პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბედისწერო მარშრუტი - რა ხდება ცნობილი "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად წასულ და ექსპედიციისას გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე: ვინ იმყოფებოდა მის ბორტზე
საბედისწერო მარშრუტი - რა ხდება ცნობილი "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად წასულ და ექსპედიციისას გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე: ვინ იმყოფებოდა მის ბორტზე

კა­ნა­და­ში, ნი­უ­ფა­უნდლენ­დის სა­ნა­პი­როს­თან, "ტი­ტა­ნი­კის" ნამ­სხვრე­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად ექ­სპე­დი­ცი­ა­ში წა­სუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი წყალ­ქვე­შა ნავი გა­უ­ჩი­ნარ­და.

ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა მოხ­და და რა­ტომ გა­წყდა კონ­ტაქ­ტი, ან რამ­დე­ნად ახ­ლოს იყო "ტი­ტა­ნიკ­თან". ცნო­ბი­ლია, რომ ნავ­თან კონ­ტაქ­ტი ექ­სპე­დი­ცი­ის და­წყე­ბი­დან 1 სა­ა­თი­სა და 45 წუ­თის შემ­დეგ და­ი­კარ­გა.

ექ­სპე­დი­ცი­ის ოპე­რა­ტო­რი კომ­პა­ნია არის OceanGate-ი, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ სამ­ძებ­რო ეკი­პა­ჟი ტუ­რის­ტე­ბის პოვ­ნა­სა და მათ უსაფრ­თხოდ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე მუ­შა­ობს.

  • ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და წყალ­ქვე­შა ნა­ვის ბორტზე?

წყალ­ქვე­შა ნა­ვის, სა­ხე­ლად "ტი­ტა­ნის" ბორტზე ხუთი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად, ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­მის ვი­ნა­ო­ბა არის ცნო­ბი­ლი. ესენი არი­ან ბრი­ტა­ნე­ლი მი­ლი­არ­დე­რი, ბიზ­ნეს­მე­ნი და მკვლე­ვა­რი, 59 წლის ჰა­მიშ ჰარ­დინ­გი, ასე­ვე პა­კის­ტა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი შაჰზა­და და­უ­დი ვაჟ­თან, სე­ლე­ი­მან და­უდ­თან ერ­თად.

ასევე დაგაინტერესებთ
01:25 / 02-03-2016

"ტიტანიკის" გადარჩენილი მგზავრების ტრაგიკული ბედი

12:08 / 18-05-2023

ის, რაც აქამდე არ გვინახავს - მეცნიერებმა "ტიტანიკის" ნამსხვრევების ფოტოებისგან, გემის სრული 3D სურათი შექმნეს (ფოტოები)

20:10 / 19-06-2023

"ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა - რას წერს მედია დაკარგულებზე

10:08 / 21-06-2023

მაშველებმა, რომლებიც გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს ეძებენ, უცნობი ობიექტიდან მომავალი ხმები დააფიქსირეს - რა ახალი ცნობები ვრცელდება "ტიტანის" შესახებ

21:33 / 23-06-2023

"სულემანს ექსპედიციის ეშინოდა... მამის ხათრით დათანხმდა“ - "ტიტანიკის" ისტორიით გატაცებული პაკისტანელი ბიზნესმენის საბედისწერო გზა: რას ჰყვება შაჰზადა დავუდის და?

11:17 / 27-06-2023

"ექსპედიციაში მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ადგილი სულემანს დავუთმე" - რას ამბობს "ტიტანის" კატასტროფისას დაღუპული 19 წლის ბიჭის დედა

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰა­მიშ ჰარ­დინ­გმა ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში ისა­უბ­რა მო­მა­ვალ ექ­სპე­დი­ცი­ა­ზე, რო­მელ­ში ჩარ­თვა­საც გეგ­მავ­და. მა­შინ ის ამ­ბობ­და, რომ ექ­სპე­დი­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში "რამ­დე­ნი­მე ლე­გენ­და­რუ­ლი მკვლე­ვა­რი იქ­ნე­ბო­და, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თმა 1980-იანი წლე­ბის შემ­დეგ 30-ზე მეტ­ჯერ ჩაყ­ვინ­თა ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში, რათა "ტი­ტა­ნი­კის" ჩა­ძირ­ვის სა­ი­დუმ­ლო ამო­ეხ­სნა".

ჰა­მიშ ჰარ­დინ­გი

ჰარ­დინ­გი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია Action Aviation-ის თავ­მჯდო­მა­რეა. ეს კომ­პა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ა­ვი­ა­ციო ინ­დუსტრი­ა­ში გა­ყიდ­ვე­ბით და ახორ­ცი­ე­ლებს სა­ვაჭ­რო ოპე­რა­ცი­ებს დუ­ბა­ი­ში, არა­ბეთ­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა შაჰზა­და და­ვუდ­სა და მის ვაჟს, სუ­ლე­ი­მანს - შაჰზა­და და­ვუ­დი კა­ლი­ფორ­ნი­ის SETI-ს ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და Dawood Hercules Corporation-ის ვიცე-თავ­მჯდო­მა­რეა. მამა-შვი­ლის ოჯახ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ კონ­ტაქ­ტი და­კარ­გეს და მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მა არ აქვთ.

შაჰ­სა­და და­უ­დი

ასე­ვე ფიქ­რო­ბენ, რომ ბორტზე იმ­ყო­ფე­ბა ფრან­გი მკვლე­ვა­რი პოლ-ჰენ­რი ნარ­გე­ო­ლეც.

  • რა ვი­ცით ექ­სპე­დი­ცი­ა­სა და მის მი­ზან­ზე?

OceanGate-ის ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რო­ბა ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის 250,000 დო­ლა­რი ღირს. ექ­სპე­დი­ცია რვა­დღი­ა­ნია და მი­ზა­ნია ჩა­ძი­რუ­ლი გე­მის, "ტი­ტა­ნი­კის" ნამ­სხვრე­ვე­ბის ნახ­ვა, რო­მე­ლიც ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში 3 800 მეტ­რის სიღ­რმე­ზეა.

OceanGate-ის თა­ნახ­მად, ყვე­ლა ექ­სპე­დი­ცია სა­მეც­ნი­ე­რო მიზ­ნე­ბით იმარ­თე­ბა. კომ­პა­ნი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით პირ­ვე­ლად მსგავ­სი ექ­სპე­დი­ცია 2021 წელს შედ­გა.

  • რა ვი­ცით "ტი­ტა­ნის" შე­სა­ხებ?

"ტი­ტა­ნი" არის წყალ­ქვე­შა ნავი, რო­მე­ლიც 5 ადა­მი­ანს იტევს. ის შექ­მნი­ლია 4000 მეტ­რის სიღ­რმე­ზე ჩა­საშ­ვე­ბად. გარ­და "ტი­ტა­ნი­კის" ნან­გრე­ვებ­ში მყვინ­თა­ვე­ბის ჩაყ­ვა­ნი­სა, ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კვლე­ვის­თვის და მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბის­თვის, ასე­ვე შე­უძ­ლია ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბა. აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რო­მე­ლიც ზღვის წყლის შეს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.

OceanGate-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ტი­ტა­ნი" აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი გა­ნა­თე­ბის და სა­ნა­ვი­გა­ციო სის­ტე­მე­ბით. მა­თი­ვე ცნო­ბით, წყალ­ქვე­შა ნავს აქვს გარე კორ­პუ­სის რე­ა­ლურ დრო­ში მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა.

  • სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ტი­ტა­ნი­კი" ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე, 3 800 მეტ­რის სიღ­რმე­შია. სამ­გზავ­რო ლა­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი დრო­ის უდი­დე­სი გემი იყო, 1912 წელს, სა­უ­თ­ჰემპტო­ნი­დან ნიუ-იორკში, პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, აის­ბერგს შე­ე­ჯა­ხა. ბორტზე მყო­ფი 2200 მგზავ­რი­დან 1500-ზე მეტი და­ი­ღუ­პა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭ. წ.
0

შვილი რაღას მიჰყავდა!?

Mimi
4

საწყლები როგორ მეცოდებიან ნეტა ცოცხლები იყვნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

საბედისწერო მარშრუტი - რა ხდება ცნობილი "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად წასულ და ექსპედიციისას გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე: ვინ იმყოფებოდა მის ბორტზე

საბედისწერო მარშრუტი - რა ხდება ცნობილი "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად წასულ და ექსპედიციისას გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე: ვინ იმყოფებოდა მის ბორტზე

კანადაში, ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან, "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა მოხდა და რატომ გაწყდა კონტაქტი, ან რამდენად ახლოს იყო "ტიტანიკთან". ცნობილია, რომ ნავთან კონტაქტი ექსპედიციის დაწყებიდან 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაიკარგა.

ექსპედიციის ოპერატორი კომპანია არის OceanGate-ი, სადაც აცხადებენ, რომ სამძებრო ეკიპაჟი ტურისტების პოვნასა და მათ უსაფრთხოდ დაბრუნებაზე მუშაობს.

  • ვინ იმყოფებოდა წყალქვეშა ნავის ბორტზე?

წყალქვეშა ნავის, სახელად "ტიტანის" ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. დადასტურებულად, ჯერჯერობით, სამის ვინაობა არის ცნობილი. ესენი არიან ბრიტანელი მილიარდერი, ბიზნესმენი და მკვლევარი, 59 წლის ჰამიშ ჰარდინგი, ასევე პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დაუდი ვაჟთან, სელეიმან დაუდთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ჰამიშ ჰარდინგმა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში ისაუბრა მომავალ ექსპედიციაზე, რომელში ჩართვასაც გეგმავდა. მაშინ ის ამბობდა, რომ ექსპედიციის შემადგენლობაში "რამდენიმე ლეგენდარული მკვლევარი იქნებოდა, რომელთაგან ზოგიერთმა 1980-იანი წლების შემდეგ 30-ზე მეტჯერ ჩაყვინთა ატლანტის ოკეანეში, რათა "ტიტანიკის" ჩაძირვის საიდუმლო ამოეხსნა".

ჰამიშ ჰარდინგი

ჰარდინგი საერთაშორისო კომპანია Action Aviation-ის თავმჯდომარეა. ეს კომპანია დაკავებულია საავიაციო ინდუსტრიაში გაყიდვებით და ახორციელებს სავაჭრო ოპერაციებს დუბაიში, არაბეთსა და გაერთიანებულ სამეფოში.

რაც შეეხება შაჰზადა დავუდსა და მის ვაჟს, სულეიმანს - შაჰზადა დავუდი კალიფორნიის SETI-ს ინსტიტუტის წარმომადგენელი და Dawood Hercules Corporation-ის ვიცე-თავმჯდომარეა. მამა-შვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კონტაქტი დაკარგეს და მათ შესახებ ინფორმაციაზე წვდომა არ აქვთ.

შაჰსადა დაუდი

ასევე ფიქრობენ, რომ ბორტზე იმყოფება ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლეც.

  • რა ვიცით ექსპედიციასა და მის მიზანზე?

OceanGate-ის ექსპედიციის წევრობა ერთი ადამიანისთვის 250,000 დოლარი ღირს. ექსპედიცია რვადღიანია და მიზანია ჩაძირული გემის, "ტიტანიკის" ნამსხვრევების ნახვა, რომელიც ატლანტის ოკეანეში 3 800 მეტრის სიღრმეზეა.

OceanGate-ის თანახმად, ყველა ექსპედიცია სამეცნიერო მიზნებით იმართება. კომპანიის ორგანიზებით პირველად მსგავსი ექსპედიცია 2021 წელს შედგა.

  • რა ვიცით "ტიტანის" შესახებ?

"ტიტანი" არის წყალქვეშა ნავი, რომელიც 5 ადამიანს იტევს. ის შექმნილია 4000 მეტრის სიღრმეზე ჩასაშვებად. გარდა "ტიტანიკის" ნანგრევებში მყვინთავების ჩაყვანისა, ის გამოიყენება კვლევისთვის და მონაცემების შეგროვებისთვის, ასევე შეუძლია ფოტო და ვიდეო გადაღება. აქვს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ზღვის წყლის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს.

OceanGate-ის ინფორმაციით, "ტიტანი" აღჭურვილია უახლესი განათების და სანავიგაციო სისტემებით. მათივე ცნობით, წყალქვეშა ნავს აქვს გარე კორპუსის რეალურ დროში მონიტორინგის სისტემა.

  • სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

"ტიტანიკი" ატლანტის ოკეანის ფსკერზე, 3 800 მეტრის სიღრმეშია. სამგზავრო ლაინერი, რომელიც თავისი დროის უდიდესი გემი იყო, 1912 წელს, საუთჰემპტონიდან ნიუ-იორკში, პირველი მოგზაურობისას, აისბერგს შეეჯახა. ბორტზე მყოფი 2200 მგზავრიდან 1500-ზე მეტი დაიღუპა.