პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტი ცდება, ჩვენ პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით - პრეზიდენტის მოთხოვნით, არავინ დანებდება"  - პრიგოჟინი
"პრეზიდენტი ცდება, ჩვენ პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით - პრეზიდენტის მოთხოვნით, არავინ დანებდება"  - პრიგოჟინი

კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია „ვაგ­ნე­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბით, არც ერთი მისი მებ­რძო­ლი არ და­ნებ­დე­ბა, რო­გორც ამას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ითხოვს.

"სამ­შობ­ლოს ღა­ლატ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრე­ზი­დენ­ტი ცდე­ბა. ჩვენ სამ­შობ­ლოს პატ­რი­ო­ტე­ბი ვართ, ვიბ­რძო­დით და ვიბ­რძვით. პრე­ზი­დენ­ტის, უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მო­თხოვ­ნით, არა­ვინ და­ნებ­დე­ბა.

ჩვენ არ გვინ­და, რომ ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ ისევ კო­რუფ­ცი­ა­ში, მო­ტყუ­ე­ბა­ში და ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ში იცხოვ­როს... რო­დე­საც გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ, უკ­რა­ი­ნას­თან ვიბ­რძვით, ჩვენ მივ­დი­ო­დით და ვიბ­რძო­დით, მაგ­რამ გა­ირ­კვა, რომ საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, შე­ი­ა­რა­ღე­ბა და ყვე­ლა ფული, რო­მე­ლიც ამა­ზეა გან­კუთ­ვნი­ლი, ჩი­ნოს­ნე­ბის ჯი­ბე­ებ­ში ილე­ქე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრი­გო­ჟინ­მა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის თქმით, კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის მებ­რძო­ლე­ბი თა­ვი­სი ქვეყ­ნის, ხალ­ხის და იმ საქ­მის ღა­ლა­ტამ­დე მი­იყ­ვა­ნეს, რომ­ლის­თვი­საც ისი­ნი რუ­სე­თის სხვა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­თან და ქვე­და­ნა­ყოფ­თან ერ­თად იბ­რძოდ­ნენ და იღუ­პე­ბოდ­ნენ.

"იმ გმი­რე­ბის სა­ხე­ლებს და დი­დე­ბას, რომ­ლე­ბიც სო­ლე­დარ­სა და არ­ტე­მი­ოვკს, დონ­ბა­სის ქა­ლა­ქებს და და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებს ათა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, ნო­ვო­რო­სი­ის­თვის, რუ­სუ­ლი სამ­ყა­როს­თვის იბ­რძოდ­ნენ და იღუ­პე­ბოდ­ნენ, დღეს იმ ხალ­ხმა უღა­ლა­ტა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ანარ­ქი­ის­კენ და ძმა­თამ­კვლელ ომის­კენ, წა­გე­ბის­თვის და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის­კენ უბიძ­გებს.

ნე­ბის­მი­ე­რი შიდა არე­უ­ლო­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის­თვის, ჩვენ­თვის, რო­გორც ერის­თვის, მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს. ეს რუ­სეთ­ზე, ჩვენს ხალ­ხზე მი­ტა­ნი­ლი დარ­ტყმაა და ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბი სამ­შობ­ლოს დაც­ვის­თვის მკაც­რი იქ­ნე­ბა. რო­გორც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი და მო­ქა­ლა­ქე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ და­ვიც­ვა ქვე­ყა­ნა, კონ­სტი­ტუ­ცია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მან, ვინც სამ­ხედ­რო ამ­ბოხს ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია და მო­ამ­ზა­და, ვინც ია­რა­ღი აღ­მარ­თა საბ­რძო­ლო ამ­ხა­ნა­გე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რუ­სეთს უღა­ლა­ტა და ამა­ზე პა­სუხს აგებს.

"ერ­თა­დერ­თი სწო­რი არ­ჩე­ვა­ნია – და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­წყვე­ტა. მჯე­რა, რომ შე­ვი­ნა­ხავთ და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ, რაც ძვირ­ფა­სია და წმინ­დაა ჩვენ­თვის, ჩვენს სამ­შობ­ლოს­თან ერ­თად, ნე­ბის­მი­ერ გან­საც­დელს გა­და­ვი­ტანთ და უფრო ძლი­ე­რე­ბი გავ­ხდე­ბით", - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"პრეზიდენტი ცდება, ჩვენ პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით - პრეზიდენტის მოთხოვნით, არავინ დანებდება"  - პრიგოჟინი

"პრეზიდენტი ცდება, ჩვენ პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით - პრეზიდენტის მოთხოვნით, არავინ დანებდება"  - პრიგოჟინი

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, არც ერთი მისი მებრძოლი არ დანებდება, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ითხოვს.

"სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ცდება. ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით. პრეზიდენტის, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მოთხოვნით, არავინ დანებდება.

ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ისევ კორუფციაში, მოტყუებაში და ბიუროკრატიაში იცხოვროს... როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ, უკრაინასთან ვიბრძვით, ჩვენ მივდიოდით და ვიბრძოდით, მაგრამ გაირკვა, რომ საბრძოლო მასალა, შეიარაღება და ყველა ფული, რომელიც ამაზეა განკუთვნილი, ჩინოსნების ჯიბეებში ილექება", - განაცხადა პრიგოჟინმა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები თავისი ქვეყნის, ხალხის და იმ საქმის ღალატამდე მიიყვანეს, რომლისთვისაც ისინი რუსეთის სხვა სამხედრო ნაწილებთან და ქვედანაყოფთან ერთად იბრძოდნენ და იღუპებოდნენ.

"იმ გმირების სახელებს და დიდებას, რომლებიც სოლედარსა და არტემიოვკს, დონბასის ქალაქებს და დასახლებულ პუნქტებს ათავისუფლებდნენ, ნოვოროსიისთვის, რუსული სამყაროსთვის იბრძოდნენ და იღუპებოდნენ, დღეს იმ ხალხმა უღალატა, რომელიც ქვეყანას ანარქიისკენ და ძმათამკვლელ ომისკენ, წაგებისთვის და, საბოლოო ჯამში, კაპიტულაციისკენ უბიძგებს.

ნებისმიერი შიდა არეულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენთვის, როგორც ერისთვის, მომაკვდინებელ საშიშროებას წარმოადგენს. ეს რუსეთზე, ჩვენს ხალხზე მიტანილი დარტყმაა და ჩვენი ქმედებები სამშობლოს დაცვისთვის მკაცრი იქნება. როგორც რუსეთის პრეზიდენტი და მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიცვა ქვეყანა, კონსტიტუცია, მოქალაქეების უსაფრთხოება და თავისუფლება“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, მან, ვინც სამხედრო ამბოხს ორგანიზება გაუწია და მოამზადა, ვინც იარაღი აღმართა საბრძოლო ამხანაგების წინააღმდეგ, რუსეთს უღალატა და ამაზე პასუხს აგებს.

"ერთადერთი სწორი არჩევანია – დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობის მიღების შეწყვეტა. მჯერა, რომ შევინახავთ და შევინარჩუნებთ, რაც ძვირფასია და წმინდაა ჩვენთვის, ჩვენს სამშობლოსთან ერთად, ნებისმიერ განსაცდელს გადავიტანთ და უფრო ძლიერები გავხდებით", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.