პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ბადრი ესებუას საქმეზე ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?
პროკურატურა ბადრი ესებუას საქმეზე ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ბად­რი ესე­ბუ­ას საქ­მე­ზე ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სას­ჯე­ლის გამ­კაც­რე­ბის მო­თხოვ­ნით, სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის, ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

„სა­სა­მარ­თლო­ში და­დას­ტურ­და, რომ 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით და ხელ­ყუმ­ბა­რით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ბრალ­დე­ბულ­მა ერთ-ერთი ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლი აი­ძუ­ლა იგი ზუგ­დიდ­ში გან­თავ­სე­ბულ სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" სერ­ვის­ცენ­ტრთან მი­ეყ­ვა­ნა. ბრალ­დე­ბულ­მა ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და შე­ნო­ბა­ში შე­იჭ­რა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით, იქ მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა და აი­ძუ­ლა, მის მო­თხოვ­ნებს და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ. ბრალ­დე­ბულ­მა საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ხელ­ყუმ­ბა­რის დე­მონ­სტრი­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ებს მის­თვის 500 000 აშშ დო­ლა­რის გა­და­ცე­მა და შე­ნო­ბის უსაფრ­თხოდ და­ტო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოს­თხო­ვა. თავ­დამ­სხმე­ლი ცდი­ლობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­სობ­რი­ვი პა­ნი­კი­სა და ში­შის და­ნერგვით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ე­ხა­და, მის მიერ და­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ად­გილ­ზე მოხ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა. პო­ლი­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მოხ­და მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. დამ­ნა­შა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალ­ში შეჭ­რის და იქ მყო­ფი პი­რე­ბის მძევ­ლად აყ­ვა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ძებ­ნი­ლი პირი, 2023 წლის 8 თე­ბერ­ვალს, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯი­ხაშ­კარ­ში და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 323-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი), 329-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით), 150-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (იძუ­ლე­ბა) და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა) წა­რედ­გი­ნა.

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის ზო­მად და სა­ხედ 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სას­ჯე­ლის გამ­კაც­რე­ბის მო­თხოვ­ნით, სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რებს“,- ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პროკურატურა ბადრი ესებუას საქმეზე ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

პროკურატურა ბადრი ესებუას საქმეზე ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

საქართველოს პროკურატურა ბადრი ესებუას საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„სასამართლოში დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებულმა ბრალდებულმა ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი აიძულა იგი ზუგდიდში განთავსებულ სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის" სერვისცენტრთან მიეყვანა. ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და შენობაში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით, იქ მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა და აიძულა, მის მოთხოვნებს დამორჩილებოდნენ. ბრალდებულმა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირებით ხელისუფლების ორგანოებს მისთვის 500 000 აშშ დოლარის გადაცემა და შენობის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა მოსთხოვა. თავდამსხმელი ცდილობდა საზოგადოებაში მასობრივი პანიკისა და შიშის დანერგვით, ხელისუფლების ორგანოები იძულებული გაეხადა, მის მიერ დაყენებული მოთხოვნები შეესრულებინა.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, „საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრის და იქ მყოფი პირების მძევლად აყვანის სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი პირი, 2023 წლის 8 თებერვალს, სპეცოპერაციის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად და სახედ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.