პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე დღეს ჩვენებას ბადრი ესებუა მისცემს - ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ განაჩენი დღესვე გამოცხადდეს
"საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე დღეს ჩვენებას ბადრი ესებუა მისცემს - ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ განაჩენი დღესვე გამოცხადდეს

დღეს ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თე­ბა.

ესე­ბუ­ას ად­ვო­კა­ტის, იო­სებ ჯა­ნა­ში­ას თქმით, სა­სა­მარ­თლო ბრალ­დე­ბულს მო­უს­მენს. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს და სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას სა­სა­მარ­თლოს კი­დევ ერთხელ გა­აც­ნობს. ჯა­ნა­შია არ გა­მო­რი­ცხავს, რომ გა­ნა­ჩე­ნი დღეს­ვე გა­მო­ცხად­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, ბად­რი ესე­ბუ­ას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის გამო 4 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა უკვე მი­ე­სა­ჯა. საქ­მე ეხე­ბა 2023 წლის 8 თე­ბერ­ვალს, ჯი­ხაშ­კარ­ში, ესე­ბუ­ას და­კა­ვე­ბის დროს აღ­მო­ჩე­ნილ ია­რაღს. ბრალს აღი­ა­რებს და­კა­ვე­ბუ­ლიც. "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ძარ­ცვის საქ­მე­ზე კი, ესე­ბუა ბრალს ამ დრომ­დე არ აღი­ა­რებს.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. ბად­რი ესე­ბუა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
g
0

გაუშვით ეს კაცი!!გვარამიაზე მეტად არავინ დაუზიანებია,ფულიც გაცილებით ნაკლები წაიღო!)

ექიმი ჰაუსი
0

ამის ჩვენება ხომ ვიცით ისედაც, ეს არ იყო ბანკში, ყავას სვავდა კაფეში და აბრალებენ )))))))))))))))))))

უბრალოდ მოერიდა მერე პოლიციაში ან ჟურნალისტებთან ამის გაცხადება )))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე დღეს ჩვენებას ბადრი ესებუა მისცემს - ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ განაჩენი დღესვე გამოცხადდეს

"საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე დღეს ჩვენებას ბადრი ესებუა მისცემს - ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ განაჩენი დღესვე გამოცხადდეს

დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას თქმით, სასამართლო ბრალდებულს მოუსმენს. უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და საკუთარ პოზიციას სასამართლოს კიდევ ერთხელ გააცნობს. ჯანაშია არ გამორიცხავს, რომ განაჩენი დღესვე გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. ბრალს აღიარებს დაკავებულიც. "საქართველოს ბანკის“ ძარცვის საქმეზე კი, ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.