მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავგუგლე და გიორგი გახარია ამომიგდო. ასე "დაგუგლული“ მივედი მასთან" - დეპუტატ ანა ბუჩუკურის ინტერვიუ ოჯახზე, კარიერაზე, პოლიტიკაში წუწუნით მოსვლასა და ოთხფეხა მეგობრებზე
"დავგუგლე და გიორგი გახარია ამომიგდო. ასე "დაგუგლული“ მივედი მასთან" - დეპუტატ ანა ბუჩუკურის ინტერვიუ ოჯახზე, კარიერაზე, პოლიტიკაში წუწუნით მოსვლასა და ოთხფეხა მეგობრებზე

ის 33 წლი­საა და უკვე საკ­მა­ოდ მდი­და­რი ბი­ოგ­რა­ფი­ით. კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით ზრდას გა­მარ­თლე­ბას უმად­ლის, იმას, რომ სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას მოხ­ვდა. "გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ცხოვ­რე­ბა­ში ორ რა­მეს არ ვუშ­ვებ­დი - მე­მუ­შა­ვა ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში და გავმხდა­რი­ყა­ვი სა­ჯა­რო პირი. ისე წა­ვი­და ჩემი ცხოვ­რე­ბა, ერ­თმაც მო­მი­წია და მე­ო­რე­მაც“, - ამ­ბობს, მაგ­რამ მა­ინც მად­ლი­ე­რია, ვი­ნა­ი­დან ამ ყვე­ლა­ფერ­მა პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ში შე­უ­წყო ხელი. რო­გორც ამ­ბობს, ბავ­შვო­ბი­დან და­მო­უ­კი­დე­ბელ და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ანს მთის ხა­სი­ა­თი აქვს, ცოტა სი­ხის­ტეც ახა­სი­ა­თებს, რა­საც მერე "მეგ­რუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია შვე­ლის“. არც ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რისხს უჩი­ვის... მის ლი­დერ­თან (ვის­ზეც "და­გუგვლით“ შე­ექ­მნა წარ­მოდ­გე­ნა) სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ში თან­ხვედ­რით ხსნის იმას, აქამ­დე ერ­თად რომ მო­დი­ან.

"გი­ორ­გის მენ­ტო­რად აღ­ვიქ­ვამ, ბევ­რი რამ მის­წავ­ლია და დღე­საც ვსწავ­ლობ მის­გან“, - ამ­ბობს პარ­ლა­მენ­ტა­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სამ­დივ­ნოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და სა­პარ­ლა­მენ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის - "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რი ანა ბუ­ჩუ­კუ­რი და ambebi.ge-სთან მისი ცხოვ­რე­ბის აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებ­ზე ჰყვე­ბა.

  • "დღემ­დე მა­მას გოგო ვარ...“

- და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, 1990 წელს და და­ახ­ლო­ე­ბით 1 წელი მო­მი­წია სსრკ-ში ცხოვ­რე­ბა. 90-ია­ნე­ბის ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ამი­ტომ მთე­ლი სიმ­ძაფ­რით მახ­სოვს, რა გა­მო­ვი­ა­რეთ თი­თო­ე­ულ­მა ოჯახ­მა. ერთი ძმა მყავს, 4 წლით უფ­რო­სი.

მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე პე­რი­ო­დი­სა, მშობ­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს და ბავ­შვო­ბა ტკბი­ლად და­მა­მახ­სოვ­რდა. დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან რომ ვა­ფა­სებ, ეს ძა­ლი­ან მაკ­ვირ­ვებს. უშუ­ქო­ბის გარ­და, პუ­რის რი­გე­ბიც მახ­სოვს და ტა­ლო­ნე­ბიც კად­რე­ბად, არა - ში­ნა­არ­სობ­რი­ვად. მამა მხატ­ვარ-რეს­ტავ­რა­ტო­რია და თვე­ო­ბით უწევ­და ექ­სპე­დი­ცი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი, დე­დას დამ­ხმა­რე არა­ვინ ჰყავ­და და ორი პა­ტა­რა ბავ­შვით, ფაქ­ტობ­რი­ვად, მარ­ტო უმკლავ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფერს. დედა თე­რა­პევ­ტია, მაგ­რამ ჩვენს გამო გახ­და იძუ­ლე­ბუ­ლი, არ­ჩე­ვა­ნი შვი­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ე­კე­თე­ბი­ნა - სამ­სა­ხურ­ზე უარი თქვა. მა­მას ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სია აქვს, ხში­რად რის­კებ­ზეც წა­სუ­ლა იმის­თვის, რომ ქარ­თუ­ლი ძეგ­ლე­ბი და ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა გა­და­ერ­ჩი­ნა. ჩემ­თვის ორი­ვე მი­სა­ბა­ძია, ოღონდ, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო. როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, მა­მას ჰგავ­ხა­რო, ეს ჩემ­თვის უდი­დე­სი კომ­პლი­მენ­ტია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 33 წლის ვარ, დღემ­დე მა­მას გოგო ვარ.

ჩემი ძმა პი­რი­ქით, დე­დას­თან უფრო ახ­ლოს იყო. დედ-მამა ყო­ველ­თვის იდე­ა­ლუ­რი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, ასე ვთქვათ, პარტნი­ო­რე­ბი, სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით. სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, 6 კლა­სი 186-ე სკო­ლა­ში ვის­წავ­ლე, შემ­დეგ კი მე-6 გიმ­ნა­ზი­ა­ში (ახლა 21-ე სა­ჯა­რო ჰქვია) გა­და­ვე­დი. თუ სწო­რად მახ­სოვს, 9 კლა­სის ჩათ­ლით სრუ­ლად ფრი­ა­დო­სა­ნი ვი­ყა­ვი, მერე მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით აშშ-ში წა­ვე­დი და ერთი კლა­სი იქ დავ­ხუ­რე. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ უკვე შე­რე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი მყავ­და. ზო­გა­დად, მას­წავ­ლე­ბე­ლი ან ლექ­ტო­რი თუ მიყ­ვარ­და, მის სა­განს კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, ვი­საც თვალს ცუ­დად და­ვად­გამ­დი, იმის სა­განს - მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით. ასე­თი ხა­სი­ა­თი მქონ­და...

  • რა­ტომ ავირ­ჩიე იუ­რის­ტო­ბა

- ბუ­ჩუ­კუ­რე­ბი წარ­მო­შო­ბით ხევ­სუ­რე­ბი ვართ. ჩვე­ნი სო­ფე­ლი ხევ­სუ­რეთ­ში - ბუ­ჩუ­კურ­თა დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, დაც­ლი­ლია. სო­ფე­ლი გვაქვს ტი­რძნის­ში, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ცხინ­ვალ­თან 7 კმ-ში. დედა მეგ­რე­ლი მყავს - ადა­მია, სე­ნა­კე­ლია, ნა­ხევ­რად მეგ­რე­ლი ვარ, მაგ­რამ ხა­სი­ა­თი მთის მაქვს. სი­ხის­ტეც მა­ხა­სი­ა­თებს, თუმ­ცა, რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, მეგ­რულ დიპ­ლო­მა­ტი­ა­საც არ ვუ­ჩი­ვი. არ მიყ­ვარს, როცა ვბრაზ­დე­ბი, მაგ­რამ ეს თუ მოხ­და, ჩემს მტერს! ჩემს ოჯახს მა­ინც და მა­ინც არ უნ­დო­და ჩემი იუ­რის­ტო­ბა, თუმ­ცა თსუ-ს სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი ავირ­ჩიე, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი ვარ, მა­ინც ჩემი გა­ვი­ტა­ნე. ადრე, სხვა­თა შო­რის, მა­მას პრო­ფე­სი­ა­ზე - რეს­ტავ­რა­ტო­რო­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი. ბავ­შვო­ბა­ში ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის ფული არას­დროს მი­თხო­ვია, არ მომ­წონ­და სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. როცა გა­ვი­ზარ­დე, გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, მა­მას პრო­ფე­სი­ას რომ გავ­ყვე, მე არ ვიქ­ნე­ბო­დი რეს­ტავ­რა­ტო­რი ანა ბუ­ჩუ­კუ­რი, არა­მედ ვიქ­ნე­ბო­დი რეს­ტავ­რა­ტორ მე­რაბ ბუ­ჩუ­კუ­რის შვი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მამა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო ადა­მი­ა­ნია, ჩემი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გზა მინ­დო­და მო­მე­ნა­ხა, ამი­ტომ გა­და­ვი­ფიქ­რე. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტიც და მა­გის­ტრა­ტუ­რაც თსუ-ში და­ვამ­თავ­რე და 2014 წელს ჩა­ვა­ბა­რე დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში "ნიუ-ვი­ჟენ“ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. დღეს ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვას­წავ­ლი, თან PHD სტუ­დენ­ტი ვარ.

  • "გა­მი­მარ­თლა - სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას და სწორ ადა­მი­ა­ნებ­თან მოვ­ხვდი"

- ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი იყო - უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე თუ არა, იქ ჩემ­მა ლექ­ტო­რებ­მა და­მა­საქ­მეს, მათ გა­მი­წი­ეს რე­კო­მენ­და­ცია, მათი მად­ლი­ე­რი ვარ. სხვა­თა შო­რის, ცხოვ­რე­ბა­ში რა­შიც გა­მი­მარ­თლა ისაა, რომ სა­ჭი­რო დროს სწორ ადა­მი­ა­ნებს შევ­ხვდი, კა­რი­ე­რუ­ლად ასე მჭირს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იმას არ ვამ­ბობ, რომ გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ მქო­ნია, ბევ­რჯერ დავ­ცე­მულ­ვარ, რა­მაც მი­მახ­ვედ­რა, რამ­დე­ნად დრო­ე­ბი­თია ყვე­ლა­ფე­რი - აღ­მავ­ლო­ბაც, და­ცე­მაც, თა­ნამ­დე­ბო­ბაც, ბე­ნე­ფი­ტე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი. ამის გა­აზ­რე­ბა ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შემ­დგომ­ში იგი­ვე შეც­დო­მე­ბი რომ აღარ და­უშ­ვა. პა­სი­უ­რად პო­ლი­ტი­კა სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, უნდა იცო­დე, შენს ქვე­ყა­ნა­ში რა ხდე­ბა, მაგ­რამ გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ცხოვ­რე­ბა­ში ორ რა­მეს არ ვუშ­ვებ­დი - მე­მუ­შა­ვა ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში და გავმხდა­რი­ყა­ვი სა­ჯა­რო პირი. ისე წა­ვი­და ჩემი ცხოვ­რე­ბა, ერ­თმაც მო­მი­წია და მე­ო­რე­მაც.

  • "დავ­გუ­გ­ლე და გი­ორ­გი გა­ხა­რია ამო­მიგ­დო“

- 2017 წლის და­სა­წყის­ში, როცა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ვმუ­შა­ობ­დი (იუ­რი­დი­ულ სამ­სა­ხურ­ში სა­მარ­თალ შე­მოქ­მე­დე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ვი­ყა­ვი. მა­ნამ­დე ვი­მუ­შა­ვე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­შიც ), რა­ღაც გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო არ მომ­წონ­და სამ­სა­ხუ­რი და ცვლი­ლე­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­თხრა, რომ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში იყო ვა­კან­სია და მირ­ჩია, ბედი მე­ცა­და. მი­ვე­დი გა­სა­უბ­რე­ბა­ზე, 2-ჯერ შევ­ხვდი იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, მო­ვე­წო­ნე და მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა შე­მომ­თა­ვა­ზა. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, ვი­ნაა მი­ნის­ტრი, ამი­ტომ ვი­ფიქ­რე, დავ­გუ­გ­ლავ, სა­ხე­ლი და გვა­რი მა­ინც ვი­ცო­დე-მეთ­ქი. დავ­გუ­გ­ლე და გი­ორ­გი გა­ხა­რია ამო­მიგ­დო. ასე "და­გუ­გ­ლუ­ლი“ მი­ვე­დი გა­ხა­რი­ას­თან, ვერ შემ­ხვდა, თა­ნა­შემ­წემ ბო­დი­ში მო­მი­ხა­და, ფი­ზი­კუ­რად ვერ გხვდე­ბათ, მაგ­რამ გა­და­წყდა თქვე­ნი აყ­ვა­ნა, გი­ლო­ცავთ სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა­სო. მერე ისე მოხ­და, კვი­რა­ში ერთხელ გვი­წევ­და მი­ნის­ტრთან სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტე­ბის ექ­სპერ­ტი­ზე­ბის გავ­ლა და ჩემს უფ­როს­თან ერ­თად ავ­დი­ო­დი მი­ნის­ტრ გა­ხა­რი­ას­თან. ვინც გი­ორ­გის იც­ნობს იცის, რომ მას ძა­ლი­ან უყ­ვარს დე­ტა­ლებ­ში ჩას­ვლა-ჩა­ძი­ე­ბა, ზე­და­პი­რუ­ლო­ბა მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და, შე­სა­ბა­მი­სად, სულ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შევ­დი­ო­დით. მახ­სოვს, ერთხელ რა­ღაც კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­მოჰ­ქონ­და, ჩვენ­თან შე­ა­ფა­სა და შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე, ჩემი აზ­რის ახ­სნა და­ვი­წყე, გავ­მარ­თეთ დის­კუ­სია. ისე­თი პე­რი­ო­დია, მარ­ტო სა­ხე­ლი იცის და ზოგ­ჯერ ავი­წყდე­ბა, რომ ანა ვარ, რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი. გი­ორ­გის სულ მოს­წონ­და თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მარ­ტო მე­ნე­ჯმენ­ტთან არა, რაც მე­ნე­ჯერ­ში ძალ­ზე და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ბო­ლოს ის თა­ვის, მე კი ჩემს აზ­რზე დავ­რჩით და გა­ვაგ­რძე­ლეთ მუ­შა­ო­ბა.

მას მერე გა­მოხ­და ხანი, ერთ-ერთ მო­რიგ შეხ­ვედ­რა­ზე ვართ მი­ნის­ტრთან სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ზე და მე­უბ­ნე­ბა, - შენ დარ­ჩიო. ცოტა არ იყოს, გა­მიკ­ვირ­და. გი­ორ­გი მე­უბ­ნე­ბა, შენ­ზე მო­მი­ყე­ვიო, კი­თხვებს მის­ვამს ოჯახ­ზე, მე­გობ­რებ­ზე... ცდი­ლობს, უკეთ გა­მიც­ნოს, ბლიც ინ­ტერ­ვი­უ­სა­ვით გა­მო­უ­ვი­და. ბო­ლოს მი­თხრა, კაი, ახლა გა­ი­ქე­ციო. ვერ მივ­ხვდი, რა უნ­დო­და. ორ დღე­ში სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­დან ვი­გებ, რომ გა­ხა­რია გა­დაჰ­ყავთ შსს მი­ნის­ტრად. დი­ლით ვე­რა­ზე სახ­ლი­დან ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­კენ ფე­ხით მივ­კა­კუ­ნობ, გვერ­დით მან­ქა­ნა ჩერ­დე­ბა და გი­ორ­გის მო­ად­გი­ლე მაწ­ვდის ტე­ლე­ფონს, ყურ­მილ­ში გა­ხა­რი­ას თა­ნა­შემ­წე მე­უბ­ნე­ბა, მი­ნის­ტრი გი­ბა­რებს, პირ­და­პირ შსს-ში მო­დიო. რო­გორც კი წა­ვი­და, გი­ორ­გიმ თან წა­მიყ­ვა­ნა და იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე­დაც და­ვი­ნიშ­ნე, მა­ლე­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ გა­და­მიყ­ვა­ნა. შსს დღემ­დე ჩემი საყ­ვა­რე­ლი სამ­სა­ხუ­რია, ეს წლე­ბი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მერე გი­ორ­გი პრე­მი­ე­რად გა­და­ვი­და და, რა თქმა უნდა, იმა­ვე დღეს მეც გავ­ყე­ვი - თა­ვი­დან პრე­მი­ე­რის აპა­რა­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი, შემ­დეგ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სამ­დივ­ნოს ხელ­მძღვა­ნე­ლი.

  • "წუ­წუნ-წუ­წუ­ნით მი­ვე­დი პარ­ტი­ა­ში“

- კო­ვი­დი ცოტა გა­ნე­ლე­ბუ­ლი იყო და "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­და­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით ახა­ლი სა­ხე­ე­ბის ძებ­ნა და­ი­წყო. ერთ-ერთი, ვი­საც პრე­მი­ერ­მა რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წია, მე ვი­ყა­ვი, ოღონდ, როცა ეს პირ­ვე­ლად მი­თხრა, პარ­ტი­ა­ში უნდა გა­გე­სა­უბ­რო­ნო, ვუ­თხა­რი - არ მინ­და-მეთ­ქი. მა­ნამ­დე ხომ მტკი­ცედ მქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, რომ პო­ლი­ტი­კო­სი არ გავ­ხდე­ბო­დი და ამი­ტომ. მოკ­ლედ, გა­ხა­რი­ას გა­მოს­დის ადა­მი­ა­ნის დარ­წმუ­ნე­ბა და წუ­წუნ-წუ­წუ­ნით მი­ვე­დი პარ­ტი­ა­ში, გა­ვი­ა­რე გა­სა­უბ­რე­ბა, ტეს­ტე­ბი, და "მუ­ღამ­შიც“ კი შე­ვე­დი, ნეტა, რამ­დენს გა­დავ­ლა­ხავ-მეთ­ქი. ბო­ლოს მოხ­და ისე, რომ გი­ორ­გიმ გა­მო­მი­ცხა­და, შენ უკვე სი­ა­ში ხარ, გე­ნაც­ვა­ლეო. 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში გავ­ხდით პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი და თე­ბერ­ვალ­ში გი­ორ­გი გა­დად­გა. მა­შინ­ვე ვფიქ­რობ­დი იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბას, ვი­ნა­ი­დან მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი მხარ­დამ­ჭე­რი, ის "ოც­ნე­ბა“ უკვე აღარ მომ­წონ­და, ის პარ­ტია აღარ იყო, რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე ხმას ვაძ­ლევ­დი. "ოც­ნე­ბი­დან“ აპ­რილ­ში გა­მო­ვე­დით და მერე ისე მოხ­და, რომ მა­ლე­ვე გა­დავ­წყვი­ტეთ ახა­ლი პარ­ტი­ის - "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ შექ­მნა.

  • "მის­გან ბევ­რი რამ მის­წავ­ლია და დღე­საც ვსწავ­ლობ“

- გი­ორ­გის უფრო მენ­ტო­რად აღ­ვიქ­ვამ. როცა მას­თან "და­გუ­გ­ლუ­ლი“ მი­ვე­დი, მა­შინ ჩემ­თვის მხო­ლოდ მი­ნის­ტრი იყო. დრომ მო­ი­ტა­ნა და ამ ადა­მი­ანს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე დღემ­დე დიდი გავ­ლე­ნა აქვს, არა მხო­ლოდ კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის თვლა­საზ­რი­სით, მის­გან ბევ­რი რამ მის­წავ­ლია და დღე­საც ვსწავ­ლობ. თქვენ რომ გე­ნა­ხათ ანა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ­დე და მას მერე, ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან გა­ვი­ზარ­დე. ამი­ტო­მაც აღ­ვიქ­ვამ მას მენ­ტო­რად. რა­ტომ ამირ­ჩია? სხვა­თა შო­რის, ჩვენს გუნდში გა­მო­ნაკ­ლი­სი არ ვარ, ბევ­რს აქვს მსგავ­სი ის­ტო­რია - ნა­თი­ას, ბე­ქას, მი­შას... გი­ორ­გის გარ­შე­მო ბირ­თვი ვინ­ცაა, ყვე­ლა სხვა­დას­ხვა დროს შე­მოკ­რე­ბი­ლი, ამას­თა­ნა­ვე, მის­თვის უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ვფიქ­რობ, იმი­ტომ და­ვა­მახ­სოვ­რდი, თა­ვის დრო­ზე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რომ გა­ვუ­წიე, მერე და­მაკ­ვირ­და, შე­მის­წავ­ლა... გი­ორ­გის ზო­გა­დად უყ­ვარს ახალ­გაზ­რდო­ბა, ის უბ­რა­ლოდ უფ­რო­სი არაა, სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს იმით, რომ გზრდის. ბევ­რი მი­ზე­ზის გამო ვცემ გი­ორ­გის პა­ტივს და ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რა­საც გა­ხა­რი­ა­ში ვხე­დავ, ეს არის ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდი ხა­რის­ხი - არა კომ­პლექ­სე­ბი, არა - თა­ნამ­დე­ბო­ბას გა­მო­კი­დე­ბა და მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

  • ლაქი, კოჭ­ლი­კო და კი­დევ - ორნი

- ციმ­ბი­რუ­ლი ჰას­კი - ლაქი ჩემ­თვის და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის წყა­რო და ჩემი თე­რა­პევ­ტია. სამი კვი­რის იყო, როცა მა­ჩუ­ქეს, ახლა მე-8-ე წელ­შია. მის გარ­და, კი­დევ სამი ძაღ­ლი გვყავს. რო­დე­საც პან­დე­მია და­ი­წყო და ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­კე­ტა, ჩვენ­თან, სა­გუ­რა­მო­ში (ეზო ჯერ შე­მო­ღო­ბი­ლი არ გვქონ­და), მო­ვი­და კოჭ­ლი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ძაღ­ლი, რო­მელ­საც ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და, ყელ­ზეც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მავ­თუ­ლის ნაჭ­დე­ვი ჰქონ­და, რო­გორც ჩანს, ახ­რჩობ­დნენ. მამა და ძმა მა­შინ სა­გუ­რა­მო­ში იყ­ვნენ ჩა­კე­ტი­ლე­ბი, აჭა­მეს, ას­ვეს და სა­ა­ქა­ოს მო­აბ­რუ­ნეს. ძაღ­ლი თა­ვი­დან აგ­რე­სი­უ­ლი იყო, სა­ვა­რა­უ­დოდ, ადა­მი­ა­ნე­ბის­გან სიმ­წა­რე ახ­სოვ­და... ძაღლს კოჭ­ლო­ბის გამო კოჭ­ლი­კო და­ვარ­ქვით. მერე მოხ­და ისე, მა­მა­ჩემ­მა ღობე რომ გა­ა­კე­თა, კოჭ­ლი­კო ღო­ბის შიგ­ნით მოხ­ვდა, ანუ შინ და­ვი­ტო­ვეთ. კოჭ­ლი­კო ეპი­ლეპ­ტი­კია, მაგ­რამ უსაყ­ვარ­ლე­სი, აგ­რე­სი­ამ სრუ­ლად გა­და­უ­ა­რა და არის ფი­სო­სა­ვით. გარ­და ამი­სა, ეზოს გა­რეთ ორი მო­კედ­ლე­ბუ­ლი პა­ტა­რა ძაღ­ლიც გვყავს, მა­მამ მათ სახ­ლი გა­უ­კე­თა, ვუვ­ლით, დაგ­ვყავს ვეტ­თან და ა.შ. ლაქი მათ­თან არ მე­გობ­რობს, რო­გორ იმე­გობ­რებს, როცა მი­იჩ­ნევს, რომ ძაღ­ლი კი არა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, ზო­გა­დად, ძა­ლი­ან დო­მი­ნან­ტუ­რია, სხვებს ზე­მო­დან უყუ­რებს და ფიქ­რობს, - ესე­ნი ვინ მო­მით­რი­ეს ოჯახ­შიო.

  • "წე­სად მექ­ცა თვითმფრი­ნა­ვებ­ში და აე­რო­პორ­ტებ­ში კი­თხვა“

- ბევ­რი რამ მი­ტა­ცებს - მუ­სი­კა, კინო, მოგ­ზა­უ­რო­ბა თა­ვის აე­რო­პორტ-თვითმფრი­ნა­ვი­ა­ნად. ბოლო დროს, ჩემი გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წიგ­ნებს ვე­ღარ ვკი­თხუ­ლობ, ამი­ტომ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ჩან­თა­ში მუდ­მი­ვად მი­დევს წიგ­ნი და წე­სად მექ­ცა, თვითმფრი­ნა­ვებ­ში და აე­რო­პორ­ტებ­ში უნდა ვი­კი­თხო. სა­სა­ცი­ლოა, რომ სა­ნიშ­ნედ ვი­ყე­ნებ ბოლო ბი­ლე­თის Boarding pass (ჩაჯ­დო­მის ბი­ლეთს). ახ­ლაც, რე­მარკს ვკი­თხუ­ლობ და სა­ნიშ­ნედ ბო­ლოს სა­დაც ვი­ყა­ვი, იმის ბი­ლე­თი მი­დევს, ესეც რა­ღაც­ნა­ი­რად სიმ­ბო­ლუ­რად ვაქ­ციე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

ძა­ლი­ან ტურ­ბუ­ლენ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, მაგ­რამ ოპ­ტი­მის­ტი ვარ. რომ არ მწამ­დეს, იქ არ ვიქ­ნე­ბო­დი, სა­დაც ახლა ვარ. მჯე­რა, რომ ამ ქვეყ­ნის რუ­სე­თის­კენ შე­მობ­რუ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. დღეს ნი­ჰი­ლიზ­მი და ტურ­ბუ­ლენ­ცია დი­დია, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ უა­რე­სე­ბიც გა­მოგ­ვივ­ლია. ოპ­ტი­მიზ­მის გარ­და, ლო­გი­კა­საც ვიშ­ვე­ლი­ებ და ვრწმუნ­დე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა კარ­გად, მაგ­რამ ეს მალე და უბ­რძოლ­ვე­ლად არ მოვა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

ნუღარ დაგუგლავ სხვა რამე არ ამოგიგდოს!:)))))))))

ეხ
7

დავიწყე კითხვა მაგრამ შუამდეც ვერ მივედი იმდენად უინტერესო და მოსაწყენია. ამ გოგონას კი მდივნის ან მაქს. კანცელარისტის თანამდებობას ვაკმარებდი. როცა აგახარიაა შენი მენტორი და მისი ფანი ხარ, ანუ ძალიან შეზღუდული ადამიანი ხარ.შეიძლება კარგი მუშაკია, მაგრამ პოლიტიკოსი ნდვილად არ არის და ვერც გახდება ესეთი მენტალიტეტით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დავგუგლე და გიორგი გახარია ამომიგდო. ასე "დაგუგლული“ მივედი მასთან" - დეპუტატ ანა ბუჩუკურის ინტერვიუ ოჯახზე, კარიერაზე, პოლიტიკაში წუწუნით მოსვლასა და ოთხფეხა მეგობრებზე

"დავგუგლე და გიორგი გახარია ამომიგდო. ასე "დაგუგლული“ მივედი მასთან" - დეპუტატ ანა ბუჩუკურის ინტერვიუ ოჯახზე, კარიერაზე, პოლიტიკაში წუწუნით მოსვლასა და ოთხფეხა მეგობრებზე

ის 33 წლისაა და უკვე საკმაოდ მდიდარი ბიოგრაფიით. კარიერული თვალსაზრისით ზრდას გამართლებას უმადლის, იმას, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა. "გულწრფელად რომ გითხრათ, ცხოვრებაში ორ რამეს არ ვუშვებდი - მემუშავა ძალოვან სტრუქტურაში და გავმხდარიყავი საჯარო პირი. ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, ერთმაც მომიწია და მეორემაც“, - ამბობს, მაგრამ მაინც მადლიერია, ვინაიდან ამ ყველაფერმა პროფესიულ ზრდაში შეუწყო ხელი. როგორც ამბობს, ბავშვობიდან დამოუკიდებელ და ბრძოლისუნარიანს მთის ხასიათი აქვს, ცოტა სიხისტეც ახასიათებს, რასაც მერე "მეგრული დიპლომატია შველის“. არც შინაგანი თავისუფლების ხარისხს უჩივის... მის ლიდერთან (ვისზეც "დაგუგვლით“ შეექმნა წარმოდგენა) საერთო ღირებულებებში თანხვედრით ხსნის იმას, აქამდე ერთად რომ მოდიან.

"გიორგის მენტორად აღვიქვამ, ბევრი რამ მისწავლია და დღესაც ვსწავლობ მისგან“, - ამბობს პარლამენტარი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებათა სამდივნოს ყოფილი უფროსი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - "საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური და ambebi.ge-სთან მისი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე ჰყვება.

  • "დღემდე მამას გოგო ვარ...“

- დავიბადე თბილისში, 1990 წელს და დაახლოებით 1 წელი მომიწია სსრკ-ში ცხოვრება. 90-იანების ბავშვი ვიყავი, ამიტომ მთელი სიმძაფრით მახსოვს, რა გამოვიარეთ თითოეულმა ოჯახმა. ერთი ძმა მყავს, 4 წლით უფროსი.

მიუხედავად მძიმე პერიოდისა, მშობლებმა მოახერხეს და ბავშვობა ტკბილად დამამახსოვრდა. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვაფასებ, ეს ძალიან მაკვირვებს. უშუქობის გარდა, პურის რიგებიც მახსოვს და ტალონებიც კადრებად, არა - შინაარსობრივად. მამა მხატვარ-რესტავრატორია და თვეობით უწევდა ექსპედიციებში სიარული, დედას დამხმარე არავინ ჰყავდა და ორი პატარა ბავშვით, ფაქტობრივად, მარტო უმკლავდებოდა ყველაფერს. დედა თერაპევტია, მაგრამ ჩვენს გამო გახდა იძულებული, არჩევანი შვილების სასარგებლოდ გაეკეთებინა - სამსახურზე უარი თქვა. მამას ძალიან საინტერესო პროფესია აქვს, ხშირად რისკებზეც წასულა იმისთვის, რომ ქართული ძეგლები და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა გადაერჩინა. ჩემთვის ორივე მისაბაძია, ოღონდ, სხვადასხვა მიზეზის გამო. როცა მეუბნებიან, მამას ჰგავხარო, ეს ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტია და მიუხედავად იმისა, რომ 33 წლის ვარ, დღემდე მამას გოგო ვარ.

ჩემი ძმა პირიქით, დედასთან უფრო ახლოს იყო. დედ-მამა ყოველთვის იდეალური მეგობრები იყვნენ, ასე ვთქვათ, პარტნიორები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, 6 კლასი 186-ე სკოლაში ვისწავლე, შემდეგ კი მე-6 გიმნაზიაში (ახლა 21-ე საჯარო ჰქვია) გადავედი. თუ სწორად მახსოვს, 9 კლასის ჩათლით სრულად ფრიადოსანი ვიყავი, მერე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით აშშ-ში წავედი და ერთი კლასი იქ დავხურე. დაბრუნების შემდეგ უკვე შერეული ნიშნები მყავდა. ზოგადად, მასწავლებელი ან ლექტორი თუ მიყვარდა, მის საგანს კარგად ვსწავლობდი, ვისაც თვალს ცუდად დავადგამდი, იმის საგანს - მოვალეობის მოხდის მიზნით. ასეთი ხასიათი მქონდა...

  • რატომ ავირჩიე იურისტობა

- ბუჩუკურები წარმოშობით ხევსურები ვართ. ჩვენი სოფელი ხევსურეთში - ბუჩუკურთა დღეს, სამწუხაროდ, დაცლილია. სოფელი გვაქვს ტირძნისში, გორის მუნიციპალიტეტში, ცხინვალთან 7 კმ-ში. დედა მეგრელი მყავს - ადამია, სენაკელია, ნახევრად მეგრელი ვარ, მაგრამ ხასიათი მთის მაქვს. სიხისტეც მახასიათებს, თუმცა, როგორც მეუბნებიან, მეგრულ დიპლომატიასაც არ ვუჩივი. არ მიყვარს, როცა ვბრაზდები, მაგრამ ეს თუ მოხდა, ჩემს მტერს! ჩემს ოჯახს მაინც და მაინც არ უნდოდა ჩემი იურისტობა, თუმცა თსუ-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ავირჩიე, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ჯიუტი ვარ, მაინც ჩემი გავიტანე. ადრე, სხვათა შორის, მამას პროფესიაზე - რესტავრატორობაზე ვფიქრობდი. ბავშვობაში ჩემი მშობლებისთვის ფული არასდროს მითხოვია, არ მომწონდა სხვაზე დამოკიდებულება. როცა გავიზარდე, გავაცნობიერე, მამას პროფესიას რომ გავყვე, მე არ ვიქნებოდი რესტავრატორი ანა ბუჩუკური, არამედ ვიქნებოდი რესტავრატორ მერაბ ბუჩუკურის შვილი. მიუხედავად იმისა, რომ მამა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ადამიანია, ჩემი დამოუკიდებელი გზა მინდოდა მომენახა, ამიტომ გადავიფიქრე. ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც თსუ-ში დავამთავრე და 2014 წელს ჩავაბარე დოქტორანტურაში "ნიუ-ვიჟენ“ უნივერსიტეტში. დღეს ამ უნივერსიტეტში ვასწავლი, თან PHD სტუდენტი ვარ.

  • "გამიმართლა - საჭირო დროს საჭირო ადგილას და სწორ ადამიანებთან მოვხვდი"

- ჩემი პირველი სამსახური განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იყო - უნივერსიტეტი დავამთავრე თუ არა, იქ ჩემმა ლექტორებმა დამასაქმეს, მათ გამიწიეს რეკომენდაცია, მათი მადლიერი ვარ. სხვათა შორის, ცხოვრებაში რაშიც გამიმართლა ისაა, რომ საჭირო დროს სწორ ადამიანებს შევხვდი, კარიერულად ასე მჭირს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმას არ ვამბობ, რომ გამოწვევები არ მქონია, ბევრჯერ დავცემულვარ, რამაც მიმახვედრა, რამდენად დროებითია ყველაფერი - აღმავლობაც, დაცემაც, თანამდებობაც, ბენეფიტები და ყველაფერი. ამის გააზრება ახალგაზრდა ასაკში მნიშვნელოვანია, შემდგომში იგივე შეცდომები რომ აღარ დაუშვა. პასიურად პოლიტიკა სულ მაინტერესებდა, როგორც მოქალაქეს, უნდა იცოდე, შენს ქვეყანაში რა ხდება, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ცხოვრებაში ორ რამეს არ ვუშვებდი - მემუშავა ძალოვან სტრუქტურაში და გავმხდარიყავი საჯარო პირი. ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, ერთმაც მომიწია და მეორემაც.

  • "დავგუგლე და გიორგი გახარია ამომიგდო“

- 2017 წლის დასაწყისში, როცა განათლების სისტემაში ვმუშაობდი (იურიდიულ სამსახურში სამართალ შემოქმედების სამმართველოს უფროსი ვიყავი. მანამდე ვიმუშავე სახალხო დამცველის აპარატშიც ), რაღაც გარემოებების გამო არ მომწონდა სამსახური და ცვლილებაზე ვფიქრობდი. ერთ მშვენიერ დღეს, თანამშრომელმა მითხრა, რომ ეკონომიკის სამინისტროში იყო ვაკანსია და მირჩია, ბედი მეცადა. მივედი გასაუბრებაზე, 2-ჯერ შევხვდი იურიდიული სამსახურის უფროსს, მოვეწონე და მინისტრთან შეხვედრა შემომთავაზა. წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა მინისტრი, ამიტომ ვიფიქრე, დავგუგლავ, სახელი და გვარი მაინც ვიცოდე-მეთქი. დავგუგლე და გიორგი გახარია ამომიგდო. ასე "დაგუგლული“ მივედი გახარიასთან, ვერ შემხვდა, თანაშემწემ ბოდიში მომიხადა, ფიზიკურად ვერ გხვდებათ, მაგრამ გადაწყდა თქვენი აყვანა, გილოცავთ სამსახურის დაწყებასო. მერე ისე მოხდა, კვირაში ერთხელ გვიწევდა მინისტრთან სამართლებრივი აქტების ექსპერტიზების გავლა და ჩემს უფროსთან ერთად ავდიოდი მინისტრ გახარიასთან. ვინც გიორგის იცნობს იცის, რომ მას ძალიან უყვარს დეტალებში ჩასვლა-ჩაძიება, ზედაპირულობა მისთვის მიუღებელია და, შესაბამისად, სულ მომზადებულები შევდიოდით. მახსოვს, ერთხელ რაღაც კანონპროექტი გამოჰქონდა, ჩვენთან შეაფასა და შევეწინააღმდეგე, ჩემი აზრის ახსნა დავიწყე, გავმართეთ დისკუსია. ისეთი პერიოდია, მარტო სახელი იცის და ზოგჯერ ავიწყდება, რომ ანა ვარ, რიგითი თანამშრომელი. გიორგის სულ მოსწონდა თანამშრომლებთან ურთიერთობა, მარტო მენეჯმენტთან არა, რაც მენეჯერში ძალზე დასაფასებელია. ბოლოს ის თავის, მე კი ჩემს აზრზე დავრჩით და გავაგრძელეთ მუშაობა.

მას მერე გამოხდა ხანი, ერთ-ერთ მორიგ შეხვედრაზე ვართ მინისტრთან სამართლებრივ საკითხებზე და მეუბნება, - შენ დარჩიო. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. გიორგი მეუბნება, შენზე მომიყევიო, კითხვებს მისვამს ოჯახზე, მეგობრებზე... ცდილობს, უკეთ გამიცნოს, ბლიც ინტერვიუსავით გამოუვიდა. ბოლოს მითხრა, კაი, ახლა გაიქეციო. ვერ მივხვდი, რა უნდოდა. ორ დღეში საინფორმაციოდან ვიგებ, რომ გახარია გადაჰყავთ შსს მინისტრად. დილით ვერაზე სახლიდან ეკონომიკის სამინისტროსკენ ფეხით მივკაკუნობ, გვერდით მანქანა ჩერდება და გიორგის მოადგილე მაწვდის ტელეფონს, ყურმილში გახარიას თანაშემწე მეუბნება, მინისტრი გიბარებს, პირდაპირ შსს-ში მოდიო. როგორც კი წავიდა, გიორგიმ თან წამიყვანა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედაც დავინიშნე, მალევე ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილედ გადამიყვანა. შსს დღემდე ჩემი საყვარელი სამსახურია, ეს წლები ყველაზე რთული, მაგრამ საინტერესო იყო. მერე გიორგი პრემიერად გადავიდა და, რა თქმა უნდა, იმავე დღეს მეც გავყევი - თავიდან პრემიერის აპარატის უფროსის მოადგილე ვიყავი, შემდეგ ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი.

  • "წუწუნ-წუწუნით მივედი პარტიაში“

- კოვიდი ცოტა განელებული იყო და "ქართულმა ოცნებამ“ გადახალისების მიზნით ახალი სახეების ძებნა დაიწყო. ერთ-ერთი, ვისაც პრემიერმა რეკომენდაცია გაუწია, მე ვიყავი, ოღონდ, როცა ეს პირველად მითხრა, პარტიაში უნდა გაგესაუბრონო, ვუთხარი - არ მინდა-მეთქი. მანამდე ხომ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ პოლიტიკოსი არ გავხდებოდი და ამიტომ. მოკლედ, გახარიას გამოსდის ადამიანის დარწმუნება და წუწუნ-წუწუნით მივედი პარტიაში, გავიარე გასაუბრება, ტესტები, და "მუღამშიც“ კი შევედი, ნეტა, რამდენს გადავლახავ-მეთქი. ბოლოს მოხდა ისე, რომ გიორგიმ გამომიცხადა, შენ უკვე სიაში ხარ, გენაცვალეო. 2020 წლის დეკემბერში გავხდით პარლამენტარები და თებერვალში გიორგი გადადგა. მაშინვე ვფიქრობდი იქაურობის დატოვებას, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ვიყავი მხარდამჭერი, ის "ოცნება“ უკვე აღარ მომწონდა, ის პარტია აღარ იყო, რომელსაც თავის დროზე ხმას ვაძლევდი. "ოცნებიდან“ აპრილში გამოვედით და მერე ისე მოხდა, რომ მალევე გადავწყვიტეთ ახალი პარტიის - "საქართველოსთვის“ შექმნა.

  • "მისგან ბევრი რამ მისწავლია და დღესაც ვსწავლობ“

- გიორგის უფრო მენტორად აღვიქვამ. როცა მასთან "დაგუგლული“ მივედი, მაშინ ჩემთვის მხოლოდ მინისტრი იყო. დრომ მოიტანა და ამ ადამიანს ჩემს ცხოვრებაზე დღემდე დიდი გავლენა აქვს, არა მხოლოდ კარიერული ზრდის თვლასაზრისით, მისგან ბევრი რამ მისწავლია და დღესაც ვსწავლობ. თქვენ რომ გენახათ ანა გიორგი გახარიამდე და მას მერე, ის აბსოლუტურად განსხვავებულია, ამ წლების განმავლობაში ძალიან გავიზარდე. ამიტომაც აღვიქვამ მას მენტორად. რატომ ამირჩია? სხვათა შორის, ჩვენს გუნდში გამონაკლისი არ ვარ, ბევრს აქვს მსგავსი ისტორია - ნათიას, ბექას, მიშას... გიორგის გარშემო ბირთვი ვინცაა, ყველა სხვადასხვა დროს შემოკრებილი, ამასთანავე, მისთვის უცხო ადამიანები არიან. ვფიქრობ, იმიტომ დავამახსოვრდი, თავის დროზე წინააღმდეგობა რომ გავუწიე, მერე დამაკვირდა, შემისწავლა... გიორგის ზოგადად უყვარს ახალგაზრდობა, ის უბრალოდ უფროსი არაა, სიამოვნებას იღებს იმით, რომ გზრდის. ბევრი მიზეზის გამო ვცემ გიორგის პატივს და ჩემთვის ყველაზე დიდი ღირებულება, რასაც გახარიაში ვხედავ, ეს არის შინაგანი თავისუფლების ძალიან დიდი ხარისხი - არა კომპლექსები, არა - თანამდებობას გამოკიდება და მასზე დამოკიდებულება.

  • ლაქი, კოჭლიკო და კიდევ - ორნი

- ციმბირული ჰასკი - ლაქი ჩემთვის დადებითი ემოციების წყარო და ჩემი თერაპევტია. სამი კვირის იყო, როცა მაჩუქეს, ახლა მე-8-ე წელშია. მის გარდა, კიდევ სამი ძაღლი გვყავს. როდესაც პანდემია დაიწყო და ყველაფერი ჩაიკეტა, ჩვენთან, საგურამოში (ეზო ჯერ შემოღობილი არ გვქონდა), მოვიდა კოჭლი, გაუბედურებული ძაღლი, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა, ყელზეც, სავარაუდოდ, მავთულის ნაჭდევი ჰქონდა, როგორც ჩანს, ახრჩობდნენ. მამა და ძმა მაშინ საგურამოში იყვნენ ჩაკეტილები, აჭამეს, ასვეს და სააქაოს მოაბრუნეს. ძაღლი თავიდან აგრესიული იყო, სავარაუდოდ, ადამიანებისგან სიმწარე ახსოვდა... ძაღლს კოჭლობის გამო კოჭლიკო დავარქვით. მერე მოხდა ისე, მამაჩემმა ღობე რომ გააკეთა, კოჭლიკო ღობის შიგნით მოხვდა, ანუ შინ დავიტოვეთ. კოჭლიკო ეპილეპტიკია, მაგრამ უსაყვარლესი, აგრესიამ სრულად გადაუარა და არის ფისოსავით. გარდა ამისა, ეზოს გარეთ ორი მოკედლებული პატარა ძაღლიც გვყავს, მამამ მათ სახლი გაუკეთა, ვუვლით, დაგვყავს ვეტთან და ა.შ. ლაქი მათთან არ მეგობრობს, როგორ იმეგობრებს, როცა მიიჩნევს, რომ ძაღლი კი არა, ჩვეულებრივი ადამიანია, ზოგადად, ძალიან დომინანტურია, სხვებს ზემოდან უყურებს და ფიქრობს, - ესენი ვინ მომითრიეს ოჯახშიო.

  • "წესად მექცა თვითმფრინავებში და აეროპორტებში კითხვა“

- ბევრი რამ მიტაცებს - მუსიკა, კინო, მოგზაურობა თავის აეროპორტ-თვითმფრინავიანად. ბოლო დროს, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, წიგნებს ვეღარ ვკითხულობ, ამიტომ მოგზაურობისას ჩანთაში მუდმივად მიდევს წიგნი და წესად მექცა, თვითმფრინავებში და აეროპორტებში უნდა ვიკითხო. სასაცილოა, რომ სანიშნედ ვიყენებ ბოლო ბილეთის Boarding pass (ჩაჯდომის ბილეთს). ახლაც, რემარკს ვკითხულობ და სანიშნედ ბოლოს სადაც ვიყავი, იმის ბილეთი მიდევს, ესეც რაღაცნაირად სიმბოლურად ვაქციე ჩემს ცხოვრებაში.

ძალიან ტურბულენტურ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ოპტიმისტი ვარ. რომ არ მწამდეს, იქ არ ვიქნებოდი, სადაც ახლა ვარ. მჯერა, რომ ამ ქვეყნის რუსეთისკენ შემობრუნება შეუძლებელია. დღეს ნიჰილიზმი და ტურბულენცია დიდია, ადამიანები გაღიზიანებულები არიან, მაგრამ უარესებიც გამოგვივლია. ოპტიმიზმის გარდა, ლოგიკასაც ვიშველიებ და ვრწმუნდები, ყველაფერი იქნება კარგად, მაგრამ ეს მალე და უბრძოლველად არ მოვა.