მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფრის მკურნალობას იბრალებენ, ვითომ კურნავენ ეპილეფსიას, სახსრებს, ცერებრალურ დამბლას და ა.შ.“ -  პაციენტები კლინიკას და მის დამფუძნებელს უჩივიან - რას აცხადებს თენგიზ ტყებუჩავა, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებენ
"ყველაფრის მკურნალობას იბრალებენ, ვითომ კურნავენ ეპილეფსიას, სახსრებს, ცერებრალურ დამბლას და ა.შ.“ -  პაციენტები კლინიკას და მის დამფუძნებელს უჩივიან - რას აცხადებს თენგიზ ტყებუჩავა, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებენ

"რეგ­მედ გე­ორ­გია" - რე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ამე­რი­კუ­ლი ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი წლის წინ გა­იხ­სნა და პა­ცი­ენ­ტებს რე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი აგენ­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას სთა­ვა­ზობს. ამ კლი­ნი­კა­ზე ტე­ლე­ვი­ზით ბევ­რი რეკ­ლა­მა გა­ვი­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სწო­რედ ამ გზით გა­ი­გო ასე­თი კლი­ნი­კის არ­სე­ბო­ბა. და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ­დე­ნად ბევ­რია და ისე­თი იმე­დის­მომ­ცე­მია ექი­მის ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, სულ არ არის გა­საკ­ვი­რი, ამ სი­ახ­ლით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი რომ და­ინ­ტე­რეს­და.

"რე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი ბი­ოპ­რე­პა­რა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის სერ­ვი­სის უზ­რუნ­ველ­მყო­ფი რე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ამე­რი­კუ­ლი ცენ­ტრი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია. კლი­ნი­კა რეგ­მე­დი ახ­ლა­ხან და­არ­სდა და უკვე არა­ერ­თი პა­ცი­ენ­ტის ნდო­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. კლი­ნი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია დოქ­ტორ თენ­გიზ ტყე­ბუ­ჩა­ვა, რო­მელ­საც მის­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბამ, თე­რა­პი­ის ახალ­მა მიდ­გო­მამ და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­გო­ნე­ბებ­მა გა­და­ა­წყვე­ტი­ნეს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო ამე­რი­კი­დან სამ­შობ­ლო­ში და გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა მსოფ­ლიო დო­ნის რე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი ცენ­ტრი. მის მიერ ამე­რი­კა­ში და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბე­ბი თე­რა­პი­ის ახა­ლი ხედ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სურ­ველ შე­დე­გე­ბამ­დე მის­ვლის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა", - ვკი­თხუ­ლობთ ამ კლი­ნი­კის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე და იქ ისეა აღ­წე­რი­ლი ყვე­ლა­ფე­რი, მარ­თლა ნე­ბის­მი­ერს, ვი­საც აქვს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა, იქ მის­ვლის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა.

მარ­თა­ლია ბა­ტო­ნი თენ­გიზ ტყე­ბუ­ჩა­ვა ამ­ბობს, რომ მას უამ­რა­ვი მად­ლი­ე­რი პა­ცი­ენ­ტი ჰყავს, თუმ­ცა ჩვე­ნამ­დე უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვიდ­ნენ, რომ­ლე­ბიც მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის აღ­ძვრას ითხო­ვენ და უკვე მი­მარ­თეს კი­დეც პრო­კუ­რა­ტუ­რას, პო­ლი­ცი­ას, ჯან­დაც­ვას.

63 წლის მერი პეტ­რი­აშ­ვი­ლი:

"2010 წელს გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს. გამ­წვა­ვე­ბა არ მქონ­და, მაგ­რამ თუ რა­ი­მეს გა­ვი­გებ­დი, ყვე­ლა­ფერს ვი­კე­თებ­დი, პრო­ცე­სი რომ შე­მე­ჩე­რე­ბი­ნა და რო­გორ­ღაც და­მეღ­წია თავი ამ და­ა­ვა­დე­ბის­გან. ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­და რეკ­ლა­მა ამ კლი­ნი­კა­ზე და ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა. ჯერ ტე­ლე­ფო­ნით გა­ვე­სა­უბ­რე თენ­გიზ ტყე­ბუ­ჩა­ვას. ვუ­თხა­რი, თუ გა­რან­ტი­ას ვერ მომ­ცემთ, არა­ფე­რი გა­მი­კე­თოთ-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა, - აქ ჩემ­თან ყვე­ლა ავად­მყო­ფი მო­დის და სას­წა­უ­ლი შე­დე­გე­ბი მაქვს. გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა არ არ­სე­ბობ­სო, დამ­პირ­და, რომ მო­მარ­ჩენ­და. ჩამ­წე­რა კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე. 70 ლარი გა­და­ვი­ხა­დე კონ­სულ­ტა­ცი­ა­ში. რა­ღაც დო­კუ­მენტზე ხელი მო­მა­წე­რი­ნა, რომ არ ედა­ვე­ბი, რამე რომ მო­გი­ვი­დეს. ამა­ზე ჩემს შვილ­საც მო­ა­წე­რი­ნა ხელი და პრო­ცე­დუ­რის­თვის მზა­დე­ბა და­ი­წყო. მა­ში­ნაც კი­დევ ერთხელ ვუ­თხა­რი, ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი მაქვს, მე­ზო­თე­რა­პი­აც კი, არ მაქვს შე­დე­გი და თუ არ ხარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ შე­დე­გი მექ­ნე­ბა, ტყუ­ი­ლად არ მაწ­ვა­ლო-მეთ­ქი. არა, ეს სულ სხვა რა­მეა, გან­სა­კურ­ნე­ბე­ლი კოქ­ტე­ი­ლე­ბი უნდა შე­ვიყ­ვა­ნო ორ­გა­ნიზ­მშიო. დიდი იმე­დე­ბი მომ­ცა. ოღონდ ამ და­ა­ვა­დე­ბას თავი და­ვაღ­წიო, გა­დავ­რჩე, სახლ-კარ­საც გავ­ყი­დი და ხი­დის ქვეშ ვი­ცხოვ­რებ-მეთ­ქი. დამ­პირ­და, რომ განმკურ­ნავ­და. ამის შემ­დეგ და­ი­წყო ისე­თი პრო­ცე­დუ­რა, რო­გორც სის­ხლის გა­ფილ­ტვრის დროს აკე­თე­ბენ. ერთი მხრი­დან გა­მოჰ­ქონ­და სის­ხლი, მე­ო­რე­დან შე­ყავ­და, და­მა­ტე­ბით რა­ღა­ცე­ებს ურევ­და სის­ხლში. ისე­თი პრო­ცე­დუ­რე­ბი მი­დის, გა­ნი­კურ­ნე­ბიო... მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ იმ­დე­ნად მინ­დო­და შე­დე­გი მქო­ნო­და, და­ვუ­ჯე­რე და გა­ვი­კე­თე. ამ პრო­ცე­დუ­რა­ში 3100 ლარი გა­და­ვი­ხა­დე, პლუს 70 ლარი - კონ­სულ­ტა­ცი­ა­ში. პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შვილ­მა სახ­ლში წა­მო­მიყ­ვა­ნა. 3-4 დღე თით­ქოს უკე­თე­სად ვი­ყა­ვი, ად­ვი­ლად ვდგე­ბო­დი, პრედ­ნი­ზო­ლონს რომ გა­გი­კე­თე­ბენ და ცოტა უკეთ ხარ, და­ახ­ლო­ე­ბით ასე ვი­ყა­ვი. გა­მი­ხარ­და, ვე­ლო­დი უკე­თე­სად გავ­ხდე­ბო­დი, მაგ­რამ 4 დღის შემ­დეგ უცებ ცუ­დად გავ­ხდი, და­ვუ­რე­კე, მი­თხრა, - არა უშავს, ცოტა დრო სჭირ­დე­ბა მოქ­მე­დე­ბა­სო. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუ­რე­კავ­დი და ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ცუ­დად ვი­ყა­ვი, თვი­თონ მე­უბ­ნე­ბო­და, - ცოტა ხანი და­ე­ლო­დეო. რაც დრო გა­დი­ო­და, ვხე­დავ­დი მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბო­და. ადრე თუ კედ­ლებს მივ­ყვე­ბო­დი, ახლა უკვე ვე­ღარც მისი დახ­მა­რე­ბით ვმოძ­რა­ობ­დი, მარ­ცხე­ნა ხელი სა­ერ­თოდ წა­მერ­თვა. ძა­ლი­ან ცუ­დად იმოქ­მე­და ჩემ­ზე, იმის მერე სულ სა­წოლ­ში ვწე­ვარ და დამ­ხმა­რეს გა­რე­შე ვე­ღარც ვდგე­ბი. სკამ­ზე ხე­ლით მსვა­მენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ მო­ვუ­ყე­ვი, - მი­თხრა, შენ კი­დევ უნდა მო­სუ­ლი­ყა­ვი, ბო­ლომ­დე არ მი­გიყ­ვა­ნია მკურ­ნა­ლო­ბაო, აქეთ მლან­ძღავ­და. 3100 ლარი რომ გა­და­ი­ხა­დე, იქი­დან არა­ფე­რი დამ­რჩე­ნია, 5000 ლარი უნდა გა­და­გე­ხა­და, კი­დევ უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნა, მარ­ტო სა­ძირ­კვე­ლი გა­ი­კე­თეო. ვე­რა­ფე­რი გა­ვა­გე­ბი­ნე, ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­თი­შა, - კლი­ენ­ტე­ბი მყავ­სო. მე­რეც ვუ­რე­კავ­დი თენ­გიზ ტყე­ბუ­ჩა­ვას და უკვე ვი­თხოვ­დი გა­დახ­დი­ლი თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბას, რად­გან გა­მი­უ­ა­რეს­და მდგო­მა­რე­ო­ბა. ასე­თი ბო­რო­ტი რო­გორ უნდა იყო, რომ ასეთ ადა­მი­ა­ნებს ფული გა­მოს­ძა­ლო. თვი­თონ ხომ არ აქვს ავად­მყოფს სამ­კურ­ნა­ლო ფული, მან უნდა მო­ი­ძი­ოს, ასე წვა­ლე­ბით ნაგ­რო­ვებ თან­ხას რომ არ­თმევ და საქ­მე უა­რე­სო­ბის­კენ მიგ­ყავს, ეს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია. ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის მან პა­სუ­ხი უნდა აგოს, რომ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი არ და­ზა­რალ­დნენ. იმ­დე­ნი რამე მაქვს ამ დი­აგ­ნოზ­ზე წა­კი­თხუ­ლი და რო­გორ ვენ­დე... ეს კაცი მიმ­ტკი­ცებ­და, რომ 100% - ია­ნად გა­მო­მა­ჯან­მრთე­ლებ­და. მერე როცა ფაქ­ტის წი­ნა­შე დად­გა და ისევ და­ვუ­წყე მო­თხოვ­ნა შე­დე­გის, უკვე მი­თხრა, 69%-იანი შე­დე­გე­ბი მაქ­ვსო, ეს იმი­ტომ, რომ ეთ­ქვა, ამ პრო­ცენ­ტში არ მოხ­ვდიო.

თა­ვი­დან რომ მი­თხრა განგკურ­ნა­ვო, მა­შინ ისიც კი ვუ­თხა­რი, თუ განმკურ­ნავთ, ამ დი­აგ­ნო­ზით ვინც არის, ყვე­ლა თქვენ­თან მოვა-მეთ­ქი. ჯგუ­ფი გვაქვს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შექ­მნი­ლი ამ დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს და ისი­ნი ჩემი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დეგს მარ­თლა ელო­დე­ბოდ­ნენ. მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, არ მი­ვიდ­ნენ ამ ადა­მი­ან­თან და კი­დევ უფრო მე­ტად არ გა­ირ­თუ­ლონ ჯან­მრთე­ლო­ბა".

ჩვე­ნი მე­ო­რე რეს­პო­დენ­ტი სო­ფოა, პრო­ფე­სი­ით ექი­მი, მან ამ კლი­ნი­კა­ში დედა მი­იყ­ვა­ნა და ამ­ბობს, რომ პრო­ცე­დუ­რი­დან მალე ისე გა­ურ­თულ­და მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ დედა გარ­და­იც­ვა­ლა:

"დე­და­ჩე­მი, გულ­ნა­რი აპ­რე­საშ­ვი­ლი პე­დი­ატ­რი გახ­ლდათ. გურ­ჯა­ან­ში მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ექი­მად მუ­შა­ობ­და. 5-6 სო­ფელს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. სახ­სრე­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ძი­რი­თა­დად მუხ­ლის სახ­სრე­ბი აწუ­ხებ­და და ვემ­ზა­დე­ბო­დით ენ­დოპ­რო­ტე­ზი­რე­ბის­თვის, რად­გან მის­თვის მი­სა­ღე­ბი სახ­სა­რი არ იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და ის უნდა გა­მოგ­ვე­წე­რა, ოპე­რა­ცი­ულ­მა ჩა­რე­ვამ დრო­ში გა­და­ი­წია. ამ დროს მო­ვის­მი­ნეთ რეკ­ლა­მა ამ კლი­ნი­კა­ზე და გა­დავ­წყვი­ტეთ დრო­ე­ბი­თი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, რა­ღაც შე­ღა­ვა­თი რომ ყო­ფი­ლი­ყო. დე­დას ტყე­ბუ­ჩა­ვამ გა­უ­კე­თა სახ­სარ­ში­და ინექ­ცია პლაზ­მას­თან ერ­თად. შე­უყ­ვა­ნეს რა­ღაც ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც დღემ­დე არ ვი­ცით რა იყო, კონ­კრე­ტუ­ლად ამან გა­მო­იწ­ვია დამ­ბლა, პა­რე­ზი, ჯერ ქვე­და კი­დუ­რე­ბის და მერე მთლი­ა­ნად სხე­უ­ლი პა­რა­ლიზ­და. 19 იან­ვარს გა­კეთ­და ეს მა­ნი­პუ­ლა­ცია და 15 მარტს დედა კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ადა­მი­ა­ნი უმოძ­რაო გა­ხა­და, მი­ვი­ღეთ ის, რომ ჯერ შე­გუ­ბე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი წა­ვი­და და გან­ვი­თარ­და დამ­ბლა. მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კი ვარ, დედა ექი­მი იყო და გვე­გო­ნა სახ­სარ­ში­და ინექ­ცია ისეთ აგ­რე­სი­ულ რა­მეს არ გა­მო­იწ­ვევ­და, ამი­ტომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოპე­რა­ცი­ამ­დე დე­დამ, ეს გზა ეცა­და.

- რამ­დე­ნი­მე პრო­ცე­დუ­რა ჩა­უ­ტარ­და?

- ეს ნემ­სი ერთჯე­რა­დად გა­უ­კეთ­და. მი­ვე­დით მას­თან გა­მოკ­ვლე­ვე­ბით, დას­კვნე­ბით, სა­ერ­თოდ არ მო­უ­თხო­ვია კვლე­ვე­ბი. არც პა­ცი­ენტს შე­ხე­ბია, რომ გა­ე­სინ­ჯა. პე­დი­ატ­რი ვარ და როცა პა­ცი­ენ­ტი მო­დის, მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა ხდე­ბა, ასე­თი რამ არ გა­უ­კე­თე­ბია, მხო­ლოდ ის თქვა, მაქვს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა, მი­წევს ამე­რი­კა­ში წას­ვლა-ჩა­მოს­ვლა, იქ ძა­ლი­ან აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია - ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ანა­ლო­გი ნივ­თი­ე­რე­ბა შემ­ყავს, იმან უნდა აღად­გი­ნოს ხრტი­ლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი, დას­ველ­დეს სახ­სარ­ში­და ჩან­თა და უნდა მოხ­დეს რე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბიო. ისიც გვი­თხრა, 2 კვი­რამ­დე იქ­ნე­ბო­და კრი­ტი­კუ­ლი პრო­ცე­სი და მერე და­ლაგ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი. ამ პრო­ცე­დუ­რი­დან ზუს­ტად 6 კვი­რის თავ­ზე დედა გარ­და­იც­ვა­ლა.

- კლი­ნი­კა­შიც გა­და­იყ­ვა­ნეთ?

- რომ გარ­თულ­და მდგო­მა­რე­ო­ბა, ვრე­კავ­დი მას­თან, მაგ­რამ კლი­ნი­კის ნო­მერ­ზე რე­გის­ტრა­ტო­რი გვა­კავ­ში­რებ­და მე­ნე­ჯერს. მე­ნე­ჯე­რი არ იყო მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კი. ვერ ვი­ღებ­დი მის­გან პა­სუხს, თუ რა ნივ­თი­ე­რე­ბა შე­უყ­ვა­ნეს დე­დას... ეს ექი­მებ­საც აინ­ტე­რე­სებ­დათ, იქ­ნებ იმის ან­ტი­დო­ტი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, რომ შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა მდგო­მა­რე­ო­ბა. სხვა­ნა­ი­რად მა­ინც მიგ­ვე­ხე­და ამ აგ­რე­სი­უ­ლი ტკი­ვი­ლის­თვის, რო­მელ­საც მორ­ფის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ვერ უყუ­ჩებ­დნენ. ვრე­კავ­დით ოჯა­ხის წევ­რე­ბი კლი­ნი­კა­ში, არა­ვის ჰქონ­და პა­სუ­ხი თუ რა გა­უ­კე­თეს დე­დას. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - ექი­მი არ არის ად­გილ­ზე და ჩვენ არ ვი­ცით, რა ნივ­თი­ე­რე­ბა გა­ა­ა­კე­თა, ჩვენ უბ­რა­ლოდ დამ­ხმა­რე­ე­ბი ვარ­თო. ექი­მე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ასე­თი გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი რას უნდა გა­მო­ეწ­ვია, ვერ და­ად­გი­ნეს. დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ არ გავ­სულ­ვართ მათ­თან კონ­ტაქ­ტზე, ამის ძალა არ გვქონ­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს მო­ვი­თხო­ვეთ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, არ ვი­ცით, რა დას­კვნა და­ი­დე­ბა, ფაქ­ტია, ინექ­ცი­ის გა­კე­თე­ბი­დან მა­ლე­ვე სრუ­ლად პა­რა­ლიზ­და, მი­ვი­ღეთ აგ­რე­სი­უ­ლი თრომ­ბო­ზუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ორ­გა­ნიზ­მში, მა­გის­ტრა­ლუ­რი სის­ხლძაღ­ვის ფილ­ტვის ან კო­რო­ნა­რის თრომ­ბოზ­მა გა­მო­იწ­ვია მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნი კან­ზე ხე­ლის შე­ხე­ბა­საც ვერ იტან­და, ისე­თი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და. სა­ერ­თოდ არ შე­ეძ­ლო გა­და­ად­გი­ლე­ბა მი­ლი­მეტ­რი­თაც კი, ბო­ლოს უკვე სა­წოლ­ში პო­ზი­ცი­ის შეც­ვლა­საც ვერ ახერ­ხებ­და. ჩვენ არ ვამ­ბობთ, რომ ვინ­მემ ძა­ლით გაგ­ვა­კე­თე­ბი­ნა ეს პრო­ცე­დუ­რა, მაგ­რამ ვსა­უბ­რობთ უმ­ძი­მეს შე­დეგ­ზე, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

თვი­თონ ტყე­ბუ­ჩა­ვა ამ­ბობ­და, ამ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას არა­ნა­ი­რი რის­კი არ აქვს - ეს არის პლაზ­მა, რო­მე­ლიც უნდა გა­მოვ­ყო სის­ხლის­გან, უბ­რა­ლოდ, და­ვა­მა­ტებ ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს სახ­სრე­ბის მუ­შა­ო­ბას, დაძ­რავს ახალ რე­გე­ნე­რა­ცი­ულ პრო­ცე­სებს მუხ­ლის სახ­სარ­შიო... ამის შემ­დეგ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ნაც­ვლად, დედა 15 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა.

ექი­მე­ბი ამ­ბობ­დნენ, ასე პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ინ­სულ­ტის შედ­გო­მაც კი არ გვი­ნა­ხავს, ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი ტკი­ვი­ლი­თო.... დედა ცო­ცხა­ლი აღარ არის, ვინ აგებს ამა­ზე პა­სუხს? მას რა­ტომ აქვს ამ­დე­ნი უფ­ლე­ბა, რომ ასე­თი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ატა­როს ადა­მი­ა­ნებ­ზე? ვინ­მემ უნდა აუკ­რძა­ლოს საქ­მი­ა­ნო­ბა... 3000 ლარი გა­და­ვი­ხა­დეთ ამ პრო­ცე­დუ­რა­ში, 2000 ლარი ად­გილ­ზე იმ დღეს და 1000 ლარი მე­ო­რე დღეს ინ­ტერ­ნეტ­ბან­კით გა­დავ­რი­ცხე მათ ან­გა­რიშ­ზე. გა­ვი­გე, რომ სხვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბიც არი­ან და მათ უკვე იჩივ­ლეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. რა შე­დე­გი ექ­ნე­ბა ამ ჩი­ვილს, და­ის­ჯე­ბა ვინ­მე ამ და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის თუ არა, არ ვიცი. მე­ეჭ­ვე­ბა რამე შე­დე­გი მოყ­ვეს. თუკი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, მე ხელთ მაქვს დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ცნო­ბაც და ყვე­ლა ის დო­კუ­მენ­ტი..."

კი­დევ ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ავ­თან­დილ გე­ლო­ვა­ნია. მა­საც სახ­სრე­ბის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებ­და და ამი­ტომ მი­ვი­და კლი­ნი­კა­ში. ისიც უჩი­ვის ექიმ თენ­გიზ ტყე­ბუ­ჩა­ვას.

- მე მქონ­და კოქ­სათ­რო­ზი მარ­ჯვე­ნა ფეხ­ზე, ოპე­რა­ცია უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზით ვნა­ხე ეს კაცი რეკ­ლა­მას აკე­თებ­და, ისე და­მა­ჯე­რებ­ლად სა­უბ­რობ­და, მი­ვე­დი მას­თან. მი­თხრა, რომ მო­არ­ჩი­ნა ვი­ღაც ქალი, რო­მე­ლიც დღე­ში 2 კი­ლო­მეტრს გა­დის და ჩემი ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი­აო. იმ დღეს 70 ლარი გა­მო­მარ­თვეს კონ­სულ­ტა­ცი­ა­ში, არც ჩეკი მო­უ­ცი­ათ და არც არა­ვის გა­უ­ტა­რე­ბია ეს ვი­ზი­ტი. მე­ო­რე პრო­ცე­დუ­რა­ზე და­მი­ბა­რა. 9 სექ­ტემ­ბერს ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლად და 12 სექ­ტემ­ბერს გა­მი­კე­თეს პრო­ცე­დუ­რა, არა­ვი­თა­რი შე­დე­გი არ მქონ­და, რომ და­ვუ­რე­კე, - 10 დღე და­ე­ლო­დეო, მერე ერთი თვეო. პრო­ცე­დუ­რა­ში 2700 ლარი გა­და­მახ­დე­ვი­ნა. ვთხოვ­დი პა­სუხს, ამ­ბობ­და, ახლა ჩემი ახ­ლო­ბე­ლი ექი­მი ჩა­მო­ვი­და ამე­რი­კი­დან, ის რა­ღაც ახა­ლი მე­თო­დით გა­ა­კე­თებს და რად­გან შენ ვერ მი­ი­ღე შე­დე­გი, უფა­სოდ გა­გი­კე­თებ მე­ო­რე­ჯე­რო. ამ კაცს შე­მახ­ვედ­რა, ვი­ღაც ინ­დო­ე­ლი წარ­მო­შო­ბის მა­მა­კა­ცი იყო. ადრე გვერ­დი­დან გა­მი­კე­თა პრო­ცე­დუ­რა, მე­ო­რედ წინა მხრი­დან, ის კაცი იდგა და კარ­ნა­ხობ­და, სად გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ტყე­ბუ­ჩა­ვას ხე­ლე­ბი უკან­კა­ლებ­და და ისე მი­კე­თებ­და. ვე­ლო­დი შე­დეგს, მაგ­რამ პი­რი­ქით, ტკი­ვილ­მა მო­ი­მა­ტა. სა­დაც ტკი­ვი­ლი არ მქონ­და, იქაც და­მე­წყო სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი, - ამან არ გიშ­ვე­ლა, კი­დევ 3000 ლარი მო­მე­ცი და ღე­რო­ვან უჯრე­დებს შე­ვიყ­ვა­ნო. მერე ისევ და­ვუ­რე­კე, მტკი­ვა ძა­ლი­ან და გა­მი­კე­თე ის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი-მეთ­ქი, მოდი, მაგ­რამ ახლა ამას 5000 დო­ლა­რი უნ­დაო. მას­თან მი­მო­წე­რე­ბიც შე­ნა­ხუ­ლი მაქვს. პი­რად ნო­მერ­ზე ვუ­რე­კავ­დი, გა­მა­გე­ბი­ნე, ის კაცი რო­დის ჩა­მო­დის ისევ-მეთ­ქი. მერე აღარ იღებ­და ტე­ლე­ფონს, სხვამ მი­პა­სუ­ხა მის პი­რად ნო­მერ­ზე, - მე­ნე­ჯე­რი ვარ, რა პრობ­ლე­მა გაქ­ვსო. ვუ­თხა­რი სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი მაქვს-მეთ­ქი, კი­დევ მე­გო­ნა რა­მეს მიშ­ვე­ლი­და. გა­დი­ო­და დრო, იმა­ლე­ბო­და. ამ ტკი­ვილს ვე­ღარ ვუძ­ლებ­დი. "ინო­ვა­ში" გა­და­მი­ღეს თა­ვი­დან რედ­გე­ნი, ნა­ხეს ძვა­ლი უფრო შიგ­ნით იყო შე­სუ­ლი და სას­წრა­ფოდ სა­ო­პე­რა­ციო ხარო. ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თეს. ახლა ტკი­ვი­ლე­ბი არ მაქვს, მაგ­რამ თენ­გიზ ტყე­ბუ­ჩა­ვამ ითაღ­ლი­თა. მან პა­სუ­ხი უნდა აგოს. სამი თვე მა­წა­მა, თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბას ვი­თხოვ­დი, არ აბ­რუ­ნებს, "ინო­ვა­ში" ოპე­რა­ცი­ა­ში 11 000 ლარი გა­და­ვი­ხა­დე. იმას ვდარ­დობ, რომ შე­იძ­ლე­ბა სხვე­ბიც გახ­დნენ მისი მსხვერ­პლი, ეს უნდა შე­ვა­ჩე­როთ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მას კი­დევ არეკ­ლა­მე­ბენ. დავ­წე­რე თაღ­ლი­თია-მეთ­ქი. იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­მო­მეხ­მა­უ­რა მის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი. ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა უნდა და იმი­ტომ მლან­ძღავ­დაო, - გა­მივ­რცე­ლა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია...

რამ­დე­ნი­მე და­ზა­რა­ლე­ბულ­მა შე­ვი­ტა­ნეთ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­ჩი­ვა­რი, ასე­ვე ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­შიც, რად­გან არ ხდე­ბა ამ თან­ხე­ბის აღ­ნუს­ხვაც. ჯან­დაც­ვა­ში თვი­თონ პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­დაგ­ზავ­ნა მა­სა­ლე­ბი, არ ვიცი რა შე­დე­გი ექ­ნე­ბა ამ ჩი­ვილს, სას­წრა­ფოდ რე­ა­გი­რე­ბა უნდა მოხ­დეს. საქ­მის კურ­სშია ყვე­ლა უწყე­ბა და იძი­ე­ბენ. მარ­ტი­დან გვაქვს სა­ჩი­ვა­რი შე­ტა­ნი­ლი. ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ძა­ლი­ან რომ მი­აწ­ვა და ეჩხუ­ბა, 1000 ლარი უკან და­უბ­რუ­ნა. აქ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ ადა­მი­ა­ნებს ჯან­მრთე­ლო­ბა მე­ტად შე­ერ­ყათ მისი თაღ­ლი­თუ­რი ქმე­დე­ბე­ბის გამო. იძა­ხის თურ­მე, - შე­იკ­რა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ჯგუ­ფი და ჩვენ და­ვუმ­ტკი­ცებთ მათ, რომ მარ­თლე­ბი ვარ­თო. მა­გათ სა­ი­ტებ­ზე ვე­ღარ შევ­დი­ვართ, დაბ­ლო­კი­ლე­ბი ვართ, რომ გავ­ცეთ პა­სუ­ხი და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ი­გოს სი­მარ­თლე. მე იმან მიშ­ვე­ლა, მა­ლე­ვე გა­ვი­კე­თე ოპე­რა­ცია და ძლი­ერ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს მი­კე­თებ­დნენ, ეტყო­ბა მან ჩა­აქ­რო პრო­ცე­სე­ბი, თო­რემ არა­ვინ იცის, რა და­მე­მარ­თე­ბო­და. ყვე­ლაფ­რის მკურ­ნა­ლო­ბას იბ­რა­ლე­ბენ, წე­რენ რომ ვი­თომ კურ­ნავ­სენ ეპი­ლეფ­სი­ას, შა­კიკს, სახ­სრებს, ცე­რებ­რა­ლურ დამ­ბლას და უთ­ვა­ლავ სხვა და­ა­ვა­დე­ბას. ერთ გო­გოს შა­კი­კი ჰქონ­და და ამ პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ ისე­თი თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი აქვს, არა­ფერ­მა უშ­ვე­ლა. ვი­თხოვთ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა შე­ის­წავ­ლონ ამ კლი­ნი­კის საქ­მი­ა­ნო­ბა და აგე­ბი­ნონ მას თაღ­ლი­თო­ბის­თვის პა­სუ­ხი.

კი­დევ ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თინა გა­ბუ­ნი­აა:

- სხვე­ბის მსგავ­სად, მეც ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გე ამ კლი­ნი­კის არ­სე­ბო­ბა. ჩა­ვე­წე­რე და მი­ვე­დი კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე, ეს იყო შარ­შან, ივ­ლი­სის ბო­ლოს. და­მარ­წმუ­ნა 100%-ით, რომ მიშ­ვე­ლი­და, მე ძვა­ლი არ მი­ხორ­ცდე­ბო­და და ამის გამო მი­ვე­დი, თო­რემ ტკი­ვი­ლე­ბი სა­ერ­თოდ არ მქონ­და. ახლა მტკი­ვა სა­შინ­ლად და ძვა­ლი არ მაქვს სა­ერ­თოდ, გა­აქ­რო. ყვე­ლას ერთი მე­თო­დით ვი­თომ მკურ­ნა­ლობს, სის­ხლს იღებს და მერე რა­ღაც ნივ­თი­ე­რე­ბას­თან ერ­თად ისევ შე­ყავს. მი­თხრა, ეს რე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბაა, რო­მელ­საც უკუჩ­ვე­ნე­ბა არ აქვს, ძა­ლი­ან შე­დე­გი­ა­ნია და მალე გა­ნი­კურ­ნე­ბიო. ვენ­დე და გა­ვი­კე­თე, სის­ხლი ამო­ი­ღო, იმა­ში რა­ღაც ჩა­ას­ხა და სა­დაც გა­და­ნერ­გი­ლი მქონ­და ძვა­ლი, იმ ად­გი­ლას შე­მიყ­ვა­ნა, გარ­შე­მო 40 ნემ­სი გა­მი­კე­თა, იმ­დე­ნი მჩხვლი­ტა, სულ სის­ხლი მდი­ო­და. 600 ლარი გა­და­მახ­დე­ვი­ნა. ერთ რა­ღა­ცას თუ და­ვა­მა­ტებ, კი­დევ უკე­თე­სი შე­დე­გი იქ­ნე­ბაო და იმის­თვის 400 ლარი და­მა­მა­ტე­ბი­ნა. მერე სხი­ვე­ბის ოთახ­ში შე­მიყ­ვა­ნა, ესეც ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბაო. ამა­ზეც დავ­თან­ხმდი, და­მა­ტე­ბით 200 ლა­რის მომ­თხო­ვა, არ მქონ­და ის 200 ლარი იმ წუ­თას და ვუ­თხა­რი, ოღონდ მო­მარ­ჩი­ნეთ და ეს 200 ლარი 2000 ლა­რად გა­და­გექ­ცე­ვა - მეთ­ქი. თვე­ნა­ხე­ვარ­ში გა­და­ი­ღე სუ­რა­თი და შე­ხორ­ცე­ბუ­ლი გექ­ნე­ბაო. აგ­ვის­ტო­ში წა­ვე­დი კო­ჯორ­ში, და­მე­წყო ტკი­ვი­ლე­ბი, არა­და, მა­ნამ­დე ტკი­ვი­ლი არ მქო­ნია, ვი­ფიქ­რე ხორ­ცდე­ბა, პრო­ცე­სე­ბი მი­დის-მეთ­ქი და მი­ხა­რო­და, რომ ჩა­მო­ვე­დი სექ­ტემ­ბერ­ში, რედ­გე­ნი გა­და­ვი­ღე, რედ­გე­ნო­ლო­გი მე­უბ­ნე­ბა, ძვა­ლი არ არი­სო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ შოკ­ში ჩავ­ვარ­დე­ბო­დი, გა­ოგ­ნე­ბულ­მა ვკი­თხე, რას ამ­ბობთ-მეთ­ქი, გა­მი­მე­ო­რა იმ ად­გი­ლას ძვა­ლი არ არი­სო, იქი­დან მე­ო­რე კლი­ნი­კა­ში წა­ვე­დი, თა­ვი­დან გა­და­ვა­მოწ­მე დას­კვნა, იმა­ნაც იგი­ვე მი­თხრა. და­ვუ­რე­კე და რომ ვუ­თხა­რი, ძვა­ლი არ მაქვს-მეთ­ქი, გა­მი­თი­შა ტე­ლე­ფო­ნი. მას მერე ვე­ღარ ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი. ამის შემ­დეგ ასეთ ხერ­ხს მივ­მარ­თე, ჩა­ვე­წე­რე მას­თან მი­ღე­ბა­ზე სხვა სა­ხე­ლი და გვა­რით. მი­ვე­დი დათ­ქმულ დროს, რომ და­მი­ნა­ხა მი­თხრა, - დრო არ მაქვს, პა­ცი­ენ­ტი მე­ლო­დე­ბაო, ვუ­თხა­რი ის პა­ცი­ენ­ტი მე ვარ და უნდა და­მე­ლა­პა­რა­კო-მეთ­ქი. ჩემი სუ­რა­თი და­ვუ­დე, შე­ა­მოწ­მეთ-მეთ­ქი, ამას უნდა დავ­ხე­დო, კარ­გად უნდა გა­ვარ­კვიო, ეს არის ისე­თი მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მელ­საც უკუ­შე­დე­გი არა აქ­ვსო. არა­და, კაც­მა გა­და­ნერ­გი­ლი ძვა­ლი და­მი­შა­ლა.

ჩემი ექი­მიც ვე­რა­ფერს ამ­ბობს, გა­ო­გე­ბუ­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი დავ­წე­რე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ჩემ­ნა­ი­რი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი მრავ­ლად გა­მოჩ­ნდნენ. ეს ადა­მი­ა­ნი არის თაღ­ლი­თი, სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს სძა­ლავს ფულს. ყვე­ლა­ზე ცუდი და მძი­მე ის არის, რომ ის ვნებს ადა­მი­ა­ნებს და რთულ­დე­ბა მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. მე მაქვს 1000 ლარი გა­დახ­დი­ლი, ჩემს მერე ვინც მი­ვი­და, მათ 3500-4000 და ა.შ. ამას­წი­ნათ ისიც კი და­წე­რა, აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის მქო­ნე ბავ­შვებს და ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს ვმკურ­ნა­ლო­ბო, მა­თაც ეპა­ტი­ჟე­ბა. დიდ თაღ­ლი­თო­ბას­თან გვაქვს საქ­მე და ამ საქ­მეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის სას­წრა­ფო რე­ა­გი­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

6 ადა­მი­ან­მა ვი­ჩივ­ლეთ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში და ვი­თხოვთ გა­მო­ძი­ე­ბას. ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ამ დაგ­ვკი­თხა, რო­გორც ვიცი, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­და­აგ­ზავ­ნა ვა­კის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში საქ­მე, დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბაა სა­ჭი­რო, რად­გან ამ­დე­ნი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად აგ­რძე­ლებს უტიფ­რად მუ­შა­ო­ბას".

ჩვენ ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით ბა­ტონ თენ­გიზ ტყე­ბუ­ჩა­ვას, ის ცი­ლის­წა­მე­ბას უწო­დებს ამ ადა­მი­ა­ნებს მო­ნა­თხრობს და ამ­ბობს, რომ მას ბევ­რი მად­ლი­ე­რი პა­ცი­ენ­ტი ჰყავს:

- ეს არის ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც ჩვე­ნი კლი­ნი­კის შე­სა­ხებ გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის მიერ ვრცელ­დე­ბა და მო­ვი­და თქვენს რე­დაქ­ცი­ამ­დე. ეს შან­ტა­ჟი და ყალ­ბი ბრალ­დე­ბე­ბი უმ­თავ­რე­სად ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლია ზრახ­ვე­ბით, თა­ვი­დან აი­ცი­ლონ კლი­ნი­კის წი­ნა­შე და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და­ფარ­ვა. იმის­თვის, რომ შე­წყდეს ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი და მო­მა­ვალ­ში არ გან­მე­ორ­დეს, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა იუ­რის­ტებ­თან, რომ მოვ­თხო­ვოთ მათ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის უარ­ყო­ფა, საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა და და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და­ფარ­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის ქმე­დე­ბე­ბი ასე­ვე შე­ი­ცავს თაღ­ლი­თო­ბის და გა­მო­ძალ­ვის ნიშ­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, მათი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლად იქ­ნე­ბი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი. ასო­ბით გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ადას­ტუ­რებს ჩვე­ნი მკურ­ნა­ლო­ბის და­დე­ბით დი­ნა­მი­კას და ეფექ­ტი­ა­ნო­ბას, რი­თაც მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ.

- ბა­ტო­ნო თენ­გიზ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ არი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, თქვე­ნი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის შემ­დეგ მათ გა­ურ­თულ­დათ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და ითხო­ვენ გა­დახ­დი­ლი თან­ხე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბას...

- ისი­ნი კი არა, ჩვენ ვართ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი. ყვე­ლა მათ­გა­ნი ვინც გვი­ჩი­ვის, ჩვენს მი­მართ ვალ­შია. ეს არის ხრი­კი ერ­თგვა­რი, რომ არ გა­და­ი­ხა­დონ მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი.

- ქალ­ბა­ტონ გულ­ნა­რი აპ­რე­საშ­ვი­ლის შვი­ლი ამ­ბობს, რომ თქვე­ნი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ი­დან მა­ლე­ვე დამ­ძიმ­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და გარ­და­იც­ვა­ლა. ექი­მე­ბი ითხოვ­დნენ თურ­მე იმის გარ­კვე­ვას, რა ნივ­თი­ე­რე­ბა შე­უყ­ვა­ნეთ მას ორ­გა­ნიზ­მში, რომ ამის სა­წი­ნა­აღ­რმ­დე­გოდ ემ­კურ­ნა­ლათ, მაგ­რამ ოჯახ­მა ამა­ზეც პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღო...

- მა­ო­ცებს როცა ლა­პა­რა­კია ც ან­ტი­დოტ­ზე. ეს ნიშ­ნავს, რომ გა­ა­ნე­იტ­რა­ლო რა­ღაც ტოქ­სი­ნი, ჩვენ არ შეგვყავს არა­ფე­რი ისე­თი, რაც არის ხე­ლოვ­ნუ­რი, ჩვენ შეგვყავს ნა­ტუ­რა­ლუ­რი და თვი­თონ პა­ცი­ენ­ტის­გან აღე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, ამი­ტომ რა ან­ტი­დო­ტი სჭირ­დე­ბო­დათ? როცა მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე, დაწ­ვრი­ლე­ბით ავუხ­სე­ნი, რაში მდგო­მა­რე­ობს ჩვე­ნი მკურ­ნა­ლო­ბა, რა შე­დეგს უნდა ელოდ­ნენ, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნებ­ში და რა რის­კფაქ­ტო­რე­ბია. ამ ქალ­ბა­ტო­ნის შემ­თხევ­ვა­ში იყო რის­კი მისი ასა­კი, წონა, პრობ­ლე­მა, სახ­სრებს შო­რის იყო და­ზი­ა­ნე­ბა, რად­გან რე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნა ნიშ­ნავს აღ­დგე­ნას, ამ დროს ხდე­ბა აღ­დგე­ნა იმ ხრტი­ლის, მას რამ­დე­ნი­მე პრო­ცე­დუ­რა უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. ვუ­თხა­რი ისევ მო­სუ­ლიყ­ვნენ, ასე­ვე ისიც, რომ აღ­დგე­ნას უნდა და­ლო­დე­ბოდ­ნენ 2-3 თვე, ხში­რად არის შე­დე­გი მა­შინ­ვე, პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ნელა დგე­ბა... იმ ქალ­ბა­ტონს ასე­ვე გუ­ლის პრობ­ლე­მა ჰქონ­და, წნე­ვე­ბი აწუ­ხებ­და, მძი­მე­წო­ნი­ა­ნი იყო, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ცუ­დია სახ­სრე­ბის­თვის. ახ­ლდა სამი შვი­ლი, ყვე­ლა­ნი ექი­მე­ბი, ეს ახა­ლი მე­დი­ცი­ნაა და ძნე­ლია უცებ აღ­ქმა. მის­ვამ­დნენ კი­თხვებს, სლა­ი­დე­ბიც ვაჩ­ვე­ნე და ვუ­თხა­რი, რომ ეს არის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მე­დი­ცი­ნა, რო­მე­ლიც შე­მო­დის მსოფ­ლი­ო­ში. ჩვენ ვკურ­ნავთ გა­ნუ­კურ­ნე­ბელ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­გო­რი­ცაა: ინ­სულ­ტი, დამ­ბლა, ისეთ და­ზი­ა­ნე­ბებს, რო­მელ­საც ამ­პუ­ტა­ცია ემუქ­რე­ბა წყლუ­ლე­ბის გამო, ვკურ­ნავთ. სპექტრი მკურ­ნა­ლო­ბის არის უზარ­მა­ზა­რი, რე­გე­ნე­რა­ცი­ულ მე­დი­ცი­ნას შე­უძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს.

- ბა­ტო­ნო თენ­გიზ, ყვე­ლა რეს­პონ­დენ­ტი პი­რი­ქით ამ­ბობს, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ურ­თულ­და, ამას რითი ხსნით მა­შინ?

- ეს არის სექ­ტა, ჩვენ ვხუმ­რობთ მათ­ზე ხში­რად ასე. ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­კეთ­და მათ, მა­გა­ლი­თად, იმ ქალ­ბა­ტო­ნის შვი­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, დედა ვერ გა­და­ი­ტანს ოპე­რა­ცი­ა­სო და ეს პრო­ცე­დუ­რა ამი­ტომ გა­ვუ­კე­თე. ყვე­ლა­ფერ­მა ჩა­ი­ა­რა კარ­გად, კმა­ყო­ფი­ლე­ბი წა­ვიდ­ნენ. როცა გა­დი­ოდ­ნენ ეტ­ლით, რად­გან მას გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­ეძ­ლო, დაგ­ვიმ­ტვრი­ეს ნივ­თე­ბი, 500 ლა­რის ზა­რა­ლი მოგ­ვა­ყე­ნეს, თქვეს, - ავა­ნა­ზღა­უ­რებ­თო, მაგ­რამ ჩვე­ნი მე­ნე­ჯე­რი, ზვი­ა­დი რომ და­უ­კავ­შირ­და, ფუ­ლის გა­დახ­და­ზე უარი თქვეს. ერთ დღეს და­რე­კა აპ­რე­საშ­ვილ­მა და ზვი­ადს უთხრა, ამ პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ მოვ­ხვდი კლი­ნი­კა­შიო, ძა­ლი­ან შევ­წუხ­დით. მას ჰქონ­და გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი და მე­ლი­ას კლი­ნი­კა­ში მოხ­ვდა. ჩვენ­მა მე­ნე­ჯერ­მა უთხრა, მო­ვალთ და ყვე­ლა­ფერს გა­ვარ­კვევ­თო, შვი­ლე­ბის პა­სუ­ხი იყო, - თან­ხა დაგ­ვიბ­რუ­ნეთ უკა­ნო, არა­და, მათ კლი­ნი­კის წი­ნა­შე აქვთ ახ­ლაც ვალ­დე­ბუ­ლე­ბა - ხომ გა­და­ი­ხა­დეს 2700 ლარი, უნდა გა­და­ე­ხა­დათ ის თან­ხაც, რაც და­ა­ზი­ა­ნეს. სექ­ტან­ტებ­მა ერ­თმა­ნე­თი მო­ნა­ხეს... ავ­თან­დილ გე­ლო­ვა­ნი ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტი იყო, კა­მე­რებ­ში ჩანს ყა­ვარ­ჯნე­ბის გა­რე­შე მოძ­რა­ობ­და, ფეხი ფეხ­ზე გა­და­დე­ბუ­ლი იჯდა აქ და უხ­სნი­და სხვა პა­ცი­ენტს რო­გო­რი შე­დე­გი ჰქონ­და. მენ­ჯბარ­ძაყ­მა ისე­თი ტკი­ვი­ლე­ბი იცის, შე­უძ­ლე­ბე­ლია ფეხი ფეხ­ზე გა­და­დოს ადა­მი­ან­მა. ამ­ბობ­და, - გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად ვარ, ქმე­დი­თი გავ­ხდი, მაგ­რამ ტკი­ვი­ლე­ბი მაქ­ვსო, შე­მე­ცო­და და ორ­ჯერ უფა­სოდ გა­ვუ­კე­თე პრო­ცე­დუ­რა...

ჩვენ ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­დეგ­ზე, გვინ­და ყვე­ლა ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტი იყოს კარ­გად. ჩვენ­ზე ლო­ცუ­ლო­ბენ ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი. რა­საც ჩვენ ვა­კე­თებთ, ეს არის ამე­რი­კა­ში ახა­ლი, ჩვენ ვკურ­ნავთ გა­ნუ­კურ­ნე­ბელ და­ა­ვა­დე­ბებს. გე­ლო­ვან­მა მი­თხრა, კარ­გად ვარ, მაგ­რამ უკე­თე­სად მინ­და გავ­ხდეო და ეს იქ­ნე­ბა ფა­სი­ა­ნი, რად­გან ჩვენ ამას ვყი­დუ­ლობთ და ძვი­რი ჯდე­ბა რე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი აგენ­ტე­ბი - მეთ­ქი და ფუ­ლის გა­დახ­და არ მო­ე­წო­ნა. თუ უფა­სოდ იქ­ნე­ბო­და, უნო­დო­და...

- საკ­მა­ოდ დიდი თან­ხე­ბი გა­და­ი­ხა­და ამ ხალ­ხმა, 3000-3700 ლარი, ყვე­ლა­ზე ცოტა აქვს გა­დახ­დი­ლი გა­ბუ­ნი­ას, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ძვა­ლი გაქ­რა პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ...

- ხელ­ზე ტრავ­მა ჰქონ­და გა­ბუ­ნი­ას, თქვა გა­მი­კე­თეს რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია და არა­ფე­რი გა­მო­ვი­და, რკი­ნე­ბი ჩა­მის­ვეს, მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­ვი­დაო. ჭრი­ლო­ბა იქ არ იყო, იქ იყო მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა და ჩაშ­ლი­ლი იყო ძვა­ლი რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას. არ შე­ხორ­ცდა ძვლე­ბი და ფირ­ფი­ტე­ბი ჩა­უ­დეს. მას ვუ­თხა­რი, - ჩემ­თან ასე­თი დი­აგ­ნო­ზით არა­ვინ მო­სუ­ლა, მაგ­რამ თუ გინ­დათ გა­გი­კე­თებთ, შე­იძ­ლე­ბა და­გეხ­მა­როთ აგენ­ტე­ბი- მეთ­ქი. გა­რან­ტი­ას მე­დი­ცი­ნა­ში არ იძ­ლე­ვი­ან. ყვე­ლას ვპა­სუ­ხობ, მე ვერ მოგ­ცემთ გა­რან­ტი­ას, რად­გან შე­დეგ­ზე მოქ­მე­დებს ბევ­რი ფაქ­ტო­რი და არ ვი­ცით, ორ­გა­ნიზ­ში რა ხდე­ბა, რო­გორ იმოქ­მე­დებს. ჩვენ­თან არ არის რის­კე­ბი, ალერ­გი­ე­ბი, გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი.

- მა­შინ რა­ტომ გა­ურ­თულ­და ამ ხალ­ხს მდგო­მა­რე­ო­ბა?

- გა­ბუ­ნი­ა­მაც ისე იწუ­წუ­ნა, ადა­მი­ა­ნუ­რად შე­მე­ცო­და და ვუ­თხა­რი, მო­გე­ბის გა­რე­შე რაც ჯდე­ბა, იმ ფა­სად გა­გი­კე­თებთ-მეთ­ქი. უპ­რობ­ლე­მოდ ჩა­უ­ტარ­და პრო­ცე­დუ­რა, მაგ­რამ ბო­ლომ­დე თან­ხა არ და­ფა­რა, ისე წა­ვი­და. რომ და­უ­რე­კეს, პა­სუ­ხი იყო თავ­ხე­დუ­რი, - ჯერ არ ვიცი რო­გო­რი შე­დე­გი იქ­ნე­ბა, მივ­დი­ვარ კო­ჯორ­ში და შე­მოდ­გო­მა­ზე ჩა­მო­ვა­ლო... ოქ­ტომ­ბერ­ში მო­ვი­და ჩვენ­თან და ძა­ლი­ან თბი­ლად მე­ლა­პა­რა­კა, არ ეტყო­ბო­და, რომ პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ის იყო კმა­ყო­ფი­ლი.

- ამ­ბობს, თქვენ არ მი­ი­ღეთ ის, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი­ყო გახ­და მი­ღე­ბა­ზე სხვა სა­ხე­ლით ჩა­წე­რი­ლი­ყო...

- პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ჩვე­ნი კარი ღიაა, რა სა­ჭი­როა სხვი­სი სა­ხე­ლი და გვა­რით ჩა­წე­რა, ტყუ­ი­ლია, ჩვენ ნე­ბის­მი­ერს ვე­სა­უბ­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა გა­რან­ტი­ებს, და­მი­სა­ხე­ლეთ მე­დი­ცი­ნა­ში ვინ იძ­ლე­ვა გა­რან­ტი­ებს? მომ­ღი­მა­რი სა­ხით მო­ვი­და ჩემ­თან და და­მი­წყო ლა­პა­რა­კი, ვუ­თხა­რი, - თქვენ არ ხართ ჩა­წე­რი­ლი, სხვა პა­ცი­ენ­ტი მე­ლო­დე­ბა-მეთ­ქი. ატე­ხა სკან­და­ლი, მო­ვი­და შვილ­თან ერ­თად, შე­მო­ი­პა­რა რა­ღაც­ნა­ი­რად და და­ი­წყო მუ­ქა­რე­ბი, რომ თურ­მე ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მემ­კურ­ნა­ლა... ეს ყალ­ბი სა­უ­ბა­რია, ძვა­ლი კი არ და­ი­შა­ლა, ოპე­რა­ცი­ის­გან რაც იყო, ის ცოტა და­შორ­და... აზრი არ ჰქონ­და მას­თან ლა­პა­რაკს, სხვა სპე­ცი­ა­ლისტსაც გა­და­ვუგ­ზავ­ნე მისი სუ­რა­თე­ბი, რო­მელ­მაც თქვა, - ამას სჭირ­დე­ბა ოპე­რა­ცი­აო..

- მერი პეტ­რი­აშ­ვილ­ზე რას იტყვით, გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის დი­აგ­ნო­ზით რომ მო­ვი­და?

- მას და­ვე­ლა­პა­რა­კე ინ­ტერ­ნე­ტით, რად­გან ვერ შეძ­ლო მოს­ვლა. გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის ეფექ­ტი არ არის 100%-იანი, შე­დე­გი არის 69 %. ეს ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, რად­გან ამ დი­აგ­ნო­ზით ადა­მი­ა­ნი ინ­ვა­ლი­დო­ბა­ში ატა­რებს დროს. დაწ­ვრი­ლე­ბით ვუხ­სნი პა­ცენტს ყვე­ლა დე­ტალს, მა­საც ვუ­თხა­რი სამი პრო­ცე­დუ­რა დას­ჭირ­დე­ბო­და და არ არის აქ გა­რან­ტია 100%-იანი- მეთ­ქი. გა­ვუ­კე­თეთ პრო­ცე­დუ­რა, მა­საც არ გა­და­უხ­დია ბო­ლომ­დე თან­ხა. თქვა, სახ­ლი­დან გად­მოვ­რი­ცხა­ვო, მე­ო­რე დღეს რე­კავს და ამ­ბობს, კვლავ ეტ­ლში ვარო. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა გაქვთ, გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი და მხო­ლოდ რე­გე­ნე­რა­ცი­ულ მე­დი­ცი­ნას აქვს 69 პრო­ცენ­ტი-მეთ­ქი. მან იცო­და, რომ კი­დევ უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა პრო­ცე­დუ­რა, მაგ­რამ არ ჩა­უ­ტა­რე­ბია. ეს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბაა, ყო­ველ დღე უა­რეს­დე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა. ერთი თვის შემ­დეგ ისევ გჭირ­დე­ბა პრო­ცე­დუ­რა მე­სა­მედ-მეთ­ქი. მი­თხრა, რა­ტომ უნდა გა­ვი­კე­თოო... პრე­ტენ­ზი­ე­ბი ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე არ ჰქო­ნია, ეფექ­ტი რომ არ იყო, ამა­ზე წუხ­და.

- რა შეგ­ყავთ ორ­გა­ნიზ­მში?

- გა­აჩ­ნია რა პრო­ცე­დუ­რა ტარ­დე­ბა. ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბაც ხდე­ბა, თუ ან­თე­ბაა, იმას შლის. ბევრ კარგ რა­მეს აკე­თებს. ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი აპა­რა­ტით ხდე­ბა პრო­ცე­დუ­რა და ჩვენ ვამ­ზა­დებთ კოქ­ტე­ილს, რო­მე­ლიც მზად­დე­ბა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად, შეგვყავს აგენ­ტე­ბი და ამით უჯრე­დე­ბის გა­ჯე­რე­ბა ხდე­ბა.

- დაგ­კი­თხათ უკვე გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა?

- ჩვენ მი­ვე­ცით გა­მო­ძი­ე­ბას ჩვე­ნე­ბა და ყვე­ლა კი­თხვას ვუ­პა­სუ­ხეთ. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იძი­ებს და დიდი სიმ­პა­თი­ე­ბით იყო. ბევ­რი ბედ­ნი­ე­რი და მად­ლი­ე­რი პა­ცი­ენ­ტი გვყავს და ამა­საც ხე­დავს ის. ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა ამ შემ­თხვე­ვა­ში ბო­ლომ­დე რომ მი­ეყ­ვა­ნათ მკურ­ნა­ლო­ბა, შე­დე­გი ექ­ნე­ბო­დათ.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსიკო
2

გავიკეთე ფოფ პროცედურა რეგმედში რამოდენიმე თვის წინ, წნევები მომეხსნა, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. ორგანიზმი შლაკებისგან და მძიმე მეტალებისგან გამითავისუფლდა. მადლობის მეტი არაფერი მაქვს სათქმელი ამ კლინიკის ბ-ნ ტყებუჩავას მიმართ

ნინო
2

ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია პრეტენზიები ბ-ნ თენგიზის მიმართ. ნებისმიერი მკურნალობა არის ნებაყოდლობითი. არავის არაფერი ძალით არ უკეთდება.პირადად ჩემთვის დოქტორ თენგიზი ნამდვილი სასწაულია. 30 წელია ვიტანჯები მძიმე დიაგნოზით, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად გართულდა. ლაპარაკია ჰაიმორიტზე და ფრონტიტზე, რომელმაც გამოიწვიაქრონიკული სინუსიტი და ბრონხიტი, რაც გადაიზარდა ბრონქიალურ ასთმაში. ბ-ნ თენგიზთან გავლილი რამოდენიმე პროცედურის შემდეგ ისეთი შვება ვიგრძენი რომ ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით. გარდა მაღალი პროფესიული გამოცდილებისა, ბ-ნი თენგიზი დაჯილდოვებულია უნიკალური ადამიანური თვისებებით, მას მშვენივრად ესმის პაციენტის და ძალიან ბევრ დროს უთმობს მას, დეტალურად აცნობს მკურნალიბის თანმიმდევრობას და საჭიროების შემთხვევაში პროცედურის შემდეგაც არ ტოვებს და დიდხანს ეკონტაქტება, რაც ძალიან მნიშვნელივანია ისედაც სტრესში მყოფი პაციენტისთვის. სიმართლეგითხრათ მკურნალობის ეფექტი არ ყოფილა მომენ ტალური, მაგრამ დროთა განმავლობაში თავი გაცილებით უკეთესად ვიგრძენი, ორივე ნესტოთი დავიწყე სუნთქვა, რაც 30 წელია არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. გაცილებით გამიუმჯობესდა ცხოვრების ხარისხი და თავი უკეთესად ვიგრძენი. მადლობა ღმერთს, რომ არსებობს დოქტორ თენგიზ ტყებუჩავა

ავტორი:

"ყველაფრის მკურნალობას იბრალებენ, ვითომ კურნავენ ეპილეფსიას, სახსრებს, ცერებრალურ დამბლას და ა.შ.“ -  პაციენტები კლინიკას და მის დამფუძნებელს უჩივიან - რას აცხადებს თენგიზ ტყებუჩავა, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებენ

"ყველაფრის მკურნალობას იბრალებენ, ვითომ კურნავენ ეპილეფსიას, სახსრებს, ცერებრალურ დამბლას და ა.შ.“ -  პაციენტები კლინიკას და მის დამფუძნებელს უჩივიან - რას აცხადებს თენგიზ ტყებუჩავა, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებენ

"რეგმედ გეორგია" - რეგენერაციული მედიცინის ამერიკული ცენტრი საქართველოში ორი წლის წინ გაიხსნა და პაციენტებს რეგენერაციული აგენტებით მკურნალობას სთავაზობს. ამ კლინიკაზე ტელევიზით ბევრი რეკლამა გავიდა, საზოგადოებამ სწორედ ამ გზით გაიგო ასეთი კლინიკის არსებობა. დაავადებების ჩამონათვალი იმდენად ბევრია და ისეთი იმედისმომცემია ექიმის ინტერვიუები, სულ არ არის გასაკვირი, ამ სიახლით ბევრი ადამიანი რომ დაინტერესდა.

"რეგენერაციული ბიოპრეპარატებით მკურნალობის სერვისის უზრუნველმყოფი რეგენერაციული მედიცინის ამერიკული ცენტრი უკვე საქართველოშია. კლინიკა რეგმედი ახლახან დაარსდა და უკვე არაერთი პაციენტის ნდობა დაიმსახურა. კლინიკის დამფუძნებელია დოქტორ თენგიზ ტყებუჩავა, რომელსაც მისმა საერთაშორისო გამოცდილებამ, თერაპიის ახალმა მიდგომამ და ტექნოლოგიების გამოგონებებმა გადააწყვეტინეს დაბრუნებულიყო ამერიკიდან სამშობლოში და განევითარებინა მსოფლიო დონის რეგენერაციული ცენტრი. მის მიერ ამერიკაში დაპატენტებული გამოგონებები თერაპიის ახალი ხედვის გათვალისწინებით, სასურველ შედეგებამდე მისვლის საუკეთესო საშუალებას იძლევა", - ვკითხულობთ ამ კლინიკის ოფიციალურ ვებგვერდზე და იქ ისეა აღწერილი ყველაფერი, მართლა ნებისმიერს, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, იქ მისვლის სურვილი გაუჩნდება.

მართალია ბატონი თენგიზ ტყებუჩავა ამბობს, რომ მას უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს, თუმცა ჩვენამდე უკმაყოფილო ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვენ და უკვე მიმართეს კიდეც პროკურატურას, პოლიციას, ჯანდაცვას.

63 წლის მერი პეტრიაშვილი:

"2010 წელს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დამისვეს. გამწვავება არ მქონდა, მაგრამ თუ რაიმეს გავიგებდი, ყველაფერს ვიკეთებდი, პროცესი რომ შემეჩერებინა და როგორღაც დამეღწია თავი ამ დაავადებისგან. ტელევიზიით გავიდა რეკლამა ამ კლინიკაზე და ძალიან დამაინტერესა. ჯერ ტელეფონით გავესაუბრე თენგიზ ტყებუჩავას. ვუთხარი, თუ გარანტიას ვერ მომცემთ, არაფერი გამიკეთოთ-მეთქი. მიპასუხა, - აქ ჩემთან ყველა ავადმყოფი მოდის და სასწაული შედეგები მაქვს. განუკურნებელი დაავადება არ არსებობსო, დამპირდა, რომ მომარჩენდა. ჩამწერა კონსულტაციაზე. 70 ლარი გადავიხადე კონსულტაციაში. რაღაც დოკუმენტზე ხელი მომაწერინა, რომ არ ედავები, რამე რომ მოგივიდეს. ამაზე ჩემს შვილსაც მოაწერინა ხელი და პროცედურისთვის მზადება დაიწყო. მაშინაც კიდევ ერთხელ ვუთხარი, ყველაფერი გაკეთებული მაქვს, მეზოთერაპიაც კი, არ მაქვს შედეგი და თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ შედეგი მექნება, ტყუილად არ მაწვალო-მეთქი. არა, ეს სულ სხვა რამეა, განსაკურნებელი კოქტეილები უნდა შევიყვანო ორგანიზმშიო. დიდი იმედები მომცა. ოღონდ ამ დაავადებას თავი დავაღწიო, გადავრჩე, სახლ-კარსაც გავყიდი და ხიდის ქვეშ ვიცხოვრებ-მეთქი. დამპირდა, რომ განმკურნავდა. ამის შემდეგ დაიწყო ისეთი პროცედურა, როგორც სისხლის გაფილტვრის დროს აკეთებენ. ერთი მხრიდან გამოჰქონდა სისხლი, მეორედან შეყავდა, დამატებით რაღაცეებს ურევდა სისხლში. ისეთი პროცედურები მიდის, განიკურნებიო... მალევე მივხვდი, რომ არაპროფესიონალები იყვნენ, მაგრამ იმდენად მინდოდა შედეგი მქონოდა, დავუჯერე და გავიკეთე. ამ პროცედურაში 3100 ლარი გადავიხადე, პლუს 70 ლარი - კონსულტაციაში. პროცედურის დასრულების შემდეგ შვილმა სახლში წამომიყვანა. 3-4 დღე თითქოს უკეთესად ვიყავი, ადვილად ვდგებოდი, პრედნიზოლონს რომ გაგიკეთებენ და ცოტა უკეთ ხარ, დაახლოებით ასე ვიყავი. გამიხარდა, ველოდი უკეთესად გავხდებოდი, მაგრამ 4 დღის შემდეგ უცებ ცუდად გავხდი, დავურეკე, მითხრა, - არა უშავს, ცოტა დრო სჭირდება მოქმედებასო. ერთი თვის განმავლობაში ვურეკავდი და ვეუბნებოდი, რომ ცუდად ვიყავი, თვითონ მეუბნებოდა, - ცოტა ხანი დაელოდეო. რაც დრო გადიოდა, ვხედავდი მდგომარეობა უარესდებოდა. ადრე თუ კედლებს მივყვებოდი, ახლა უკვე ვეღარც მისი დახმარებით ვმოძრაობდი, მარცხენა ხელი საერთოდ წამერთვა. ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე, იმის მერე სულ საწოლში ვწევარ და დამხმარეს გარეშე ვეღარც ვდგები. სკამზე ხელით მსვამენ. ეს ყველაფერი რომ მოვუყევი, - მითხრა, შენ კიდევ უნდა მოსულიყავი, ბოლომდე არ მიგიყვანია მკურნალობაო, აქეთ მლანძღავდა. 3100 ლარი რომ გადაიხადე, იქიდან არაფერი დამრჩენია, 5000 ლარი უნდა გადაგეხადა, კიდევ უნდა გაგეკეთებინა, მარტო საძირკველი გაიკეთეო. ვერაფერი გავაგებინე, ტელეფონი გამითიშა, - კლიენტები მყავსო. მერეც ვურეკავდი თენგიზ ტყებუჩავას და უკვე ვითხოვდი გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, რადგან გამიუარესდა მდგომარეობა. ასეთი ბოროტი როგორ უნდა იყო, რომ ასეთ ადამიანებს ფული გამოსძალო. თვითონ ხომ არ აქვს ავადმყოფს სამკურნალო ფული, მან უნდა მოიძიოს, ასე წვალებით ნაგროვებ თანხას რომ ართმევ და საქმე უარესობისკენ მიგყავს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ დანაშაულისთვის მან პასუხი უნდა აგოს, რომ სხვა ადამიანები არ დაზარალდნენ. იმდენი რამე მაქვს ამ დიაგნოზზე წაკითხული და როგორ ვენდე... ეს კაცი მიმტკიცებდა, რომ 100% - იანად გამომაჯანმრთელებდა. მერე როცა ფაქტის წინაშე დადგა და ისევ დავუწყე მოთხოვნა შედეგის, უკვე მითხრა, 69%-იანი შედეგები მაქვსო, ეს იმიტომ, რომ ეთქვა, ამ პროცენტში არ მოხვდიო.

თავიდან რომ მითხრა განგკურნავო, მაშინ ისიც კი ვუთხარი, თუ განმკურნავთ, ამ დიაგნოზით ვინც არის, ყველა თქვენთან მოვა-მეთქი. ჯგუფი გვაქვს სოციალურ ქსელში შექმნილი ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს და ისინი ჩემი მკურნალობის შედეგს მართლა ელოდებოდნენ. მინდა ყველას ვუთხრა, არ მივიდნენ ამ ადამიანთან და კიდევ უფრო მეტად არ გაირთულონ ჯანმრთელობა".

ჩვენი მეორე რესპოდენტი სოფოა, პროფესიით ექიმი, მან ამ კლინიკაში დედა მიიყვანა და ამბობს, რომ პროცედურიდან მალე ისე გაურთულდა მდგომარეობა, რომ დედა გარდაიცვალა:

"დედაჩემი, გულნარი აპრესაშვილი პედიატრი გახლდათ. გურჯაანში მთელი ცხოვრება ექიმად მუშაობდა. 5-6 სოფელს ემსახურებოდა. სახსრების პრობლემები ჰქონდა, ძირითადად მუხლის სახსრები აწუხებდა და ვემზადებოდით ენდოპროტეზირებისთვის, რადგან მისთვის მისაღები სახსარი არ იყო საქართველოში და ის უნდა გამოგვეწერა, ოპერაციულმა ჩარევამ დროში გადაიწია. ამ დროს მოვისმინეთ რეკლამა ამ კლინიკაზე და გადავწყვიტეთ დროებითი მანიპულაციის ჩატარება, რაღაც შეღავათი რომ ყოფილიყო. დედას ტყებუჩავამ გაუკეთა სახსარშიდა ინექცია პლაზმასთან ერთად. შეუყვანეს რაღაც ნივთიერება, რომელიც დღემდე არ ვიცით რა იყო, კონკრეტულად ამან გამოიწვია დამბლა, პარეზი, ჯერ ქვედა კიდურების და მერე მთლიანად სხეული პარალიზდა. 19 იანვარს გაკეთდა ეს მანიპულაცია და 15 მარტს დედა კლინიკაში გარდაიცვალა, ფაქტობრივად, ადამიანი უმოძრაო გახადა, მივიღეთ ის, რომ ჯერ შეგუბებითი პროცესები წავიდა და განვითარდა დამბლა. მედიცინის მუშაკი ვარ, დედა ექიმი იყო და გვეგონა სახსარშიდა ინექცია ისეთ აგრესიულ რამეს არ გამოიწვევდა, ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება ოპერაციამდე დედამ, ეს გზა ეცადა.

- რამდენიმე პროცედურა ჩაუტარდა?

- ეს ნემსი ერთჯერადად გაუკეთდა. მივედით მასთან გამოკვლევებით, დასკვნებით, საერთოდ არ მოუთხოვია კვლევები. არც პაციენტს შეხებია, რომ გაესინჯა. პედიატრი ვარ და როცა პაციენტი მოდის, მდგომარეობის შეფასება ხდება, ასეთი რამ არ გაუკეთებია, მხოლოდ ის თქვა, მაქვს დიდი გამოცდილება, მიწევს ამერიკაში წასვლა-ჩამოსვლა, იქ ძალიან აპრობირებული მეთოდია - ღეროვანი უჯრედების ანალოგი ნივთიერება შემყავს, იმან უნდა აღადგინოს ხრტილოვანი ქსოვილი, დასველდეს სახსარშიდა ჩანთა და უნდა მოხდეს რეგენერაციული პროცესებიო. ისიც გვითხრა, 2 კვირამდე იქნებოდა კრიტიკული პროცესი და მერე დალაგდებოდა ყველაფერი. ამ პროცედურიდან ზუსტად 6 კვირის თავზე დედა გარდაიცვალა.

- კლინიკაშიც გადაიყვანეთ?

- რომ გართულდა მდგომარეობა, ვრეკავდი მასთან, მაგრამ კლინიკის ნომერზე რეგისტრატორი გვაკავშირებდა მენეჯერს. მენეჯერი არ იყო მედიცინის მუშაკი. ვერ ვიღებდი მისგან პასუხს, თუ რა ნივთიერება შეუყვანეს დედას... ეს ექიმებსაც აინტერესებდათ, იქნებ იმის ანტიდოტი გაგვეკეთებინა, რომ შეემსუბუქებინა მდგომარეობა. სხვანაირად მაინც მიგვეხედა ამ აგრესიული ტკივილისთვის, რომელსაც მორფის საშუალებითაც ვერ უყუჩებდნენ. ვრეკავდით ოჯახის წევრები კლინიკაში, არავის ჰქონდა პასუხი თუ რა გაუკეთეს დედას. გვეუბნებოდნენ, - ექიმი არ არის ადგილზე და ჩვენ არ ვიცით, რა ნივთიერება გაააკეთა, ჩვენ უბრალოდ დამხმარეები ვართო. ექიმები გაოგნებულები იყვნენ, ასეთი გაუსაძლისი ტკივილები რას უნდა გამოეწვია, ვერ დაადგინეს. დედის გარდაცვალების შემდეგ არ გავსულვართ მათთან კონტაქტზე, ამის ძალა არ გვქონდა. გარდაცვალების დროს მოვითხოვეთ სამედიცინო ექსპერტიზა ჩაეტარებინათ, არ ვიცით, რა დასკვნა დაიდება, ფაქტია, ინექციის გაკეთებიდან მალევე სრულად პარალიზდა, მივიღეთ აგრესიული თრომბოზური ცვლილებები ორგანიზმში, მაგისტრალური სისხლძაღვის ფილტვის ან კორონარის თრომბოზმა გამოიწვია მისი გარდაცვალება. ადამიანი კანზე ხელის შეხებასაც ვერ იტანდა, ისეთი ტკივილები ჰქონდა. საერთოდ არ შეეძლო გადაადგილება მილიმეტრითაც კი, ბოლოს უკვე საწოლში პოზიციის შეცვლასაც ვერ ახერხებდა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვინმემ ძალით გაგვაკეთებინა ეს პროცედურა, მაგრამ ვსაუბრობთ უმძიმეს შედეგზე, რომელმაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება.

თვითონ ტყებუჩავა ამბობდა, ამ მანიპულაციას არანაირი რისკი არ აქვს - ეს არის პლაზმა, რომელიც უნდა გამოვყო სისხლისგან, უბრალოდ, დავამატებ ნივთიერებას, რომელიც უფრო გააძლიერებს სახსრების მუშაობას, დაძრავს ახალ რეგენერაციულ პროცესებს მუხლის სახსარშიო... ამის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად, დედა 15 მარტს გარდაიცვალა.

ექიმები ამბობდნენ, ასე პარალიზებული პაციენტი ინსულტის შედგომაც კი არ გვინახავს, ასეთი აგრესიული ტკივილითო.... დედა ცოცხალი აღარ არის, ვინ აგებს ამაზე პასუხს? მას რატომ აქვს ამდენი უფლება, რომ ასეთი ექსპერიმენტები ატაროს ადამიანებზე? ვინმემ უნდა აუკრძალოს საქმიანობა... 3000 ლარი გადავიხადეთ ამ პროცედურაში, 2000 ლარი ადგილზე იმ დღეს და 1000 ლარი მეორე დღეს ინტერნეტბანკით გადავრიცხე მათ ანგარიშზე. გავიგე, რომ სხვა დაზარალებულებიც არიან და მათ უკვე იჩივლეს პროკურატურაში. რა შედეგი ექნება ამ ჩივილს, დაისჯება ვინმე ამ დანაშაულებისთვის თუ არა, არ ვიცი. მეეჭვება რამე შედეგი მოყვეს. თუკი შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან, მე ხელთ მაქვს დედის გარდაცვალების ცნობაც და ყველა ის დოკუმენტი..."

კიდევ ერთი დაზარალებული ავთანდილ გელოვანია. მასაც სახსრების პრობლემები აწუხებდა და ამიტომ მივიდა კლინიკაში. ისიც უჩივის ექიმ თენგიზ ტყებუჩავას.

- მე მქონდა კოქსათროზი მარჯვენა ფეხზე, ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ტელევიზით ვნახე ეს კაცი რეკლამას აკეთებდა, ისე დამაჯერებლად საუბრობდა, მივედი მასთან. მითხრა, რომ მოარჩინა ვიღაც ქალი, რომელიც დღეში 2 კილომეტრს გადის და ჩემი ძალიან მადლობელიაო. იმ დღეს 70 ლარი გამომართვეს კონსულტაციაში, არც ჩეკი მოუციათ და არც არავის გაუტარებია ეს ვიზიტი. მეორე პროცედურაზე დამიბარა. 9 სექტემბერს ვიყავი პირველად და 12 სექტემბერს გამიკეთეს პროცედურა, არავითარი შედეგი არ მქონდა, რომ დავურეკე, - 10 დღე დაელოდეო, მერე ერთი თვეო. პროცედურაში 2700 ლარი გადამახდევინა. ვთხოვდი პასუხს, ამბობდა, ახლა ჩემი ახლობელი ექიმი ჩამოვიდა ამერიკიდან, ის რაღაც ახალი მეთოდით გააკეთებს და რადგან შენ ვერ მიიღე შედეგი, უფასოდ გაგიკეთებ მეორეჯერო. ამ კაცს შემახვედრა, ვიღაც ინდოელი წარმოშობის მამაკაცი იყო. ადრე გვერდიდან გამიკეთა პროცედურა, მეორედ წინა მხრიდან, ის კაცი იდგა და კარნახობდა, სად გაეკეთებინა. ტყებუჩავას ხელები უკანკალებდა და ისე მიკეთებდა. ველოდი შედეგს, მაგრამ პირიქით, ტკივილმა მოიმატა. სადაც ტკივილი არ მქონდა, იქაც დამეწყო საშინელი ტკივილები, - ამან არ გიშველა, კიდევ 3000 ლარი მომეცი და ღეროვან უჯრედებს შევიყვანო. მერე ისევ დავურეკე, მტკივა ძალიან და გამიკეთე ის ღეროვანი უჯრედები-მეთქი, მოდი, მაგრამ ახლა ამას 5000 დოლარი უნდაო. მასთან მიმოწერებიც შენახული მაქვს. პირად ნომერზე ვურეკავდი, გამაგებინე, ის კაცი როდის ჩამოდის ისევ-მეთქი. მერე აღარ იღებდა ტელეფონს, სხვამ მიპასუხა მის პირად ნომერზე, - მენეჯერი ვარ, რა პრობლემა გაქვსო. ვუთხარი საშინელი ტკივილები მაქვს-მეთქი, კიდევ მეგონა რამეს მიშველიდა. გადიოდა დრო, იმალებოდა. ამ ტკივილს ვეღარ ვუძლებდი. "ინოვაში" გადამიღეს თავიდან რედგენი, ნახეს ძვალი უფრო შიგნით იყო შესული და სასწრაფოდ საოპერაციო ხარო. ოპერაცია გამიკეთეს. ახლა ტკივილები არ მაქვს, მაგრამ თენგიზ ტყებუჩავამ ითაღლითა. მან პასუხი უნდა აგოს. სამი თვე მაწამა, თანხის დაბრუნებას ვითხოვდი, არ აბრუნებს, "ინოვაში" ოპერაციაში 11 000 ლარი გადავიხადე. იმას ვდარდობ, რომ შეიძლება სხვებიც გახდნენ მისი მსხვერპლი, ეს უნდა შევაჩეროთ. სოციალურ ქსელში მას კიდევ არეკლამებენ. დავწერე თაღლითია-მეთქი. იმდენი ადამიანი გამომეხმაურა მისგან დაზარალებულები, გაოგნებული დავრჩი. ფულის გამოძალვა უნდა და იმიტომ მლანძღავდაო, - გამივრცელა ცრუ ინფორმაცია...

რამდენიმე დაზარალებულმა შევიტანეთ პროკურატურაში საჩივარი, ასევე ფინანსურ პოლიციაშიც, რადგან არ ხდება ამ თანხების აღნუსხვაც. ჯანდაცვაში თვითონ პროკურატურამ გადაგზავნა მასალები, არ ვიცი რა შედეგი ექნება ამ ჩივილს, სასწრაფოდ რეაგირება უნდა მოხდეს. საქმის კურსშია ყველა უწყება და იძიებენ. მარტიდან გვაქვს საჩივარი შეტანილი. ერთი დაზარალებული ძალიან რომ მიაწვა და ეჩხუბა, 1000 ლარი უკან დაუბრუნა. აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ადამიანებს ჯანმრთელობა მეტად შეერყათ მისი თაღლითური ქმედებების გამო. იძახის თურმე, - შეიკრა ჩემს წინააღმდეგ ჯგუფი და ჩვენ დავუმტკიცებთ მათ, რომ მართლები ვართო. მაგათ საიტებზე ვეღარ შევდივართ, დაბლოკილები ვართ, რომ გავცეთ პასუხი და საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. მე იმან მიშველა, მალევე გავიკეთე ოპერაცია და ძლიერ ანტიბიოტიკებს მიკეთებდნენ, ეტყობა მან ჩააქრო პროცესები, თორემ არავინ იცის, რა დამემართებოდა. ყველაფრის მკურნალობას იბრალებენ, წერენ რომ ვითომ კურნავსენ ეპილეფსიას, შაკიკს, სახსრებს, ცერებრალურ დამბლას და უთვალავ სხვა დაავადებას. ერთ გოგოს შაკიკი ჰქონდა და ამ პროცედურის შემდეგ ისეთი თავის ტკივილები აქვს, არაფერმა უშველა. ვითხოვთ სამართალდამცავებმა შეისწავლონ ამ კლინიკის საქმიანობა და აგებინონ მას თაღლითობისთვის პასუხი.

კიდევ ერთი დაზარალებული თინა გაბუნიაა:

- სხვების მსგავსად, მეც ტელევიზიით გავიგე ამ კლინიკის არსებობა. ჩავეწერე და მივედი კონსულტაციაზე, ეს იყო შარშან, ივლისის ბოლოს. დამარწმუნა 100%-ით, რომ მიშველიდა, მე ძვალი არ მიხორცდებოდა და ამის გამო მივედი, თორემ ტკივილები საერთოდ არ მქონდა. ახლა მტკივა საშინლად და ძვალი არ მაქვს საერთოდ, გააქრო. ყველას ერთი მეთოდით ვითომ მკურნალობს, სისხლს იღებს და მერე რაღაც ნივთიერებასთან ერთად ისევ შეყავს. მითხრა, ეს რეგენერაციული მკურნალობაა, რომელსაც უკუჩვენება არ აქვს, ძალიან შედეგიანია და მალე განიკურნებიო. ვენდე და გავიკეთე, სისხლი ამოიღო, იმაში რაღაც ჩაასხა და სადაც გადანერგილი მქონდა ძვალი, იმ ადგილას შემიყვანა, გარშემო 40 ნემსი გამიკეთა, იმდენი მჩხვლიტა, სულ სისხლი მდიოდა. 600 ლარი გადამახდევინა. ერთ რაღაცას თუ დავამატებ, კიდევ უკეთესი შედეგი იქნებაო და იმისთვის 400 ლარი დამამატებინა. მერე სხივების ოთახში შემიყვანა, ესეც ძალიან კარგი იქნებაო. ამაზეც დავთანხმდი, დამატებით 200 ლარის მომთხოვა, არ მქონდა ის 200 ლარი იმ წუთას და ვუთხარი, ოღონდ მომარჩინეთ და ეს 200 ლარი 2000 ლარად გადაგექცევა - მეთქი. თვენახევარში გადაიღე სურათი და შეხორცებული გექნებაო. აგვისტოში წავედი კოჯორში, დამეწყო ტკივილები, არადა, მანამდე ტკივილი არ მქონია, ვიფიქრე ხორცდება, პროცესები მიდის-მეთქი და მიხაროდა, რომ ჩამოვედი სექტემბერში, რედგენი გადავიღე, რედგენოლოგი მეუბნება, ძვალი არ არისო. წარმოიდგინეთ, როგორ შოკში ჩავვარდებოდი, გაოგნებულმა ვკითხე, რას ამბობთ-მეთქი, გამიმეორა იმ ადგილას ძვალი არ არისო, იქიდან მეორე კლინიკაში წავედი, თავიდან გადავამოწმე დასკვნა, იმანაც იგივე მითხრა. დავურეკე და რომ ვუთხარი, ძვალი არ მაქვს-მეთქი, გამითიშა ტელეფონი. მას მერე ვეღარ ვუკავშირდებოდი. ამის შემდეგ ასეთ ხერხს მივმართე, ჩავეწერე მასთან მიღებაზე სხვა სახელი და გვარით. მივედი დათქმულ დროს, რომ დამინახა მითხრა, - დრო არ მაქვს, პაციენტი მელოდებაო, ვუთხარი ის პაციენტი მე ვარ და უნდა დამელაპარაკო-მეთქი. ჩემი სურათი დავუდე, შეამოწმეთ-მეთქი, ამას უნდა დავხედო, კარგად უნდა გავარკვიო, ეს არის ისეთი მკურნალობა, რომელსაც უკუშედეგი არა აქვსო. არადა, კაცმა გადანერგილი ძვალი დამიშალა.

ჩემი ექიმიც ვერაფერს ამბობს, გაოგებულია. ეს ყველაფერი დავწერე სოციალურ ქსელში და ჩემნაირი დაზარალებულები მრავლად გამოჩნდნენ. ეს ადამიანი არის თაღლითი, სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებს სძალავს ფულს. ყველაზე ცუდი და მძიმე ის არის, რომ ის ვნებს ადამიანებს და რთულდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე მაქვს 1000 ლარი გადახდილი, ჩემს მერე ვინც მივიდა, მათ 3500-4000 და ა.შ. ამასწინათ ისიც კი დაწერა, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს და ცერებრალური დამბლით დაავადებულებს ვმკურნალობო, მათაც ეპატიჟება. დიდ თაღლითობასთან გვაქვს საქმე და ამ საქმეს სამართალდამცავების სასწრაფო რეაგირება სჭირდება.

6 ადამიანმა ვიჩივლეთ პროკურატურაში, ჯანდაცვის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში და ვითხოვთ გამოძიებას. ფინანსურმა პოლიციამ დაგვკითხა, როგორც ვიცი, მთავარმა პროკურატურამ გადააგზავნა ვაკის პროკურატურაში საქმე, დროული რეაგირებაა საჭირო, რადგან ამდენი დაზარალებულის მიუხედავად აგრძელებს უტიფრად მუშაობას".

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ბატონ თენგიზ ტყებუჩავას, ის ცილისწამებას უწოდებს ამ ადამიანებს მონათხრობს და ამბობს, რომ მას ბევრი მადლიერი პაციენტი ჰყავს:

- ეს არის ცილისმწამებლური განცხადებები, რაც ჩვენი კლინიკის შესახებ გარკვეული პირების მიერ ვრცელდება და მოვიდა თქვენს რედაქციამდე. ეს შანტაჟი და ყალბი ბრალდებები უმთავრესად ინსპირირებულია ზრახვებით, თავიდან აიცილონ კლინიკის წინაშე დავალიანების დაფარვა. იმისთვის, რომ შეწყდეს ასეთი ქმედებები და მომავალში არ განმეორდეს, მიმდინარეობს მოლაპარაკება იურისტებთან, რომ მოვთხოვოთ მათ გაყალბებული ფაქტების უარყოფა, საქმიანი რეპუტაციის შელახვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და დავალიანების დაფარვა. აღნიშნული პირების ქმედებები ასევე შეიცავს თაღლითობის და გამოძალვის ნიშნებს. შესაბამისად, მათი ქმედებების შესახებ სრულად იქნებიან ინფორმირებული შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები. ასობით გამოჯანმრთელებული პაციენტი ადასტურებს ჩვენი მკურნალობის დადებით დინამიკას და ეფექტიანობას, რითაც მოხარულები ვართ.

- ბატონო თენგიზ, ეს ადამიანები ამბობენ, რომ არიან დაზარალებულები, თქვენი მანიპულაციის შემდეგ მათ გაურთულდათ ჯანმრთელობის მდგომარეობა და ითხოვენ გადახდილი თანხების უკან დაბრუნებას...

- ისინი კი არა, ჩვენ ვართ დაზარალებულები. ყველა მათგანი ვინც გვიჩივის, ჩვენს მიმართ ვალშია. ეს არის ხრიკი ერთგვარი, რომ არ გადაიხადონ მომსახურების საფასური.

- ქალბატონ გულნარი აპრესაშვილის შვილი ამბობს, რომ თქვენი მანიპულაციიდან მალევე დამძიმდა მისი მდგომარეობა და გარდაიცვალა. ექიმები ითხოვდნენ თურმე იმის გარკვევას, რა ნივთიერება შეუყვანეთ მას ორგანიზმში, რომ ამის საწინააღრმდეგოდ ემკურნალათ, მაგრამ ოჯახმა ამაზეც პასუხი ვერ მიიღო...

- მაოცებს როცა ლაპარაკია ც ანტიდოტზე. ეს ნიშნავს, რომ გაანეიტრალო რაღაც ტოქსინი, ჩვენ არ შეგვყავს არაფერი ისეთი, რაც არის ხელოვნური, ჩვენ შეგვყავს ნატურალური და თვითონ პაციენტისგან აღებული ნივთიერება, ამიტომ რა ანტიდოტი სჭირდებოდათ? როცა მოვიდნენ ჩვენთან კონსულტაციაზე, დაწვრილებით ავუხსენი, რაში მდგომარეობს ჩვენი მკურნალობა, რა შედეგს უნდა ელოდნენ, როგორ ვითარდება სხვადასხვა ადამიანებში და რა რისკფაქტორებია. ამ ქალბატონის შემთხევვაში იყო რისკი მისი ასაკი, წონა, პრობლემა, სახსრებს შორის იყო დაზიანება, რადგან რეგენერაციული მედიცინა ნიშნავს აღდგენას, ამ დროს ხდება აღდგენა იმ ხრტილის, მას რამდენიმე პროცედურა უნდა ჩაეტარებინა. ვუთხარი ისევ მოსულიყვნენ, ასევე ისიც, რომ აღდგენას უნდა დალოდებოდნენ 2-3 თვე, ხშირად არის შედეგი მაშინვე, პროცედურის შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ ნელა დგება... იმ ქალბატონს ასევე გულის პრობლემა ჰქონდა, წნევები აწუხებდა, მძიმეწონიანი იყო, ეს ყველაფერი ძალიან ცუდია სახსრებისთვის. ახლდა სამი შვილი, ყველანი ექიმები, ეს ახალი მედიცინაა და ძნელია უცებ აღქმა. მისვამდნენ კითხვებს, სლაიდებიც ვაჩვენე და ვუთხარი, რომ ეს არის რევოლუციური მედიცინა, რომელიც შემოდის მსოფლიოში. ჩვენ ვკურნავთ განუკურნებელ დაავადებებს, როგორიცაა: ინსულტი, დამბლა, ისეთ დაზიანებებს, რომელსაც ამპუტაცია ემუქრება წყლულების გამო, ვკურნავთ. სპექტრი მკურნალობის არის უზარმაზარი, რეგენერაციულ მედიცინას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს.

- ბატონო თენგიზ, ყველა რესპონდენტი პირიქით ამბობს, რომ მდგომარეობა გაურთულდა, ამას რითი ხსნით მაშინ?

- ეს არის სექტა, ჩვენ ვხუმრობთ მათზე ხშირად ასე. ყველაფერი გაუკეთდა მათ, მაგალითად, იმ ქალბატონის შვილები ამბობდნენ, დედა ვერ გადაიტანს ოპერაციასო და ეს პროცედურა ამიტომ გავუკეთე. ყველაფერმა ჩაიარა კარგად, კმაყოფილები წავიდნენ. როცა გადიოდნენ ეტლით, რადგან მას გადაადგილება არ შეეძლო, დაგვიმტვრიეს ნივთები, 500 ლარის ზარალი მოგვაყენეს, თქვეს, - ავანაზღაურებთო, მაგრამ ჩვენი მენეჯერი, ზვიადი რომ დაუკავშირდა, ფულის გადახდაზე უარი თქვეს. ერთ დღეს დარეკა აპრესაშვილმა და ზვიადს უთხრა, ამ პროცედურის შემდეგ მოვხვდი კლინიკაშიო, ძალიან შევწუხდით. მას ჰქონდა გულის პრობლემები და მელიას კლინიკაში მოხვდა. ჩვენმა მენეჯერმა უთხრა, მოვალთ და ყველაფერს გავარკვევთო, შვილების პასუხი იყო, - თანხა დაგვიბრუნეთ უკანო, არადა, მათ კლინიკის წინაშე აქვთ ახლაც ვალდებულება - ხომ გადაიხადეს 2700 ლარი, უნდა გადაეხადათ ის თანხაც, რაც დააზიანეს. სექტანტებმა ერთმანეთი მონახეს... ავთანდილ გელოვანი ჩვენი პაციენტი იყო, კამერებში ჩანს ყავარჯნების გარეშე მოძრაობდა, ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა აქ და უხსნიდა სხვა პაციენტს როგორი შედეგი ჰქონდა. მენჯბარძაყმა ისეთი ტკივილები იცის, შეუძლებელია ფეხი ფეხზე გადადოს ადამიანმა. ამბობდა, - გაცილებით უკეთესად ვარ, ქმედითი გავხდი, მაგრამ ტკივილები მაქვსო, შემეცოდა და ორჯერ უფასოდ გავუკეთე პროცედურა...

ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგზე, გვინდა ყველა ჩვენი პაციენტი იყოს კარგად. ჩვენზე ლოცულობენ ჩვენი პაციენტები. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ამერიკაში ახალი, ჩვენ ვკურნავთ განუკურნებელ დაავადებებს. გელოვანმა მითხრა, კარგად ვარ, მაგრამ უკეთესად მინდა გავხდეო და ეს იქნება ფასიანი, რადგან ჩვენ ამას ვყიდულობთ და ძვირი ჯდება რეგენერაციული აგენტები - მეთქი და ფულის გადახდა არ მოეწონა. თუ უფასოდ იქნებოდა, უნოდოდა...

- საკმაოდ დიდი თანხები გადაიხადა ამ ხალხმა, 3000-3700 ლარი, ყველაზე ცოტა აქვს გადახდილი გაბუნიას, რომელიც ამბობს, რომ ძვალი გაქრა პროცედურის შემდეგ...

- ხელზე ტრავმა ჰქონდა გაბუნიას, თქვა გამიკეთეს რამდენიმე ოპერაცია და არაფერი გამოვიდა, რკინები ჩამისვეს, მაინც არაფერი გამოვიდაო. ჭრილობა იქ არ იყო, იქ იყო მრავლობითი მოტეხილობა და ჩაშლილი იყო ძვალი რამდენიმე ადგილას. არ შეხორცდა ძვლები და ფირფიტები ჩაუდეს. მას ვუთხარი, - ჩემთან ასეთი დიაგნოზით არავინ მოსულა, მაგრამ თუ გინდათ გაგიკეთებთ, შეიძლება დაგეხმაროთ აგენტები- მეთქი. გარანტიას მედიცინაში არ იძლევიან. ყველას ვპასუხობ, მე ვერ მოგცემთ გარანტიას, რადგან შედეგზე მოქმედებს ბევრი ფაქტორი და არ ვიცით, ორგანიზში რა ხდება, როგორ იმოქმედებს. ჩვენთან არ არის რისკები, ალერგიები, გვერდითი მოვლენები.

- მაშინ რატომ გაურთულდა ამ ხალხს მდგომარეობა?

- გაბუნიამაც ისე იწუწუნა, ადამიანურად შემეცოდა და ვუთხარი, მოგების გარეშე რაც ჯდება, იმ ფასად გაგიკეთებთ-მეთქი. უპრობლემოდ ჩაუტარდა პროცედურა, მაგრამ ბოლომდე თანხა არ დაფარა, ისე წავიდა. რომ დაურეკეს, პასუხი იყო თავხედური, - ჯერ არ ვიცი როგორი შედეგი იქნება, მივდივარ კოჯორში და შემოდგომაზე ჩამოვალო... ოქტომბერში მოვიდა ჩვენთან და ძალიან თბილად მელაპარაკა, არ ეტყობოდა, რომ პრობლემები ჰქონდა, ის იყო კმაყოფილი.

- ამბობს, თქვენ არ მიიღეთ ის, ამიტომ იძულებულიყო გახდა მიღებაზე სხვა სახელით ჩაწერილიყო...

- პაციენტებისთვის ჩვენი კარი ღიაა, რა საჭიროა სხვისი სახელი და გვარით ჩაწერა, ტყუილია, ჩვენ ნებისმიერს ვესაუბრებით. რაც შეეხება გარანტიებს, დამისახელეთ მედიცინაში ვინ იძლევა გარანტიებს? მომღიმარი სახით მოვიდა ჩემთან და დამიწყო ლაპარაკი, ვუთხარი, - თქვენ არ ხართ ჩაწერილი, სხვა პაციენტი მელოდება-მეთქი. ატეხა სკანდალი, მოვიდა შვილთან ერთად, შემოიპარა რაღაცნაირად და დაიწყო მუქარები, რომ თურმე ვალდებული ვიყავი, მემკურნალა... ეს ყალბი საუბარია, ძვალი კი არ დაიშალა, ოპერაციისგან რაც იყო, ის ცოტა დაშორდა... აზრი არ ჰქონდა მასთან ლაპარაკს, სხვა სპეციალისტსაც გადავუგზავნე მისი სურათები, რომელმაც თქვა, - ამას სჭირდება ოპერაციაო..

- მერი პეტრიაშვილზე რას იტყვით, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზით რომ მოვიდა?

- მას დაველაპარაკე ინტერნეტით, რადგან ვერ შეძლო მოსვლა. გაფანტული სკლეროზის ეფექტი არ არის 100%-იანი, შედეგი არის 69 %. ეს ძალიან მაღალია, რადგან ამ დიაგნოზით ადამიანი ინვალიდობაში ატარებს დროს. დაწვრილებით ვუხსნი პაცენტს ყველა დეტალს, მასაც ვუთხარი სამი პროცედურა დასჭირდებოდა და არ არის აქ გარანტია 100%-იანი- მეთქი. გავუკეთეთ პროცედურა, მასაც არ გადაუხდია ბოლომდე თანხა. თქვა, სახლიდან გადმოვრიცხავო, მეორე დღეს რეკავს და ამბობს, კვლავ ეტლში ვარო. ძალიან სერიოზული დაავადება გაქვთ, განუკურნებელი და მხოლოდ რეგენერაციულ მედიცინას აქვს 69 პროცენტი-მეთქი. მან იცოდა, რომ კიდევ უნდა ჩაეტარებინა პროცედურა, მაგრამ არ ჩაუტარებია. ეს ისეთი დაავადებაა, ყოველ დღე უარესდება მდგომარეობა. ერთი თვის შემდეგ ისევ გჭირდება პროცედურა მესამედ-მეთქი. მითხრა, რატომ უნდა გავიკეთოო... პრეტენზიები ფულის დაბრუნებაზე არ ჰქონია, ეფექტი რომ არ იყო, ამაზე წუხდა.

- რა შეგყავთ ორგანიზმში?

- გააჩნია რა პროცედურა ტარდება. ღეროვანი უჯრედების გააქტიურებაც ხდება, თუ ანთებაა, იმას შლის. ბევრ კარგ რამეს აკეთებს. ძვირადღირებული აპარატით ხდება პროცედურა და ჩვენ ვამზადებთ კოქტეილს, რომელიც მზადდება სხვადასხვანაირად, შეგვყავს აგენტები და ამით უჯრედების გაჯერება ხდება.

- დაგკითხათ უკვე გამომძიებელმა?

- ჩვენ მივეცით გამოძიებას ჩვენება და ყველა კითხვას ვუპასუხეთ. პროკურატურაში ძალიან თავაზიანი გამომძიებელი იძიებს და დიდი სიმპათიებით იყო. ბევრი ბედნიერი და მადლიერი პაციენტი გვყავს და ამასაც ხედავს ის. ვამბობ, რომ ყველა ამ შემთხვევაში ბოლომდე რომ მიეყვანათ მკურნალობა, შედეგი ექნებოდათ.