საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველები მეორე ხარისხის ერი ხართ, - მითხრა ხუმრობით სტალინმა, - ერთი მარშალიც არ გყავთ ამ გახურებულ ომში" - რა ხდებოდა ბრეჟნევის მმართველობის დასაწყისში
"ქართველები მეორე ხარისხის ერი ხართ, - მითხრა ხუმრობით სტალინმა, - ერთი მარშალიც არ გყავთ ამ გახურებულ ომში" - რა ხდებოდა ბრეჟნევის მმართველობის დასაწყისში

ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ეროვ­ნუ­ლი ერ­თო­ბი­სა და თვით­შეგ­ნე­ბის დაც­ვის­თვის ბრძო­ლის ის­ტო­რი­ი­დან (1925-1975 წწ.)

ნა­წი­ლი X

1964 წლის 14 ოქ­ტომ­ბერს სსრ კავ­ში­რის მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი ლე­ო­ნიდ ბრეჟნევ­მა (1906-1982) ჩა­ი­ბა­რა. მისი მმარ­თვე­ლო­ბის 18-წლი­ან პე­რი­ოდს “უძ­რა­ო­ბის ხა­ნად” მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. იმ პე­რი­ოდ­ში კვლა­ვინ­დე­ბუ­რად გრძელ­დე­ბო­და კრემლში მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი შო­ვი­ნის­ტუ­რი ძა­ლე­ბის მტრუ­ლი გა­მოხ­დო­მე­ბი ქარ­თვე­ლი ერის, მისი წარ­სუ­ლი­სა და ეროვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რა­საც სა­ფუძ­ვე­ლი ად­რი­დან­ვე ჩა­ე­ყა­რა. თუმ­ცა, უნდა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბოდ­ნენ ღირ­სე­უ­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას ურ­თუ­ლეს ვი­თა­რე­ბა­შიც ახერ­ხებ­დნენ. მათ თავ­და­დე­ბას ხში­რად სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი მოს­დევ­და.

ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი (1894-1971), რო­მე­ლიც სსრ კავ­შირს 1953-1964 წლებ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თველ ერს არ სწყა­ლობ­და. იგი თა­ვის უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სტა­ლი­ნი­სა და ბე­რი­ას მი­მართ ქარ­თველ ხალ­ხზე ავ­რცე­ლებ­და, რა­საც ამ წე­რი­ლის წინა მო­ნაკ­ვე­თებ­ში უკვე აღ­ვნიშ­ნავ­დით. აქვე უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ სტა­ლი­ნის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევრთა­გან, ცო­ცხა­ლი ბე­ლა­დის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მლიქ­ვნე­ლო­ბით სწო­რედ ხრუშ­ჩო­ვი გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მან სტა­ლი­ნი­სად­მი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­ჯა­როდ გა­მომ­ჟღავ­ნე­ბა მხო­ლოდ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან სამი წლის შემ­დეგ გა­ბე­და. გან­სხვა­ვე­ბით ხრუშ­ჩო­ვის­გან, სსრ კავ­ში­რის ახა­ლი ლი­დე­რი ბრეჟნე­ვი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბას ავ­ლენ­და. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა იმ ფაქ­ტმა, რომ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს პოლ­კოვ­ნი­კი ბრეჟნე­ვი პო­ლიტ­გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად მსა­ხუ­რობ­და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ფრონ­ტის მე-18 არ­მი­ა­ში, რო­მე­ლიც 1943 წლის მი­წუ­რუ­ლი­დან უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იბ­რძო­და. ამ არ­მი­ას მე­თა­უ­რობ­და სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ქარ­თვე­ლი სარ­და­ლი, გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნი­კი კონ­სტან­ტი­ნე ნი­კო­ლო­ზის ძე ლე­სე­ლი­ძე (1903-1944), რო­მე­ლიც ომის და­მამ­თავ­რე­ბელ ეტაპ­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, 41 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

კონ­სტან­ტი­ნე ლე­სე­ლი­ძე
კონ­სტან­ტი­ნე ლე­სე­ლი­ძე

სტა­ლინ­მა, რო­მე­ლიც ლე­სე­ლი­ძეს მარშლო­ბის­თვის ამ­ზა­დებ­და, მის შე­სა­ხებ 1945 წელს გა­ნა­ცხა­და: “ჭკვი­ა­ნი იყო და ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და”. იმავდრო­უ­ლად, ლე­სე­ლი­ძეს ვერ იტან­და ხრუშ­ჩო­ვი, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნის სსრ კომ­პარ­ტი­ის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი იყო. ამ სი­ძულ­ვი­ლის მი­ზე­ზი კი ის გახ­ლდათ, rომ ვი­ნა­ი­დან ლე­სე­ლი­ძე უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლის ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და, ის თავს ვალ­დე­ბუ­ლად არ მი­იჩ­ნევ­და, თა­ვისi საბ­რძო­ლო გეგ­მე­ბი ხრუშ­ჩოვ­თა­ნაც შე­ე­თან­ხმე­ბი­ნა.კან­დიდ ჩარ­კვი­ა­ნი (1906-1994), რო­მე­ლიც 1938-1952 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სსრ კომ­პარ­ტი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, იგო­ნებ­და: “1944 წლის იან­ვარ­ში, მოს­კოვ­ში მივ­ლი­ნე­ბი­სას, სტა­ლინ­თან შე­სახ­ვედ­რად აგა­რაკ­ზე მი­მიწ­ვი­ეს. მი­სა­ღე­ბი დარ­ბა­ზის კარი შე­ვა­ღე თუ არა, და­ვი­ნა­ხე, რომ სტა­ლინს მა­გი­დას­თან ხრუშ­ჩო­ვი ეჯდა. სწო­რედ ჩემი შეს­ვლი­სას ხრუშ­ჩოვ­მა ლე­სე­ლი­ძის გვა­რი ახ­სე­ნა და დას­ძი­ნა:

- ამ კაც­თან მუ­შა­ო­ბა ყოვ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი­აო. მე რომ შემ­ნიშ­ნა, ხრუშ­ჩოვ­მა ლე­სე­ლი­ძეს თავი მი­ა­ნე­ბა და სა­უ­ბა­რი სხვა სა­გან­ზე გა­და­ი­ტა­ნა. აშ­კა­რა იყო, მან უკვე მო­ას­წრო სტა­ლი­ნის წი­ნა­შე ლე­სე­ლი­ძე­ზე აუ­გის თქმა.

ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი საბ­ჭო­თა ლი­დე­რის ამ­პლუ­ა­ში
ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი საბ­ჭო­თა ლი­დე­რის ამ­პლუ­ა­ში

ხრუშ­ჩო­ვის ქცე­ვა არ მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ რა უნდა მეთ­ქვა. ჩან­და, რომ ის ლე­სე­ლი­ძი­სად­მი კარ­გად არ იყო გან­წყო­ბი­ლი და ამი­ტო­მაც უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლის თვალ­ში მის­თვის სა­ხე­ლის გა­ტე­ხას ცდი­ლობ­და. სტა­ლინს თა­ვი­სი აზრი ხრუშ­ჩო­ვის ნა­ამ­ბო­ბის გამო არ გა­მო­უთ­ქვამს. ამა­სო­ბა­ში პო­ლიტ­ბი­უ­როს სხვა წევ­რე­ბიც მო­ვიდ­ნენ და ჩემი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვას შე­ვუ­დე­ქით. როცა საქ­მეს მოვ­რჩით, უკვე ღა­მის 12 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და. სტა­ლინ­მა, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, ყვე­ლა ვახ­შამ­ზე მიგ­ვი­პა­ტი­ჟა. ჩემ­და მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ვახ­შმი­სას შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, ხრუშ­ჩო­ვის­თვის მისი “ინ­ფორ­მა­ცი­ით” უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მეგ­რძნო­ბი­ნე­ბი­ნა.

- ქარ­თვე­ლე­ბი მე­ო­რე ხა­რის­ხის ერი ხართ, - მი­თხრა ხუმ­რო­ბით სტა­ლინ­მა, - ერთი მარ­შა­ლიც არ გყავთ ამ გა­ხუ­რე­ბულ ომში (ხაზ­გას­მა აქაც და შემ­დეგ­შიც ჩვე­ნია. - ნ. ჯ.).

- ჩვე­ნის­თა­ნა მარ­შა­ლი ნე­ტავ ყვე­ლას ჰყავ­დეს, - მი­ვუ­გე ხუმ­რო­ბით, - მაგ­რამ, აი, ამ­ხა­ნა­გი ხრუშ­ჩო­ვი წარ­მო­ად­გენს ლე­სე­ლი­ძეს უმაღ­ლეს წო­დე­ბა­ზე და მე­ო­რე მარ­შა­ლიც გვე­ყო­ლე­ბა.სტა­ლინს ამ პა­სუხზე გა­ე­ღი­მა, ხრუშ­ჩოვ­მა კი ერთი დაბ­ნე­უ­ლად შე­მომ­ხე­და და ხმაც არ ამო­ი­ღო. სამ­წუ­ხა­როდ, ამ შემ­თხვე­ვი­დან ერთი თვეც არ იყო გა­სუ­ლი, რომ ლე­სე­ლი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა” (კ. ჩარ­კვი­ა­ნი, გან­ცდი­ლი და ნა­აზ­რე­ვი, თბი­ლი­სი, 2004). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლე­სე­ლი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 27 წლის შემ­დეგ, 1971 წლის 13 მა­ისს, მას მი­ე­ნი­ჭა სსრ კავ­ში­რის გმი­რის წო­დე­ბა, რაც ბრეჟნე­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და. ამით სა­ხელ­მწი­ფოს მეს­ვე­უ­რად აღ­ზე­ვე­ბულ­მა ბრეჟნევ­მა თა­ვი­სი ფრონ­ტე­ლი მე­თა­უ­რის ხსოვ­ნას მი­ა­გო პა­ტი­ვი.1971 წლის 14 მა­ისს, საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს 50 წლის­თავ­ზე, თბი­ლის­ში გა­მარ­თულ რეს­პუბ­ლი­კის კომ­პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტი­სა და უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სა­ზე­ი­მო სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, ბრეჟნევ­მა გა­ნა­ცხა­და:

კან­დიდ ჩარ­კვი­ა­ნი (1947 წ.)
კან­დიდ ჩარ­კვი­ა­ნი (1947 წ.)

«Мне довелось воевать вместе с одним из талантливых советских полководцев – командующим 18-й армией генерал-полковником К. Н. Леселидзе...» ცი­ტა­ტა თარ­გმან­ში სრუ­ლი სა­ხით ამ­გვა­რად ჟღერს: “მე წი­ლად მხვდა პა­ტი­ვი, მებ­რძო­ლა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი საბ­ჭო­თა სარ­დლის, მე-18 არ­მი­ის მე­თა­უ­რის, გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნიკ კ. ნ. ლე­სე­ლი­ძის მხარ­დამ­ხარ. ფრონტზე ადა­მი­ა­ნე­ბი სწრა­ფად ამ­ჟღავ­ნე­ბენ სა­კუ­თარ თავს. იქ უცებ მიხ­ვდე­ბი, ვინ რას წარ­მო­ად­გენს. კონ­სტან­ტი­ნე ლე­სე­ლი­ძე და­მა­მახ­სოვ­რდა რო­გორც ქარ­თვე­ლი ერის სა­უ­კე­თე­სო ეროვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის გან­მა­სა­ხი­ე­რე­ბე­ლი. ის გახ­ლდათ სი­ცო­ცხლის მოყ­ვა­რუ­ლი და მა­მა­ცი, მტრე­ბის მი­მართ მრის­ხა­ნე, ხოლო მე­გობ­რე­ბის მი­მართ - გუ­ლუხ­ვი, ღირ­სე­უ­ლი, სი­ტყვის კაცი, გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლი და გუ­ლი­თა­დი”. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა რუსეთს
15

როგორ გვეყოლებოდა სამხედრო მორვაწეები როდესაც ყველა გაწყვიტა სტალინმა 37 ში. მაზმიაშვილის თამადობით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ქართველები მეორე ხარისხის ერი ხართ, - მითხრა ხუმრობით სტალინმა, - ერთი მარშალიც არ გყავთ ამ გახურებულ ომში" - რა ხდებოდა ბრეჟნევის მმართველობის დასაწყისში

"ქართველები მეორე ხარისხის ერი ხართ, - მითხრა ხუმრობით სტალინმა, - ერთი მარშალიც არ გყავთ ამ გახურებულ ომში" - რა ხდებოდა ბრეჟნევის მმართველობის დასაწყისში

ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.)

ნაწილი X

1964 წლის 14 ოქტომბერს სსრ კავშირის მართვის სადავეები ლეონიდ ბრეჟნევმა (1906-1982) ჩაიბარა. მისი მმართველობის 18-წლიან პერიოდს “უძრაობის ხანად” მოიხსენიებენ. იმ პერიოდში კვლავინდებურად გრძელდებოდა კრემლში მოკალათებული შოვინისტური ძალების მტრული გამოხდომები ქართველი ერის, მისი წარსულისა და ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ, რასაც საფუძველი ადრიდანვე ჩაეყარა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საქართველოშიც ყოველთვის მოიძებნებოდნენ ღირსეული მამულიშვილები, რომლებიც ეროვნული ინტერესების დაცვას ურთულეს ვითარებაშიც ახერხებდნენ. მათ თავდადებას ხშირად სასურველი შედეგები მოსდევდა.

ნიკიტა ხრუშჩოვი (1894-1971), რომელიც სსრ კავშირს 1953-1964 წლებში ხელმძღვანელობდა, საქართველოსა და ქართველ ერს არ სწყალობდა. იგი თავის უარყოფით დამოკიდებულებას სტალინისა და ბერიას მიმართ ქართველ ხალხზე ავრცელებდა, რასაც ამ წერილის წინა მონაკვეთებში უკვე აღვნიშნავდით. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ სტალინის უახლოესი გარემოცვის წევრთაგან, ცოცხალი ბელადის მიმართ განსაკუთრებული მლიქვნელობით სწორედ ხრუშჩოვი გამოირჩეოდა. მან სტალინისადმი უარყოფითი დამოკიდებულების საჯაროდ გამომჟღავნება მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ გაბედა. განსხვავებით ხრუშჩოვისგან, სსრ კავშირის ახალი ლიდერი ბრეჟნევი ქართველი ხალხისადმი კეთილგანწყობას ავლენდა. ეს მნიშვნელოვანწილად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს პოლკოვნიკი ბრეჟნევი პოლიტგანყოფილების უფროსად მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტის მე-18 არმიაში, რომელიც 1943 წლის მიწურულიდან უკრაინის ტერიტორიაზე იბრძოდა. ამ არმიას მეთაურობდა სახელგანთქმული ქართველი სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძე (1903-1944), რომელიც ომის დამამთავრებელ ეტაპზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების გამო, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კონსტანტინე ლესელიძე
კონსტანტინე ლესელიძე

სტალინმა, რომელიც ლესელიძეს მარშლობისთვის ამზადებდა, მის შესახებ 1945 წელს განაცხადა: “ჭკვიანი იყო და ძლიერი ნებისყოფითაც გამოირჩეოდა”. იმავდროულად, ლესელიძეს ვერ იტანდა ხრუშჩოვი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უკრაინის სსრ კომპარტიის პირველი მდივანი იყო. ამ სიძულვილის მიზეზი კი ის გახლდათ, rომ ვინაიდან ლესელიძე უმაღლესი მთავარსარდლის ნდობით სარგებლობდა, ის თავს ვალდებულად არ მიიჩნევდა, თავისi საბრძოლო გეგმები ხრუშჩოვთანაც შეეთანხმებინა.კანდიდ ჩარკვიანი (1906-1994), რომელიც 1938-1952 წლებში საქართველოს სსრ კომპარტიას ხელმძღვანელობდა, იგონებდა: “1944 წლის იანვარში, მოსკოვში მივლინებისას, სტალინთან შესახვედრად აგარაკზე მიმიწვიეს. მისაღები დარბაზის კარი შევაღე თუ არა, დავინახე, რომ სტალინს მაგიდასთან ხრუშჩოვი ეჯდა. სწორედ ჩემი შესვლისას ხრუშჩოვმა ლესელიძის გვარი ახსენა და დასძინა:

- ამ კაცთან მუშაობა ყოვლად შეუძლებელიაო. მე რომ შემნიშნა, ხრუშჩოვმა ლესელიძეს თავი მიანება და საუბარი სხვა საგანზე გადაიტანა. აშკარა იყო, მან უკვე მოასწრო სტალინის წინაშე ლესელიძეზე აუგის თქმა.

ნიკიტა ხრუშჩოვი საბჭოთა ლიდერის ამპლუაში
ნიკიტა ხრუშჩოვი საბჭოთა ლიდერის ამპლუაში

ხრუშჩოვის ქცევა არ მომეწონა, მაგრამ რა უნდა მეთქვა. ჩანდა, რომ ის ლესელიძისადმი კარგად არ იყო განწყობილი და ამიტომაც უმაღლესი მთავარსარდლის თვალში მისთვის სახელის გატეხას ცდილობდა. სტალინს თავისი აზრი ხრუშჩოვის ნაამბობის გამო არ გამოუთქვამს. ამასობაში პოლიტბიუროს სხვა წევრებიც მოვიდნენ და ჩემი საკითხების განხილვას შევუდექით. როცა საქმეს მოვრჩით, უკვე ღამის 12 საათი იქნებოდა. სტალინმა, ჩვეულებისამებრ, ყველა ვახშამზე მიგვიპატიჟა. ჩემდა მოულოდნელად, ვახშმისას შესაძლებლობა მომეცა, ხრუშჩოვისთვის მისი “ინფორმაციით” უკმაყოფილება მეგრძნობინებინა.

- ქართველები მეორე ხარისხის ერი ხართ, - მითხრა ხუმრობით სტალინმა, - ერთი მარშალიც არ გყავთ ამ გახურებულ ომში (ხაზგასმა აქაც და შემდეგშიც ჩვენია. - ნ. ჯ.).

- ჩვენისთანა მარშალი ნეტავ ყველას ჰყავდეს, - მივუგე ხუმრობით, - მაგრამ, აი, ამხანაგი ხრუშჩოვი წარმოადგენს ლესელიძეს უმაღლეს წოდებაზე და მეორე მარშალიც გვეყოლება.სტალინს ამ პასუხზე გაეღიმა, ხრუშჩოვმა კი ერთი დაბნეულად შემომხედა და ხმაც არ ამოიღო. სამწუხაროდ, ამ შემთხვევიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ლესელიძე გარდაიცვალა” (კ. ჩარკვიანი, განცდილი და ნააზრევი, თბილისი, 2004). აღსანიშნავია, რომ ლესელიძის გარდაცვალებიდან 27 წლის შემდეგ, 1971 წლის 13 მაისს, მას მიენიჭა სსრ კავშირის გმირის წოდება, რაც ბრეჟნევის ინიციატივით მოხდა. ამით სახელმწიფოს მესვეურად აღზევებულმა ბრეჟნევმა თავისი ფრონტელი მეთაურის ხსოვნას მიაგო პატივი.1971 წლის 14 მაისს, საბჭოთა საქართველოს 50 წლისთავზე, თბილისში გამართულ რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და უმაღლესი საბჭოს საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ბრეჟნევმა განაცხადა:

კანდიდ ჩარკვიანი (1947 წ.)
კანდიდ ჩარკვიანი (1947 წ.)

«Мне довелось воевать вместе с одним из талантливых советских полководцев – командующим 18-й армией генерал-полковником К. Н. Леселидзе...» ციტატა თარგმანში სრული სახით ამგვარად ჟღერს: “მე წილად მხვდა პატივი, მებრძოლა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი საბჭოთა სარდლის, მე-18 არმიის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ კ. ნ. ლესელიძის მხარდამხარ. ფრონტზე ადამიანები სწრაფად ამჟღავნებენ საკუთარ თავს. იქ უცებ მიხვდები, ვინ რას წარმოადგენს. კონსტანტინე ლესელიძე დამამახსოვრდა როგორც ქართველი ერის საუკეთესო ეროვნული თვისებების განმასახიერებელი. ის გახლდათ სიცოცხლის მოყვარული და მამაცი, მტრების მიმართ მრისხანე, ხოლო მეგობრების მიმართ - გულუხვი, ღირსეული, სიტყვის კაცი, გონებამახვილი და გულითადი”. განაგრძეთ კითხვა