საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის გარემო, სადაც არავინ გმტრობს, არ გერჩის, არ გატყუებს..." - დედა სიდონიას შექმნილი წალკოტი წინანდალში, მშობლების დანატოვარ კარ-მიდამოში
"ეს არის გარემო, სადაც არავინ გმტრობს, არ გერჩის, არ გატყუებს..." - დედა სიდონიას შექმნილი წალკოტი წინანდალში, მშობლების დანატოვარ კარ-მიდამოში

ჯერ კი­დევ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გა­და­წყვი­ტა სო­ფელ წი­ნან­დალ­ში მა­მი­სე­უ­ლი სახლ-კა­რის­თვის მი­ე­ხე­და და იქა­უ­რო­ბის­თვის ახა­ლი სი­ცო­ცხლე შთა­ე­ბე­რა. დღეს იქ ნამ­დვი­ლი წალ­კო­ტია, რა­საც დედა სი­დო­ნი­ამ და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გად მი­აღ­წია.

"აქ პე­რი­ო­დუ­ლად ვარ ხოლ­მე, სწო­რედ ამ დროს მი­წევს ამ ბა­ღის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბაც. ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა­ში და მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­დო­დი, მა­გა­ლი­თად, ლო­ბიო დავ­თე­სე, რომ დავ­ბრუნ­დი, გაზ­რდი­ლი დამ­ხვდა. მერე გავ­მარ­გლე, გავ­თოხ­ნე და ისევ წას­ვლა მო­მი­წია. ასე­თი ინ­ტერ­ვა­ლე­ბით, მაგ­რამ მა­ინც ვა­ხერ­ხებ, რომ აქა­უ­რო­ბას ვუ­პატ­რო­ნო. ასე რომ, ვთოხ­ნი, ვმარ­გლავ, სა­სუ­ქი შე­მაქვს, ვსხლავ და ვთი­ბავ“, - გვე­უბ­ნე­ბა დედა სი­დო­ნია, რო­მელ­საც ახლა ambebi.ge სრუ­ლი­ად სხვა რა­კურ­სით გა­გაც­ნობთ. ის თა­ვის სა­მე­ურ­ნეო გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და გა­ე­რე­მოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გვი­ამ­ბობს.

- აქ მამა ცხოვ­რობ­და. ის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნი იყო... აქ არის მისი დარ­გუ­ლი ხე­ე­ბი. დე­დას,მა­გა­ლი­თად, ლეღ­ვის ხე უყ­ვარ­და და იმ ხეს­თან რომ გა­ვივ­ლი, - ასე­თი სუ­რა­თი იღ­ვი­ძებს - მზი­ა­ნი დღეა, დედა ბედ­ნი­ე­რი სა­ხით დგას და კრეფს ლეღვს... ამ მო­გო­ნე­ბე­ბით კი არ ვცხოვ­რობ, უბ­რა­ლოდ, ამ ბაღს კარ­გი ამ­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა... გვაქვს თხი­ლის პლან­ტა­ცია. იმ­დე­ნი კი არ არის, რომ გა­ყი­დო, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ბევ­რია. თხი­ლის ბუჩ­ქე­ბის­გან ცო­ცხა­ლი ღო­ბეა შექ­მნი­ლი... პან­დე­მი­ი­სას აქ რომ შე­მო­ვე­დი, ეზო დიდი ხნის მი­ტო­ვე­ბუ­ლი გახ­ლდათ. ჩემი და აქე­დან 6 წლის წა­სუ­ლი იყო. გა­და­ბუ­რუ­ლი დამ­ხვდა მთე­ლი ფარ­თო­ბი. ჰოდა, თავი რომ დავ­ხა­რე და მუ­შა­ო­ბას შე­ვუ­დე­ქი, ჯე­რაც არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ. ძველ სახ­ლსაც რა­ღაც­ნა­ი­რი მი­ტო­ვე­ბუ­ლი იერი ჰქონ­და. ბერ­ძნულ ფე­რებ­ში შევ­ღე­ბე - თეთ­რი კე­დე­ლი და ცის­ფე­რი და­რა­ბე­ბია. სახლ-კარი "გა­ვა­ღი­მე" და გა­მო­ვა­ცო­ცხლე.

მე აქა­უ­რო­ბა არ მი­მი­ტო­ვე­ბია... სა­ერ­თოდ ბავ­შვო­ბა­ში აქ არ მი­ცხოვ­რია, დე­ი­და მზრდი­და, ზა­ფხულ­ში მოვ­დი­ო­დი ხოლ­მე. ისე, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მი­ცხოვ­რია თუ არა, ეს ჩემი მშობ­ლე­ბის სახ­ლია... მერე მშობ­ლე­ბი რომ გე­ნატ­რე­ბა, ის ად­გი­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გეძ­ვირ­ფა­სე­ბა, სა­დაც ისი­ნი და­დი­ოდ­ნენ.

- მოკ­ლედ, მი­ტო­ვე­ბულ გა­რე­მოს ახა­ლი სი­ცო­ცხლე შთა­ბე­რეთ.

- სახ­ლის სა­ხუ­რა­ვის შეც­ვლაც კი მე და ჩემს დის­შვილს მოგ­ვი­წია... თა­ვის დრო­ზე სა­ბერ­ძნეთ­ში წა­ვე­დი, 9 წელი იქ ვი­ყა­ვი... მერე კი გა­მო­ვი­და, რომ აქ ღმერ­თმა და­მაბ­რუ­ნა... მამა ისე­თი მად­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, ეტყო­ბა, იქი­დან ლო­ცუ­ლობ­და და ღმერ­თმა მისი ლოც­ვა შე­ის­მი­ნა...

ზოგს ალ­ბათ ჰგო­ნია, აქ იმი­ტომ ვარ და ამ ყვე­ლა­ფერს იმი­ტომ ვა­კე­თებ, რომ მო­ნას­ტერ­მა არ მი­მი­ღო... ჯერ ერთი მა­ნამ­დეც კე­თილ­მო­წე­სე გახ­ლდით, მო­ნას­ტრის მდი­ვა­ნი... ახლა წა­სუ­ლი რომ ვი­ყა­ვი, ჩემი და­ტო­ვე­ბა უნ­დო­დათ... იუ­რი­დი­უ­ლად ნორ­ვე­გი­ას ვე­კუთ­ვნით... სა­ბერ­ძნეთ­ში ვინც ვი­ყა­ვით, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ნა­წილ­დნენ... ამე­რი­კა­შიც გვაქვს ძა­ლი­ან კარ­გი და ცნო­ბი­ლი მო­ნას­ტე­რი. მო­ძღვარ­მა მი­თხრა, - იქაც გე­ლო­დე­ბი­ა­ნო, მაგ­რამ რა­ღაც პე­რი­ო­დი ბევ­რი რა­მის გა­და­სა­ფა­სებ­ლად, მიკ­როკ­ლი­მა­ტი მჭირ­დე­ბო­და... სულ აქ ვერ ვიქ­ნე­ბი, ნელ-ნელა გა­და­მიყ­ვა­ნენ იქით. უბ­რა­ლოდ რა­ღაც პე­რი­ო­დი ასე­თი მი­სია მაქვს, რომ აქ უნდა ვიყო... თან, პან­დე­მი­ის შემ­დეგ შევ­რჩი... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს ბერ­ძენ მო­ძღვარს ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე აქვს მო­ნას­ტე­რი, აქა­უ­რო­ბას სულ ვერ ვტო­ვებ. როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მე­ებ­ზე ჩა­მოვ­დი­ვარ, ვუვ­ლი, ვპატ­რო­ნობ. აქ ყოფ­ნა, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ცალ­კე თე­რა­პი­აა. ბევ­რს ვფიქ­რობ - პა­ტა­რა ტი­ბე­ტი მაქვს და ათო­ნის მთა. თან მა­მა­ჩე­მის საქ­მეს, რაც დაგ­ვი­ტო­ვა, ვაგ­რძე­ლებ. რო­გორც გა­უ­ხარ­დე­ბო­და, რომ ენა­ხა... ასე მგო­ნია, რა­ღაც­ნა­ი­რად მას ვა­ცო­ცხლებ კი­დეც. გარ­და იმი­სა, რომ ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ღმერ­თმა თით­ქოს თა­ვის პლა­ნე­ტის გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რია ჩა­მა­ბა­რა და იმა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვარ. უნდა იყოს ისე­თი, რო­გო­რიც მოგ­ვცა, უნდა ყვა­ო­დეს...

- გა­და­ბუ­რუ­ლი ეზოს გა­ლა­მა­ზე­ბა თა­ვი­დან რო­გორ და­ი­წყეთ?

- ხე­ე­ბის გას­ხვლით. აქ გავ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო... ყვე­ლა­ნა­ი­რი ხე­ხი­ლი ხა­რობს. იმ შე­მოდ­გო­მით­ვე, როცა მო­ვე­დი, გავ­სხა­ლი ხე­ე­ბი და თე­ბერ­ვალ­ში კვი­პა­რო­სე­ბი და ახა­ლი ხე­ხი­ლიც და­ვა­მა­ტე. ქლი­ავ­მა წელს უკვე და­ის­ხა, ბრო­წე­უ­ლი ახლა პირ­ვე­ლად აყ­ვავ­და, მსხა­ლიც ის­ხამს. სულ ვრწყავ­დი, ვბა­რავ­დი, სა­სუ­ქი შემ­ქონ­და. გას­ხვლა თხი­ლებ­საც უნ­დო­და... ამ წუ­თას ხე­ლე­ბი სე­კა­ტო­რის­გან გა­და­ტყა­ვე­ბუ­ლი მაქვს...

თუ­თა­ზე დე­კო­რა­ცი­ის­თვის ჩი­ტე­ბის­თვის პა­ტა­რა სახ­ლი დავ­კი­დე, იმ­დე­ნად დაბ­ლა იყო, არ მე­გო­ნა, თუ შე­სახ­ლდე­ბოდ­ნენ და ერთხე­ლაც იქი­დან ჭი­კ­ჭი­კი გა­ვი­გო­ნე.

- მოკ­ლედ, თქვენ­ზეა ნათ­ქვა­მი, მად­ლი­ა­ნი ხელი აქ­ვსო...

- ეგ არ ვიცი, მაგ­რამ სა­დაც რა­ი­მე თეს­ლი ჩავ­ყა­რე, ყვე­ლა­ფე­რი ამო­ვი­და. უდ­რო­ო­დაც რომ დავრგე, არა­ფე­რი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლა... კვი­პა­რო­სებს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, რომ გა­ე­ხა­რათ... ყვე­ლა სე­ზო­ნის ხილი ხომ არის და ორი სე­ზო­ნის მარ­წყვი მაქვს, ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბი­ან. ცოტა ხნის წინ ალუ­ბა­ლიც დავ­კრი­ფე. წელს ცოტა უც­ნა­უ­რი ამინ­დე­ბია და ისე ვერ და­ის­ხა, რო­გორც შარ­შან, მაგ­რამ მუ­რა­ბა მა­ინც გა­ვა­კე­თე. ტყემ­ლის­გან სა­წე­ბე­ლი პირ­ვე­ლად მო­ვა­თუხ­თუ­ხე. მუ­რა­ბე­ბი პირ­ვე­ლად შარ­შან მოვ­ხარ­შე. მერე სხვებს ვჩუქ­ნი­დი, ვა­ხა­რებ­დი.

ჩემი პა­ტა­რა კე­ლი­აა აქ და მის კე­დელ­ზე ვაზი თა­ვი­სით ავი­და. მა­მა­ჩე­მის გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხი იყო, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე მო­იჭ­რა, მაგ­რამ ფეს­ვი­დან ამო­ვი­და და აგერ უკვე მტე­ვა­ნიც აქვს, გა­მი­ხარ­და.

- ბუ­ნე­ბას­თან ასე­თი მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის ფონ­ზე რას მიხ­ვდით?

- აი, ჩემ­თვის მთა­ვა­რი ამ შემ­თხვე­ვა­ში რა არის - მცე­ნა­რე­ე­ბი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას მიჰ­ყვე­ბი­ან. ღმერ­თმა რო­გორც შექ­მნა ისი­ნი, ისე­ვე არი­ან, მათ არ გა­და­უხ­ვე­ვი­ათ იმ გზის­თვის. ფო­თო­ლი, ნა­ყო­ფი იმ დროს გა­მო­აქვთ, როცა სა­ჭი­როა. მიყ­ვე­ბი­ან წესს, რო­მე­ლიც მათ­თვის და­წეს­და. ჩემ­თვის ისი­ნი ღმერ­თის მორ­ჩი­ლე­ბი არი­ან. მათი ეს რიტ­მი კი მიკ­როკ­ლი­მატს მიქ­მნის... თე­ბერ­ვალ­ში გაღ­ვი­ძე­ბას იწყე­ბენ და შე­მოდ­გო­მამ­დე გარ­კვე­ულ პრო­ცე­სებს და ეტა­პებს გა­დი­ან. მათი ეს წეს­რი­გი ძა­ლი­ან მამ­შვი­დებს - ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად რომ ცო­ცხლო­ბენ, გა­ხა­რე­ბენ... ჩემ­თვის მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სუ­ლის სა­ვარ­ჯი­შო­ცაა.

- ბოს­ტა­ნიც რა ლა­მა­ზია...

- ბოს­ტან­ში მაქვს პო­მი­დო­რი, კიტ­რი, ლო­ბიო, ყა­ბა­ყი, მაქვს მწვა­ნი­ლი, სი­მინ­დი. კი, ლა­მა­ზი ბოს­ტა­ნია... ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ჩემ­თვის გეგ­მა­რე­ბა იყო. სად და­მე­თე­სა და სად და­მერ­გო ჩი­თი­ლე­ბი, სად იყო უკე­თე­სი მიწა, რო­მელ მცე­ნა­რეს უყ­ვარს მზე თუ ჩრდი­ლი... პირ­ველ წელს, როცა და­ვი­წყე, მარ­თლა სა­სა­ცი­ლო რამ იყო, მცე­ნა­რე­ე­ბის თეს­ლებს ორ­მო­ებ­ში მუჭა-მუჭა ვყრი­დი. მერე რომ ამო­ვი­და, მისი გა­მოხ­შირ­ვა მი­წევ­და და უკვე გა­ხა­რე­ბუ­ლი ჩი­თი­ლე­ბი გა­და­საყ­რე­ლად მე­ნა­ნე­ბო­და. ერთ ბუ­დე­ში სამი მარ­ცვლის ნაც­ვლად მგო­ნი, 100 მქონ­და ჩაყ­რი­ლი.

- ეტყო­ბა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოც­დი­ლე­ბა არ გქონ­დათ...

- მარ­თა­ლია, არ ვი­ცო­დი. მე­ურ­ნე­ო­ბა მო­ნას­ტერ­ში მე არ მე­ბა­რა. ამი­ტომ, არას­დროს მქო­ნია მას­თან შე­ხე­ბა, მერე ავა­დაც რომ ვი­ყა­ვი, ამის მი­ზე­ზი ესეც იყო... ახ­ლაც აკ­რძა­ლუ­ლი მაქვს მზე­ში ყოფ­ნა... მა­გა­ლი­თად, ლო­ბი­ოს უფრო მეტ­საც დავ­თე­სავ­დი, სხვის­თვი­საც რომ გა­მე­ნა­წი­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ სარ­წყა­ვი წყლის პრობ­ლე­მაა... ზო­გა­დად აქ ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი პრო­დუქ­ტი მო­დის. ერთ ად­გი­ლას ძვე­ლი ხე­ე­ბი ამოვ­ყა­რეთ და რად­გან ორ­მო­ე­ბი გაჩ­ნდა, კარ­ტო­ფი­ლი დავ­თე­სე, უგემ­რი­ე­ლე­სი კარ­ტო­ფი­ლი მო­ვი­და.

- მწვა­ნე, ხას­ხა­სა ეზო გაქვთ...

- იმი­ტომ, რომ მწვა­ნე მოლი მიყ­ვარს, გოლ­ფის მო­ე­და­ნი რო­მაა, ისე­თი. ბა­ლა­ხი და­ბალ­ზე უნდა იყოს გაკ­რე­ჭი­ლი და ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ელექტრო­საკ­რე­ჭი მაქვს. თვი­თონ ვთი­ბავ. თა­ვი­დან ცოტა უხე­ში ბა­ლა­ხი იყო და გაკ­რე­ჭის შემ­დეგ თით­ქოს გა­კე­თილ­შო­ბილ­და და ისე­თი უხე­ში აღარ არის. რბი­ლი და ნა­ზია... ხე­ებს კი­რით ვღე­ბავ, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია და თან, ლა­მა­ზიც.

- ყვა­ვილ­ნა­რიც იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას...

- სხვა­დას­ხვა სექ­ცია მაქვს - ერ­თში არის ლა­ვან­დე­ბი, ბა­ზი­ლი­კე­ბი, ტი­ტე­ბი... მე­ო­რე სექ­ცი­ა­ში დიდი ბუჩ­ქი ყვა­ვი­ლე­ბია... თა­ვი­დან უნდა და­ად­გი­ნო, მჟა­ვე ნი­ა­და­გი რო­მელს უყ­ვარს... ვარ­დე­ბი ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და­მი­კალ­მა. ყვე­ლა გა­დარ­ჩა. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად მაქვს შე­ხე­ბა ვარ­დებ­თან და მე­გო­ნა, არას­დროს მექ­ნე­ბო­და... ბე­ბი­ას ჰქონ­და ძა­ლი­ან კარ­გი ბოს­ტა­ნი და ყვა­ვილ­ნა­რი, ვარ­დე­ბიც უყ­ვარ­და. ეტყო­ბა, მის­გან გა­მომ­ყვა ბუ­ნე­ბის ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი. ჩემს უკ­რა­ი­ნელ ბე­ბი­ა­საც ჰქონ­და ბოს­ტა­ნი და ეზოს სა­ოც­რად უვ­ლი­და. ბევ­რს შრო­მობ­და. ასე რომ, ვარ­დე­ბის მოვ­ლას ჯერ კი­დევ ვსწავ­ლობ...

ჩემს ეზოს ბევ­რი ფრინ­ვე­ლიც სტუმ­რობს. ბა­ლახს რომ მოვ­თი­ბავ, მოლს ჩი­ტე­ბი შე­მო­ე­სე­ვი­ან ხოლ­მე, რად­გან ბა­ლა­ხის თეს­ლი მო­თი­ბულ­ში იყ­რე­ბა, რო­მელ­საც გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თმე­ვენ. დიდი ჟრი­ა­მუ­ლი აქვთ. მო­დი­ან შაშ­ვე­ბი, იმ დღეს აივ­ნის წინ ოფო­ფიც და­დი­ო­და... და­ბალ ბა­ლახ­ზე საკ­ვებს ად­ვი­ლად კრე­ფენ... არი­ან მო­ლა­ღუ­რე­ბიც. ზღარ­ბიც მყავს, ეჟე და­ვარ­ქვი...

ეს არის გა­რე­მო, სა­დაც არა­ვინ გმტრობს, არ გერ­ჩის, არ გა­ტყუ­ებს, პი­რი­ქით, გი­ღი­მის, თა­ვის საქ­მეს აკე­თებს... დის­ციპ­ლი­ნაა... ამ გა­რე­მოს კი სი­ხა­რუ­ლი მო­აქვს. ასე რომ, რაც ჩემ გარ­შე­მოა, მინ­და, მოვ­ლი­ლი, ლა­მა­ზი და ჯან­მრთე­ლი იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს არის გარემო, სადაც არავინ გმტრობს, არ გერჩის, არ გატყუებს..." - დედა სიდონიას შექმნილი წალკოტი წინანდალში, მშობლების დანატოვარ კარ-მიდამოში

"ეს არის გარემო, სადაც არავინ გმტრობს, არ გერჩის, არ გატყუებს..." - დედა სიდონიას შექმნილი წალკოტი წინანდალში, მშობლების დანატოვარ კარ-მიდამოში

ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა სოფელ წინანდალში მამისეული სახლ-კარისთვის მიეხედა და იქაურობისთვის ახალი სიცოცხლე შთაებერა. დღეს იქ ნამდვილი წალკოტია, რასაც დედა სიდონიამ დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწია.

"აქ პერიოდულად ვარ ხოლმე, სწორედ ამ დროს მიწევს ამ ბაღის მოვლა-პატრონობაც. ვიდრე უკრაინაში და მონასტერში წავიდოდი, მაგალითად, ლობიო დავთესე, რომ დავბრუნდი, გაზრდილი დამხვდა. მერე გავმარგლე, გავთოხნე და ისევ წასვლა მომიწია. ასეთი ინტერვალებით, მაგრამ მაინც ვახერხებ, რომ აქაურობას ვუპატრონო. ასე რომ, ვთოხნი, ვმარგლავ, სასუქი შემაქვს, ვსხლავ და ვთიბავ“, - გვეუბნება დედა სიდონია, რომელსაც ახლა ambebi.ge სრულიად სხვა რაკურსით გაგაცნობთ. ის თავის სამეურნეო გამოცდილებასა და გაერემოსთან ურთიერთობაზე გვიამბობს.

- აქ მამა ცხოვრობდა. ის ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადამიანი იყო... აქ არის მისი დარგული ხეები. დედას,მაგალითად, ლეღვის ხე უყვარდა და იმ ხესთან რომ გავივლი, - ასეთი სურათი იღვიძებს - მზიანი დღეა, დედა ბედნიერი სახით დგას და კრეფს ლეღვს... ამ მოგონებებით კი არ ვცხოვრობ, უბრალოდ, ამ ბაღს კარგი ამბები უკავშირდება... გვაქვს თხილის პლანტაცია. იმდენი კი არ არის, რომ გაყიდო, მაგრამ საკმაოდ ბევრია. თხილის ბუჩქებისგან ცოცხალი ღობეა შექმნილი... პანდემიისას აქ რომ შემოვედი, ეზო დიდი ხნის მიტოვებული გახლდათ. ჩემი და აქედან 6 წლის წასული იყო. გადაბურული დამხვდა მთელი ფართობი. ჰოდა, თავი რომ დავხარე და მუშაობას შევუდექი, ჯერაც არ გავჩერებულვარ. ძველ სახლსაც რაღაცნაირი მიტოვებული იერი ჰქონდა. ბერძნულ ფერებში შევღებე - თეთრი კედელი და ცისფერი დარაბებია. სახლ-კარი "გავაღიმე" და გამოვაცოცხლე.

მე აქაურობა არ მიმიტოვებია... საერთოდ ბავშვობაში აქ არ მიცხოვრია, დეიდა მზრდიდა, ზაფხულში მოვდიოდი ხოლმე. ისე, რა მნიშვნელობა აქვს, მიცხოვრია თუ არა, ეს ჩემი მშობლების სახლია... მერე მშობლები რომ გენატრება, ის ადგილები განსაკუთრებით გეძვირფასება, სადაც ისინი დადიოდნენ.

- მოკლედ, მიტოვებულ გარემოს ახალი სიცოცხლე შთაბერეთ.

- სახლის სახურავის შეცვლაც კი მე და ჩემს დისშვილს მოგვიწია... თავის დროზე საბერძნეთში წავედი, 9 წელი იქ ვიყავი... მერე კი გამოვიდა, რომ აქ ღმერთმა დამაბრუნა... მამა ისეთი მადლიანი ადამიანი იყო, ეტყობა, იქიდან ლოცულობდა და ღმერთმა მისი ლოცვა შეისმინა...

ზოგს ალბათ ჰგონია, აქ იმიტომ ვარ და ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ მონასტერმა არ მიმიღო... ჯერ ერთი მანამდეც კეთილმოწესე გახლდით, მონასტრის მდივანი... ახლა წასული რომ ვიყავი, ჩემი დატოვება უნდოდათ... იურიდიულად ნორვეგიას ვეკუთვნით... საბერძნეთში ვინც ვიყავით, სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილდნენ... ამერიკაშიც გვაქვს ძალიან კარგი და ცნობილი მონასტერი. მოძღვარმა მითხრა, - იქაც გელოდებიანო, მაგრამ რაღაც პერიოდი ბევრი რამის გადასაფასებლად, მიკროკლიმატი მჭირდებოდა... სულ აქ ვერ ვიქნები, ნელ-ნელა გადამიყვანენ იქით. უბრალოდ რაღაც პერიოდი ასეთი მისია მაქვს, რომ აქ უნდა ვიყო... თან, პანდემიის შემდეგ შევრჩი... მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბერძენ მოძღვარს ყველა კონტინენტზე აქვს მონასტერი, აქაურობას სულ ვერ ვტოვებ. როცა საქართველოში საქმეებზე ჩამოვდივარ, ვუვლი, ვპატრონობ. აქ ყოფნა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცალკე თერაპიაა. ბევრს ვფიქრობ - პატარა ტიბეტი მაქვს და ათონის მთა. თან მამაჩემის საქმეს, რაც დაგვიტოვა, ვაგრძელებ. როგორც გაუხარდებოდა, რომ ენახა... ასე მგონია, რაღაცნაირად მას ვაცოცხლებ კიდეც. გარდა იმისა, რომ ბუნება ძალიან მიყვარს. ღმერთმა თითქოს თავის პლანეტის გარკვეული ტერიტორია ჩამაბარა და იმაზე პასუხისმგებელი ვარ. უნდა იყოს ისეთი, როგორიც მოგვცა, უნდა ყვაოდეს...

- გადაბურული ეზოს გალამაზება თავიდან როგორ დაიწყეთ?

- ხეების გასხვლით. აქ გავლა შეუძლებელი იყო... ყველანაირი ხეხილი ხარობს. იმ შემოდგომითვე, როცა მოვედი, გავსხალი ხეები და თებერვალში კვიპაროსები და ახალი ხეხილიც დავამატე. ქლიავმა წელს უკვე დაისხა, ბროწეული ახლა პირველად აყვავდა, მსხალიც ისხამს. სულ ვრწყავდი, ვბარავდი, სასუქი შემქონდა. გასხვლა თხილებსაც უნდოდა... ამ წუთას ხელები სეკატორისგან გადატყავებული მაქვს...

თუთაზე დეკორაციისთვის ჩიტებისთვის პატარა სახლი დავკიდე, იმდენად დაბლა იყო, არ მეგონა, თუ შესახლდებოდნენ და ერთხელაც იქიდან ჭიკჭიკი გავიგონე.

- მოკლედ, თქვენზეა ნათქვამი, მადლიანი ხელი აქვსო...

- ეგ არ ვიცი, მაგრამ სადაც რაიმე თესლი ჩავყარე, ყველაფერი ამოვიდა. უდროოდაც რომ დავრგე, არაფერი გაფუჭებულა... კვიპაროსებს ველაპარაკებოდი, რომ გაეხარათ... ყველა სეზონის ხილი ხომ არის და ორი სეზონის მარწყვი მაქვს, ერთმანეთს ენაცვლებიან. ცოტა ხნის წინ ალუბალიც დავკრიფე. წელს ცოტა უცნაური ამინდებია და ისე ვერ დაისხა, როგორც შარშან, მაგრამ მურაბა მაინც გავაკეთე. ტყემლისგან საწებელი პირველად მოვათუხთუხე. მურაბები პირველად შარშან მოვხარშე. მერე სხვებს ვჩუქნიდი, ვახარებდი.

ჩემი პატარა კელიაა აქ და მის კედელზე ვაზი თავისით ავიდა. მამაჩემის გაშენებული ვენახი იყო, რომელიც თავის დროზე მოიჭრა, მაგრამ ფესვიდან ამოვიდა და აგერ უკვე მტევანიც აქვს, გამიხარდა.

- ბუნებასთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობის ფონზე რას მიხვდით?

- აი, ჩემთვის მთავარი ამ შემთხვევაში რა არის - მცენარეები კანონზომიერებას მიჰყვებიან. ღმერთმა როგორც შექმნა ისინი, ისევე არიან, მათ არ გადაუხვევიათ იმ გზისთვის. ფოთოლი, ნაყოფი იმ დროს გამოაქვთ, როცა საჭიროა. მიყვებიან წესს, რომელიც მათთვის დაწესდა. ჩემთვის ისინი ღმერთის მორჩილები არიან. მათი ეს რიტმი კი მიკროკლიმატს მიქმნის... თებერვალში გაღვიძებას იწყებენ და შემოდგომამდე გარკვეულ პროცესებს და ეტაპებს გადიან. მათი ეს წესრიგი ძალიან მამშვიდებს - ჩვენგან დამოუკიდებლად რომ ცოცხლობენ, გახარებენ... ჩემთვის მათთან ურთიერთობა სულის სავარჯიშოცაა.

- ბოსტანიც რა ლამაზია...

- ბოსტანში მაქვს პომიდორი, კიტრი, ლობიო, ყაბაყი, მაქვს მწვანილი, სიმინდი. კი, ლამაზი ბოსტანია... ყველაზე რთული ჩემთვის გეგმარება იყო. სად დამეთესა და სად დამერგო ჩითილები, სად იყო უკეთესი მიწა, რომელ მცენარეს უყვარს მზე თუ ჩრდილი... პირველ წელს, როცა დავიწყე, მართლა სასაცილო რამ იყო, მცენარეების თესლებს ორმოებში მუჭა-მუჭა ვყრიდი. მერე რომ ამოვიდა, მისი გამოხშირვა მიწევდა და უკვე გახარებული ჩითილები გადასაყრელად მენანებოდა. ერთ ბუდეში სამი მარცვლის ნაცვლად მგონი, 100 მქონდა ჩაყრილი.

- ეტყობა, ამ მიმართულებით გამოცდილება არ გქონდათ...

- მართალია, არ ვიცოდი. მეურნეობა მონასტერში მე არ მებარა. ამიტომ, არასდროს მქონია მასთან შეხება, მერე ავადაც რომ ვიყავი, ამის მიზეზი ესეც იყო... ახლაც აკრძალული მაქვს მზეში ყოფნა... მაგალითად, ლობიოს უფრო მეტსაც დავთესავდი, სხვისთვისაც რომ გამენაწილებინა, მაგრამ სარწყავი წყლის პრობლემაა... ზოგადად აქ ძალიან გემრიელი პროდუქტი მოდის. ერთ ადგილას ძველი ხეები ამოვყარეთ და რადგან ორმოები გაჩნდა, კარტოფილი დავთესე, უგემრიელესი კარტოფილი მოვიდა.

- მწვანე, ხასხასა ეზო გაქვთ...

- იმიტომ, რომ მწვანე მოლი მიყვარს, გოლფის მოედანი რომაა, ისეთი. ბალახი დაბალზე უნდა იყოს გაკრეჭილი და ამისთვის შესაბამისი ელექტროსაკრეჭი მაქვს. თვითონ ვთიბავ. თავიდან ცოტა უხეში ბალახი იყო და გაკრეჭის შემდეგ თითქოს გაკეთილშობილდა და ისეთი უხეში აღარ არის. რბილი და ნაზია... ხეებს კირით ვღებავ, ეს აუცილებელია და თან, ლამაზიც.

- ყვავილნარიც იქცევს ყურადღებას...

- სხვადასხვა სექცია მაქვს - ერთში არის ლავანდები, ბაზილიკები, ტიტები... მეორე სექციაში დიდი ბუჩქი ყვავილებია... თავიდან უნდა დაადგინო, მჟავე ნიადაგი რომელს უყვარს... ვარდები ჩემმა მეგობარმა დამიკალმა. ყველა გადარჩა. ცხოვრებაში პირველად მაქვს შეხება ვარდებთან და მეგონა, არასდროს მექნებოდა... ბებიას ჰქონდა ძალიან კარგი ბოსტანი და ყვავილნარი, ვარდებიც უყვარდა. ეტყობა, მისგან გამომყვა ბუნების ასეთი სიყვარული. ჩემს უკრაინელ ბებიასაც ჰქონდა ბოსტანი და ეზოს საოცრად უვლიდა. ბევრს შრომობდა. ასე რომ, ვარდების მოვლას ჯერ კიდევ ვსწავლობ...

ჩემს ეზოს ბევრი ფრინველიც სტუმრობს. ბალახს რომ მოვთიბავ, მოლს ჩიტები შემოესევიან ხოლმე, რადგან ბალახის თესლი მოთიბულში იყრება, რომელსაც გემრიელად მიირთმევენ. დიდი ჟრიამული აქვთ. მოდიან შაშვები, იმ დღეს აივნის წინ ოფოფიც დადიოდა... დაბალ ბალახზე საკვებს ადვილად კრეფენ... არიან მოლაღურებიც. ზღარბიც მყავს, ეჟე დავარქვი...

ეს არის გარემო, სადაც არავინ გმტრობს, არ გერჩის, არ გატყუებს, პირიქით, გიღიმის, თავის საქმეს აკეთებს... დისციპლინაა... ამ გარემოს კი სიხარული მოაქვს. ასე რომ, რაც ჩემ გარშემოა, მინდა, მოვლილი, ლამაზი და ჯანმრთელი იყოს.