სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეშფოთებულები ვართ... რუსეთი მუშაობს ირანთან, რათა აწარმოოს ირანული უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის შიგნით" - კირბი
"შეშფოთებულები ვართ... რუსეთი მუშაობს ირანთან, რათა აწარმოოს ირანული უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის შიგნით" - კირბი

თეთრმა სახ­ლმა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი, რო­გორც ჩანს, აძ­ლი­ე­რებს ირან­თან თავ­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და თე­ი­რა­ნი­დან მი­ი­ღო ასო­ბით კა­მი­კა­ძე საბ­რძო­ლო დრო­ნი, რო­მელ­საც ის იყე­ნებს უკ­რა­ი­ნა­ზე დარ­ტყმის­თვის. ამის შე­სა­ხებ BBC-ი წერს.

ახ­ლა­ხანს გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, თეთრმა სახ­ლმა გა­ნა­ცხა­და, რომ დრო­ნე­ბი აი­წყო ირან­ში, ხოლო რუ­სეთ­ში კას­პი­ის ზღვის გავ­ლით გა­და­ი­ტა­ნეს და შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნეს.

„ბოლო კვი­რებ­ში, რუ­სეთ­მა ირა­ნუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა კი­ევ­ზე დარ­ტყმი­სა და უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის და­სა­ში­ნებ­ლად და, რო­გორც ჩანს, რუ­სეთ-ირა­ნის სამ­ხედ­რო პარტნი­ო­რო­ბა ღრმავ­დე­ბა“ , - გა­ნა­ცხა­და თეთ­რი სახ­ლის სპი­კერ­მა ჯონ კირ­ბიმ.

მისი თქმით, აშშ-ს აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თი ირა­ნი­დან იღებს მა­სა­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­როა დრო­ნე­ბის ქარ­ხნის ასა­შე­ნებ­ლად და რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლად ამოქ­მედ­დეს მო­მა­ვა­ლი წლის და­სა­წყის­ში თა­თა­რის­ტან­ში, „ალა­ბუ­გას“ სპე­ცი­ა­ლურ ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნა­ში.

„ჩვენ ასე­ვე შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ რუ­სე­თი მუ­შა­ობს ირან­თან, რათა აწარ­მო­ოს ირა­ნუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი რუ­სე­თის შიგ­ნით“, - ცი­ტი­რებს Reuters ჯონ კირ­ბის სი­ტყვებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ექიმი ჰაუსი
0

შშფოთებულები ხომ ხართ რაც მთავარია, ეგ უშველის საქმეს. იყო ირანული გახდება რუსული ეგაა და ეგ ))))))

 

უკრაინა (და კოლექტიური დასავლეთი) ხომ მაინც უგებს ომს იკუპანტებს და აშენონ ეგ დრონების ქარხანა, რა უჭირს ისე ჰა????

ნინი
1

აქაც რო რუსულ-ჩინური-ირანული რეჟიმი დამყარდეს, მერე ნახეთ გართობები. )))))) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"შეშფოთებულები ვართ... რუსეთი მუშაობს ირანთან, რათა აწარმოოს ირანული უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის შიგნით" - კირბი

"შეშფოთებულები ვართ... რუსეთი მუშაობს ირანთან, რათა აწარმოოს ირანული უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის შიგნით" - კირბი

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, აძლიერებს ირანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და თეირანიდან მიიღო ასობით კამიკაძე საბრძოლო დრონი, რომელსაც ის იყენებს უკრაინაზე დარტყმისთვის. ამის შესახებ BBC-ი წერს.

ახლახანს გასაჯაროებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დრონები აიწყო ირანში, ხოლო რუსეთში კასპიის ზღვის გავლით გადაიტანეს და შემდეგ უკრაინაში გამოიყენეს.

„ბოლო კვირებში, რუსეთმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა კიევზე დარტყმისა და უკრაინის მოსახლეობის დასაშინებლად და, როგორც ჩანს, რუსეთ-ირანის სამხედრო პარტნიორობა ღრმავდება“ , - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანიდან იღებს მასალებს, რომლებიც საჭიროა დრონების ქარხნის ასაშენებლად და რომელიც შეიძლება სრულად ამოქმედდეს მომავალი წლის დასაწყისში თათარისტანში, „ალაბუგას“ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში.

„ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთი მუშაობს ირანთან, რათა აწარმოოს ირანული უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის შიგნით“, - ციტირებს Reuters ჯონ კირბის სიტყვებს.