საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანელ ქალს, რომელიც იეზიდ გოგონას ისე ექცეოდა, როგორც მონას, პატიმრობა მიესაჯა - რა დაადგინა სასამართლომ
გერმანელ ქალს, რომელიც იეზიდ გოგონას ისე ექცეოდა, როგორც მონას, პატიმრობა მიესაჯა - რა დაადგინა სასამართლომ

გერ­მა­ნელ ქალს, რო­მე­ლიც "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წევ­რია, იე­ზიდ ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით, 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. მას ასე­ვე ბრა­ლად ედე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი და უცხო­უ­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბა.

სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ გერ­მა­ნე­ლი ქალი, ქმარ­თან ერ­თად, სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იე­ზიდ ქალ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლა­დობ­და და მას ისე ექ­ცე­ო­და, რო­გორც მო­ნას.

სა­სა­მარ­თლოს თა­ნახ­მად, გერ­მა­ნე­ლი ქა­ლის ქმა­რი, 37 წლის მა­მა­კა­ცი ახალ­გაზ­რდა იე­ზიდ ქალ­ზე სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლა­დობ­და. ამ პე­რი­ოდ­ში ისი­ნი სი­რი­ა­სა და ერაყ­ში ცხოვ­რობ­დნენ. სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ქალი ახა­ლი­სებ­და ქმრის ქმე­დე­ბებს - გა­ე­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნა და ეცე­მა იე­ზი­დი ქალი. ხოლო თვი­თონ სახ­ლი­სა და სხვა საქ­მე­ე­ბის გა­კე­თე­ბას აი­ძუ­ლებ­და.

იე­ზი­დი გო­გო­ნა, რო­მელ­საც ცოლ-ქმა­რი სამი წელი მო­ნა­სა­ვით ექ­ცე­ო­და

"ეს ყვე­ლა­ფე­რი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ დეკ­ლა­რი­რე­ბულ მი­ზანს - იე­ზი­დუ­რი რწმე­ნის მოს­პო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.

მცი­რე ის­ტო­რი­უ­ლი რა­კურ­სი:

  • 2014 წელს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძო­ლე­ბი ჩრდი­ლო­ეთ ერაყ­ში იე­ზიდ ხალ­ხს თავს და­ესხნენ. იე­ზი­დე­ბი სინ­ჯა­რის მთა­ზე გა­იქ­ცნენ. ბევ­რი მათ­გა­ნი მოკ­ლეს, ხოლო და­ახ­ლო­ე­ბით, 7000 ქალი და გო­გო­ნა შე­ი­პყრეს და მო­ნე­ბად წა­იყ­ვა­ნეს. მათ შო­რის იყო ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­საც რო­გორც პრო­კუ­რო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, ბრალ­დე­ბუ­ლი, სა­ხე­ლად ნა­დინ კ, და მისი ქმა­რი, მო­ნად იყე­ნებ­დნენ 2016 წლი­დან. იე­ზი­დი ქალი იმ დროს 20 წლის იყო.

2019 წლის მარ­ტში ნა­დინ კ და მისი ქმა­რი ქურ­თულ ძა­ლებს სი­რი­ა­ში ტყვედ ჩა­უ­ვარ­და. 2021 წელს კი ქა­ლის გერ­მა­ნი­ა­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დროს ბრალ­დე­ბულ­მა უარ­ყო იე­ზი­დი ქა­ლის იძუ­ლე­ბა, მაგ­რამ თქვა, რომ "მის­თვის მეტი უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა".

ერთი წლის წინ, გერ­მა­ნი­ის სა­სა­მარ­თლომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მიერ იე­ზი­დი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი გე­ნო­ცი­დად აღი­ა­რა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

და ამ ყველაფრის საპირწონედ 14 წლიანი პატიმრობა? რა უსამართლოა სამყარო..........

მოქალაქე
11

არ მჯერა, როგორ შეიძლება ევრრრროპაში ასეთი რამ მოხდეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გერმანელ ქალს, რომელიც იეზიდ გოგონას ისე ექცეოდა, როგორც მონას, პატიმრობა მიესაჯა - რა დაადგინა სასამართლომ

გერმანელ ქალს, რომელიც იეზიდ გოგონას ისე ექცეოდა, როგორც მონას, პატიმრობა მიესაჯა - რა დაადგინა სასამართლომ

გერმანელ ქალს, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" წევრია, იეზიდ ქალზე ძალადობის ბრალდებით, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ასევე ბრალად ედება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა.

სასამართლომ დაადგინა, რომ გერმანელი ქალი, ქმართან ერთად, სამი წლის განმავლობაში, იეზიდ ქალზე სისტემატურად ძალადობდა და მას ისე ექცეოდა, როგორც მონას.

სასამართლოს თანახმად, გერმანელი ქალის ქმარი, 37 წლის მამაკაცი ახალგაზრდა იეზიდ ქალზე სამი წლის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა. ამ პერიოდში ისინი სირიასა და ერაყში ცხოვრობდნენ. სასამართლომ დაადგინა, რომ ქალი ახალისებდა ქმრის ქმედებებს - გაეუპატიურებინა და ეცემა იეზიდი ქალი. ხოლო თვითონ სახლისა და სხვა საქმეების გაკეთებას აიძულებდა.

იეზიდი გოგონა, რომელსაც ცოლ-ქმარი სამი წელი მონასავით ექცეოდა

"ეს ყველაფერი ემსახურებოდა "ისლამური სახელმწიფოს“ დეკლარირებულ მიზანს - იეზიდური რწმენის მოსპობას“, - განაცხადა პროკურორმა სასამართლო პროცესზე.

მცირე ისტორიული რაკურსი:

  • 2014 წელს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ჩრდილოეთ ერაყში იეზიდ ხალხს თავს დაესხნენ. იეზიდები სინჯარის მთაზე გაიქცნენ. ბევრი მათგანი მოკლეს, ხოლო დაახლოებით, 7000 ქალი და გოგონა შეიპყრეს და მონებად წაიყვანეს. მათ შორის იყო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც როგორც პროკურორებმა განაცხადეს, ბრალდებული, სახელად ნადინ კ, და მისი ქმარი, მონად იყენებდნენ 2016 წლიდან. იეზიდი ქალი იმ დროს 20 წლის იყო.

2019 წლის მარტში ნადინ კ და მისი ქმარი ქურთულ ძალებს სირიაში ტყვედ ჩაუვარდა. 2021 წელს კი ქალის გერმანიაში ექსტრადირება განხორციელდა.

სასამართლო პროცესის დროს ბრალდებულმა უარყო იეზიდი ქალის იძულება, მაგრამ თქვა, რომ "მისთვის მეტი უნდა გაეკეთებინა".

ერთი წლის წინ, გერმანიის სასამართლომ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იეზიდი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გენოციდად აღიარა.