საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების პრაქტიკებში გამოიკვეთა სახიფათო ტენდენციები, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.
ის სოციალურ ქსელში წერს ერთ- ერთი ქეისის შესახებ, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ სოციალურ ქსელში, კერძოდ Tik-Tok-ში გამოთქმული მოსაზრების გამო ადამიანი დააკავეს.
"დღეს საიამ გამართა ფორუმი, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და მისი გამოყენების პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები შევაჯამეთ. ძველ, ყველასთვის კარგად ცნობილ პრობლემებთან ერთად, გამოვკვეთეთ ახალი, სახიფათო ტენდენციებიც. ასეთია მაგალითად, ონლაინ სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო ადმინისტრაციული დაკავება და პირის სამართალდამრღვევად ცნობა.
ამ პრობლემის საილუსტრაციოდ ეს საქმე გამოდგება:
თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო. მას სანქციის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
ვიდეო ამ სათაურით იყო - „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“. ვიდეოს ავტორი გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ. იგი აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ.
პროტესტი მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. ბასლაინი), სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია. იგი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ." - წერს ნონა ქურდოვანიძე.
ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში "ბასლაინს" აქვს თავისი ფუნქცია და იქ ეს თემა ამით მთავრდება, საქართველოში "ბასლაინი" წარმოადგენს მოსახლეობის "მნიშვნელოვან ფიგურებად" და "არარაობებად" რანგირების, აგრეთვე მოსახლეობის ფსიქიკის დანგრევის ინსტრუმენტს. თბილისის მერიის ჩინოსანმა აღიარა რომ მათი მიზანი იყო მძღოლებისათვის დისკომფორტის შექმნა და ეს ერთადერთის რაშიც წარმატებას მიაღწიეს.
მეგონა, საია-ს თანამშრომლები კანონებში ერკვეოდნენ. დაჯარიმება კანონიერად მოხდა. ეგ კანონები კი, მოგეხსენებათ, ევროპაში მოქმედი ბაზის მიხედვით იწერება, ოღონდ შედარებით ბსუბუქ ფორმებში. კანონი დაიცვან და არავინ დააჯარიმებს.