სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მწერდნენ, რომ ღირსი არ ვიყავი და ჩემი ოჯახი ამას არ იმსახურებდა... დამემართა პანიკური შეტევები, დამჭირდა ფსიქიატრი" - ირუ ხეჩანოვი ცხოვრებისეულ სირთულეებზე
"მწერდნენ, რომ ღირსი არ ვიყავი და ჩემი ოჯახი ამას არ იმსახურებდა... დამემართა პანიკური შეტევები, დამჭირდა ფსიქიატრი" - ირუ ხეჩანოვი ცხოვრებისეულ სირთულეებზე

22 წლის ირუ ხე­ჩა­ნო­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­იც­ნო, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პრო­ექტ „ვო­ის­ში“ გა­ი­მარ­ჯვა და „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ გას­ვლის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა. წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­დეგ ირუს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მე­დი­ა­ში აღარ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. ახ­ლა­ხან მომ­ღე­რა­ლი გა­და­ცე­მა, „სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორს“ ეს­ტუმ­რა, სა­დაც ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მარ­ცხებ­ზე ღიად ისა­უბ­რა:

- საკ­მა­ოდ დიდი ნე­გა­ტი­ვი მოჰ­ყვა ჩემ ინ­ტერ­ვი­უს, რო­დე­საც მკი­თხეს, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წას­ვლას ვიმ­სა­ხუ­რებ­დი თუ არა. მეც გულ­წრფე­ლად ვუ­პა­სუ­ხე, რომ მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ვარ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. ეს ინ­ტერ­ვიუ რომ გა­მო­ვი­და, ამას მოჰ­ყვა ძა­ლი­ან დიდი ნე­გა­ტი­ვი. ცუდ მე­სი­ჯებს ვი­ღებ­დი მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში.

"ვო­ი­სის“ მო­გე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ კოს­მოს­ში ყო­ველ­თვის ვუშ­ვებ­დი გა­მარ­ჯვე­ბის მე­სი­ჯებს და იმე­დი მქონ­და, უკან და­მიბ­რუნ­დე­ბო­და. ჩემი ნათ­ქვა­მი, რომ მე ვფიქ­რობ, რომ მე უნდა წარ­ვად­გი­ნო ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე, სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რებს არ ესი­ა­მოვ­ნათ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ცუ­დად მი­ი­ღო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, ასეთ ნე­გა­ტივ­სა და აგ­რე­სი­ას არა­ვინ არ იმ­სა­ხუ­რებს. გა­მარ­ჯვე­ბის მერე მწერ­დნენ, რომ არაფ­რის ღირ­სი არ ვი­ყა­ვი და ნა­ხე­ვარ ფი­ნალ­შიც არ გა­მიშ­ვებ­დნენ და ამას არც მე და არც ჩემი ოჯა­ხი არ იმ­სა­ხუ­რებ­და.

ვცდი­ლობ, მშობ­ლებს არ გა­ვუც­რუო იმე­დე­ბი და ამი­ტომ სა­კუ­თარ თავს ბევ­რს ვთხოვ ხოლ­მე. და­მე­მარ­თა პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, უფუნ­ქციო ვი­ყა­ვი, კი­ბე­ზე ას­ვლის დრო­საც იმ­დე­ნად ცუ­დად ვგრძნობ­დი თავს, რომ ვერ ვსუნ­თქავ­დი. შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბა და­მე­მარ­თა. ეს არა­ვის ბრა­ლი არ არის, ჩემს ხა­სი­ათ­შია. დედა ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ცხოვ­რე­ბა­ში რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გაქვს, ბო­ლომ­დე უნდა გა­მო­ი­ყე­ნო, ამას ჩემი ხა­სი­ა­თიც და­ე­მა­ტა. დამ­ჭირ­და ფსი­ქი­ატ­რის ჩა­რე­ვა, მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, ცოტა ხა­ნია, რაც წამ­ლებს თავი და­ვა­ნე­ბე.

დე­დამ და მა­მამ ად­რე­ულ ასაკ­ში შექ­მნეს ოჯა­ხი. ჩემ­ზე უფ­რო­სი და მყავს და დედა ჩვენ­ზე იყო გად­მორ­თუ­ლი და სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რის მი­ტო­ვე­ბა მო­უ­წია. და-ძმებ­ში ყვე­ლა­ზე დამ­ყო­ლი მე ვი­ყა­ვი და დე­დას უნ­დო­და, რაც თვი­თონ და­აკ­ლდა და ვერ გა­ა­კე­თა, ჩემ­ზე გად­მორ­თუ­ლი­ყო. სულ მან­ქა­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი, უამ­რავ წრე­ზე დავ­ყავ­დი, ერთი პე­რი­ო­დი გა­და­ვიწ­ვი კი­დეც. მაგ­რამ მა­ინც მად­ლო­ბე­ლი ვარ, დის­ციპ­ლი­ნას მი­ვეჩ­ვიე.

კი­თხვა­ზე, "აღ­მო­გი­ჩე­ნი­ათ, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­სა­პა­ტი­ჟე­ბე­ლი მე­გობ­რე­ბი აღარ შე­მოგრჩათ?"- მომ­ღე­რალ­მა და­დე­ბი­თად უპა­სუ­ხა.

"ისე მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ არ მყავს ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი. არ გა­მი­მარ­თლა... ისე მოხ­და, რომ ბევ­რი მე­გო­ბა­რი არ შე­მომ­რჩა... ძა­ლი­ან გა­და­ყო­ლა ვიცი ადა­მი­ა­ნებ­ზე, ხში­რად მქონ­და ის მო­მენ­ტი, რომ მათ­გა­ნაც ვე­ლო­დე­ბო­დი მსგავს მიდ­გო­მებს“, - ამ­ბობს ირუ ხე­ჩა­ნო­ვი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გასწავლი გამოსავალს
5

ევროვიზიაზე ფულით პოპულარობას ვრ იყიდი !!! ღრუსეთში ან სომხეთში რომ გეცადა ბედი არაა ?

!!!
12

კარგად რომ იმღერო, გულმხიარული უნდა იყო! ეგეთი განწყობით პანაშვიდებზე დადის ხალხი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მწერდნენ, რომ ღირსი არ ვიყავი და ჩემი ოჯახი ამას არ იმსახურებდა... დამემართა პანიკური შეტევები, დამჭირდა ფსიქიატრი" - ირუ ხეჩანოვი ცხოვრებისეულ სირთულეებზე

"მწერდნენ, რომ ღირსი არ ვიყავი და ჩემი ოჯახი ამას არ იმსახურებდა... დამემართა პანიკური შეტევები, დამჭირდა ფსიქიატრი" - ირუ ხეჩანოვი ცხოვრებისეულ სირთულეებზე

22 წლის ირუ ხეჩანოვი საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ გაიცნო, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ვოისში“ გაიმარჯვა და „ევროვიზიაზე“ გასვლის საგზური მოიპოვა. წარუმატებლობის შემდეგ ირუს ვრცელი ინტერვიუ მედიაში აღარ გავრცელებულა. ახლახან მომღერალი გადაცემა, „სიცრუის დეტექტორს“ ესტუმრა, სადაც ცხოვრებისეულ მარცხებზე ღიად ისაუბრა:

- საკმაოდ დიდი ნეგატივი მოჰყვა ჩემ ინტერვიუს, როდესაც მკითხეს, რომ "ევროვიზიაზე" წასვლას ვიმსახურებდი თუ არა. მეც გულწრფელად ვუპასუხე, რომ მხოლოდ გამარჯვებაზე ვარ ფოკუსირებული. ეს ინტერვიუ რომ გამოვიდა, ამას მოჰყვა ძალიან დიდი ნეგატივი. ცუდ მესიჯებს ვიღებდი მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში.

"ვოისის“ მოგებაში დარწმუნებული არ ვყოფილვარ, მაგრამ კოსმოსში ყოველთვის ვუშვებდი გამარჯვების მესიჯებს და იმედი მქონდა, უკან დამიბრუნდებოდა. ჩემი ნათქვამი, რომ მე ვფიქრობ, რომ მე უნდა წარვადგინო ევროვიზიაზე, სხვა მონაწილეების გულშემატკივრებს არ ესიამოვნათ. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მიიღო საზოგადოებამ, მაგრამ ჩემი აზრით, ასეთ ნეგატივსა და აგრესიას არავინ არ იმსახურებს. გამარჯვების მერე მწერდნენ, რომ არაფრის ღირსი არ ვიყავი და ნახევარ ფინალშიც არ გამიშვებდნენ და ამას არც მე და არც ჩემი ოჯახი არ იმსახურებდა.

ვცდილობ, მშობლებს არ გავუცრუო იმედები და ამიტომ საკუთარ თავს ბევრს ვთხოვ ხოლმე. დამემართა პანიკური შეტევები, სუნთქვის უკმარისობა, უფუნქციო ვიყავი, კიბეზე ასვლის დროსაც იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ ვერ ვსუნთქავდი. შფოთვითი აშლილობა დამემართა. ეს არავის ბრალი არ არის, ჩემს ხასიათშია. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ცხოვრებაში რისი შესაძლებლობაც გაქვს, ბოლომდე უნდა გამოიყენო, ამას ჩემი ხასიათიც დაემატა. დამჭირდა ფსიქიატრის ჩარევა, მედიკამენტოზური მკურნალობა, ცოტა ხანია, რაც წამლებს თავი დავანებე.

დედამ და მამამ ადრეულ ასაკში შექმნეს ოჯახი. ჩემზე უფროსი და მყავს და დედა ჩვენზე იყო გადმორთული და საკუთარი კარიერის მიტოვება მოუწია. და-ძმებში ყველაზე დამყოლი მე ვიყავი და დედას უნდოდა, რაც თვითონ დააკლდა და ვერ გააკეთა, ჩემზე გადმორთულიყო. სულ მანქანაში ვცხოვრობდი, უამრავ წრეზე დავყავდი, ერთი პერიოდი გადავიწვი კიდეც. მაგრამ მაინც მადლობელი ვარ, დისციპლინას მივეჩვიე.

კითხვაზე, "აღმოგიჩენიათ, რომ დაბადების დღეზე დასაპატიჟებელი მეგობრები აღარ შემოგრჩათ?"- მომღერალმა დადებითად უპასუხა.

"ისე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ არ მყავს ძალიან ბევრი მეგობარი. არ გამიმართლა... ისე მოხდა, რომ ბევრი მეგობარი არ შემომრჩა... ძალიან გადაყოლა ვიცი ადამიანებზე, ხშირად მქონდა ის მომენტი, რომ მათგანაც ველოდებოდი მსგავს მიდგომებს“, - ამბობს ირუ ხეჩანოვი.