მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო" - სახალხო დამცველი ესარჩლება როინ მეტრეველს, რომელიც პრემიერისთვის აკადემიკოსობის მინიჭებას, ფაქტობრივად, დათანხმდა
"83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო" - სახალხო დამცველი ესარჩლება როინ მეტრეველს, რომელიც პრემიერისთვის აკადემიკოსობის მინიჭებას, ფაქტობრივად, დათანხმდა

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში გუ­შინ გა­სულ ბექა ყორ­ში­ას სი­უ­ჟეტს ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

"83 წლის ადა­მი­ანს რომ ასე მო­ექ­ცე­ვი, არ არის ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თო, სხვა ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია", - წერს "ფე­ის­ბუქ­ში" ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, ბექა ყორ­შია თა­ვის სი­უ­ჟეტ­ში ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­და სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ახალ­და­ნიშ­ნულ პრე­ზი­დენტს, როინ მეტ­რე­ველს და გა­ეც­ნო, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის მრჩევ­ლი, ვინ­მე აკა მა­მა­ცაშ­ვი­ლი. მან მეტ­რე­ველს არა­ფორ­მა­ლუ­რად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის აკა­დე­მი­კო­სის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა სთხო­ვა, რა­ზეც როინ მეტ­რე­ველს უარი არ უთ­ქვამს.

"ჩათ­ვა­ლეთ, რომ ეს მო­ხერ­ხდე­ბა ბა­ტო­ნი ირაკ­ლის­თვის და მინ­და, რომ სა­ერ­თოდ იცო­დეთ თქვენ, რომ აკა­დე­მია მას მხარს სრულ­ფა­სოვ­ნად უჭერს, ყვე­ლა­ფერ­ზე მზად ვართ. მაგ­რამ მა­გი­სი არ­გახ­მა­უ­რე­ბა ცოტა ძნე­ლია... ერთი რამე იცო­დეთ, რომ ბა­ტო­ნი ირაკ­ლის მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბა 100%-იანი. ერთი იცით რისი მე­ში­ნია, რომ დათ­ვუ­რი სამ­სა­ხუ­რი არ გა­ვუ­წი­ოთ, თო­რემ მე პრობ­ლე­მა არ მაქვს, ჩათ­ვა­ლეთ, აკა­დე­მია არის თქვენ­თან". - მი­უ­გო მეტ­რე­ველ­მა ბექა ყორ­ში­ას მისი თხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 155 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
2

მთავარი ასაკი კი არა, აზროვნება და პრინციპია სახალხო დამცველო. სწორედ რომ მის ასაკში არაფრით არ დავთანხმდებოდი ასეთ რამეს თუ მთელი ცხოვრება სწორად ვიცხოვრე. ბოლოს და ბოლოს სულ წავიდოდი და დარჩენილ წლებს მშვიდად გავატარებდი, მაგრამ...დანარჩენი კი ვიცით ყველამ.

თეა
1

რავი, რაც ბერძენიშვილს მოუწყეს, საცემრადაც დასდევდნენ, მაშინ სად იყო თვითონ დასაცავი? 

ავტორი:

"83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო" - სახალხო დამცველი ესარჩლება როინ მეტრეველს, რომელიც პრემიერისთვის აკადემიკოსობის მინიჭებას, ფაქტობრივად, დათანხმდა

"83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო" - სახალხო დამცველი ესარჩლება როინ მეტრეველს, რომელიც პრემიერისთვის აკადემიკოსობის მინიჭებას, ფაქტობრივად, დათანხმდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი "მთავარი არხის" ეთერში გუშინ გასულ ბექა ყორშიას სიუჟეტს ეხმაურება და წერს:

"83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია", - წერს "ფეისბუქში" ლევან იოსელიანი.

ცნობისთვის, ბექა ყორშია თავის სიუჟეტში ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალდანიშნულ პრეზიდენტს, როინ მეტრეველს და გაეცნო, როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატის მრჩევლი, ვინმე აკა მამაცაშვილი. მან მეტრეველს არაფორმალურად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა, რაზეც როინ მეტრეველს უარი არ უთქვამს.

"ჩათვალეთ, რომ ეს მოხერხდება ბატონი ირაკლისთვის და მინდა, რომ საერთოდ იცოდეთ თქვენ, რომ აკადემია მას მხარს სრულფასოვნად უჭერს, ყველაფერზე მზად ვართ. მაგრამ მაგისი არგახმაურება ცოტა ძნელია... ერთი რამე იცოდეთ, რომ ბატონი ირაკლის მხარდაჭერა იქნება 100%-იანი. ერთი იცით რისი მეშინია, რომ დათვური სამსახური არ გავუწიოთ, თორემ მე პრობლემა არ მაქვს, ჩათვალეთ, აკადემია არის თქვენთან". - მიუგო მეტრეველმა ბექა ყორშიას მისი თხოვნის საპასუხოდ.

იხილეთ ასევე: