პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვარ საქართველოს მტერი და ეს წერა-კითხვის უცოდინარი, ვიღაც ამება, რომელიც მომიგზავნეს, პატრიოტია?! ეს მოსწონს ბიძინა ივანიშვილს" - რას ჰყვება ლევან ბერძენიშვილი მასზე მომხდარ თავდასხმაზე?
"მე ვარ საქართველოს მტერი და ეს წერა-კითხვის უცოდინარი, ვიღაც ამება, რომელიც მომიგზავნეს, პატრიოტია?! ეს მოსწონს ბიძინა ივანიშვილს" -  რას ჰყვება ლევან ბერძენიშვილი მასზე მომხდარ თავდასხმაზე?

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს თავს და­ესხნენ. რო­გორც ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ის ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ქუ­ჩა­ში გა­ვი­და.

მი­სი­ვე თქმით, თავს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ეს­ხა, რო­მელ­მაც მი­მარ­თა სი­ტყვით "მო­ღა­ლა­ტე“ და კვერ­ცხი ეს­რო­ლა.

"ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­მო­ვე­დი, ლექ­ცი­ი­დან, მივ­დი­ო­დი მან­ქა­ნის­კენ. ქუ­ჩა­ში შემ­ხვდა მო­ქა­ლა­ქე, და­ახ­ლო­ე­ბით, "პიქ­სე­ლის“ შე­ნო­ბას­თან. მან და­ი­წყო ჩემი მი­სა­მარ­თით - "მო­ღა­ლა­ტე“, "ერეკ­ლე“, შენი დედა და ა.შ. რო­გორც ჩანს, მისი ამო­ცა­ნა იყო, წყო­ბი­დან გა­მო­ვეყ­ვა­ნე - მეტ-ნაკ­ლე­ბად წარ­მა­ტე­ბუ­ლად. მე, რა თქმა უნდა, დედა არ მი­გი­ნე­ბია. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ჯი­ბი­დან კვერ­ცხი ამო­ი­ღო. ჩვენ­თან, რო­გორც ჩანს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ასე და­დი­ან, კვერ­ცხით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­წი­ლი იმ პროგ­რა­მი­სა, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს - ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი - მე ვარ სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რი და ეს დე­ბი­ლი, წერა-კი­თხვის უცო­დი­ნა­რი, ვი­ღაც ამე­ბა, ეს კოს­ტა­ვა, რო­მე­ლიც მო­მიგ­ზავ­ნეს, სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტი და მცვე­ლია?! ეს მოს­წონს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. ზუს­ტად მისი პორ­ტრე­ტი იყო - წვე­რე­ბი­ა­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ლექ­სი­კა ისე­თი ჰქონ­და, რო­გორც ივა­ნიშ­ვილს აქვს, წერა-კი­თხვის უცო­დი­ნა­რი. მო­საგ­ზავ­ნიც აღარ ჰყავთ ისე­თი, რომ გა­მარ­თუ­ლად დედა მა­ინც შე­გა­გი­ნოს. ეს იყო ახალ­გაზ­რდა, წვე­რე­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცი (სი­ტყვა მა­მა­კა­ცი არ უხ­დე­ბა, მაგ­რამ რა­ცაა). რა თქმა უნდა, წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი იყო, აბა, კვერ­ცხით ვინ და­დის? ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყო ის, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამას იღებ­დნენ, გა­მო­სარ­ჩლე­ბა არა­ვის უც­დია. ჩემი სტუ­დენ­ტი ჩა­ე­რია და იმან ცოტა დის­ტან­ცი­რე­ბა გა­უ­კე­თა. გა­მო­წე­ვა იყო, უნ­დო­და [ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა], მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხა“, - გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

ამას­თან, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი არ აპი­რებს სა­კი­თხზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მი­მარ­თოს.

"ვის უნდა მივ­მარ­თო? მათ­ზე მაქვს ეჭვი, ვი­საც უნდა მივ­მარ­თო და ბავ­შვი ხომ არ ვარ?“- გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 124 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მძაღო
0

აბა, გამართულად ვინც იგინებით, იქნებ მიხვიდეთ და შეაგინოთ ბატონ ბერძენიშვილს, თორემ ოცნების პრესტიჟს საფრთხე ემუქრება!

სიმართლე ბერძენიშვილს
6

ბევრი წიგნების წაკითხვა განათლებას არ ნიშნავს, ცნობისათვის...

თუ ბევრი წიგნები გაქვს წაკითხული და ღვთიური არაფერი გაგაჩნია ჩათვალე რომ გაუნათლებელი ხარ და შენ ბევრი წიგნების კითხვით ეშმაკს ემსახურები!..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მე ვარ საქართველოს მტერი და ეს წერა-კითხვის უცოდინარი, ვიღაც ამება, რომელიც მომიგზავნეს, პატრიოტია?! ეს მოსწონს ბიძინა ივანიშვილს" - რას ჰყვება ლევან ბერძენიშვილი მასზე მომხდარ თავდასხმაზე?

"მე ვარ საქართველოს მტერი და ეს წერა-კითხვის უცოდინარი, ვიღაც ამება, რომელიც მომიგზავნეს, პატრიოტია?! ეს მოსწონს ბიძინა ივანიშვილს" -  რას ჰყვება ლევან ბერძენიშვილი მასზე მომხდარ თავდასხმაზე?

ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქუჩაში გავიდა.

მისივე თქმით, თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა, რომელმაც მიმართა სიტყვით "მოღალატე“ და კვერცხი ესროლა.

"ილიას უნივერსიტეტიდან გამოვედი, ლექციიდან, მივდიოდი მანქანისკენ. ქუჩაში შემხვდა მოქალაქე, დაახლოებით, "პიქსელის“ შენობასთან. მან დაიწყო ჩემი მისამართით - "მოღალატე“, "ერეკლე“, შენი დედა და ა.შ. როგორც ჩანს, მისი ამოცანა იყო, წყობიდან გამოვეყვანე - მეტ-ნაკლებად წარმატებულად. მე, რა თქმა უნდა, დედა არ მიგინებია. მოულოდნელად, ჯიბიდან კვერცხი ამოიღო. ჩვენთან, როგორც ჩანს, მოქალაქეები ასე დადიან, კვერცხით შეიარაღებულები. ეს არის ჩვეულებრივი ნაწილი იმ პროგრამისა, რომელიც მიმდინარეობს - ზურაბ ჯაფარიძე, ლევან ბერძენიშვილი - მე ვარ საქართველოს მტერი და ეს დებილი, წერა-კითხვის უცოდინარი, ვიღაც ამება, ეს კოსტავა, რომელიც მომიგზავნეს, საქართველოს პატრიოტი და მცველია?! ეს მოსწონს ბიძინა ივანიშვილს. ზუსტად მისი პორტრეტი იყო - წვერებიანი ბიძინა ივანიშვილი. ლექსიკა ისეთი ჰქონდა, როგორც ივანიშვილს აქვს, წერა-კითხვის უცოდინარი. მოსაგზავნიც აღარ ჰყავთ ისეთი, რომ გამართულად დედა მაინც შეგაგინოს. ეს იყო ახალგაზრდა, წვერებიანი მამაკაცი (სიტყვა მამაკაცი არ უხდება, მაგრამ რაცაა). რა თქმა უნდა, წინასწარ დაგეგმილი იყო, აბა, კვერცხით ვინ დადის? ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ მოქალაქეები ამას იღებდნენ, გამოსარჩლება არავის უცდია. ჩემი სტუდენტი ჩაერია და იმან ცოტა დისტანცირება გაუკეთა. გამოწევა იყო, უნდოდა [ფიზიკური დაპირისპირება], მაგრამ ვერ მოახერხა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამასთან, ბერძენიშვილი არ აპირებს საკითხზე სამართალდამცავებს მიმართოს.

"ვის უნდა მივმართო? მათზე მაქვს ეჭვი, ვისაც უნდა მივმართო და ბავშვი ხომ არ ვარ?“- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ასევე იხილეთ: