მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუნტი ჰონდურასის ქალთა ციხეში - დაჯგუფებებს შორის შეტაკებისას, სულ მცირე 41 პატიმარი დაიღუპა
ბუნტი ჰონდურასის ქალთა ციხეში - დაჯგუფებებს შორის შეტაკებისას, სულ მცირე 41 პატიმარი დაიღუპა

ჰონ­დუ­რა­სის ქალ­თა ცი­ხე­ში ბან­დებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას სულ მცი­რე 41 პა­ტიმ­რის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ტა­მა­რას ცი­ხე­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ათო­ბით ცხე­და­რი იპო­ვეს. ზო­გი­ერ­თი მსხვერ­პლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით იყო მოკ­ლუ­ლი, ზოგი კი - დამ­წვა­რი. ამ დრო­ის­თვის, სულ მცი­რე შვი­დი ქალი ტე­გუ­სი­გალ­პას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით და და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის გამო მკურ­ნა­ლობს.

ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ქსი­ო­მა­რა კას­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ ის შო­კი­რე­ბუ­ლია ქა­ლე­ბის "მხე­ცუ­რი მკვლე­ლო­ბე­ბით" და ამა­ში ქუ­ჩის გავ­ლე­ნი­ა­ნი ბან­დე­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მან გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და და "ტვი­ტერ­ზე" და­წე­რა, რომ მთავ­რო­ბა რა­დი­კა­ლურ ზო­მებს მი­ი­ღებს.

პა­ტი­მარ­თა ოჯა­ხე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, დელ­მა ორ­დო­ნეზ­მა Reuters-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ცი­ხე­ში და­პი­რის­პი­რე­ბა ორ მე­ტო­ქე დაჯ­გუ­ფე­ბას შო­რის მოხ­და, Barrio 18-ს და Mara Salvatrucha-ს (MS-13) წევ­რებს შო­რის.

პა­ტი­მარ­თა ახ­ლობ­ლე­ბი ცი­ხის გა­რეთ შე­იკ­რიბ­ნენ, რათა მომ­ხდარ­ში გარ­კვე­უ­ლიყ­ვნენ.

"ვცდი­ლობ გა­ვი­გო, რა შე­ემ­თხვა ჩემს ქა­ლიშ­ვილს, მაგ­რამ ჯე­რაც არ გვაძ­ლე­ვენ ინ­ფორ­მა­ცი­ას", - აცხა­დებს ერთ-ერთი პა­ტიმ­რის დედა.

ჯუ­ლი­სა ვი­ლა­ნუ­ე­ვამ, ქვეყ­ნის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა კი პრე­სას­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მათი ვა­რა­უ­დით, პა­ტიმ­რებს შო­რის არე­უ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ცი­ხე­ებ­ში უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ტა­რე­ბულ­მა რე­ფორ­მებ­მა გა­მო­იწ­ვია.

"ჩვენ უკან არ და­ვი­ხევთ", - თქვა ვი­ლა­ნუ­ე­ვამ ბუნ­ტის შემ­დეგ. დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი ქვეყ­ნის ცი­ხე­ებ­ში ხში­რად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კონ­ტროლს, სა­დაც პა­ტიმ­რე­ბი სა­კუ­თარ წე­სებს ად­გე­ნენ და აკ­რძა­ლულ სა­ქო­ნელს ყი­დი­ან.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გეშლებათ
6

არადა, ასეთი მშვიდი და დალაგებული ქვეყანა მეორე რომელია ? რა კრიმინალი, რის კლანები ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ბუნტი ჰონდურასის ქალთა ციხეში - დაჯგუფებებს შორის შეტაკებისას, სულ მცირე 41 პატიმარი დაიღუპა

ბუნტი ჰონდურასის ქალთა ციხეში - დაჯგუფებებს შორის შეტაკებისას, სულ მცირე 41 პატიმარი დაიღუპა

ჰონდურასის ქალთა ციხეში ბანდებს შორის დაპირისპირებას სულ მცირე 41 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ტამარას ციხეში სამართალდამცავებმა ათობით ცხედარი იპოვეს. ზოგიერთი მსხვერპლი ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული, ზოგი კი - დამწვარი. ამ დროისთვის, სულ მცირე შვიდი ქალი ტეგუსიგალპას საავადმყოფოში, ცეცხლსასროლი იარაღით და დანით მიყენებული ჭრილობების გამო მკურნალობს.

ქვეყნის პრეზიდენტმა ქსიომარა კასტრომ განაცხადა, რომ ის შოკირებულია ქალების "მხეცური მკვლელობებით" და ამაში ქუჩის გავლენიანი ბანდები დაადანაშაულა. მან გარდაცვლილთა ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადა და "ტვიტერზე" დაწერა, რომ მთავრობა რადიკალურ ზომებს მიიღებს.

პატიმართა ოჯახების ასოციაციის პრეზიდენტმა, დელმა ორდონეზმა Reuters-ს განუცხადა, რომ ციხეში დაპირისპირება ორ მეტოქე დაჯგუფებას შორის მოხდა, Barrio 18-ს და Mara Salvatrucha-ს (MS-13) წევრებს შორის.

პატიმართა ახლობლები ციხის გარეთ შეიკრიბნენ, რათა მომხდარში გარკვეულიყვნენ.

"ვცდილობ გავიგო, რა შეემთხვა ჩემს ქალიშვილს, მაგრამ ჯერაც არ გვაძლევენ ინფორმაციას", - აცხადებს ერთ-ერთი პატიმრის დედა.

ჯულისა ვილანუევამ, ქვეყნის სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელმა კი პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ მათი ვარაუდით, პატიმრებს შორის არეულობა ხელისუფლების მიერ ციხეებში უკანონო ქმედებების და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გატარებულმა რეფორმებმა გამოიწვია.

"ჩვენ უკან არ დავიხევთ", - თქვა ვილანუევამ ბუნტის შემდეგ. დაჯგუფებები ქვეყნის ციხეებში ხშირად ახორციელებენ კონტროლს, სადაც პატიმრები საკუთარ წესებს ადგენენ და აკრძალულ საქონელს ყიდიან.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა