ეკვადორში, 76 წლის ქალი, ბელა მონტოია ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი მის კუბოსთან შეკრებილმა ახლობლებმა აღმოაჩინეს, რომ ქალი სუნთქავდა და ცოცხალი იყო.
ამის შემდეგ ის საავადმყოფოში დააბრუნეს და ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას, ეკვადორის ჯანდაცვის სამინისტრომ კი აღნიშნული ფაქტის გამოსაძიებლად კომიტეტი შექმნა.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალს დაემართა კარდიორესპირატორული გაჩერება - სუნთქვისა და გულის ფუნქციის დაკარგვა და რეანიმაციულ ჩარევებზე არ რეაგირებდა.
სოციალურ ქსელში ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს ქალი კუბოში, მის გარშემო შეკრებილი ადამიანები, ქალი კი მძიმედ სუნთქავს. შემდეგ მოაქვთ საკაცე, გადაჰყავთ სასწრაფო დახმარების მანქანაში და კვლავ კლინკაში.
ახლა ის იმავე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია, სადაც ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს.
და აკლდამაში დაკრძალვა - ნამდვილად სწორი წესი რომ მოესურვებინა ხათუნას დედას, მაშინ რას იზამდა?
დამაიმედებელი ინფორმაციაა!
ეგებ, საქართველოსაც ეშველოს!
ისე, ხომ გვპირდებიან 20-30 წელშიო!