პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გახდე FOOD ბლოგერი - რჩევები დამწყებთათვის
როგორ გახდე FOOD ბლოგერი - რჩევები დამწყებთათვის

კვე­ბის ბლო­გე­რი არის მო­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს წე­რი­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს სიყ­ვა­რულს. ეს ჰობი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­და. FOOD ბლო­გე­რო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­მო­იკ­რი­ბოთ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი აუ­დი­ტო­რია თქვენს გარ­შე­მო, მო­ი­პო­ვოთ მათი ნდო­ბა და გა­ი­ჩი­ნოთ შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო. „ნი­კო­რა“ წარ­მო­გიდ­გენთ ბლოგს ამ აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ გახ­დეთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი FOOD ბლო­გე­რი, და­ი­წყოთ კონ­ტენ­ტის წარ­მო­ე­ბა და მო­ი­ზი­დოთ ახა­ლი მკი­თხვე­ლე­ბი.

რჩე­ვა პირ­ვე­ლი - მო­ი­ფიქ­რეთ ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ხე­ლი

ეს ნა­ბი­ჯი შე­იძ­ლე­ბა ბა­ნა­ლუ­რი მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ ბლო­გის­თვის სა­ხე­ლის მო­ფიქ­რე­ბა რე­ა­ლუ­რად ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ჟღე­რა­დი და მარ­ტი­ვად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სა­ხე­ლი თქვე­ნი პი­რა­დი ბრენ­დის ნა­წი­ლი გახ­დე­ბა და და­გეხ­მა­რე­ბათ გა­მო­ირ­ჩე­ო­დეთ თქვე­ნი კონ­კუ­რენ­ტე­ბის­გან. გა­მოც­დი­ლი კვე­ბის ბლო­გე­რე­ბი ირ­ჩე­ვენ სა­ხე­ლებს, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­ულ­წი­ლად ასა­ხავს მათი პოს­ტე­ბის თე­მას. მა­გა­ლი­თად, ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი ბლო­გი „მწვა­ნე სამ­ზა­რე­უ­ლოს ის­ტო­რია“ , „ბი­უ­ჯე­ტუ­რი კერ­ძე­ბი“ და სხვ.

რჩე­ვა მე­ო­რე - აირ­ჩი­ეთ პლატ­ფორ­მა

ბლო­გის ეფექ­ტუ­რად და შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­საშ­ვე­ბად, დაგ­ჭირ­დე­ბათ ვებ­სა­ი­ტის შექ­მნის პლატ­ფორ­მა, ასე­ვე კარ­გი ჰოს­ტინ­გი. კარ­გი ამ­ბა­ვი ის არის, რომ თქვენ არ გჭირ­დე­ბათ დი­ზა­ი­ნე­რის უნა­რე­ბი უმე­ტეს პლატ­ფორ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბის­თვის. მა­გა­ლი­თად, Wix-ს გა­აჩ­ნია მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი რე­დაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ და­ა­მა­ტოთ ში­ნა­არ­სი და შეც­ვა­ლოთ გრა­ფი­კუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი მარ­ტი­ვად. იგი­ვე­ნა­ი­რად შე­გიძ­ლი­ათ გახ­სნათ ბლო­გი Wordpress.com-ზე, blogpost.com-სა და სხვა უფა­სო პლატ­ფორ­მებ­ზე. თქვე­ნი ბლო­გის დო­მე­ნი სა­სურ­ვე­ლია იყოს თქვე­ნი ბლო­გის სა­ხე­ლი, რომ google search-ით მარ­ტი­ვად იპო­ვოს მკი­თხველ­მა.

რჩე­ვა მე­სა­მე - შექ­მე­ნით სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ტენ­ტი

ბლო­გის ლა­მა­ზი დი­ზა­ი­ნი და­გეხ­მა­რე­ბათ მკი­თხვე­ლის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბა­ში - მაგ­რამ მხო­ლოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და სა­სარ­გებ­ლო ში­ნა­არ­სის სა­შუ­ა­ლე­ბით შეძ­ლებთ იყო­ლი­ოთ ერ­თგუ­ლი აუ­დი­ტო­რია.

აი, რა და­გეხ­მა­რე­ბათ შე­ავ­სოთ ბლო­გი სა­ინ­ტე­რე­სო და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი კონ­ტენ­ტით:

  1. შე­ად­გი­ნეთ ში­ნა­არ­სის გეგ­მა. გა­და­წყვი­ტეთ ძი­რი­თა­დი მიზ­ნე­ბი: მა­გა­ლი­თად, ტრა­ფი­კის მო­ზიდ­ვა ან თქვე­ნი ბლო­გის მო­ნე­ტი­ზა­ცია. გან­სა­ზღვრეთ სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რია და დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რეთ რა თე­მე­ბი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო თქვე­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი მკი­თხვე­ლის­თვის. ეს ინ­ფორ­მა­ცია და­ეხ­მა­რე­ბა ბლო­გის შევ­სე­ბას შე­სა­ბა­მი­სი რე­ცეპ­ტე­ბი­თა და სტა­ტი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც მო­ი­ტანს მომ­ხმა­რე­ბელ­თა სტა­ბი­ლურ ნა­კადს.
  2. შექ­მე­ნით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის გან­რი­გი. ეს ხელს შე­უ­წყობს სტა­ტი­ე­ბის დრო­უ­ლად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას და დატ­ვირ­თვის თა­ნაბ­რად გა­ნა­წი­ლე­ბას. გარ­და ამი­სა, მკი­თხვე­ლებს უფრო მე­ტად სურთ წა­ი­კი­თხონ კვე­ბის ბლო­გი, რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ნახ­ლდე­ბა.
  3. იყა­ვით ორი­გი­ნა­ლუ­რი. ნა­თე­ლი სა­თა­უ­რე­ბი და და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი იპყრობს მკი­თხველ­თა ყუ­რა­დღე­ბას და ზრდის ჩარ­თუ­ლო­ბას. ეცა­დეთ გან­ვი­თარ­დეთ და გა­იღ­რმა­ოთ ცოდ­ნა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რჩე­ვა მე­ო­თხე - იფიქ­რეთ პრო­მო­ცი­ა­ზე

მრა­ვა­ლი თვალ­საზ­რი­სით, კვე­ბის ბლო­გე­რის წარ­მა­ტე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მნახ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი თა­ვად გი­პო­ვით - თუმ­ცა, ხელ­შე­სა­ხე­ბი ზრდის­თვის, სა­ჭი­როა თქვე­ნი ბლო­გის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია სხვა­დას­ხვა გზით.

მა­გა­ლი­თად:

  1. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი. გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ ახა­ლი სტა­ტი­ე­ბი Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე, ჩა­ა­ტა­რეთ კონ­კურ­სე­ბი და გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ში­ნა­არ­სი, რო­გო­რი­ცაა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ვი­დეო რე­ცეპ­ტე­ბი.
  2. იმე­ილ მარ­კე­ტინ­გი. ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მარ­კე­ტინ­გი შე­სა­ნიშ­ნა­ვი გზაა ლო­ი­ა­ლუ­რი მკი­თხვე­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და ახ­ლის მო­სა­ზი­დად. გაგ­ზავ­ნეთ ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი ელ. წე­რი­ლი რე­ცეპ­ტე­ბი­სა და სტა­ტი­ე­ბის თე­მა­ტუ­რი კო­ლექ­ცი­ე­ბით. ელ­ფოს­ტის გაგ­ზავ­ნა შე­გიძ­ლი­ათ მხო­ლოდ იმ მკი­თხვე­ლებ­თან, რომ­ლებ­მაც გა­მო­ი­წე­რეს თქვე­ნი ბლო­გი. ამი­ტომ, ჩვენ გირ­ჩევთ და­ა­მა­ტოთ ბლოგ­ზე გა­მო­წე­რის ფორ­მა.
  3. ქსე­ლი. სხვა კვე­ბის ბლო­გე­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და თქვენს ბლოგ­ზე სტუ­მა­რი მწერ­ლე­ბის მოწ­ვე­ვა კი­დევ ერთი კარ­გი გზაა თქვე­ნი სა­ი­ტის ხილ­ვა­დო­ბის გაზ­რდის­თვის.

რჩე­ვა მე­ხუ­თე - გა­და­ი­ღეთ ხა­რის­ხი­ა­ნი ფო­ტო­ე­ბი

FOOD ბლო­გე­რის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რი - ხა­რის­ხი­ა­ნი ფოტო-მა­სა­ლაა, რო­მე­ლიც უნდა და­ერ­თოს სტა­ტი­ებს. და­ა­მა­ტეთ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სუ­რა­თე­ბი. კარ­გი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის­თვის, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ფუდ ბლო­გე­რის­თვის.

არა­ვინ წა­ი­კი­თხავს ყვე­ლა­ზე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი კერ­ძის რე­ცეპტს, თუ მას ტე­ლე­ფო­ნი­დან ბუნ­დო­ვა­ნი და მუქი ფო­ტო­ე­ბი ახ­ლავს. გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა უნდა იყოს „მა­დის აღ­მძვრე­ლი“ – ასე რომ, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­მო­ი­ყე­ნეთ კარ­გი ოპ­ტი­კა და სტუ­დი­უ­რი გა­ნა­თე­ბა თქვე­ნი კერ­ძე­ბის ფო­ტო­ე­ბის­თვის. სა­სურ­ვე­ლია გქონ­დეთ ხა­რის­ხი­ა­ნი კა­მე­რა, ან სმარ­ტფო­ნი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა მა­ღა­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის კა­მე­რა. და ბო­ლოს, თქვენ ბევ­რი მუ­შა­ო­ბა მო­გი­წევთ, რად­გან შე­დე­გი და მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მხო­ლოდ თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თქვენ უნდა იყოთ გულ­წრფე­ლი. პირ­ველ რიგ­ში - სა­კუ­თარ თავ­თან. და რა თქმა უნდა, დრო და­უთ­მეთ თვით­გან­ვი­თა­რე­ბას.

გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს!

ავტორი:

როგორ გახდე FOOD ბლოგერი - რჩევები დამწყებთათვის

როგორ გახდე FOOD ბლოგერი - რჩევები დამწყებთათვის

კვების ბლოგერი არის მოწოდება, რომელიც აერთიანებს წერისა და სამზარეულოს სიყვარულს. ეს ჰობი განსაკუთრებით პოპულარული ბოლო პერიოდში გახდა. FOOD ბლოგერობით შესაძლებელია შემოიკრიბოთ დაინტერესებული აუდიტორია თქვენს გარშემო, მოიპოვოთ მათი ნდობა და გაიჩინოთ შემოსავლის ახალი წყარო. „ნიკორა“ წარმოგიდგენთ ბლოგს ამ აქტუალურ თემაზე, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული FOOD ბლოგერი, დაიწყოთ კონტენტის წარმოება და მოიზიდოთ ახალი მკითხველები.

რჩევა პირველი - მოიფიქრეთ ორიგინალური სახელი

ეს ნაბიჯი შეიძლება ბანალური მოგეჩვენოთ, მაგრამ ბლოგისთვის სახელის მოფიქრება რეალურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ჟღერადი და მარტივად დასამახსოვრებელი სახელი თქვენი პირადი ბრენდის ნაწილი გახდება და დაგეხმარებათ გამოირჩეოდეთ თქვენი კონკურენტებისგან. გამოცდილი კვების ბლოგერები ირჩევენ სახელებს, რომლებიც გარკვეულწილად ასახავს მათი პოსტების თემას. მაგალითად, ვეგეტარიანული ბლოგი „მწვანე სამზარეულოს ისტორია“ , „ბიუჯეტური კერძები“ და სხვ.

რჩევა მეორე - აირჩიეთ პლატფორმა

ბლოგის ეფექტურად და შეუფერხებლად გასაშვებად, დაგჭირდებათ ვებსაიტის შექმნის პლატფორმა, ასევე კარგი ჰოსტინგი. კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენ არ გჭირდებათ დიზაინერის უნარები უმეტეს პლატფორმებზე მუშაობისთვის. მაგალითად, Wix-ს გააჩნია მოსახერხებელი ვიზუალური რედაქტორი, რომელიც დაგეხმარებათ დაამატოთ შინაარსი და შეცვალოთ გრაფიკული ელემენტები მარტივად. იგივენაირად შეგიძლიათ გახსნათ ბლოგი Wordpress.com-ზე, blogpost.com-სა და სხვა უფასო პლატფორმებზე. თქვენი ბლოგის დომენი სასურველია იყოს თქვენი ბლოგის სახელი, რომ google search-ით მარტივად იპოვოს მკითხველმა.

რჩევა მესამე - შექმენით საინტერესო კონტენტი

ბლოგის ლამაზი დიზაინი დაგეხმარებათ მკითხველის ყურადღების მიპყრობაში - მაგრამ მხოლოდ მაღალი ხარისხის და სასარგებლო შინაარსის საშუალებით შეძლებთ იყოლიოთ ერთგული აუდიტორია.

აი, რა დაგეხმარებათ შეავსოთ ბლოგი საინტერესო და დასამახსოვრებელი კონტენტით:

  1. შეადგინეთ შინაარსის გეგმა. გადაწყვიტეთ ძირითადი მიზნები: მაგალითად, ტრაფიკის მოზიდვა ან თქვენი ბლოგის მონეტიზაცია. განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია და დეტალურად აღწერეთ რა თემები იქნება ყველაზე საინტერესო თქვენი პოტენციური მკითხველისთვის. ეს ინფორმაცია დაეხმარება ბლოგის შევსებას შესაბამისი რეცეპტებითა და სტატიებით, რომლებიც მოიტანს მომხმარებელთა სტაბილურ ნაკადს.
  2. შექმენით გამოქვეყნების განრიგი. ეს ხელს შეუწყობს სტატიების დროულად გამოქვეყნებას და დატვირთვის თანაბრად განაწილებას. გარდა ამისა, მკითხველებს უფრო მეტად სურთ წაიკითხონ კვების ბლოგი, რომელიც რეგულარულად განახლდება.
  3. იყავით ორიგინალური. ნათელი სათაურები და დამაინტრიგებელი აღწერილობები იპყრობს მკითხველთა ყურადღებას და ზრდის ჩართულობას. ეცადეთ განვითარდეთ და გაიღრმაოთ ცოდნა ამ მიმართულებით.

რჩევა მეოთხე - იფიქრეთ პრომოციაზე

მრავალი თვალსაზრისით, კვების ბლოგერის წარმატება დამოკიდებულია მნახველების რაოდენობაზე. ზოგიერთი მათგანი თავად გიპოვით - თუმცა, ხელშესახები ზრდისთვის, საჭიროა თქვენი ბლოგის პოპულარიზაცია სხვადასხვა გზით.

მაგალითად:

  1. სოციალური ქსელები. გამოაქვეყნეთ ახალი სტატიები Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე, ჩაატარეთ კონკურსები და გამოაქვეყნეთ ექსკლუზიური შინაარსი, როგორიცაა ნაბიჯ-ნაბიჯ ვიდეო რეცეპტები.
  2. იმეილ მარკეტინგი. ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი შესანიშნავი გზაა ლოიალური მკითხველების შესანარჩუნებლად და ახლის მოსაზიდად. გაგზავნეთ ყოველკვირეული ელ. წერილი რეცეპტებისა და სტატიების თემატური კოლექციებით. ელფოსტის გაგზავნა შეგიძლიათ მხოლოდ იმ მკითხველებთან, რომლებმაც გამოიწერეს თქვენი ბლოგი. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ დაამატოთ ბლოგზე გამოწერის ფორმა.
  3. ქსელი. სხვა კვების ბლოგერებთან თანამშრომლობა და თქვენს ბლოგზე სტუმარი მწერლების მოწვევა კიდევ ერთი კარგი გზაა თქვენი საიტის ხილვადობის გაზრდისთვის.

რჩევა მეხუთე - გადაიღეთ ხარისხიანი ფოტოები

FOOD ბლოგერისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - ხარისხიანი ფოტო-მასალაა, რომელიც უნდა დაერთოს სტატიებს. დაამატეთ მაღალი ხარისხის სურათები. კარგი გამოსახულებები მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროფესიისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ფუდ ბლოგერისთვის.

არავინ წაიკითხავს ყველაზე წარმოუდგენელი კერძის რეცეპტს, თუ მას ტელეფონიდან ბუნდოვანი და მუქი ფოტოები ახლავს. გამოსახულება უნდა იყოს „მადის აღმძვრელი“ – ასე რომ, თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ კარგი ოპტიკა და სტუდიური განათება თქვენი კერძების ფოტოებისთვის. სასურველია გქონდეთ ხარისხიანი კამერა, ან სმარტფონი, რომელსაც ექნება მაღალი რეზოლუციის კამერა. და ბოლოს, თქვენ ბევრი მუშაობა მოგიწევთ, რადგან შედეგი და მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ უნდა იყოთ გულწრფელი. პირველ რიგში - საკუთარ თავთან. და რა თქმა უნდა, დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას.

გისურვებთ წარმატებებს!