მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელებმა "ჰაიმარსებიდან" ზუსტი კონტრსაბატარეო ცეცხლით რუსების არტილერიის წერტილოვანი განადგურება დაიწყეს...
უკრაინელებმა "ჰაიმარსებიდან" ზუსტი კონტრსაბატარეო ცეცხლით რუსების არტილერიის წერტილოვანი განადგურება დაიწყეს...
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

დიდი ხნის მო­ლო­დი­ნის შემ­დეგ, 4-5 ივ­ნისს და­წყე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის კონ­ტრი­ე­რი­შე­ბის სა­წყი­სი ეტა­პი მთლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ აღ­მოჩ­ნდა კი­ე­ვის­თვის, ისე­ვე, რო­გორც უკ­რა­ი­ნის უკან მდგო­მი და­სავ­ლე­თის­თვის...

ამის რამ­დე­ნი­მე ობი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რი არ­სე­ბობ­და:

პირ­ვე­ლი - და­ი­კარ­გა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექ­ტი და რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებს ჰქონ­დათ არა­ნაკ­ლებ ნა­ხე­ვა­რი წელი ორ-სამ­ზო­ლი­ა­ნი თავ­დაც­ვის ზღუ­დე­ე­ბის ასა­გე­ბად ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ზა­პო­რო­ჟი­ეს ოლ­ქის სამ­ხრეთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე;

მე­ო­რე - სა­ინ­ჟინ­რო თვალ­საზ­რი­სით კარ­გად აგე­ბუ­ლი თავ­დაც­ვი­თი ზღუ­დე­ე­ბი და მათი მი­სად­გო­მე­ბის "უხ­ვად" და­ნაღმვა რუსი ოკუ­პან­ტე­ბის მიერ;

მე­სა­მე - რუ­სუ­ლი სა­არ­მიო და საფ­რონ­ტო ავი­ა­ცი­ის სრუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა უკ­რა­ი­ნის ცაში, რა­საც აძ­ლი­ე­რებს პლა­ნი­რე­ბა­დი მარ­თვა­დი სა­ა­ვი­ა­ციო ბომ­ბე­ბი­სა და მარ­თვა­დი ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­ა­ვი­ა­ციო რა­კე­ტე­ბის მა­სობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა, რაც რუს პი­ლო­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, არ შეფ­რინ­დნენ უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოქ­მე­დე­ბე­ბის ზო­ნა­ში;

მე­ო­თხე - რუ­სუ­ლი არ­ტი­ლე­რი­ის მრა­ვალ­რი­ცხოვ­ნო­ბა და ინ­ტენ­სი­უ­რი ცე­ცხლი ფრონ­ტის ხაზ­ზე.

ზე­მოხ­სე­ნე­ბულ­მა ყვე­ლა ფაქ­ტორ­მა თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი როლი შე­ას­რუ­ლა იმა­ში, რომ შე­ტე­ვა­ზე გა­და­სულ უკ­რა­ი­ნულ ჯავ­შან­ჯგუ­ფებს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნო­დათ, ჯერ კი­დევ რუსი ოკუ­პან­ტე­ბის თავ­დაც­ვის ზღუ­დე­ებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბამ­დე, სა­დაც ყვე­ლა­ზე დიდ საფრ­თხეს რუ­სუ­ლი არ­ტი­ლე­რი­ის ინ­ტენ­სი­უ­რი ცე­ცხლი წარ­მო­ად­გენ­და...

მარ­თა­ლია, ამ ომის და­სა­წყი­სი­დან­ვე რუს ოკუ­პან­ტებს ბევ­რად მეტი სხვა­დას­ხვა კა­ლიბ­რის სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რი ჰქონ­დათ და დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 60 ათას გას­რო­ლამ­დეც კი ასუ­ლან, მაგ­რამ შემ­დგომ­ში ამ მხრივ სი­ტუ­ა­ცია მათ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­იც­ვა­ლა.

ჯერ ერთი, თვით რუს ოკუ­პან­ტებ­საც კი გა­უჩ­ნდათ "ჭურ­ვე­ბის შიმ­ში­ლი", რად­გან აღ­მოჩ­ნდა, რომ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა სა­არ­ტი­ლე­რიო სა­წყო­ბე­ბის "უძი­რო" მა­რა­გიც, თურ­მე, იწუ­რე­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ასე "პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა" რუს­მა არ­ტი­ლე­რის­ტებ­მა უკ­რა­ი­ნის მიწა მთვა­რის ლან­დშტაფს და­ამ­სგავ­სეს, მა­სობ­რი­ვი არა­ზუს­ტი სრო­ლე­ბის გამო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

უკრაინელებმა "ჰაიმარსებიდან" ზუსტი კონტრსაბატარეო ცეცხლით რუსების არტილერიის წერტილოვანი განადგურება დაიწყეს...

უკრაინელებმა "ჰაიმარსებიდან" ზუსტი კონტრსაბატარეო ცეცხლით რუსების არტილერიის წერტილოვანი განადგურება დაიწყეს...
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, 4-5 ივნისს დაწყებული უკრაინის არმიის კონტრიერიშების საწყისი ეტაპი მთლად წარმატებული ვერ აღმოჩნდა კიევისთვის, ისევე, როგორც უკრაინის უკან მდგომი დასავლეთისთვის...

ამის რამდენიმე ობიექტური ფაქტორი არსებობდა:

პირველი - დაიკარგა მოულოდნელობის ეფექტი და რუსეთის საოკუპაციო ძალებს ჰქონდათ არანაკლებ ნახევარი წელი ორ-სამზოლიანი თავდაცვის ზღუდეების ასაგებად ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთ მიმართულებაზე;

მეორე - საინჟინრო თვალსაზრისით კარგად აგებული თავდაცვითი ზღუდეები და მათი მისადგომების "უხვად" დანაღმვა რუსი ოკუპანტების მიერ;

მესამე - რუსული საარმიო და საფრონტო ავიაციის სრული უპირატესობა უკრაინის ცაში, რასაც აძლიერებს პლანირებადი მართვადი საავიაციო ბომბებისა და მართვადი ტანკსაწინააღმდეგო საავიაციო რაკეტების მასობრივი გამოყენება, რაც რუს პილოტებს საშუალებას აძლევს, არ შეფრინდნენ უკრაინული საჰაერო თავდაცვის საშუალებების მოქმედებების ზონაში;

მეოთხე - რუსული არტილერიის მრავალრიცხოვნობა და ინტენსიური ცეცხლი ფრონტის ხაზზე.

ზემოხსენებულმა ყველა ფაქტორმა თავისი უარყოფითი როლი შეასრულა იმაში, რომ შეტევაზე გადასულ უკრაინულ ჯავშანჯგუფებს სერიოზული პრობლემები შექმნოდათ, ჯერ კიდევ რუსი ოკუპანტების თავდაცვის ზღუდეებთან მიახლოებამდე, სადაც ყველაზე დიდ საფრთხეს რუსული არტილერიის ინტენსიური ცეცხლი წარმოადგენდა...

მართალია, ამ ომის დასაწყისიდანვე რუს ოკუპანტებს ბევრად მეტი სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო დანადგარი ჰქონდათ და დღე-ღამის განმავლობაში 60 ათას გასროლამდეც კი ასულან, მაგრამ შემდგომში ამ მხრივ სიტუაცია მათ საწინააღმდეგოდ შეიცვალა.

ჯერ ერთი, თვით რუს ოკუპანტებსაც კი გაუჩნდათ "ჭურვების შიმშილი", რადგან აღმოჩნდა, რომ ყოფილი საბჭოთა საარტილერიო საწყობების "უძირო" მარაგიც, თურმე, იწურება, თუნდაც იმიტომ, რომ ასე "პროფესიონალმა" რუსმა არტილერისტებმა უკრაინის მიწა მთვარის ლანდშტაფს დაამსგავსეს, მასობრივი არაზუსტი სროლების გამო. გააგრძელეთ კითხვა