. ეს არის ის, რაც დღეს შეგვიძლია ვთქვათ.

- ამ ფონზე საქართველოს რა საფრთხეები ემუქრება და რა ზომებს უნდა მიმართავდეს ჩვენი ხელისუფლება?

- რჩევის მიცემა ცოტა უმადური თემაა იმიტომ, რომ წესით, სახელმწიფო მანქანა უნდა ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას - ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან, გარკვეული თავისი წყაროებიდან ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. მან, პირველ რიგში, უნდა მიმართოს მოსახლეობას, რომ ის აკონტროლებს სიტუაციას, მერე განაცხადოს, რა დგას ამ კონტროლის უკან. ჩვენს ხელისუფლებას მოსახლეობის უპირობო ნდობა თუ არ აქვს, მან მეტი ინფორმაცია უნდა გასცეს, რათა მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ უსაფრთხოება გარანტირებულია და დღესვე დაიწყოს პრაქტიკული ღონისძიებები, ან მოსამზადებელი სამუშაოები მაინც. ცალსახად, ის, რომ საზღვრის და ოკუპირებული ტერიტორიების ზოლის გაკონტროლება, გარკვეული ღონისძიებები ამ მიმართულებით რომ უნდა დაიწყოს, ეს ერთმნიშველოვანია. რაც ყველაზე მთვარაია, ჩვენ თუ სტრატეგიული პარტნიორები შემოგვრჩა, მათთან სასწრაფოდ კავშირის აღდგენაა საჭირო იმიტომ, რომ ჩვენს ჩრდილოეთით, ჩვენს მეზობლად იბადება უკონტროლო დიდი სივრცე, თან - უზარმაზარი, ბალკანეთზე უფრო დიდი სივრცე (როსტოვი, ვორონეჟი და ჩრდილოეთ კავკასია ერთად) და იქ იმდენი ენერგია და იმდენი იარაღია დაგროვილი, ამ სივრცის კონტროლიდან გამოსვლა საკმაოდ დიდ მეტასტაზებს წარმოშობს, თავის საზღვრებს გასცდება.

- მაინც როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- როგორც რუსი ანალიტიკოსები (ოპოზიციურიც და სახელისუფლებოც) ამბობენ, რისკი იმისა, რომ პრიგოჟინის მოქმედება მხარდაჭერილია პუტინის კარზე და უახლოეს საათებში კარის გადატრიალება მოხდება, მაღალია. ლოგიკა იმაშია, რომ პრიგოჟინის საფრთხე ამცირებს პუტინის ჩამოგდების მოწინააღმდეგეების ენთუზიაზმს. სულ უფრო მეტი ჩინოვნიკისთვის სიტუაციიდან გამოსავალი პუტინის შეცვლა, მოკვლა, ან გაძევება ხდება. ამ შემთხვევაში უფრო რეალისტური ხდება დასავლეთთან საერთო ენის გამონახვა, უსისხლო კაპიტულაცია, ჩინეთიდან დასავლეთისკენ ნახტომი და ა.შ. ასე თუ განვითარდა მოვლენები, საქართველოს სრული დეოკუპაციაც რეალური ხდება.

წაიკითხეთ ასევე: