პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზაფხულის ამინდები ჯერ არ დაიწყება" - როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები საქართველოში: სვეტლანა ნიორაძის ვრცელი პროგნოზი
"ზაფხულის ამინდები ჯერ არ დაიწყება" - როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები საქართველოში: სვეტლანა ნიორაძის ვრცელი პროგნოზი

"მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა წვი­მებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო ქვეყ­ნის მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა - გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს” - რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებ­და.

ვი­ნა­ი­დან გახ­ში­რე­ბულ­მა წვი­მებ­მა და ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ცე­მამ ბევ­რი შე­ა­წუ­ხა, მო­სა­ლოდ­ნე­ლი პროგ­ნო­ზის გა­სა­გე­ბად გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს, სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ქალ­ბა­ტო­ნო სვეტ­ლა­ნა, რო­დი­დან და­ი­წყე­ბა ზა­ფხუ­ლის ამინ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ზა­ფხუ­ლის ამინ­დე­ბი ჯერ არ და­ი­წყე­ბა... 23 ივ­ნი­სამ­დე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არამ­დგრა­დი ამინ­დე­ბი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, თუმ­ცა ნა­ლე­ქის ინ­ტენ­სი­ვო­ბა იკ­ლებს. 24 ივ­ნი­სი­დან ნელ-ნელა გა­მო­ი­და­რებს, 25 და 26 ივ­ნისს ჩვენ უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინდს ვე­ლო­დე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ მცი­რე ნა­ლე­ქის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

27 ივ­ნი­სამ­დე კარ­გი ამინ­დი გვექ­ნე­ბა, 27 ივ­ნი­სის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან 28-29 ივ­ნისს კვლავ ვე­ლო­დე­ბით ამინ­დის პი­რო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­შიც.

ივ­ნი­სი, ისე­ვე რო­გორც მა­ი­სი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ლე­ქე­ბის და სე­ტყვი­ა­ნო­ბის მაქ­სი­მუ­მით ხა­სი­ათ­დე­ბა. ანუ ის რაც ახლა ხდე­ბა, არა­ფე­რი უჩ­ვე­უ­ლო არ არის. კი ბა­ტო­ნო გვქო­ნია ნაკ­ლე­ბად ნა­ლე­ქი­ა­ნი ივ­ნი­სი, უფრო მე­ტად ნა­ლე­ქი­ა­ნიც, მაგ­რამ ახლა ისე მოხ­და, რომ ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნორ­მა­ზე მეტი გვაქვს.

- კი­დევ შე­იძ­ლე­ბა წყალ­მო­ვარ­დნე­ბი და­ფიქ­სირ­დეს?

- რა თქმა უნდა... ეს ნა­ლე­ქის ინ­ტენ­სი­ვო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ვნა­ხოთ მოვ­ლე­ნე­ბი რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა, იმედს ვი­ტო­ვებთ, სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი მოხ­დე­ბა.

- ივ­ლი­სის თვე რო­გორ ჩანს?

- შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ივ­ლის­შიც გვექ­ნე­ბა ნა­ლე­ქი­ა­ნი პე­რი­ო­დე­ბი... თუმ­ცა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რებს, უნა­ლე­ქო დღე­ებ­საც უნდა ვე­ლო­დოთ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
6

ეს ომი არაფერ შუაშია?

Rezi
9

ფეოლა გამახსენდა : ბატონო როგორი ამინდები იქნება წელს ? გვალვა იქნებაა?😂😂

ავტორი:

"ზაფხულის ამინდები ჯერ არ დაიწყება" - როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები საქართველოში: სვეტლანა ნიორაძის ვრცელი პროგნოზი

"ზაფხულის ამინდები ჯერ არ დაიწყება" - როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები საქართველოში: სვეტლანა ნიორაძის ვრცელი პროგნოზი

"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს” - რამდენიმე დღის წინ ამ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებდა.

ვინაიდან გახშირებულმა წვიმებმა და ტემპერატურის დაცემამ ბევრი შეაწუხა, მოსალოდნელი პროგნოზის გასაგებად გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს, სვეტლანა ნიორაძეს დავუკავშირდით:

- ქალბატონო სვეტლანა, როდიდან დაიწყება ზაფხულის ამინდები საქართველოში?

- ზაფხულის ამინდები ჯერ არ დაიწყება... 23 ივნისამდე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება, თუმცა ნალექის ინტენსივობა იკლებს. 24 ივნისიდან ნელ-ნელა გამოიდარებს, 25 და 26 ივნისს ჩვენ უმეტესად უნალექო ამინდს ველოდებით, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ მცირე ნალექის შესაძლებლობას.

27 ივნისამდე კარგი ამინდი გვექნება, 27 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 28-29 ივნისს კვლავ ველოდებით ამინდის პირობების გაუარესებას, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც.

ივნისი, ისევე როგორც მაისი აღმოსავლეთ საქართველოში ნალექების და სეტყვიანობის მაქსიმუმით ხასიათდება. ანუ ის რაც ახლა ხდება, არაფერი უჩვეულო არ არის. კი ბატონო გვქონია ნაკლებად ნალექიანი ივნისი, უფრო მეტად ნალექიანიც, მაგრამ ახლა ისე მოხდა, რომ ნალექების რაოდენობა ნორმაზე მეტი გვაქვს.

- კიდევ შეიძლება წყალმოვარდნები დაფიქსირდეს?

- რა თქმა უნდა... ეს ნალექის ინტენსივობაზეა დამოკიდებული. ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება, იმედს ვიტოვებთ, სერიოზული არაფერი მოხდება.

- ივლისის თვე როგორ ჩანს?

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივლისშიც გვექნება ნალექიანი პერიოდები... თუმცა მაღალ ტემპერატურებს, უნალექო დღეებსაც უნდა ველოდოთ.