სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატარა ქვეყნის გულუხვი დახმარება - ლატვია უკრაინას, "სტინგერების" შემდეგ, თავის ყველა სამხედრო ვერტმფრენსაც გადასცემს
პატარა ქვეყნის გულუხვი დახმარება - ლატვია უკრაინას, "სტინგერების" შემდეგ, თავის ყველა სამხედრო ვერტმფრენსაც გადასცემს

ლატ­ვი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, კრი­ში­ა­ნის კა­რინ­შას გან­ცხა­დე­ბით, მისი ქვე­ყა­ნა ყვე­ლა სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრენს, რაც აქვთ, უკ­რა­ი­ნას გა­დას­ცემს. პრე­მი­ერ­მა ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის შე­სა­ხებ ლონ­დონ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კა­რინ­შას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია თუ რამ­დენ ვერ­ტმფრენ­ზეა სა­უ­ბა­რი.

მი­სი­ვე თქმით, რი­გის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში შე­ად­გენს ლატ­ვი­ის მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის 1%-ს და მო­ი­ცავს "სტინ­გე­რის" ტი­პის სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა­საც. სა­უ­ბა­რია რვა "სტინ­გერ­ზე".

ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ლატ­ვია უკ­რა­ი­ნას აწ­ვდის მცი­რე ია­რაღს და საბ­რძო­ლო მა­სა­ლებს. გარ­და ამი­სა, ქვე­ყა­ნა აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის წვრთნა­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

მაგათ ისეთი პრეზიდენტი ჰყავთ ერთ ადგილსაც მოსცემს ბეზ პრობლემ. ვიცი არ დადებთ, მაგრამ , ხომ ასეა? მსოფლიოში პირველი პრეზიდენტია ასეთი გამცემი.

გიორგისგან მოპასუხეს
4

მე მგონი უკრაიაზე დავსვი შეკითხა და არა შტატებზე, ამიტომ ჯერ მაგაზე დავწერ. ძირითადი მხარდაჭერა მაგ მაგ დროს საქართველოს სარკოზმა აღმოუჩინა,რომლის შუამდგომლობით 12 აგვისტოს მოხდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, ამიტომ 13 აგვისტოს რამდენიმე საათაიან ვოაჟით ჩამოფრენილ და რუსთაველზე ხალხის გულის მოსაფხანად მისულ იუშენკოს ვიზიტში არაფერ "სარისკო"არ ყოფილა. შემდეგ, მე ეფიმერულ მხარდაჭერაზე კია კონკრეტულ ფაქტებზე ვლაპარაკობ, არც 2008 ში, არ იმის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებას არ მიუღია არც ერთი საქართველოს მხარდაჭერის აქტი,არ დაუწესებია არც ერთი სანქცია რუსეთის მიმართ,არ შეუფარებია არც ერთი ქართველი ლტოლვილი ,არ გამოუგზავნია არც ერთი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ან შეიარაღება,პირიქით 2008 -ის ბოლოს სავაჭრო ბრუნვით რუსეთი პირველ ადგილზე გავიდა, რუსი მომღერლები სექტემბერში მრავლათასიან კონცერტებს მართავდნენ კიევის ცენტრში. მოგვიანებით კი უკვე დღევანდელი "გმირმა" ზელენსკიმ მაგ ომზე პრიმიტიული ღლიცინით რუსები გაართო!

ეხლა შტატებს რაც შეეხება,თუ როგორ "გადაგვარჩინა" რუსის ვანიას.რუსეთ საქართველოს ბოლო დაპირისპირება წინა საუკუნის 92 წლიდან იღებს სათავეს,როდესაც დემოკრატმა ,ლიბერალმა და აშშ მეგობარმა ელცინმა აფხაზეთი ტრაგედია მოგვიწყო.მაგის შემდეგ რუსმა ჩინოვნიკებმა არა ერთხელ განაცხადეს ,რომ ნებისმიერ მხარდაჭერას აღმოუჩენდნენ სეპარატისტებს ქართველების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა 2008 -ში სააკაშვილმა დიდი პომპეზურეობით დაიწყო გრადებით ზალპით სამხრეთ ოსეთში (გამსახურდიას გაუქმებული და მისი აღდგენილი) კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. ანუ რა გამოდის სააკაშვილი იდიოტი იყო , იმედი ქონდა რუსეთს დაამარცხებდა? თუ უფრო გარანტიები მიიღო რომ რუსები არ ჩაერეოდნენ მაგ კონფლიქტში ? ვისგანი იყო ეგ გარანტია ,პუტინისგან? :)) მიუხედევად ჩემი დიდი ანტიპათიისა მიშა იდიოტი ნამდვილად არ არის. 5 დღიან ომის შედეგად კი რუსები თბილისთან 50 კმ-ში მოვიდნენ, საქართელომ 400 "ქვა-ღორღიანი" სოფელი დაკარგა ,სამაგიეროდ ოკუპანტებს კიდევ ერთხელ ჩამოეხადათ ნიღაბი, ვის სასარგებლოდ არც მაგას უნდა დიდ ფიქრი. ამერიკელებმა კი ქართველებს არა და თავის პლაცდარმს უშველეს,პოტენციური მოწინააღმდეგის საზღვართან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

პატარა ქვეყნის გულუხვი დახმარება - ლატვია უკრაინას, "სტინგერების" შემდეგ, თავის ყველა სამხედრო ვერტმფრენსაც გადასცემს

პატარა ქვეყნის გულუხვი დახმარება - ლატვია უკრაინას, "სტინგერების" შემდეგ, თავის ყველა სამხედრო ვერტმფრენსაც გადასცემს

ლატვიის პრემიერ-მინისტრის, კრიშიანის კარინშას განცხადებით, მისი ქვეყანა ყველა სამხედრო ვერტმფრენს, რაც აქვთ, უკრაინას გადასცემს. პრემიერმა ამის შესახებ უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

კარინშას არ დაუკონკრეტებია თუ რამდენ ვერტმფრენზეა საუბარი.

მისივე თქმით, რიგის სამხედრო დახმარება უკრაინაში შეადგენს ლატვიის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ს და მოიცავს "სტინგერის" ტიპის სარაკეტო სისტემასაც. საუბარია რვა "სტინგერზე".

ასევე ცნობილია, რომ ლატვია უკრაინას აწვდის მცირე იარაღს და საბრძოლო მასალებს. გარდა ამისა, ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს უკრაინელი სამხედროების წვრთნაში.