CNN - ის ცნობით, უკრაინამ რუსეთში შექმნა აგენტების ქსელი, რომლის საშუალებითაც ხდება დივერსიები რუსეთის ტერიტორიაზე და რომ მათ სწორედ უკრაინა ამარაგებს უპილოტო საფრენი აპარატებით. ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ პროუკრაინულმა აგენტებმა განახორციელეს თავდასხმა კრემლზე მაისის დასაწყისში. გამოცემა წერს, რომ მისი წყარო იცნობს ამერიკული დაზვერვის ინფორმაციებს, რომლის თანახმადაც ზუსტად უცნობია, როგორ ხვდება დრონები ფრონტის ხაზს მიღმა, თუმცა CNN-ის ინფორმაციით, არსებობს კონტრაბანდის კარგად ჩამოყალიბებული მარშრუტები, რომლებსაც თვითმფრინავების ან მათი კომპონენტების რუსეთში გასაგზავნად იყენებენ.
ევროპული დაზვერვის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარი უზარმაზარი და ძნელად კონტროლირებადია, რაც მას კონტრაბანდისთვის ვარგისს ხდის.
კონკრეტულად ვინ ახორციელებს ამ სამუშაოს, გაურკვეველია, მაგრამ CNN-ის წყაროები ამბობენ, რომ ამის უკან შესაძლოა "უკრაინის სადაზვერვო საზოგადოება" იყოს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის სპიკერმა CNN-ს განუცხადა, რომ აფეთქებები რუსეთის მიწაზე გაგრძელდება.
საჯაროდ აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები გმობენ უკრაინის თავდასხმებს რუსეთის ტერიტორიაზე. მაგრამ CNN-თან საუბრისას, აშშ-ს და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა კულუარულად განაცხადეს, რომ ისინი ასეთ თავდასხმებს განიხილავენ, როგორც "ჭკვიან სამხედრო სტრატეგიას".
"რუსეთის ხელმძღვანელობა ახლა მწვავე დილემის წინაშე დგას - გაამაგროს თავდაცვა საკუთარ საზღვრისპირა რეგიონებში თუ გააძლიეროს სამხედრო თვალსაზრისით უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები", - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.
იხილეთ ასევე:
სავსებით დამაჯერებელია CNN-ის ინფორმაცია უკრაინელების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიებისთვის აგენტური ქსელის შექმნის შესახებ.
გარდა ამ აგენტურული ქსელისა უკრაინაში შექმნილია შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებმაც რამოდენიმე დღის უკან განახორციელეს სპეცოპერაცია ბელგოროდის ოლქში.
ასევე უკრაინაში შექმნილია ინტერნაციონალური სამხედრო დანაყოფები, რომელთა შემადგენლობაში შედიან პოლონური, კანადური, ქართული, ჩეჩნური, ლიტვური, ბელორუსული, ყირიმული, კარელიის (ფინური) როტები, ბატალიონები, კორპუსები და ლეგიონები, რომლებიც იარაღით ხელში იბრძვიან უკრაინელების გვერდით.
მაგრამ მთავარი კითხვაა თუ საიდან ხდება მათი ფინანსირება და აღჭურვა?
ეს აგენტურული ქსელები, სამხედრო დაჯგუფებები და სამხედრო დანაყოფები, ძალიან დიდი ალბათობით ფინანსდება და იარაღდება აშშ-დან და ასევე „ნატო“-ში შემავალი ქვეყნებიდან!!!
ამ სამხედრო დაჯგუფებების მოქმედებები და ოპერაციები მიზნად ისახავენ რუსეთის დესტაბილიზაციას, მოსახლეობაში უკმაყოფილების გამოწვევას, საპროტესტო მუხტის აგორებას, რევოლუციის ან სამოქალაქო ომის გაჩაღებას და საბოლოო ჯამში პუტინის რეჟიმისგან რუსეთის გათავისუფლებას!!!????
პ.ს. აშშ ე.წ. „ფერადი რევოლუციებიდან“ კანონიერი ხელისუფლებების მოცილებისა და მათ ნაცვლად მათგან მართული მთავრობების მოსაყვანად გადავიდნენ ბრძოლის ახალ მეთოდებზე...
აუფფფ დარხევია რუსეთს და ეგ არის😂😂😂😂 ფანტაზიორი ქალები ამარცხებენ მზოლოდ რუსეთს 😂😂😂 ამერიკა რო ხვალ გაქრეს სამყაროში ომი აღარ მოხდება ცხვრისტვინა ხალხო