პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქი სექს-სიმბოლოს სასიყვარულო თამაშები - საჭურისის როლი, დევნილობა, შიმშილი და რთული გზის შემდეგ მიღწეული წარმატება: ვინ არის სელიმ ბაირაქთარი
თურქი სექს-სიმბოლოს სასიყვარულო თამაშები - საჭურისის როლი, დევნილობა, შიმშილი და რთული გზის შემდეგ მიღწეული წარმატება: ვინ არის სელიმ ბაირაქთარი

ცნო­ბი­ლი "სა­ჭუ­რი­სი" სე­რი­ალ "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნი­დან“ ყო­ველ­თვის პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პი­რის­პი­რო სქეს­ში. 45 წლის სე­ლიმ ბა­ი­რაქთა­რი თურ­ქეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბია, რომ­ლის შე­სა­ხებ ხში­რად წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია.

სე­ლიმ ბა­ი­რაქ­ტარს მარ­თა­ლია, სა­ჭუ­რი­სის როლი ჰქონ­და, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, სექს-სიმ­ბო­ლოს სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

მის­მა გმირ­მა, სუმ­ბულ აღამ, პირ­ვე­ლი­ვე ეპი­ზო­დე­ბი­დან მო­ი­გო მა­ყუ­რებ­ლის გული და მისი პერ­სო­ნა­ჟის ქა­რიზ­მამ "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნის“ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გმი­რად აქ­ცია.

  • სახ­ლის და­კარ­გვა და ახა­ლი სამ­შობ­ლოს პოვ­ნა

ალ­ბათ, გულ­შე­მატ­კი­ვა­რე­ბის მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბამ იცის, რომ სე­ლიმ ბა­ი­რაქთა­რი ერაყ­ში და­ი­ბა­და. მსა­ხი­ო­ბის მამა ნავ­თო­ბის ინ­დუსტრი­ა­ში მუ­შა­ობ­და, დედა კი დი­ა­სახ­ლი­სი იყო. ოჯა­ხი საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლად ით­ვლე­ბო­და და, შე­საძ­ლოა, თურ­ქეთ­ში არა­სო­დეს გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ რომ არა ომი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ინ­ტერ­ვი­უ­ში, სე­ლიმ­მა აღი­ა­რა, რომ ომის დროს ოჯახ­მა თურ­ქეთ­ში გაქ­ცე­ვა გა­და­წყვი­ტა. "ეს იყო ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის სამ­შობ­ლო. გზა რთუ­ლი და გრძე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მახ­სოვს, რო­გორ მივ­დი­ო­დით ცხე­ნებ­ში შებ­მუ­ლი ეტ­ლით თურ­ქეთ­ში და ამ დროს ჭურ­ვე­ბი ჩვენს თავ­ზე დაფ­რი­ნავ­და".

თურ­ქეთ­ში ჩა­სულ­მა სკო­ლა ქა­ლაქ ეს­ქი­შე­ჰირ­ში და­ამ­თავ­რა, რის შემ­დე­გაც ოჯა­ხი ან­კა­რა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. იქ ბა­ი­რაქ­ტა­რი შე­ვი­და თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ის ბავ­შვო­ბი­დან­ვე ამ­ჟღავ­ნებ­და სამ­სა­ხი­ო­ბო ნიჭს, ბა­ძავ­და სხვა­დას­ხვა პერ­სო­ნა­ჟებს. დედა ყო­ველ­თვის მხარ­ში ედგა, მა­მას კი გა­უ­ჭირ­და შვი­ლის არ­ჩე­ვა­ნის მი­ღე­ბა.

"თე­ატ­რა­ლურ­ში რომ ჩა­ვა­ბა­რე, მა­მა­ჩემ­მა მი­თხრა: "და­ას­რუ­ლებ და უმუ­შევ­რად დაჯ­დე­ბი, რით გა­მო­ი­მუ­შა­ვებ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს? ამის­თვის მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი. მა­მა­ჩე­მი ასე­თი წი­ნა­აღ­მდე­გი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მე ალ­ბათ ვერ მი­ვაღ­წევ­დი ასეთ წარ­მა­ტე­ბას“, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

მამა მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდა. თე­ატ­რში სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა არც ისე ად­ვი­ლი იყო. კას­ტინ­გებ­ზე ხე­ტი­ა­ლის შემ­დეგ, სე­ლიმ­მა გა­და­წყვი­ტა ცირ­კში ეცა­და ბედა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მუ­შა­ობ­და ჯამ­ბა­ზად და ჯგუფ­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რობ­და მსოფ­ლი­ო­ში. კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბის და­პყრო­ბა გა­ცი­ლე­ბით გვი­ან, 2000-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყო.

  • გზა დიდი წარ­მა­ტე­ბის­კენ

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო ბა­ი­რაქთა­რის ცხოვ­რე­ბა­ში. მა­ღა­ზი­ა­ში მუდ­მი­ვად საჭ­მლის ვალი ჰქონ­და, რისი გა­დახ­დაც ძა­ლი­ან უჭირ­და. მისი შე­მო­სა­ვა­ლი თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში მწი­რი იყო, მაგ­რამ არ ნებ­დე­ბო­და და მუდ­მი­ვად კას­ტინ­გებ­ზე და­დი­ო­და. კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი იყო სე­რი­ა­ლი "ხიდი“. მისი როლი მცი­რე იყო, მაგ­რამ ჰო­ნო­რარ­მა მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ აღარ ეშიმ­ში­ლა.

ამ დროს სე­ლი­მი უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო და ორი ვაჟი ჰყავ­და, ამი­ტომ ოჯახს სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი სჭირ­დე­ბო­და. კას­ტინ­გებ­ზე სი­ა­რულს აგ­რძე­ლებ­და, მაგ­რამ რო­ლებს სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში ან რეკ­ლა­მებ­ში იღებ­და. მაგ­რამ მსა­ხი­ობს წინ დიდი წარ­მა­ტე­ბა ელო­და. ეს იყო სე­რი­ა­ლი "დი­დე­ბულ სა­უ­კუ­ნე".

თავ­და­პირ­ვე­ლად, სუმ­ბულ-აღა ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იყო რო­გორც უმ­ნიშ­ვნე­ლო პერ­სო­ნა­ჟი, რო­მელ­საც სცე­ნა­რის­ტე­ბი დიდი ყუ­რა­დღე­ბას არ უთ­მობ­დნენ, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბის ქა­რიზ­მამ მათ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. ბა­ი­რაქთა­რი იმ­დე­ნად და­მა­ჯე­რე­ბე­ლად თა­მა­შობ­და ეშ­მა­კი სა­ჭუ­რი­სის როლს, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი მას­ზე გიჟ­დე­ბო­და. რა თქმა უნდა, ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა სე­ლი­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ის თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და მისი პერ­სო­ნა­ჟის სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა­ზე, ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ა­ზე და სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რა­ზე.

"თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და მის­თვის სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რის მო­ფიქ­რე­ბა. ის ქა­ლი­ვით მოძ­რა­ობ­და, რაც უჩ­ვე­უ­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. რა თქმა უნდა, ასე­თი პერ­სო­ნა­ჟის თა­მა­ში რთუ­ლია. ის სა­ჭუ­რი­სია, მაგ­რამ კა­ცად და­ი­ბა­და, ასე რომ, სუმ­ბულ-აღას იგი­ვე ვნე­ბე­ბი ჰქონ­და, რო­გორც ყვე­ლა ჩვენ­განს", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

მალე სე­რი­ალ­მა მთე­ლი მსოფ­ლიო და­ი­პყრო. სე­რი­ალ­ში თა­მა­ში მსა­ხი­ო­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის კა­რი­ე­რის პი­კად იქცა. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ბა­ი­რაქთა­რი იყო, თუმ­ცა მსა­ხი­ობს დიდი ხანი დას­ჭირ­და, რათა სა­ჭუ­რი­სის იმი­ჯის­თვის თავი და­ეღ­წია.

სე­ლიმს უყ­ვარს სპორ­ტი და ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სუ­რა­თებს სპორტდარ­ბა­ზი­დან. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ით­ვლე­ბო­და, რომ ბა­ი­რაქთა­რი ოჯა­ხის ერ­თგუ­ლი, მაგ­რამ სულ რა­ღაც ორი­ო­დე წლის წინ ეს ლე­გენ­და და­ინ­გრა.

  • ორი სიყ­ვა­რუ­ლი

სე­ლიმ ბა­ი­რაქთა­რი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ქალ­ზე, სა­ხე­ლად ბიჰტერ­ზე. ეს ქორ­წი­ნე­ბა გა­რე­დან შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ბიჰტე­რი ყო­ველ­თვის ჩრდილ­ში იყო, იშ­ვი­ა­თად ეს­წრე­ბო­და სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს და თით­ქმის არა­სო­დეს აძ­ლევ­და ინ­ტერ­ვი­უს. ის იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის იდე­ა­ლუ­რი ცოლი.

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­თვის სი­ურპრი­ზი აღ­მოჩ­ნდა, რო­დე­საც მათი ქორ­წი­ნე­ბის დაშ­ლის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეს. მი­ზე­ზი ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გახ­და, რო­დე­საც გა­და­ღე­ბებ­ზე სე­ლი­მი მსა­ხი­ობ ემილ კა­რა­კესს შეხ­ვდა. მათ შო­რის გრძნო­ბე­ბი მყი­სი­ე­რად გაჩ­ნდა. 2019 წელს სე­ლი­მი პირ­ველ ცოლს და­შორ­და.

მსა­ხი­ო­ბი ახ­ლაც ცდი­ლობს ყო­ფილ ცოლ­ზე ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში არა­ფე­რი თქვას. ინ­სა­ი­დე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მის­თვის მძი­მე იყო. სე­ლიმს და ბიჰტერს დიდი შრო­მა დას­ჭირ­დათ, რომ ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არ არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია ვარ­სკვლა­ვის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ და მხო­ლოდ 2023 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ მსა­ხი­ობ­მა სა­ი­დუმ­ლოდ იქორ­წი­ნა. მისი რჩე­უ­ლი, რა თქმა უნდა, ემი­ლი გახ­და.

ახლა ბა­ი­რაქთა­რის თურ­ქეთ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ მსა­ხი­ო­ბად ით­ვლე­ბა. მას არა­სო­დეს აკ­ლია რო­ლე­ბი, მაგ­რამ რო­გორც თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, ახლა მსა­ხი მთა­ვა­რი როლი ახალ­გაზ­რდა მე­უღ­ლის სიყ­ვა­რუ­ლია.

ავტორი:

თურქი სექს-სიმბოლოს სასიყვარულო თამაშები - საჭურისის როლი, დევნილობა, შიმშილი და რთული გზის შემდეგ მიღწეული წარმატება: ვინ არის სელიმ ბაირაქთარი

თურქი სექს-სიმბოლოს სასიყვარულო თამაშები - საჭურისის როლი, დევნილობა, შიმშილი და რთული გზის შემდეგ მიღწეული წარმატება: ვინ არის სელიმ ბაირაქთარი

ცნობილი "საჭურისი" სერიალ "დიდებული საუკუნიდან“ ყოველთვის პოპულარული იყო, განსაკუთრებით საპირისპირო სქესში. 45 წლის სელიმ ბაირაქთარი თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობია, რომლის შესახებ ხშირად წერს ადგილობრივი მედია.

სელიმ ბაირაქტარს მართალია, საჭურისის როლი ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, სექს-სიმბოლოს სტატუსის მოპოვება მოახერხა.

მისმა გმირმა, სუმბულ აღამ, პირველივე ეპიზოდებიდან მოიგო მაყურებლის გული და მისი პერსონაჟის ქარიზმამ "დიდებული საუკუნის“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გმირად აქცია.

  • სახლის დაკარგვა და ახალი სამშობლოს პოვნა

ალბათ, გულშემატკივარების მხოლოდ მცირე რაოდენობამ იცის, რომ სელიმ ბაირაქთარი ერაყში დაიბადა. მსახიობის მამა ნავთობის ინდუსტრიაში მუშაობდა, დედა კი დიასახლისი იყო. ოჯახი საკმაოდ შეძლებულად ითვლებოდა და, შესაძლოა, თურქეთში არასოდეს გადმოსახლებულიყვნენ რომ არა ომი.

მოგვიანებით, ინტერვიუში, სელიმმა აღიარა, რომ ომის დროს ოჯახმა თურქეთში გაქცევა გადაწყვიტა. "ეს იყო ჩვენი წინაპრების სამშობლო. გზა რთული და გრძელი აღმოჩნდა. მახსოვს, როგორ მივდიოდით ცხენებში შებმული ეტლით თურქეთში და ამ დროს ჭურვები ჩვენს თავზე დაფრინავდა".

თურქეთში ჩასულმა სკოლა ქალაქ ესქიშეჰირში დაამთავრა, რის შემდეგაც ოჯახი ანკარაში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ბაირაქტარი შევიდა თეატრალურ უნივერსიტეტში. ის ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა სამსახიობო ნიჭს, ბაძავდა სხვადასხვა პერსონაჟებს. დედა ყოველთვის მხარში ედგა, მამას კი გაუჭირდა შვილის არჩევანის მიღება.

"თეატრალურში რომ ჩავაბარე, მამაჩემმა მითხრა: "დაასრულებ და უმუშევრად დაჯდები, რით გამოიმუშავებ საარსებო მინიმუმს? ამისთვის მადლობელი ვარ მისი. მამაჩემი ასეთი წინააღმდეგი რომ არ ყოფილიყო, მე ალბათ ვერ მივაღწევდი ასეთ წარმატებას“, - ამბობს მსახიობი.

მამა მართალი აღმოჩნდა. თეატრში სამსახურის პოვნა არც ისე ადვილი იყო. კასტინგებზე ხეტიალის შემდეგ, სელიმმა გადაწყვიტა ცირკში ეცადა ბედა. გარკვეული პერიოდი მუშაობდა ჯამბაზად და ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა მსოფლიოში. კინემატოგრაფიული სიმაღლეების დაპყრობა გაცილებით გვიან, 2000-იანი წლებიდან დაიწყო.

  • გზა დიდი წარმატებისკენ

2000-იანი წლების დასაწყისი ყველაზე რთული პერიოდი იყო ბაირაქთარის ცხოვრებაში. მაღაზიაში მუდმივად საჭმლის ვალი ჰქონდა, რისი გადახდაც ძალიან უჭირდა. მისი შემოსავალი თურქეთის სახელმწიფო თეატრში მწირი იყო, მაგრამ არ ნებდებოდა და მუდმივად კასტინგებზე დადიოდა. კარიერაში პირველი მნიშვნელოვანი პროექტი იყო სერიალი "ხიდი“. მისი როლი მცირე იყო, მაგრამ ჰონორარმა მისცა საშუალება, რომ აღარ ეშიმშილა.

ამ დროს სელიმი უკვე დაოჯახებული იყო და ორი ვაჟი ჰყავდა, ამიტომ ოჯახს სტაბილური შემოსავალი სჭირდებოდა. კასტინგებზე სიარულს აგრძელებდა, მაგრამ როლებს სატელევიზიო შოუებში ან რეკლამებში იღებდა. მაგრამ მსახიობს წინ დიდი წარმატება ელოდა. ეს იყო სერიალი "დიდებულ საუკუნე".

თავდაპირველად, სუმბულ-აღა ჩაფიქრებული იყო როგორც უმნიშვნელო პერსონაჟი, რომელსაც სცენარისტები დიდი ყურადღებას არ უთმობდნენ, მაგრამ მსახიობის ქარიზმამ მათზე ძალიან იმოქმედა. ბაირაქთარი იმდენად დამაჯერებელად თამაშობდა ეშმაკი საჭურისის როლს, რომ მაყურებელი მასზე გიჟდებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი პოპულარობა სელიმის დამსახურებაა. ის თვეების განმავლობაში მუშაობდა მისი პერსონაჟის სახის გამომეტყველებაზე, ჟესტიკულაციაზე და სიარულის მანერაზე.

"თავიდან ძალიან გამიჭირდა მისთვის სიარულის მანერის მოფიქრება. ის ქალივით მოძრაობდა, რაც უჩვეულოდ გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი პერსონაჟის თამაში რთულია. ის საჭურისია, მაგრამ კაცად დაიბადა, ასე რომ, სუმბულ-აღას იგივე ვნებები ჰქონდა, როგორც ყველა ჩვენგანს", - ამბობს მსახიობი.

მალე სერიალმა მთელი მსოფლიო დაიპყრო. სერიალში თამაში მსახიობების დიდი ნაწილისთვის კარიერის პიკად იქცა. გამონაკლისი არც ბაირაქთარი იყო, თუმცა მსახიობს დიდი ხანი დასჭირდა, რათა საჭურისის იმიჯისთვის თავი დაეღწია.

სელიმს უყვარს სპორტი და ხშირად აქვეყნებს სურათებს სპორტდარბაზიდან. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ბაირაქთარი ოჯახის ერთგული, მაგრამ სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ეს ლეგენდა დაინგრა.

  • ორი სიყვარული

სელიმ ბაირაქთარი მრავალი წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული ქალზე, სახელად ბიჰტერზე. ეს ქორწინება გარედან შესანიშნავად გამოიყურებოდა. ბიჰტერი ყოველთვის ჩრდილში იყო, იშვიათად ესწრებოდა საჯარო ღონისძიებებს და თითქმის არასოდეს აძლევდა ინტერვიუს. ის იყო წარმატებული მამაკაცის იდეალური ცოლი.

თაყვანისმცემლებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, როდესაც მათი ქორწინების დაშლის შესახებ შეიტყვეს. მიზეზი ახალი სიყვარული გახდა, როდესაც გადაღებებზე სელიმი მსახიობ ემილ კარაკესს შეხვდა. მათ შორის გრძნობები მყისიერად გაჩნდა. 2019 წელს სელიმი პირველ ცოლს დაშორდა.

მსახიობი ახლაც ცდილობს ყოფილ ცოლზე ინტერვიუებში არაფერი თქვას. ინსაიდერები ამბობენ, რომ დაშორების გადაწყვეტილება მისთვის მძიმე იყო. სელიმს და ბიჰტერს დიდი შრომა დასჭირდათ, რომ ნორმალური ურთიერთობა შეენარჩუნებინათ.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ არსებობდა ინფორმაცია ვარსკვლავის პირადი ცხოვრების შესახებ და მხოლოდ 2023 წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი, რომ მსახიობმა საიდუმლოდ იქორწინა. მისი რჩეული, რა თქმა უნდა, ემილი გახდა.

ახლა ბაირაქთარის თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობად ითვლება. მას არასოდეს აკლია როლები, მაგრამ როგორც თურქული მედია წერს, ახლა მსახი მთავარი როლი ახალგაზრდა მეუღლის სიყვარულია.