სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინელებმა, ბოლო ორ კვირაში, 8 დასახლება გაათავისუფლეს" - ანა მალიარი
"უკრაინელებმა, ბოლო ორ კვირაში, 8 დასახლება გაათავისუფლეს" - ანა მალიარი

უკ­რა­ი­ნელ­მა დამ­ცვე­ლებ­მა, ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბერ­დი­ანსკი­სა და მე­ლი­ტო­პო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ოკუ­პა­ცი­ის­გან 8 და­სახ­ლე­ბა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ანა მა­ლი­ა­რი „ტე­ლეგ­რამ“ არხზე წერს.

მისი თქმით, გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა სცა­და, იქ და­მა­ტე­ბი­თი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი გა­და­იყ­ვა­ნა და და­ბომბვის რა­ო­დე­ნო­ბაც გა­ზარ­და. მისი თქმით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრძო­ლე­ბის სა­ერ­თო ინ­ტენ­სი­ვო­ბა შემ­ცირ­და.

„ბერ­დი­ანსკი­სა და მე­ლი­ტო­პო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს, ჯა­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სტრა­ტე­გი­ულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბა „ტავ­რი­ას“ ნა­წი­ლებ­მა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს 8 და­სახ­ლე­ბა: ნო­ვო­და­როვ­კა, ლე­ვად­ნოე, სტო­რო­ჟე­ვოე, მა­კა­როვ­კა, ბლა­გო­დატ­ნოე, ლო­ბკო­ვოე, ნეს­კუჩ­ნოე, პი­ა­ტი­ხატ­კი. სამ­ხრე­თით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია 113 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს“, - გა­ნა­ცხა­და მა­ლი­არ­მა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

გერმანელებისთვის, ფრანგებისთვის... ამერიკელებისთვის... ინგლისელებისათვის... და ბევრი სხვებისთვის უკრაინელიც და რუსიც ეთნიკურად და ენობრივად თითქმის ერთიანი სლავური ერია, გაყოფილი მხოლოდ პოლიტიკით. შეიარაღება არც ერთ მხარეს არ მოაკლდება. ჯერ საბჭოთა დროის იარაღიც კი არ გათავებიათ. ომი კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება. დამარცხებული კი, ორივე მხარე იქნება!!! აღმოსავლეთ სლავები!!!

ATIST
0

აუ ამას რა რემონტი ექნება სახლში

ავტორი:

"უკრაინელებმა, ბოლო ორ კვირაში, 8 დასახლება გაათავისუფლეს" - ანა მალიარი

"უკრაინელებმა, ბოლო ორ კვირაში, 8 დასახლება გაათავისუფლეს" - ანა მალიარი

უკრაინელმა დამცველებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ოკუპაციისგან 8 დასახლება გაათავისუფლეს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ ბახმუტის მიმართულებით უკრაინული ძალების შეჩერება სცადა, იქ დამატებითი ქვედანაყოფები გადაიყვანა და დაბომბვის რაოდენობაც გაზარდა. მისი თქმით, ამ მიმართულებით გასული კვირის განმავლობაში ბრძოლების საერთო ინტენსივობა შემცირდა.

„ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ორი კვირის განმავლობაში შეტევითი ოპერაციების დროს, ჯარების გაერთიანებულმა სტრატეგიულმა დაჯგუფება „ტავრიას“ ნაწილებმა გაათავისუფლეს 8 დასახლება: ნოვოდაროვკა, ლევადნოე, სტოროჟევოე, მაკაროვკა, ბლაგოდატნოე, ლობკოვოე, ნესკუჩნოე, პიატიხატკი. სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 113 კვადრატული კილომეტრს შეადგენს“, - განაცხადა მალიარმა.