სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ კარგი "სამშობლოს“ ვმღეროდით და არა "კატიუშას“ - რას ჰყვება ხვიჩა მაღლაკელიძე მოსკოვურ წვეულებაზე, რომელსაც პავლიაშვილთან ერთად, ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე და სხვა ქართველები ესწრებოდნენ
"კიდევ კარგი "სამშობლოს“ ვმღეროდით და არა "კატიუშას“ - რას ჰყვება ხვიჩა მაღლაკელიძე მოსკოვურ წვეულებაზე, რომელსაც პავლიაშვილთან ერთად, ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე და სხვა ქართველები ესწრებოდნენ

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ მოს­კოვ­ში ქარ­თველ­მა მომ­ღერ­ლებ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში იმ­ღე­რეს. ვი­დე­ო­ე­ბის ავ­ტო­რი ვინ­მე ეკა­ტე­რი­ნე სტე­ფა­ნო­ვა გახ­ლავთ. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად, "სამ­შობ­ლოს" მღე­რი­ან: ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, დათო ხუ­ჯა­ძე, ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე და მიშო სუ­ლუ­ხია.

"მად­ლო­ბა, რომ ჩვენ ყვე­ლა ერ­თად ქარ­თუ­ლად ვმღე­რით! ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იქ­ნე­ბა. ჩვენ ვი­მარ­ჯვებ­დით, ვი­მარ­ჯვებთ და გა­ვი­მარ­ჯვებთ ყო­ველ­თვის", - რუ­სულ ენა­ზე ასე მი­მარ­თა პავ­ლი­აშ­ვილ­მა შეკ­რე­ბილ აუ­დი­ტო­რი­ას.

Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის ჩა­სა­წე­რად ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და. მუ­სი­კოს­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ღა­მო მოს­კოვ­ში შედ­გა და მას ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ნამ­დვი­ლად ეს­წრე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მისი თქმით, ეს არ ყო­ფი­ლა კონ­ცერ­ტი, ეს იყო კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო, რო­მელ­ზეც ერთ-ერთი იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ.

ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე:

- კონ­ცერ­ტი არ ყო­ფი­ლა ეს, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო იყო, ჩემო კარ­გო. სამი დღის წინ გა­ი­მარ­თა, ახლა ისევ მოს­კოვ­ში ვარ, დღეს მოვფრი­ნავ.

- ნა­ხავ­დით ნი­უ­სებს, რო­მე­ლიც დღეს დი­ლას ქარ­თულ მე­დი­ა­ში ამ თე­მა­ზე გავ­რცელ­და.

- არ მი­ნა­ხავს არა­ფე­რი, რა ხდე­ბა? კორ­პო­რა­ტუ­ლი სა­ღა­მო იყო, ასეთ­ზე ვყო­ფილ­ვარ მი­ლი­ონ­ზე, სად არ ჩავ­სულ­ვარ. რა ამ­ბა­ვი ატყდა, რა მოხ­და.

- მოს­კოვ­ში ჩახ­ვე­დით...

- ოჰ, ნე­ტაი თქვენ.

- ვისი კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო იყო, და­ბა­დე­ბის დღე იყო, ქორ­წი­ლი?

- და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არ გე­ტყვით ვისი.

- ქარ­თვე­ლის თუ რუ­სის?

- ქარ­თვე­ლის, კაცო, რუს­თან რა მინ­და, გა­და­ა­შე­ნეთ.

- რო­გო­რი დრო გა­ა­ტა­რეთ?

- ჩვე­ნი გა­მოს­ვლის დრო გვქონ­და, მი­ვე­დით, გა­მო­ვე­დით სცე­ნა­ზე და წა­მო­ვე­დით სას­ტუმ­რო­ში.

- არე­უ­ლო­ბა რომ არის რუ­სეთ­ში, ხომ არ შე­გექ­მნათ გა­მომ­გზავ­რე­ბა­ზე პრობ­ლე­მა?

- არა, ამ წუ­თას არა­ფე­რი არ იგ­რძნო­ბა. რომ მოხ­დე­ბა, პირ­ვე­ლი თქვენ გა­გა­გე­ბი­ნებთ.

- იქ ყოფ­ნი­სას არ გქო­ნი­ათ ის მო­მენ­ტი, რომ გავ­რცელ­დე­ბო­და ეს კად­რე­ბი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და?

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დავ­დი­ვარ მოს­კოვ­ში, პეტრბურ­გში, ყა­ზან­ში, და­ბეჭ­დი­ლა კი­დეც და ჩემი სუ­რა­თე­ბიც და­დე­ბუ­ლა, მაგ­რამ რა პრობ­ლე­მაა, მე მოვ­დი­ვარ ქარ­თვე­ლებ­თან.

- რას ეტყო­დით იმ ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც გაბ­რაზ­დნენ, ერთი წერ­და, - ყვე­ლა­ზე მე­ტად ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე­ზე დამ­წყდა გუ­ლიო.

- მე რამე და­ვუ­შა­ვე იმ ადა­მი­ანს, თუ ამ ჰა­ერს რა­ტომ ვსუნ­თქავ? ხში­რად მაქვს მარ­თლა ურ­თი­ერ­თო­ბა აქა­ურ ქარ­თვე­ლებ­თან, არც მი­ნა­ხავს ახა­ლი არა­ფე­რი, სად­მე რამე და­ი­წე­რა? კი­დევ კარ­გი "სამ­შობ­ლოს“ ვმღე­რო­დით და არა "კა­ტი­უ­შას“. ღმერ­თმა მშვი­დო­ბა მოგ­ცეთ შინ და გა­რეთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ივ­ლის, ჩვენ ვი­ყოთ ჯან­მრთე­ლად.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიზა
3

დარწმუნებული ვარ ამ კომენტარების უმრავლესობა 30 წლის ქვემოთაა,გეყოფათ ამდენი ვიშვიში, გუშინ რაც მოხდა დღეს ვერ გამოსწორდება,ამდენი აურზაური რა საჭიროა? ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს,უფრო ლამაზი და მშვიდი ცხოვრება გექნებათ.

...
4

მეგობრის დაბადების დღეზე სიმღერა არ ტეხავს. ნუცას რომ თხოვეს იმღერეო თავის ფასებას ხომ არ დაიწყებდა? იტყოდნენ აუვარდა თავშიო. იმღერა და რა მერე? თქვენ რომ სტუმრად მიბრძანდებით მიწვეული სტუმრების სიას წინასწარ ნახულობთ თუ არასასურველ ვინმეს თუ ნახავთ გამოდიხართ გარეთ და აქციას აწყობთ წავიდეს აქედანო?ქვა იმან ისროლოს ვინც უცოდველიაო - გაგიგიათ?

ავტორი:

"კიდევ კარგი "სამშობლოს“ ვმღეროდით და არა "კატიუშას“ - რას ჰყვება ხვიჩა მაღლაკელიძე მოსკოვურ წვეულებაზე, რომელსაც პავლიაშვილთან ერთად, ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე და სხვა ქართველები ესწრებოდნენ

"კიდევ კარგი "სამშობლოს“ ვმღეროდით და არა "კატიუშას“ - რას ჰყვება ხვიჩა მაღლაკელიძე მოსკოვურ წვეულებაზე, რომელსაც პავლიაშვილთან ერთად, ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე და სხვა ქართველები ესწრებოდნენ

რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთ რესტორანში იმღერეს. ვიდეოების ავტორი ვინმე ეკატერინე სტეფანოვა გახლავთ. ვიდეოში ჩანს, რომ ღონისძიებაზე იმყოფებიან საქართველოში მცხოვრები ქართველი შემსრულებლები, სოსო პავლიაშვილთან ერთად, "სამშობლოს" მღერიან: ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და მიშო სულუხია.

"მადლობა, რომ ჩვენ ყველა ერთად ქართულად ვმღერით! ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ჩვენ ვიმარჯვებდით, ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ ყოველთვის", - რუსულ ენაზე ასე მიმართა პავლიაშვილმა შეკრებილ აუდიტორიას.

Ambebi.ge კომენტარის ჩასაწერად ხვიჩა მაღლაკელიძეს დაუკავშირდა. მუსიკოსმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ საღამო მოსკოვში შედგა და მას ქართველი შემსრულებლები ნამდვილად ესწრებოდნენ, თუმცა მისი თქმით, ეს არ ყოფილა კონცერტი, ეს იყო კორპორატიული საღამო, რომელზეც ერთ-ერთი იქ მცხოვრები ქართველის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

ხვიჩა მაღლაკელიძე:

- კონცერტი არ ყოფილა ეს, კორპორატიული საღამო იყო, ჩემო კარგო. სამი დღის წინ გაიმართა, ახლა ისევ მოსკოვში ვარ, დღეს მოვფრინავ.

- ნახავდით ნიუსებს, რომელიც დღეს დილას ქართულ მედიაში ამ თემაზე გავრცელდა.

- არ მინახავს არაფერი, რა ხდება? კორპორატული საღამო იყო, ასეთზე ვყოფილვარ მილიონზე, სად არ ჩავსულვარ. რა ამბავი ატყდა, რა მოხდა.

- მოსკოვში ჩახვედით...

- ოჰ, ნეტაი თქვენ.

- ვისი კორპორატიული საღამო იყო, დაბადების დღე იყო, ქორწილი?

- დაბადების დღეზე ვიყავი, მაგრამ არ გეტყვით ვისი.

- ქართველის თუ რუსის?

- ქართველის, კაცო, რუსთან რა მინდა, გადააშენეთ.

- როგორი დრო გაატარეთ?

- ჩვენი გამოსვლის დრო გვქონდა, მივედით, გამოვედით სცენაზე და წამოვედით სასტუმროში.

- არეულობა რომ არის რუსეთში, ხომ არ შეგექმნათ გამომგზავრებაზე პრობლემა?

- არა, ამ წუთას არაფერი არ იგრძნობა. რომ მოხდება, პირველი თქვენ გაგაგებინებთ.

- იქ ყოფნისას არ გქონიათ ის მომენტი, რომ გავრცელდებოდა ეს კადრები და განსხვავებული რეაქციები მოჰყვებოდა?

- მთელი ცხოვრება დავდივარ მოსკოვში, პეტრბურგში, ყაზანში, დაბეჭდილა კიდეც და ჩემი სურათებიც დადებულა, მაგრამ რა პრობლემაა, მე მოვდივარ ქართველებთან.

- რას ეტყოდით იმ ქართველებს, რომლებიც გაბრაზდნენ, ერთი წერდა, - ყველაზე მეტად ხვიჩა მაღლაკელიძეზე დამწყდა გულიო.

- მე რამე დავუშავე იმ ადამიანს, თუ ამ ჰაერს რატომ ვსუნთქავ? ხშირად მაქვს მართლა ურთიერთობა აქაურ ქართველებთან, არც მინახავს ახალი არაფერი, სადმე რამე დაიწერა? კიდევ კარგი "სამშობლოს“ ვმღეროდით და არა "კატიუშას“. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ შინ და გარეთ, ეს ყველაფერი ჩაივლის, ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელად.