ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი 7 ივნისს დედა გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ხატია წერდა და ფოტოსაც აქვეყნებდა, სადაც ახალშობილის ხელი მისი მშობლების ხელებთან ერთად ჩანდა...
"ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა" - წერდა ხატია. მას უამრავი ცნობილი ადამიანი ულოცავდა.
ამ დრომდე უცნობი იყო, თუ რა დაარქვეს ახალშობილს. მსოფლიოში აღიარებული პიანისტის დედას - ნატალი ბუნიათიშვილს დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.
- ქალბატონო ნატალი, გილოცავთ ამ უდიდეს სიხარულს... რომ გვითხრათ სად დაიბადა პატარა და რა დაარქვით?
- შვეიცარიაში დაიბადა, შარლოტი დავარქვით.
ცნობისთვის, გერმანული პრესა წერდა, რომ ექიმების რჩევის და ბავშვის მოფრთხილების გამო, ხატიამ 15 ივლისის კონცერტზე უარი განაცხადა და რაინგაუს მუსიკალურ ფესტივალზე მის შემცვლელად ბრიუს ლიუ ჩასვეს.
დიდებული სახელია შარლოტა
ძალიან ნიჭიერია და კარგია,რომ დედა გახდა.