სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კალაძის ცოლზე მუქარა, ქმრის ნათქვამისთვის, ისეთივე დასაგმობია, როგორც ლევან ბერძენიშვილის შეურაცხყოფა" - ფადი ასლი ჩერგოლეიშვილის პოსტების შემდეგ, ანუკი არეშიძეს ესარჩლება
"კალაძის ცოლზე მუქარა, ქმრის ნათქვამისთვის, ისეთივე დასაგმობია, როგორც ლევან ბერძენიშვილის შეურაცხყოფა" - ფადი ასლი ჩერგოლეიშვილის პოსტების შემდეგ, ანუკი არეშიძეს ესარჩლება

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ბიზ­ნეს­მე­ნი ფადი ასლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ფი­ლო­ლოგ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმას და წერს:

"კა­ლა­ძის ცოლ­ზე მუ­ქა­რა ქმრის ნათ­ქვა­მის­თვის ისე­თი­ვე და­საგ­მო­ბია, რო­გორც კვერ­ცხე­ბის სრო­ლა და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფა" .

ცნო­ბის­თვის, "ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილმა გუ­შინ მკაც­რად დაგ­მო კახი კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა "მაკ­დო­ნალდსის" სკან­დალ­თან და­კავ­ში­რე­ბით და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"ანუ­კი არე­ში­ძემ უპა­სუ­ხოს კი­თხვას, ეთან­ხმე­ბა თუ არა თა­ვის ჯაგა ქმარს, რომ ელ­ტონ ჯო­ნის ცხოვ­რე­ბის ამ­ბა­ვი სი­ბინ­ძუ­რეა. და­უ­რე­კა­ვენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას უნდა ავაკ­რა, და ყვე­ლა გეი (ანუ ყვე­ლა) დი­ზა­ი­ნერ­თან გა­ვაგ­ზავ­ნო, ვი­საც ეტე­ნე­ბი­ან უსაპ­ნოდ. იცოდ­ნენ, რომ ამ ვი­ღაც გორ­სა­ლა ნუვო რი­შებს ბინ­ძუ­რე­ბად მი­აჩ­ნი­ათ, სა­ნამ შე­ი­ტე­ნი­ან.

პ.ს. სამ­წუ­ხა­როდ, თა­მარ ივე­რი უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლია თა­ვის საქ­მე­ში, ვიდ­რე ეს ქალი - ამი­ტომ ისეთ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვერ მი­ვი­ღებ, რო­გო­რიც თა­მა­რის დიდი სცე­ნე­ბი­დან ჩახ­სნით მი­ვი­ღე", - და­წე­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუქ­ში".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ანუ­კი არე­ში­ძე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ პა­სუ­ხობ­და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებს და აღ­ნიშ­ნა, რომ მზად არის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­დის სახ­ლებს შე­ა­ტყო­ბი­ნოს, რომ კახა კა­ლა­ძე ჰო­მო­ფო­ბი­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

"ანუ­კი არე­ში­ძეს­თან რეკ­ვას დღე­საც გა­ვაგ­რძე­ლებთ და მერე უბ­რა­ლოდ ქმრის თან­ხმო­ბის ნიშ­ნად მი­ვი­ღებთ მის დუ­მილს და ხვალ უკვე წე­რი­ლებს გა­ვუშ­ვებთ მო­დის სახ­ლებ­თან, რომ მისი ოჯა­ხი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვილს და ზი­ზღს აღ­ვი­ვებს და ძა­ლა­დო­ბის საფრ­თხეს უზ­რდის უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს, ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ცხა­დია და­ვურ­თავთ 17 მა­ი­სის და 5 ივ­ლი­სის კად­რებს და ავუხ­სნით, რომ მათი დაშ­ვე­ბით ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, მო­დის სახ­ლე­ბი მწვა­ნე შუქს უნ­თე­ბენ ჰო­მო­ფო­ბი­ას და ძა­ლა­დო­ბას. და შევ­ხე­დოთ მერე …" - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

"ეს არის ძა­ლი­ან დიდი სი­ბინ­ძუ­რე, ვის­გა­ნაც არ უნდა მო­დი­ო­დეს და რო­მე­ლი ქვეყ­ნი­და­ნაც არ უნდა მო­დი­ო­დეს. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ეს არ უნდა და­ვუშ­ვათ და არა­ვის უნდა მივ­ცეთ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­პა­გან­და გაძ­ლი­ერ­დეს ქვე­ყა­ნა­ში", - თქვა კა­ლა­ძემ "მაკ­დო­ნალდსის" ბრო­შუ­რის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც მო­თხრო­ბი­ლი იყო ელ­ტონ ჯო­ნის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს თავს და­ესხნენ. რო­გორც ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ის ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ქუ­ჩა­ში გა­ვი­და. მი­სი­ვე თქმით, თავს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ეს­ხა, რო­მელ­მაც მი­მარ­თა სი­ტყვით "მო­ღა­ლა­ტე“ და კვერ­ცხი ეს­რო­ლა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუნუ
2

ფადიღა გვაკლდა

კახაბერი
3

ფატის დედოფლობა დაამშვენებდა )

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კალაძის ცოლზე მუქარა, ქმრის ნათქვამისთვის, ისეთივე დასაგმობია, როგორც ლევან ბერძენიშვილის შეურაცხყოფა" - ფადი ასლი ჩერგოლეიშვილის პოსტების შემდეგ, ანუკი არეშიძეს ესარჩლება

"კალაძის ცოლზე მუქარა, ქმრის ნათქვამისთვის, ისეთივე დასაგმობია, როგორც ლევან ბერძენიშვილის შეურაცხყოფა" - ფადი ასლი ჩერგოლეიშვილის პოსტების შემდეგ, ანუკი არეშიძეს ესარჩლება

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი სოციალურ ქსელში ეხმაურება ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმას და წერს:

"კალაძის ცოლზე მუქარა ქმრის ნათქვამისთვის ისეთივე დასაგმობია, როგორც კვერცხების სროლა და ლევან ბერძენიშვილის შეურაცხყოფა" .

ცნობისთვის, "ტაბულას" დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გუშინ მკაცრად დაგმო კახი კალაძის განცხადება "მაკდონალდსის" სკანდალთან დაკავშირებით და სოციალურ ქსელში დაწერა:

"ანუკი არეშიძემ უპასუხოს კითხვას, ეთანხმება თუ არა თავის ჯაგა ქმარს, რომ ელტონ ჯონის ცხოვრების ამბავი სიბინძურეა. დაურეკავენ ჟურნალისტები. კალაძის განცხადებას უნდა ავაკრა, და ყველა გეი (ანუ ყველა) დიზაინერთან გავაგზავნო, ვისაც ეტენებიან უსაპნოდ. იცოდნენ, რომ ამ ვიღაც გორსალა ნუვო რიშებს ბინძურებად მიაჩნიათ, სანამ შეიტენიან.

პ.ს. სამწუხაროდ, თამარ ივერი უფრო წარმატებულია თავის საქმეში, ვიდრე ეს ქალი - ამიტომ ისეთ სიამოვნებას ვერ მივიღებ, როგორიც თამარის დიდი სცენებიდან ჩახსნით მივიღე", - დაწერა ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქში".

მოგვიანებით, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ანუკი არეშიძე მიზანმიმართულად არ პასუხობდა ჟურნალისტების კითხვებს და აღნიშნა, რომ მზად არის საერთაშორისო მოდის სახლებს შეატყობინოს, რომ კახა კალაძე ჰომოფობიურად არის განწყობილი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ.

"ანუკი არეშიძესთან რეკვას დღესაც გავაგრძელებთ და მერე უბრალოდ ქმრის თანხმობის ნიშნად მივიღებთ მის დუმილს და ხვალ უკვე წერილებს გავუშვებთ მოდის სახლებთან, რომ მისი ოჯახი უმცირესობების მიმართ სიძულვილს და ზიზღს აღვივებს და ძალადობის საფრთხეს უზრდის უდანაშაულო ადამიანებს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ცხადია დავურთავთ 17 მაისის და 5 ივლისის კადრებს და ავუხსნით, რომ მათი დაშვებით ცივილიზებულ ღონისძიებებზე, მოდის სახლები მწვანე შუქს უნთებენ ჰომოფობიას და ძალადობას. და შევხედოთ მერე …" - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ და არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულების პროპაგანდა გაძლიერდეს ქვეყანაში", - თქვა კალაძემ "მაკდონალდსის" ბროშურის შესახებ, რომელშიც მოთხრობილი იყო ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ.

შეგახსენებთ, დღეს რომ ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქუჩაში გავიდა. მისივე თქმით, თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა, რომელმაც მიმართა სიტყვით "მოღალატე“ და კვერცხი ესროლა.

ასევე იხილეთ: