კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბურთალოს რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება - რა განაცხადა კალაძემ?
საბურთალოს რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება - რა განაცხადა კალაძემ?

თბი­ლი­სის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბით, შე­ზღუდ­ვის პე­რი­ოდ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ ცალ­მხრი­ვად, მხო­ლოდ ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას ქუ­ჩი­დან მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხოლო მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე შეხ­ვე­ვა შე­ე­ზღუ­დე­ბათ.

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რი­სა და სან­დრო ეუ­ლის ქუ­ჩის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ასე­ვე პე­რი­ო­დუ­ლად, წი­ნას­წა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­ი­ზღუ­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებს შო­რის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა.

  • შე­ზღუდ­ვის პე­რი­ოდ­ში შე­იც­ვლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის სქე­მა:

N363 ავ­ტო­ბუ­სი იმოძ­რა­ვებს წრი­უ­ლად - სო­ფელ თხინ­ვა­ლა­დან პეტ­რე ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩით და­უ­კავ­შირ­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩას და და­ეშ­ვე­ბა თა­მა­რაშ­ვი­ლის გამ­ზი­რის­კენ, შემ­დეგ კი გა­ე­მარ­თე­ბა სო­ფელ თხინ­ვა­ლას მი­მარ­თუ­ლე­ბით.

N302, N304, N310, N392 ავ­ტო­ბუ­სე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩი­სა და გი­ორ­გი და­ნე­ლი­ას ქუ­ჩის კვე­თას­თან წრე­ზე მობ­რუნ­დე­ბი­ან კვლავ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩის­კენ, სა­დაც იქ­ნე­ბა მათი ბოლო გა­ჩე­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dito
0

 ეს გუნდში ყველაზე სუსტი გვყავს

მარტოხელა მგელი!---ს
3

ი,ასე გემართება 24 საათი იმედს,რომ შეცქერი,,,,,ცოტა იქეთ-აქეთ,ან ისტიას გადახედე,ან მეზობელს გაესაუბრე,ბოლოს და ბოლოს თბილისელეს დაეკითხე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საბურთალოს რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება - რა განაცხადა კალაძემ?

საბურთალოს რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება - რა განაცხადა კალაძემ?

თბილისის მერიის განცხადებით, შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ.

სატრანსპორტო საშუალებებს მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით.

ასევე პერიოდულად, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, შეიზღუდება უნივერსიტეტისა და მიმდებარე ქუჩებს შორის ავტომანქანების მოძრაობა.

  • შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა:

N363 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად - სოფელ თხინვალადან პეტრე ქავთარაძის ქუჩით დაუკავშირდება უნივერსიტეტის ქუჩას და დაეშვება თამარაშვილის გამზირისკენ, შემდეგ კი გაემართება სოფელ თხინვალას მიმართულებით.

N302, N304, N310, N392 ავტობუსები უნივერსიტეტის ქუჩისა და გიორგი დანელიას ქუჩის კვეთასთან წრეზე მობრუნდებიან კვლავ უნივერსიტეტის ქუჩისკენ, სადაც იქნება მათი ბოლო გაჩერება.