პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უძრავი ქონება და ღვინის ბიზნესი ივანიშვილის ძმასთან ერთად - რა ქონებას ფლობს პარლამენტარი ზაალ დუგლაძე?
უძრავი ქონება და ღვინის ბიზნესი ივანიშვილის ძმასთან ერთად - რა ქონებას ფლობს პარლამენტარი ზაალ დუგლაძე?

ზაალ დუ­გ­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს X მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად 2020 წელს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან“ მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი წე­სით აირ­ჩი­ეს. ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ხა­შურ­სა და ქა­რელს წარ­მო­ად­გენს და პო­ლი­ტი­კა­ში ბიზ­ნე­სი­დან მო­ვი­და. ზაალ დუ­გ­ლა­ძე 1971 წლის 14 თე­ბერ­ვალს და­ი­ბა­და და და­ას­რუ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მეღ­ვი­ნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ის თა­ნახ­მად, 1995-2004 წლებ­ში ის სს "ვა­ზი­ან­ში" მთა­ვარ ტექ­ნო­ლო­გად მუ­შა­ობ­და; 2005-2012 წლებ­ში შპს "დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია; 2013-2020 წლებ­ში კი შპს "დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნი­ის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

2023 წლის მა­ის­ში "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბამ“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა დო­კუ­მენ­ტი,რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც პარ­ლა­მენ­ტა­რი ზაალ დუ­გ­ლაძე სა­ხელ­მწი­ფო აგ­როკ­რე­დი­ტის პროგ­რა­მის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია.

ხა­შუ­რი­სა და ქა­რე­ლის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა ოთხმა კომ­პა­ნი­ამ, სა­ხელ­მწი­ფო აგ­როკ­რე­დი­ტის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ჯამ­ში 8,562,573 ლარი მი­ი­ღო 2013-2022 წლებ­ში. "კომ­პა­ნი­ებ­ში ზაალ დუ­გ­ლა­ძეს­თან ერ­თად სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი გა­აჩ­ნია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმას, ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვილს", - წე­რია დო­კუ­მენ­ტში.

შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­როკ­რე­დი­ტის პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც პროგ­რა­მით, ყვე­ლა სხვა ფი­ზი­კურ თუ იუ­რი­დი­ულ პირ­ზე უფრო ხში­რად, ჯამ­ში 45-ჯერ ისარ­გებ­ლა და იაფი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის სა­ხით 4,335,895 ლარი მი­ი­ღო.

დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნი­ას ეკუთ­ვნის ასე­ვე შპს ვარ­ცი­ხის კო­ნი­ა­კის ქარ­ხა­ნა, რო­მელ­მაც აგ­როკ­რე­დი­ტის პროგ­რა­მით ჯამ­ში 83,086 ლარი მი­ი­ღო. დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის კომ­პა­ნი­ას რამ­დე­ნი­მე მე­წი­ლე ჰყავს, მათ შო­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმა, ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი.

ზაალ დუ­გ­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სს კო­ტე­ხი-გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ქარ­ხა­ნამ პროგ­რა­მით 29-ჯერ ისარ­გებ­ლა და 3,899,176 ლარი მი­ი­ღო. კომ­პა­ნი­ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეა ზაალ დუ­გ­ლა­ძის ძმა, და­ვით დუ­გ­ლა­ძე, წევ­რე­ბი კი ზაალ დუ­გ­ლა­ძის მე­უღ­ლე - ეკა­ტე­რი­ნე დუ­გ­ლა­ძე და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმა - ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი არი­ან.

ძმე­ბი დუ­გ­ლა­ძე­ე­ბი და ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი, პარ­ტია "ქარ­თულ ოც­ნე­ბის“ მსხვი­ლი შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბი არი­ან. ზაალ დუ­გ­ლა­ძემ პარ­ტი­ას ჯამ­ში 115,000 ლარი შეს­წი­რა, და­ვით დუ­გ­ლა­ძემ - 162,000 ლარი, ხოლო ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვილ­მა - 260,768 ლარი.

მას შემ­დეგ, რაც ზაალ დუ­გ­ლა­ძე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­და, კომ­პა­ნი­ებ­ში სა­კუ­თა­რი წილი მარ­თვის უფ­ლე­ბით მის ძმას, და­ვით დუ­გ­ლა­ძეს გა­დას­ცა.

  • ოჯა­ხი

დე­პუ­ტატ­მა დუ­გ­ლა­ძემ ბო­ლოს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2023 წლის მარ­ტში შე­ავ­სო. ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან დო­კუ­მენ­ტში შეყ­ვა­ნი­ლი ჰყავს მე­უღ­ლე, ეკა­ტე­რი­ნე დუ­გ­ლა­ძე და 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შვი­ლი ელი­სა­ბედ დუ­გ­ლა­ძე. უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ამ დუ­გ­ლა­ძე გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ო­ჯახ­და. გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი კა­ხეთ­ში გა­და­ი­ხა­დეს.

მა­რი­ამ დუ­გ­ლა­ძი­სა და ნი­კო­ლოზ კიკ­ნა­ძის წყვილ­მა ჯვა­რი თბი­ლის­ში, ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ი­წე­რა, ქორ­წი­ლი კი ყვა­რელ­ში, ლო­პო­ტას ტბა­ზე გა­და­ი­ხა­დეს. სა­ღა­მოს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობ­და, მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტა­რი ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად… ნე­ფის მე­გობ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ: ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის ვა­ჟე­ბი, ან­ზო­რი­კო და რე­ზი­კო ბი­წა­ძე­ე­ბი.

  • დეკ­ლა­რა­ცია

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ეკა­ტე­რი­ნე დუ­გ­ლა­ძემ 2016 წელს 176 000 ლა­რად მი­წის ნაკ­ვე­თი დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­ი­შა­ურ­ში შე­ი­ძი­ნა.

2017 წელს თბი­ლის­ში, მუ­ხის ქუ­ჩა­ზე ეკა­ტე­რი­ნე დუ­გ­ლა­ძემ 1 428 120 ლა­რად შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი იყი­და, რომ­ლის სა­ერ­თო ფარ­თიც 1500 კვ.მ-ზე მე­ტია.

მას­ვე 2022 წელს თბი­ლის­ში, ონი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე 198,32 კვ.მ სახ­ლი აჩუ­ქეს.

ზაალ დუ­გ­ლა­ძემ 2014 წელს 5000 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კუ­ჭა­ტან­ში 3000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. კი­დევ ერთ 4313 კვ. მ ფარ­თობ ნაკ­ვეთ­ში, იგი­ვე კუ­ჭა­ტან­ში დუ­ლა­ძემ 2587 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. იმა­ვე წელს ყვარ­ლის რა­ი­ონ სო­ფელ სა­ნა­ვარ­დო­ში 9800 კვ. მ და 4600 კვ. მ მი­წის ნაკ­ვე­თებს დე­პუ­ტა­ტი 5880 და 2595 დო­ლა­რად ყი­დუ­ლობს.

ეკა­ტე­რი­ნე დუ­გ­ლა­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­შია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა MERCEDES GLE, რო­მელ­შიც 2021 წელს 250 000 ლარი გა­და­ი­ხა­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას დე­პუ­ტატს "ქარ­თუ ბან­კის“ სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 1801 ლარი ერი­ცხე­ბო­და, მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 506 000,01 დო­ლა­რი. "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" სა­ბა­რა­თე ან­გა­რიშ­ზე - 797 დო­ლა­რი, მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე - 16 ათა­სი დო­ლა­რი.

ზაალ დუ­გ­ლა­ძეს და­ნა­ზო­გის სა­ხით აქვს 20 000 დო­ლა­რი და 110 000 ლარი.

დე­პუ­ტა­ტი შპს დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს 25,68% მე­წი­ლეა - მალ­ხაზ ყან­ჩა­ველ­თან, და­ვით დუ­გ­ლა­ძე­სა და ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად, სა­ი­და­ნაც შე­მო­სავ­ლის სა­ხით 521 416,54 ლარი მი­ი­ღო.

ის ასე­ვე სს ვა­ზი­ა­ნის აქ­ცი­ო­ნე­რია, სა­ი­და­ნაც შე­მო­სავ­ლის სა­ხით 2022 წელს 26 576,99 ლარი მი­ი­ღო. დე­პუ­ტა­ტის ხელ­ფა­სის სა­ხით კი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 44 240,63 ლარი ჩა­ე­რი­ცხა.

ზაალ დუ­გ­ლა­ძემ 2016 წელს "თი­ბი­სი" ბან­კი­დან იპო­თე­კუ­რი სეს­ხი, 400 000 დო­ლა­რი აიღო, რომ­ლის გა­დახ­და­საც 2037 წელს და­ას­რუ­ლებს. ამ ეტაპ­ზე გა­სავ­ლის სა­ხით 32 688,35 დო­ლა­რი აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი.

დე­პუ­ტა­ტის სა­ხელ­ზეა კი­დევ ერთი იპო­თე­კუ­რი სეს­ხი, 41 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, რო­მე­ლიც 2017 წელს 20 წლის ვა­დით აიღო. ამ ეტაპ­ზე გა­დახ­დი­ლი აქვს 4227,49 დო­ლა­რი.

დუ­გ­ლა­ძის სა­ხელ­ზეა კი­დევ ორი იპო­თე­კუ­რი სეს­ხი, 75 000 ევრო, რო­მე­ლიც 2018 წელს, ათი წლის ვა­დით აიღო და 65 000 დო­ლა­რი, რო­მე­ლიც 2017 წელს, ასე­ვე ათი წლის ვა­დით აიღო.

გარ­და იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბი­სა დუ­გ­ლა­ძე კი­დევ ერთ სა­მომ­ხმა­რებ­ლო სესხს იხ­დის, რო­მე­ლიც 2017 წელს ათი წლის ვა­დით აიღო. 55 000 დო­ლა­რი­დან ამ ეტაპ­ზე და­ფა­რუ­ლი აქვს 5256,8 დო­ლა­რი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
0

ინფორმაცია!

 

კრეატიულო საზოგადოებავ! თქვენი

ცნობისმოყვარეობა და IQ მეტს ითხოვს! ! ეს მცირე ინფორმაცია,არაა საკმარისი! აუცილებელია იცოდეთ რა ფერისაა მისი ღამის ქოთანი და მერე გააკეთეთ დასკვნები! გთხოვთ, მალე

მოიძიეთ ინფორმაცია, ნინო გიგიშვილს, ეს როგორ გამორჩა, უთუოდ უნდა იცოდეთ

ყველაფერი, აბა როგორ!!!

ტარიელი
1

ღმერთმა გაგიმარჟოს ბატონო დეპუტატო , მარა აიღე ეგ შენი მილიონები და მოიხმარე მშვიდობაში . გაანებე პარლამენტს თავი , არაა ეგ შენი საქმე გეტყობა და გაეხვევი შარებში საკმაოდ . არ გრცხვენია პოლიტიკოსს თუ ეძახი საკუთარ თავს ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

უძრავი ქონება და ღვინის ბიზნესი ივანიშვილის ძმასთან ერთად - რა ქონებას ფლობს პარლამენტარი ზაალ დუგლაძე?

უძრავი ქონება და ღვინის ბიზნესი ივანიშვილის ძმასთან ერთად - რა ქონებას ფლობს პარლამენტარი ზაალ დუგლაძე?

ზაალ დუგლაძე საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრად 2020 წელს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ მაჟორიტარული წესით აირჩიეს. ის საკანონმდებლო ორგანოში ხაშურსა და ქარელს წარმოადგენს და პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. ზაალ დუგლაძე 1971 წლის 14 თებერვალს დაიბადა და დაასრულა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, მეღვინეობის სპეციალობით.

ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, 1995-2004 წლებში ის სს "ვაზიანში" მთავარ ტექნოლოგად მუშაობდა; 2005-2012 წლებში შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიის დამფუძნებელია; 2013-2020 წლებში კი შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიის" გენერალური დირექტორი.

2023 წლის მაისში "საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც პარლამენტარი ზაალ დუგლაძე სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარია.

ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ, სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში ჯამში 8,562,573 ლარი მიიღო 2013-2022 წლებში. "კომპანიებში ზაალ დუგლაძესთან ერთად საკუთარი ბიზნესინტერესები გააჩნია ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს", - წერია დოკუმენტში.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ბენეფიციარია დუგლაძეების ღვინის კომპანია, რომელმაც პროგრამით, ყველა სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე უფრო ხშირად, ჯამში 45-ჯერ ისარგებლა და იაფი ფინანსური რესურსის სახით 4,335,895 ლარი მიიღო.

დუგლაძეების ღვინის კომპანიას ეკუთვნის ასევე შპს ვარციხის კონიაკის ქარხანა, რომელმაც აგროკრედიტის პროგრამით ჯამში 83,086 ლარი მიიღო. დუგლაძეების კომპანიას რამდენიმე მეწილე ჰყავს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი.

ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებულმა სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანამ პროგრამით 29-ჯერ ისარგებლა და 3,899,176 ლარი მიიღო. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ზაალ დუგლაძის ძმა, დავით დუგლაძე, წევრები კი ზაალ დუგლაძის მეუღლე - ეკატერინე დუგლაძე და ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე ივანიშვილი არიან.

ძმები დუგლაძეები და ალექსანდრე ივანიშვილი, პარტია "ქართულ ოცნების“ მსხვილი შემომწირველები არიან. ზაალ დუგლაძემ პარტიას ჯამში 115,000 ლარი შესწირა, დავით დუგლაძემ - 162,000 ლარი, ხოლო ალექსანდრე ივანიშვილმა - 260,768 ლარი.

მას შემდეგ, რაც ზაალ დუგლაძე პარლამენტის წევრი გახდა, კომპანიებში საკუთარი წილი მართვის უფლებით მის ძმას, დავით დუგლაძეს გადასცა.

  • ოჯახი

დეპუტატმა დუგლაძემ ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის მარტში შეავსო. ოჯახის წევრებიდან დოკუმენტში შეყვანილი ჰყავს მეუღლე, ეკატერინე დუგლაძე და 2004 წელს დაბადებული შვილი ელისაბედ დუგლაძე. უფროსი ქალიშვილი მარიამ დუგლაძე გასული წლის სექტემბერში დაოჯახდა. გრანდიოზული ქორწილი კახეთში გადაიხადეს.

მარიამ დუგლაძისა და ნიკოლოზ კიკნაძის წყვილმა ჯვარი თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში დაიწერა, ქორწილი კი ყვარელში, ლოპოტას ტბაზე გადაიხადეს. საღამოს უამრავი ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის პარლამენტარი ვიქტორ სანიკიძე მეუღლესთან ერთად… ნეფის მეგობრები აღმოჩნდნენ: ნინო ბურჯანაძის ვაჟები, ანზორიკო და რეზიკო ბიწაძეები.

  • დეკლარაცია

დეკლარაციის მიხედვით, ეკატერინე დუგლაძემ 2016 წელს 176 000 ლარად მიწის ნაკვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურში შეიძინა.

2017 წელს თბილისში, მუხის ქუჩაზე ეკატერინე დუგლაძემ 1 428 120 ლარად შენობა-ნაგებობები იყიდა, რომლის საერთო ფართიც 1500 კვ.მ-ზე მეტია.

მასვე 2022 წელს თბილისში, ონიაშვილის ქუჩაზე 198,32 კვ.მ სახლი აჩუქეს.

ზაალ დუგლაძემ 2014 წელს 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ყვარლის რაიონის სოფელ კუჭატანში 3000 დოლარად შეიძინა. კიდევ ერთ 4313 კვ. მ ფართობ ნაკვეთში, იგივე კუჭატანში დულაძემ 2587 დოლარი გადაიხადა. იმავე წელს ყვარლის რაიონ სოფელ სანავარდოში 9800 კვ. მ და 4600 კვ. მ მიწის ნაკვეთებს დეპუტატი 5880 და 2595 დოლარად ყიდულობს.

ეკატერინე დუგლაძის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა MERCEDES GLE, რომელშიც 2021 წელს 250 000 ლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსებისას დეპუტატს "ქართუ ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 1801 ლარი ერიცხებოდა, მიმდინარე ანგარიშზე 506 000,01 დოლარი. "საქართველოს ბანკის" საბარათე ანგარიშზე - 797 დოლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 16 ათასი დოლარი.

ზაალ დუგლაძეს დანაზოგის სახით აქვს 20 000 დოლარი და 110 000 ლარი.

დეპუტატი შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია საქართველოს 25,68% მეწილეა - მალხაზ ყანჩაველთან, დავით დუგლაძესა და ალექსანდრე ივანიშვილთან ერთად, საიდანაც შემოსავლის სახით 521 416,54 ლარი მიიღო.

ის ასევე სს ვაზიანის აქციონერია, საიდანაც შემოსავლის სახით 2022 წელს 26 576,99 ლარი მიიღო. დეპუტატის ხელფასის სახით კი ერთი წლის განმავლობაში 44 240,63 ლარი ჩაერიცხა.

ზაალ დუგლაძემ 2016 წელს "თიბისი" ბანკიდან იპოთეკური სესხი, 400 000 დოლარი აიღო, რომლის გადახდასაც 2037 წელს დაასრულებს. ამ ეტაპზე გასავლის სახით 32 688,35 დოლარი აქვს მითითებული.

დეპუტატის სახელზეა კიდევ ერთი იპოთეკური სესხი, 41 000 დოლარის ოდენობით, რომელიც 2017 წელს 20 წლის ვადით აიღო. ამ ეტაპზე გადახდილი აქვს 4227,49 დოლარი.

დუგლაძის სახელზეა კიდევ ორი იპოთეკური სესხი, 75 000 ევრო, რომელიც 2018 წელს, ათი წლის ვადით აიღო და 65 000 დოლარი, რომელიც 2017 წელს, ასევე ათი წლის ვადით აიღო.

გარდა იპოთეკური სესხებისა დუგლაძე კიდევ ერთ სამომხმარებლო სესხს იხდის, რომელიც 2017 წელს ათი წლის ვადით აიღო. 55 000 დოლარიდან ამ ეტაპზე დაფარული აქვს 5256,8 დოლარი.

იხილეთ ასევე: