მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალები“ რუსულ რუბლებს ისვრიან პარლამენტის დარბაზში, ჩვენ დედას ვაგინებთ მათ, ისინი ირგებენ, რა ვქნათ? როგორ უნდა მოხდეს ასეთ პირობებში დეპოლარიზაცია?" - კობახიძე
"ნაციონალები“ რუსულ რუბლებს ისვრიან პარლამენტის დარბაზში, ჩვენ დედას ვაგინებთ მათ, ისინი ირგებენ, რა ვქნათ? როგორ უნდა მოხდეს ასეთ პირობებში დეპოლარიზაცია?" - კობახიძე

რა ვქნათ? რო­გორ უნდა მოხ­დეს ასეთ პი­რო­ბებ­ში დე­პო­ლა­რი­ზა­ცია? რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი“ მო­დი­ან რუ­სუ­ლი რუბ­ლე­ბით, მერე ის­ვრი­ან ამას პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, მერე მე­ო­რე "ნა­ცი­ო­ნა­ლი“ ამას ტაშს უკ­რავს, ჩვენ დე­დას ვა­გი­ნებთ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს“, ისი­ნი ირ­გე­ბენ, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს არის პო­ლა­რი­ზა­ცი­აა, ჩვენ რა უნდა გა­ვა­კე­თოთ? - ასე უპა­სუ­ხა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის იმ გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბას ეხე­ბო­და, სა­დაც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბის­თვის მათი მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლია ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა, ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­ამ­ცი­რებს და მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვანს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პო­ლა­რი­ზა­ცი­ას.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა ქვე­ყა­ნა­ში პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ხა­რისხს შე­ამ­ცი­რებს.

"დე­პო­ლა­რი­ზა­ცია რო­გორ უნდა მოხ­დეს? რა უნდა გა­ვა­კე­თოთ ჩვენ დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის? აგერ გა­მო­დი­ან, ის­ვრი­ან.

"ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ თვი­თონ­ვე მო­დის რუ­სუ­ლი რუბ­ლე­ბით, ის­ვრის პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, მერე ტაშს უკ­რა­ვენ სხვა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი“ და ჩვენ აქ რა უნდა გა­ვა­კე­თოთ? მერე გვი­წევს, რომ დედა ვა­გი­ნოთ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს“. კი, ირ­გე­ბენ, მაგ­რამ მა­ინც პო­ლა­რი­ზა­ცი­აა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა ვქნათ? რო­გორ უნდა მოხ­დეს ასეთ პი­რო­ბებ­ში დე­პო­ლა­რი­ზა­ცია? რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი“ მო­დი­ან რუ­სუ­ლი რუბ­ლე­ბით, მერე ის­ვრი­ან ამას პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, მერე მე­ო­რე "ნა­ცი­ო­ნა­ლი“ ამას ტაშს უკ­რავს, ჩვენ დე­დას ვა­გი­ნებთ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს“, ისი­ნი ირ­გე­ბენ, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს არის პო­ლა­რი­ზა­ცი­აა, ჩვენ რა უნდა გა­ვა­კე­თოთ? ძა­ლი­ან სწო­რი მი­ნიშ­ნე­ბაა პრე­მი­ე­რის მხრი­დან ის, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა რა თქმა უნდა, გა­მო­იწ­ვევს პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ხა­რის­ხის შემ­ცი­რე­ბას.

ივ­ნის­ში როცა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ მოგ­ვე­ნი­ჭა, ამან წა­ა­ხა­ლი­სა პო­ლა­რი­ზა­ცია. მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი, რა­საც დღეს ოპო­ზი­ცია პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის იყე­ნებს, სწო­რედ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის თე­მაა. რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას აღარ ექ­ნე­ბა სა­ბა­ბი რა­დი­კა­ლიზ­მის­თვის, გა­მო­ეც­ლე­ბა სა­ბა­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, კან­დი­და­ტი სტა­ტუ­სი რომ მოგ­ვნი­ჭე­ბო­და ჩვენ ივ­ნის­ში, ქვე­ყა­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად შემ­ცირ­დე­ბო­და პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ხა­რის­ხი. თუ დე­კემ­ბერ­ში მი­ი­ღე­ბენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ხა­რის­ხი შემ­ცირ­დე­ბა. მაგ­რამ კი­დევ ერთხელ თუ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ხა­რის­ხი დარ­ჩე­ბა იგი­ვე“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან, რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ძა­ლა­დო­ბა მხო­ლოდ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას არ გუ­ლის­ხმობს და ძა­ლა­დო­ბაა მათ შო­რის ის ფაქ­ტით, როცა თსუ-ში მისი მი­სა­მარ­თით რუ­სუ­ლი რუბ­ლე­ბი ის­რო­ლეს.

"უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რაც იხი­ლეთ ეს იყო ძა­ლა­დო­ბის აქტი. ეს არის ყვე­ლა­ზე ბოლ­შე­ვი­კუ­რი მე­თო­დი, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნო, რო­დე­საც სა­ერ­თოდ სხვა ფა­კულ­ტე­ტი­დან მე­ო­რე ფა­კულ­ტეტ­ზე მი­დი­ხარ და დე­რე­ფან­ში პრო­ვო­კა­ცი­ას აწყობ, სა­დაც ერ­თა­დერ­თი საქ­მე - გა­ნათ­ლე­ბა უნდა კეთ­დე­ბო­დეს. ეს ის მე­თო­დე­ბია, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვის გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა ორი­ენ­ტა­ცი­ის არე­ვას, პირ­ველ რიგ­ში, სა­ინ­ტე­რე­სოა ორი კა­ტე­გო­რი­ის ორი­ენ­ტა­ცია - პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცია, რაც ამ ახალ­გაზ­რდებს მძი­მედ არე­უ­ლი აქვთ და იდე­ო­ლო­გი­უ­რი ორი­ენ­ტა­ცია, რაც ასე­ვე ამ ახალ­გაზ­რდებს მძი­მედ აქვთ არე­უ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ამა­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა ჩემს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბად მი­მაჩ­ნია. რო­დე­საც ადა­მი­ანს პო­ლი­ტი­კუ­რი და იდე­ო­ლო­გი­უ­რი ორი­ენ­ტა­ცია არე­უ­ლი აქვს, მათი სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე მო­საქ­ცე­ვად ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს. რუ­სუ­ლი მე­თო­დით ბრძო­ლა არის, რო­დე­საც გი­ჭი­რავს რუ­სუ­ლი რუბ­ლე­ბი ხელ­ში და ამას ყრი პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, რო­დე­საც რუ­სუ­ლი რუბ­ლე­ბი გი­ჭი­რავს ხელ­ში და ამას ყრი თსუ-ის მე­ო­რე კორ­პუს­ში. ეს არის ბოლ­შე­ვი­კუ­რი მე­თო­დე­ბი, რო­მე­ლიც ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს. გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლის მე­თო­დე­ბი უნ­დათ, რომ გა­მო­ი­ყე­ნონ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რა თქმა უნდა, თა­ნა­მედ­რო­ვე ბოლ­შე­ვი­კებს, ანუ კო­ლექ­ტი­ურ "ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ ეს მე­თო­დე­ბი არ გა­უ­ვათ“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

შეერგოთ

grisha
0

მინდა ოპოზიციის და პოზიციის დედებსაც გამძლეობა უსურვო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ნაციონალები“ რუსულ რუბლებს ისვრიან პარლამენტის დარბაზში, ჩვენ დედას ვაგინებთ მათ, ისინი ირგებენ, რა ვქნათ? როგორ უნდა მოხდეს ასეთ პირობებში დეპოლარიზაცია?" - კობახიძე

"ნაციონალები“ რუსულ რუბლებს ისვრიან პარლამენტის დარბაზში, ჩვენ დედას ვაგინებთ მათ, ისინი ირგებენ, რა ვქნათ? როგორ უნდა მოხდეს ასეთ პირობებში დეპოლარიზაცია?" - კობახიძე

რა ვქნათ? როგორ უნდა მოხდეს ასეთ პირობებში დეპოლარიზაცია? როდესაც "ნაციონალები“ მოდიან რუსული რუბლებით, მერე ისვრიან ამას პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მერე მეორე "ნაციონალი“ ამას ტაშს უკრავს, ჩვენ დედას ვაგინებთ "ნაციონალებს“, ისინი ირგებენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის პოლარიზაციაა, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? - ასე უპასუხა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრის იმ განცხადების შეფასებას ეხებოდა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროპელი კოლეგებისთვის მათი მთავარი სათქმელია ის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ავტომატურად შეამცირებს და მინიმუმამდე დაიყვანს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხს შეამცირებს.

"დეპოლარიზაცია როგორ უნდა მოხდეს? რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ დეპოლარიზაციისთვის? აგერ გამოდიან, ისვრიან.

"ნაცმოძრაობა“ თვითონვე მოდის რუსული რუბლებით, ისვრის პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მერე ტაშს უკრავენ სხვა "ნაციონალები“ და ჩვენ აქ რა უნდა გავაკეთოთ? მერე გვიწევს, რომ დედა ვაგინოთ "ნაციონალებს“. კი, ირგებენ, მაგრამ მაინც პოლარიზაციაა ეს ყველაფერი, რა ვქნათ? როგორ უნდა მოხდეს ასეთ პირობებში დეპოლარიზაცია? როდესაც "ნაციონალები“ მოდიან რუსული რუბლებით, მერე ისვრიან ამას პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მერე მეორე "ნაციონალი“ ამას ტაშს უკრავს, ჩვენ დედას ვაგინებთ "ნაციონალებს“, ისინი ირგებენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის პოლარიზაციაა, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ძალიან სწორი მინიშნებაა პრემიერის მხრიდან ის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება რა თქმა უნდა, გამოიწვევს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას.

ივნისში როცა კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ამან წაახალისა პოლარიზაცია. მთავარი ფაქტორი, რასაც დღეს ოპოზიცია პოლარიზაციისთვის იყენებს, სწორედ კანდიდატის სტატუსის თემაა. რადიკალურ ოპოზიციას აღარ ექნება საბაბი რადიკალიზმისთვის, გამოეცლება საბაბი. ბუნებრივია, კანდიდატი სტატუსი რომ მოგვნიჭებოდა ჩვენ ივნისში, ქვეყანაში სერიოზულად შემცირდებოდა პოლარიზაციის ხარისხი. თუ დეკემბერში მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, პოლარიზაციის ხარისხი შემცირდება. მაგრამ კიდევ ერთხელ თუ იქნება მიღებული უსამართლო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში, პოლარიზაციის ხარისხი დარჩება იგივე“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძალადობა მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას არ გულისხმობს და ძალადობაა მათ შორის ის ფაქტით, როცა თსუ-ში მისი მისამართით რუსული რუბლები ისროლეს.

"უნივერსიტეტში რაც იხილეთ ეს იყო ძალადობის აქტი. ეს არის ყველაზე ბოლშევიკური მეთოდი, რაც შეიძლება გამოიყენო, როდესაც საერთოდ სხვა ფაკულტეტიდან მეორე ფაკულტეტზე მიდიხარ და დერეფანში პროვოკაციას აწყობ, სადაც ერთადერთი საქმე - განათლება უნდა კეთდებოდეს. ეს ის მეთოდებია, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ საქართველოში არავის გამოუყენებია. რაც შეეხება ორიენტაციის არევას, პირველ რიგში, საინტერესოა ორი კატეგორიის ორიენტაცია - პოლიტიკური ორიენტაცია, რაც ამ ახალგაზრდებს მძიმედ არეული აქვთ და იდეოლოგიური ორიენტაცია, რაც ასევე ამ ახალგაზრდებს მძიმედ აქვთ არეული. შესაბამისად, ამაზე ყურადღების გამახვილება ჩემს პასუხისმგებლობად მიმაჩნია. როდესაც ადამიანს პოლიტიკური და იდეოლოგიური ორიენტაცია არეული აქვს, მათი სწორ მიმართულებაზე მოსაქცევად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. რუსული მეთოდით ბრძოლა არის, როდესაც გიჭირავს რუსული რუბლები ხელში და ამას ყრი პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როდესაც რუსული რუბლები გიჭირავს ხელში და ამას ყრი თსუ-ის მეორე კორპუსში. ეს არის ბოლშევიკური მეთოდები, რომელიც ბოლოს საქართველოში გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოიყენეს. გიგლა ბერბიჭაშვილის მეთოდები უნდათ, რომ გამოიყენონ 21-ე საუკუნეში, რა თქმა უნდა, თანამედროვე ბოლშევიკებს, ანუ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას“ ეს მეთოდები არ გაუვათ“, - განაცხადა კობახიძემ.

ასევე იხილეთ: