სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნებისმიერ დროს ელოდებიან მოსკოვზე "ვაგნერის" იერიშს... პრიგოჟინს იმაზე ცოტა წინააღმდეგობა ხვდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო" - მძიმე ღამე რუსეთისთვის: რა ხდებოდა მოვლენების ეპიცენტრში?
"ნებისმიერ დროს ელოდებიან მოსკოვზე "ვაგნერის" იერიშს... პრიგოჟინს იმაზე ცოტა წინააღმდეგობა ხვდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო" - მძიმე ღამე რუსეთისთვის: რა ხდებოდა მოვლენების ეპიცენტრში?

კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მისი სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფის ბა­ნა­კებ­ზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა­ში და­ა­და­ა­ნა­შა­უ­ლა, რა­საც წუ­ხელ რიგი პრო­ცე­სე­ბი მოჰ­ყვა რუ­სეთ­ში. პრი­გო­ჟინ­მა შუ­რის­ძი­ე­ბა და­ა­ნონ­სა, რის შემ­დე­გაც მოს­კოვ­ში ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გაძ­ლი­ე­რე­ბულ დაც­ვის კონ­ტროლ­ზე გა­და­ვი­და. ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვიდ­ნენ "ომო­ნი­სა" და "სობ­რის" სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბი. ასე­ვე "ვაგ­ნე­რის” ლი­დე­რის ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, ჯავ­შან­ტექ­ნი­კა გა­მოჩ­ნდა როს­ტო­ვის ქუ­ჩებ­ში და ად­გილ­ზე გეგ­მა “ცი­ხე­სი­მაგ­რე” გა­მო­ცხად­და.

ასე­ვე ცოტა ხნის წინ გა­ავ­რცე­ლა ახა­ლი მი­მარ­თვა პრი­გო­ჟინ­მა და თქვა, რომ უკვე როს­ტოვ­ში შე­ვი­და და "ყვე­ლა­ფერს გა­ა­ნად­გუ­რებს, ვინც წინ და­უდ­გე­ბა". (წა­ი­კი­თხეთ: "როს­ტოვ­ში შევ­დი­ვართ... თუ ვინ­მე წინ დაგ­ვიდ­გე­ბა, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­ნად­გუ­რებთ" - პრი­გო­ჟი­ნი)

წუ­ხან­დელ მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ჯი­პას პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე:

"წუ­ხან­დე­ლი ღა­მის ძა­ლი­ან მოკ­ლე შე­ჯა­მე­ბა:

- პრი­გო­ჟი­ნის ძა­ლებ­მა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვა­რი და­უბ­რკო­ლებ­ლად გა­ი­ა­რეს. მე­სა­ზღვრე­ე­ბი არ ჩა­ე­რივ­ნენ შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში.

- "ვაგ­ნე­რი" როს­ტოვ­ში შე­ვი­და და სამ­ხედ­რო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის ნა­წი­ლი და­ი­კა­ვა (ზუს­ტად რო­მე­ლი არაა ცნო­ბი­ლი). ქა­ლა­ქი­სა და რა­ი­ო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მის კონ­ტროლ­ქვე­შაა;

- რუ­სულ­მა შვე­ულმფრე­ნებ­მა "ვაგ­ნე­რის" კო­ლო­ნა­ზე იე­რი­შის მი­ტა­ნა სცა­და; და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით რუ­სუ­ლი შვე­ულმფრე­ნე­ბი (სა­უ­ბა­რია 2-3 მათ­გან­ზე) ჩა­მოგ­დე­ბულ იქნა "ვაგ­ნე­რელ­თა" მიერ.

- როს­ტო­ვის ოლ­ქის სხვა რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქი აგ­რეთ­ვე "ვაგ­ნერ­მა" და­ი­კა­ვა; აიღო პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბე­ბი და ია­რა­ღის სა­წყო­ბე­ბი.

- შე­ტა­კე­ბე­ბის ხმა ის­მის ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქშიც - სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე - მათ შო­რის ქა­ლა­ქის მი­სად­გო­მებ­თან. სრო­ლე­ბი იყო ქა­ლაქ პავ­ლოვკს­შიც. სხვა დე­ტა­ლე­ბი არაა ცნო­ბი­ლი.

- ამა­სო­ბა­ში რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ და­ი­წყო რუ­სეთ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი ფრე­ნა;

- მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა რუ­სებ­მა უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ათო­ბით ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა ის­რო­ლეს. და­ი­ბომ­ბა კი­ე­ვი და დნიპ­რო;

- "ვაგ­ნე­რი" არ­მი­ას მხარ­და­ჭე­რი­სა­კენ მო­უ­წო­დებს.

- მოს­კო­ვის შე­სას­ვლე­ლე­ბი გა­და­კე­ტი­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­ხრე­თი­დან. ნე­ბის­მი­ერ დროს ელო­დე­ბი­ან "ვაგ­ნე­რის" ქა­ლაქ­ზე იე­რიშს.

- მთე­ლი ღამე იბომ­ბე­ბო­და ბელ­გო­რო­დის ოლქი. ვინ ბომ­ბავ­და მას - უც­ნო­ბია.

- ვრცელ­დე­ბა პრი­გო­ჟი­ნის მი­მარ­თვა - ის ამ­ბობს, რომ ჯარი, როსგვარ­დი­ის ნა­წი­ლი და პო­ლი­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძა­ლე­ბი მის მხა­რეს არი­ან გად­მო­სუ­ლიო. ცხა­დია ეს ბო­ლომ­დე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვერ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ იმა­ზე ცოტა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რომ ხვდე­ბა "ვაგ­ნერს" ვიდ­რე მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო - ეს ნა­თე­ლია.

ზო­გა­დი შე­ჯა­მე­ბა:

არ გა­მო­რი­ცხოთ, "ვაგ­ნე­რის" სტრა­ტე­გია უკ­რა­ი­ნი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი რუ­სუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის გა­დაჭ­რა და უკ­რა­ი­ნა­ში მყოფ რუ­სულ არ­მი­ა­ზე კონ­ტრო­ლის მო­პო­ვე­ბა იყოს. რო­გორც ჩანს პრი­გო­ჟი­ნი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბის აყო­ლი­ე­ბა­საც შე­ეც­დე­ბა, რაც რა­ო­დე­ნობ­რი­ვად დიდი ძა­ლაა.".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კი
0

პუტინმა მოდელირებული ნოვოსტი დადგა როგორც ნაცების ბელადმა დადგა მოდელირებული ქრონიკა გაგახსენდათ?

ვახტანგი -71
0

ის რაც დღეს ხდება რუსეთში ერთმნიშვნელოვნად გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის ომით, რომელშიც რუსეთმა დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია...

მოკლედ რომ ვთქვათ აირია მონასტერი, რუსეთის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელებსა და კერძო სამხედრო კომპანია (ე.წ. ჩვკ) „ვაგნერ“-ის ხელმძღვანელ პრიგოჟინს შორის გაჩნდა ურთიერთ უნდობლობა და დაწყებულია ერთმანეთზე გადაბრალება იმ წარუმატებლობის გამო, რომელიც არსებობს უკრაინის ფრონტზე.

სავსებით შესაძლებელია, რომ ეს დაპირისპირება გაღვივდეს და გადაიზარდოს შეიარაღებული ფორმირებების ურთიერთ ბრძოლებში...

რაც შეეხება სამოქალაქო ომში გადაზრდას ჩემი აზრით ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

საბოლოოდ იმას ვიტყოდი, რომ ყველაფერ ამაზე პასუხისმგებელია პუტინი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ნებისმიერ დროს ელოდებიან მოსკოვზე "ვაგნერის" იერიშს... პრიგოჟინს იმაზე ცოტა წინააღმდეგობა ხვდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო" - მძიმე ღამე რუსეთისთვის: რა ხდებოდა მოვლენების ეპიცენტრში?

"ნებისმიერ დროს ელოდებიან მოსკოვზე "ვაგნერის" იერიშს... პრიგოჟინს იმაზე ცოტა წინააღმდეგობა ხვდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო" - მძიმე ღამე რუსეთისთვის: რა ხდებოდა მოვლენების ეპიცენტრში?

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მისი სამხედრო ქვედანაყოფის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადაანაშაულა, რასაც წუხელ რიგი პროცესები მოჰყვა რუსეთში. პრიგოჟინმა შურისძიება დაანონსა, რის შემდეგაც მოსკოვში ყველა მნიშვნელოვანი ობიექტები, სახელმწიფო დაწესებულებები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გაძლიერებულ დაცვის კონტროლზე გადავიდა. ქუჩებში გამოვიდნენ "ომონისა" და "სობრის" სპეცდანიშნულების რაზმები. ასევე "ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, ჯავშანტექნიკა გამოჩნდა როსტოვის ქუჩებში და ადგილზე გეგმა “ციხესიმაგრე” გამოცხადდა.

ასევე ცოტა ხნის წინ გაავრცელა ახალი მიმართვა პრიგოჟინმა და თქვა, რომ უკვე როსტოვში შევიდა და "ყველაფერს გაანადგურებს, ვინც წინ დაუდგება". (წაიკითხეთ: "როსტოვში შევდივართ... თუ ვინმე წინ დაგვიდგება, ყველაფერს გავანადგურებთ" - პრიგოჟინი)

წუხანდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე:

"წუხანდელი ღამის ძალიან მოკლე შეჯამება:

- პრიგოჟინის ძალებმა რუსეთ-უკრაინის საზღვარი დაუბრკოლებლად გაიარეს. მესაზღვრეები არ ჩაერივნენ შიდა დაპირისპირებაში.

- "ვაგნერი" როსტოვში შევიდა და სამხედრო და ადმინისტრაციული შენობების ნაწილი დაიკავა (ზუსტად რომელი არაა ცნობილი). ქალაქისა და რაიონის მნიშვნელოვანი ნაწილი მის კონტროლქვეშაა;

- რუსულმა შვეულმფრენებმა "ვაგნერის" კოლონაზე იერიშის მიტანა სცადა; დაუდასტურებელი ინფორმაციით რუსული შვეულმფრენები (საუბარია 2-3 მათგანზე) ჩამოგდებულ იქნა "ვაგნერელთა" მიერ.

- როსტოვის ოლქის სხვა რამდენიმე ქალაქი აგრეთვე "ვაგნერმა" დაიკავა; აიღო პოლიციის შენობები და იარაღის საწყობები.

- შეტაკებების ხმა ისმის ვორონეჟის ოლქშიც - საუბარია რამდენიმე ადგილზე - მათ შორის ქალაქის მისადგომებთან. სროლები იყო ქალაქ პავლოვკსშიც. სხვა დეტალები არაა ცნობილი.

- ამასობაში რუსულმა ავიაციამ დაიწყო რუსეთში ინტენსიური ფრენა;

- მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა რუსებმა უკრაინის მიმართულებით ათობით ფრთოსანი რაკეტა ისროლეს. დაიბომბა კიევი და დნიპრო;

- "ვაგნერი" არმიას მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.

- მოსკოვის შესასვლელები გადაკეტილია. განსაკუთრებით სამხრეთიდან. ნებისმიერ დროს ელოდებიან "ვაგნერის" ქალაქზე იერიშს.

- მთელი ღამე იბომბებოდა ბელგოროდის ოლქი. ვინ ბომბავდა მას - უცნობია.

- ვრცელდება პრიგოჟინის მიმართვა - ის ამბობს, რომ ჯარი, როსგვარდიის ნაწილი და პოლიციის მნიშვნელოვანი ძალები მის მხარეს არიან გადმოსულიო. ცხადია ეს ბოლომდე დამაჯერებელი ინფორმაცია ვერ იქნება, მაგრამ იმაზე ცოტა წინააღმდეგობა რომ ხვდება "ვაგნერს" ვიდრე მოსალოდნელი იყო - ეს ნათელია.

ზოგადი შეჯამება:

არ გამორიცხოთ, "ვაგნერის" სტრატეგია უკრაინისაკენ მიმავალი რუსული არტერიების გადაჭრა და უკრაინაში მყოფ რუსულ არმიაზე კონტროლის მოპოვება იყოს. როგორც ჩანს პრიგოჟინი მობილიზებული ნაწილების აყოლიებასაც შეეცდება, რაც რაოდენობრივად დიდი ძალაა.".

წაიკითხეთ ასევე: