მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული შოუ" – წარმოდგენა, რომელიც საქართველოში მოგზაურობის უნიკალური გამოცდილებას ქმნის
"ქართული შოუ" – წარმოდგენა, რომელიც საქართველოში მოგზაურობის უნიკალური გამოცდილებას ქმნის

თუ ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გაც­ნო­ბა და მისი სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კა­ლუ­რი და ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნი­მუ­შე­ბით ტკბო­ბა გსურთ, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ეს­წროთ „თე­ატ­რის“ ახალ დად­გმას – „ქარ­თულ შოუს“. წარ­მოდ­გე­ნა ქვეყ­ნის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ის­ტო­რი­ას აცო­ცხლებს და სტუმ­რებს ქარ­თულ კულ­ტუ­რა­სა და გას­ტრო­ნო­მი­ას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მით აც­ნობს.

„ქარ­თუ­ლი შოუს“ ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­ნა­წი­ლე მსოფ­ლი­ოს­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტი „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბია“. სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ მისი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბით იხი­ლონ ხო­რუ­მი, ლა­ზუ­რი, მხედ­რუ­ლი, აფხა­ზუ­რი, სა­მა­ია და ქარ­თუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სხვა უძ­ვე­ლე­სი და გა­მორ­ჩე­ულ ნი­მუ­შე­ბი. „თე­ატ­რის“ გუნ­დი კი დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნობს ქარ­თულ გა­ლო­ბა­სა და უნი­კა­ლურ ფოლკ­ლო­რულ სიმ­ღე­რებს, რო­გო­რე­ბი­ცაა „ჩაკ­რუ­ლო“, „მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი“, „მუ­ხამ­ბა­ზი“ და „აშო ჩელა“. წარ­მოდ­გე­ნის მო­ნა­წი­ლეა გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც, „თე­ატ­რის“ გუნდთან ერ­თად, სტუმ­რებს ქარ­თულ კლა­სი­კურ სიმ­ღე­რებს წა­რუდ­გენს.

„ქარ­თულ შო­უ­ზე“ წარ­მოდ­გე­ნილ ნომ­რებს ერ­თმა­ნეთ­თან ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, აკა მორ­ჩი­ლა­ძის მიერ შექ­მნი­ლი ტექ­სტე­ბი აკავ­ში­რებს და ქვეყ­ნის ერ­თი­ან ის­ტო­რი­ას ქმნის. ტექ­სტე­ბი დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ მა­ცხოვ­რებ­ლებ­ზე, ქვეყ­ნის გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბა­ზე, ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის შექ­მნა­ზე, გა­და­ტა­ნილ ბრძო­ლებ­სა თუ გა­მარ­ჯვე­ბებ­ზე მხატ­ვრუ­ლი ფორ­მით მო­უ­თხრობს.

წარ­მოდ­გე­ნა გა­ფორ­მე­ბუ­ლია აუ­დიო-ვი­ზუ­ა­ლუ­რი ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბით, რაც კი­დევ უფრო შთამ­ბეჭ­დავს ხდის სა­ნა­ხა­ო­ბას.

„თე­ატ­რის“ კონ­ცეფ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვცდი­ლობთ, სტუმ­რებს წარ­ვუდ­გი­ნოთ ის, რაც ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი და იდენ­ტო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ეს ხაზი გას­დევს ყვე­ლა ჩვენს დად­გმას, მი­უ­ხე­და­ვად ჟან­რი­სა. „ქარ­თუ­ლი შოუ“ კი ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას – ქო­რე­ოგ­რა­ფი­ას, ფოლკ­ლორს, მრა­ვალ­ხმი­ან სიმ­ღე­რებს, კლა­სი­კურ მუ­სი­კა­სა თუ სა­მოსს ერთ სივ­რცე­ში აერ­თი­ა­ნებს და სა­ქარ­თვე­ლო­ზე ახ­ლე­ბუ­რად ჰყვე­ბა.

იმე­დი მაქვს, ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის დიდი შრო­მის ნა­ყოფს მო­ი­წო­ნებს რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუმ­რე­ბი“, – ამ­ბობს „თე­ატ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და „ქარ­თუ­ლი შოუს“ დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი, ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა.

„თე­ატ­რი“ Dining Theatre-ს კონ­ცეფ­ცი­ას ეფუძ­ნე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სივ­რცე­ში გა­მარ­თუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ვახ­შმის თან­ხლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც „ქარ­თუ­ლი შოუა“, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მე­ნიუ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს კარ­ნა­ხით შე­იქ­მნა.

„სა­ქარ­თვე­ლოს სრულ­ფა­სოვ­ნად გაც­ნო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ამი­ტომ „ქარ­თუ­ლი შოუს“ სტუმ­რებს გემ­რი­ე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბით გა­ვუ­მას­პინ­ძლდე­ბით. მე­ნიუ ამ წარ­მოდ­გე­ნის­თვის სა­გან­გე­ბოდ შე­ვარ­ჩი­ეთ და თავი მო­ვუ­ყა­რეთ ავ­თენ­ტურ ქარ­თულ გე­მო­ებს. კერ­ძებს დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­ლე­ბუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მით წარ­ვუდ­გენთ“, – ამ­ბობს „თე­ატ­რის“ ბრენდ-შეფი, ალექს ნა­თა­ძე.

ამ­გვა­რად, „ქარ­თუ­ლი შოუ“ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა არა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის, არა­მედ იმ ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საც, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მით მოგ­ზა­უ­რო­ბა და უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა სურს.

„ქარ­თუ­ლი შოუ“ სტუმ­რებს ყო­ველ სამ­შა­ბათს უმას­პინ­ძლებს „თე­ატ­რში“, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, ბე­ლი­აშ­ვი­ლის 99-ში მდე­ბა­რე­ობს. წარ­მოდ­გე­ნა­ზე და­სას­წრე­ბად ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა ონ­ლა­ინ, tkt.ge-ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მეტი დე­ტა­ლის­თვის ეწ­ვი­ეთ „თე­ატ­რის“ ფე­ის­ბუქ გვერდს.

13 ივ­ნი­სის ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად გა­და­დით მო­ცე­მულ ბმულ­ზე: https://tkt.ge/event/352235/premiera-qartuli-shou-premiere-georgian-show

20 ივ­ნი­სის ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად კი ეწ­ვი­ეთ შემ­დეგ ბმულს: https://tkt.ge/event/352236/premiera-qartuli-shou-premiere-georgian-show

NS

მარიამი
0

მრავალჟამიერ იცოცხლეთ, გამრავლდით სამშობლოსა და ღმერთის სადიდებლად. ვამაყობ თქვენით, ვაფასებ თქვენს შრომას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ქართული შოუ" – წარმოდგენა, რომელიც საქართველოში მოგზაურობის უნიკალური გამოცდილებას ქმნის

"ქართული შოუ" – წარმოდგენა, რომელიც საქართველოში მოგზაურობის უნიკალური გამოცდილებას ქმნის

თუ ქართული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მისი საუკეთესო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნიმუშებით ტკბობა გსურთ, მაშინ აუცილებლად უნდა დაესწროთ „თეატრის“ ახალ დადგმას – „ქართულ შოუს“. წარმოდგენა ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას აცოცხლებს და სტუმრებს ქართულ კულტურასა და გასტრონომიას განსხვავებული ფორმით აცნობს.

„ქართული შოუს“ ერთ-ერთი მთავარი მონაწილე მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილებია“. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მისი მოცეკვავეების შესრულებით იხილონ ხორუმი, ლაზური, მხედრული, აფხაზური, სამაია და ქართული ქორეოგრაფიის სხვა უძველესი და გამორჩეულ ნიმუშები. „თეატრის“ გუნდი კი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს ქართულ გალობასა და უნიკალურ ფოლკლორულ სიმღერებს, როგორებიცაა „ჩაკრულო“, „მრავალჟამიერი“, „მუხამბაზი“ და „აშო ჩელა“. წარმოდგენის მონაწილეა გამორჩეული ქართველი მომღერალი მარიამ როინიშვილიც, რომელიც, „თეატრის“ გუნდთან ერთად, სტუმრებს ქართულ კლასიკურ სიმღერებს წარუდგენს.

„ქართულ შოუზე“ წარმოდგენილ ნომრებს ერთმანეთთან ცნობილი ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის მიერ შექმნილი ტექსტები აკავშირებს და ქვეყნის ერთიან ისტორიას ქმნის. ტექსტები დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პირველ მაცხოვრებლებზე, ქვეყნის გაქრისტიანებაზე, ქართული ანბანის შექმნაზე, გადატანილ ბრძოლებსა თუ გამარჯვებებზე მხატვრული ფორმით მოუთხრობს.

წარმოდგენა გაფორმებულია აუდიო-ვიზუალური ინსტალაციებით, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის სანახაობას.

„თეატრის“ კონცეფციიდან გამომდინარე, ვცდილობთ, სტუმრებს წარვუდგინოთ ის, რაც ჩვენი კულტურის ნაწილი და იდენტობის მაჩვენებელია. ეს ხაზი გასდევს ყველა ჩვენს დადგმას, მიუხედავად ჟანრისა. „ქართული შოუ“ კი ჩვენი კულტურის ყველა მიმართულებას – ქორეოგრაფიას, ფოლკლორს, მრავალხმიან სიმღერებს, კლასიკურ მუსიკასა თუ სამოსს ერთ სივრცეში აერთიანებს და საქართველოზე ახლებურად ჰყვება.

იმედი მაქვს, ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის დიდი შრომის ნაყოფს მოიწონებს როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო სტუმრები“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და „ქართული შოუს“ დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა.

„თეატრი“ Dining Theatre-ს კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სივრცეში გამართული წარმოდგენები ვახშმის თანხლებით მიმდინარეობს. გამონაკლისი არც „ქართული შოუა“, თუმცა ამჯერად მენიუ ქართული სამზარეულოს კარნახით შეიქმნა.

„საქართველოს სრულფასოვნად გაცნობა ჩვენი ქვეყნის სამზარეულოს გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ „ქართული შოუს“ სტუმრებს გემრიელი ქართული კერძებით გავუმასპინძლდებით. მენიუ ამ წარმოდგენისთვის საგანგებოდ შევარჩიეთ და თავი მოვუყარეთ ავთენტურ ქართულ გემოებს. კერძებს დამსწრე საზოგადოებას ახლებური და თანამედროვე ფორმით წარვუდგენთ“, – ამბობს „თეატრის“ ბრენდ-შეფი, ალექს ნათაძე.

ამგვარად, „ქართული შოუ“ არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ იმ ტურისტებისთვისაც, ვისაც საქართველოში განსხვავებული ფორმით მოგზაურობა და უნიკალური გამოცდილების მიღება სურს.

„ქართული შოუ“ სტუმრებს ყოველ სამშაბათს უმასპინძლებს „თეატრში“, რომელიც თბილისში, ბელიაშვილის 99-ში მდებარეობს. წარმოდგენაზე დასასწრებად ბილეთების შეძენა ონლაინ, tkt.ge-ზეა შესაძლებელი. მეტი დეტალისთვის ეწვიეთ „თეატრის“ ფეისბუქ გვერდს.

13 ივნისის ბილეთების შესაძენად გადადით მოცემულ ბმულზე: https://tkt.ge/event/352235/premiera-qartuli-shou-premiere-georgian-show

20 ივნისის ბილეთების შესაძენად კი ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://tkt.ge/event/352236/premiera-qartuli-shou-premiere-georgian-show

NS