პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მენატრებოდა და ვთქვი, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა ღირდა, თუ ნიკას ჩავეხუტებოდი, სრულიად მარტო წავედი" - ქართველმა გოგონამ შეყვარებულს ომში ჩააკითხა
"მენატრებოდა და ვთქვი, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა ღირდა, თუ ნიკას ჩავეხუტებოდი, სრულიად მარტო წავედი" - ქართველმა გოგონამ შეყვარებულს ომში ჩააკითხა

სას­წა­უ­ლი იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ მა­ინც ხდე­ბა და ეს ძი­რი­თა­დად სიყ­ვა­რულს უკავ­შირ­დე­ბა. ჩემს რეს­პონ­დენტს, ახალ­გაზ­რდა და ლა­მაზ ქალს სიყ­ვა­რუ­ლის ძა­ლამ მის­ცა გამ­ბე­და­ო­ბა ევლო მა­ტა­რებ­ლით, თვითმფრი­ნა­ვით, ავ­ტო­ბუ­სით, ფე­ხით; გა­და­ე­ლა­ხა მინ­დვ­რე­ბი, მდი­ნა­რე­ე­ბი, ბლოკპოს­ტე­ბი და შეყ­ვა­რე­ბულ­თან პირ­და­პირ ფრონ­ტის ხაზ­ზე ჩა­სუ­ლი­ყო. დიახ, იაკო ფრან­გიშ­ვილ­მა ზამ­თრის ერთ ცივ და სუს­ხი­ან დღეს უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ა­კი­თხა "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" მებ­რძოლს, ნიკა ჭუ­რა­ძეს. რო­გო­რი იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლის და­ნახ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი რე­აქ­ცია ომში, ვინ არის ნიკა, რა­ტომ იბ­რძვის ის და რო­გო­რია ახალ­გაზ­რდე­ბის მიზ­ნე­ბი, ამის შე­სა­ხებ წყვი­ლი თა­ვად გვი­ამ­ბობს.

ნიკა:

- პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი ვარ, ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ­დი და მშვი­დად ვცხოვ­რობ­დი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. მყავს მშობ­ლე­ბი, ძმე­ბი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მე­გობ­რე­ბი... უბ­რა­ლოდ, როცა ვნა­ხე, რაც გა­ა­კე­თა რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში, რო­გორ ექ­ცე­ოდ­ნენ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ქა­ლებს, ბავ­შვებ­სა და მო­ხუ­ცებს, მას მერე ცხოვ­რე­ბის მშვი­დად გაგ­რძე­ლე­ბა უბ­რა­ლოდ ვე­ღარ შევ­ძე­ლი... ომში გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ან შუ­რის­ძი­ე­ბით აღვსი­ლი არ წა­მოვ­სულ­ვარ. ის ადა­მი­ა­ნე­ბი შე­მე­ცოდ­ნენ, რუ­სუ­ლი სი­სას­ტი­კის წი­ნა­შე რომ აღ­მოჩ­ნდნენ.

- მშობ­ლებ­ზე აღა­რა­ფერს გე­კი­თხე­ბით, ია­კომ რო­გორ გა­მო­გიშ­ვათ?

- დიდ­ხანს ვუ­ყუ­რებ­დით ერ­თმა­ნეთს თვა­ლებ­ში და ია უსი­ტყვოდ მიხ­ვდა, რის თქმა­საც ვა­პი­რებ­დი. მხო­ლოდ ის მთხო­ვა: შემ­პირ­დი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­მიბ­რუნ­დე­ბიო.

იაკო:

- ნი­კას­თვის რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცია, აგ­რე­სია, სი­სას­ტი­კე ყო­ველ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი თემა იყო. ზო­გა­დად, ისე­თი ადა­მი­ა­ნია, ვინც მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე არ ფიქ­რობს, ყო­ველ­თვის ეფიქ­რე­ბა სამ­შობ­ლო­ზე, სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე... რო­დე­საც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა და მშვი­დო­ბი­ა­ნი ხალ­ხის ხოც­ვა და­ი­წყო, პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ მთელ სამ­ყა­როს მი­მარ­თა დაგ­ვეხ­მა­რე­თო, ვი­ფიქ­რე, რომ ერთ დღეს ნი­კაც წა­ვი­დო­და. სულ იმის შიში მქონ­და, რომ აი, ახლა მე­ტყვის, უნდა წა­ვი­დეო და ეს დღეც დად­გა. ვე­რა­ფე­რი ვუ­თხა­რი. მისი ხა­სი­ა­თი­სა და ტი­პა­ჟი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­ცო­დი, რომ ამას აზრი არ ჰქონ­და. ცრემ­ლე­ბით გა­ვა­ცი­ლე...

- უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლა რო­გორ გა­და­წყვი­ტე?

- ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და. ჩემს თავს ვუ­თხა­რი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა ღირ­და, თუკი ნი­კას ჩა­ვე­ხუ­ტე­ბო­დი.

- მარ­ტო წახ­ვე­დი?

- სრუ­ლი­ად მარ­ტო. გზა­ში ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა შემ­ხვდა, ბევ­რჯერ ვი­ტი­რე სიმ­წრით, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სიყ­ვა­რულ­მა ყვე­ლა­ფე­რის ატა­ნი­სა და გა­და­ტა­ნის ძალა მომ­ცა. ჯერ პო­ლო­ნეთ­ში ჩავფრინ­დი, იქი­დან უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრამ­დე და­ი­წყო ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბი. ვინც კი გზა­ში შემ­ხვდა, ყვე­ლა მეხ­მა­რე­ბო­და. როცა იგებ­დნენ, სად მივ­დი­ო­დი და რა­ტომ, მგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ. მინ­და შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლო და ყვე­ლა მათ­განს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა ქარ­თვე­ლი იყო. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილ­ში მივ­დი­ო­დი და ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა მხვდე­ბო­და: ხან ტრან­სპორ­ტი არ იყო, ხან გზა... ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ისე ცი­ო­და, ძვალ­სა და რბილ­ში რომ ატანს. მე ორი უზარ­მა­ზა­რი ჩან­თა მქონ­და, ნი­კუ­შას­თვის, სხვა რა­ღა­ცებ­თან ერ­თად სა­ა­ხალ­წლო ნუგ­ბა­რიც მიმ­ქონ­და. 7 სა­ა­თი ვი­დე­ქი პო­ლო­ნე­თის სა­ზღვარ­ზე. მე­გო­ნა მოვ­კვდე­ბო­დი. იყო მო­მენ­ტი, რომ ვი­ფიქ­რე, გზას ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი... უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან რომ მი­ვე­დი, უკუ­ნი სიბ­ნე­ლე იყო. მივ­დი­ო­დი ამ სიბ­ნე­ლე­ში ფე­ხით, დაღ­ლი­ლი, მძი­მე ჩან­თე­ბით და თავი მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ან ფილმში მე­გო­ნა. ბო­ლოს ნი­კუ­შა რომ და­ვი­ნა­ხე, დაღ­ლი­ლო­ბაც უკ­ვა­ლოდ გაქ­რა და ში­შიც. ეს ყვე­ლა­ფე­რი ღირ­და იმის­თვის, რომ ჩავ­ხუ­ტე­ბო­დი და მის თვა­ლებ­ში ჩა­მე­ხე­და.

ნიკა:

- ია­კოს სიყ­ვა­რუ­ლი, ყვე­ლა რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მაძ­ლევს მო­ტი­ვა­ცი­ას. ვიცი, რომ რაც უნდა მოხ­დეს, ჯო­ჯო­ხეთ­შიც რომ მო­მი­წი­ოს ჩას­ვლამ, იქი­და­ნაც ცო­ცხა­ლი უნდა ამო­ვი­დე. ჩემს თავს წა­მით არ ვაძ­ლევ მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. მარ­ტო მე არ ვარ ასე. აქ არი­ან ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­საც უკვე დიდი შვი­ლე­ბი ჰყავთ და მათ­თან ჩა­ხუ­ტე­ბა ერთ სი­ცო­ცხლედ უღირთ, მაგ­რამ ისიც იცი­ან, რომ სწო­რედ შვი­ლე­ბის ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­თვის აქვთ თავი გა­და­დე­ბუ­ლი.

- იას უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­მოს­ვლა სი­ურპრი­ზი იყო?

- სი­ურპრი­ზი ის იყო, რომ ჩა­მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა. კი­დევ კარ­გი, ვერ მო­ით­მი­ნა და წა­მოს­ვლამ­დე ჩა­ნა­ფიქ­რი გა­მან­დო. სხვა­თა შო­რის, რო­დე­საც ია ჩა­მო­ვი­და და ქა­ლაქ­ში გან­გა­შის სიგ­ნა­ლი ჩა­ირ­თო, პირ­ვე­ლად შე­მე­შინ­და. აქ ორი კვი­რა გა­ჩერ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, გა­მო­მე­ცი­ლე­ბი­ნა. ეს გა­მომ­შვი­დო­ბე­ბა უფრო რთუ­ლი იყო, ვიდ­რე პირ­ვე­ლი გან­შო­რე­ბა.

იაკო:

- ამ დრომ­დე ნი­კას თვა­ლებ­ში შიში არ მე­ნა­ხა. მე კი სა­ერ­თოდ არ მე­ში­ნო­და, პი­რი­ქით, ისე­თი გან­ცდა და­მე­უფ­ლა, თით­ქოს ყვე­ლა­ზე კარ­გად და­ცუ­ლი მე ვი­ყა­ვი. ნი­კა­საც ვუ­თხა­რი: არ ინერ­ვი­უ­ლო, მე არაფ­რის მე­ში­ნია, ნახე, რო­გო­რი რო­მან­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტი გვაქვს, ამას მერე შვი­ლებს და შვი­ლიშ­ვი­ლებს მო­ვუყ­ვე­ბით-მეთ­ქი.

- სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბებ­ში, საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბებ­ში თუ მო­ნა­წი­ლე­ობ?

- რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში არ ვარ გა­წევ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ რო­დე­საც სა­ჭი­როა, ყო­ველ­თვის გა­მოვ­დი­ვარ ქუ­ჩა­ში. ერ­თა­დერ­თი, რაც ვერ გა­ვაპ­რო­ტეს­ტე, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა იყო, რად­გან მა­ღა­ლი სი­ცხე მქონ­და. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში ჩემი წვლი­ლი მეც შე­მაქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში. ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ომ­შია და მე რა უფ­ლე­ბა მაქვს შინ ვიჯ­დე, შო­რი­დან ვუ­ყუ­რო ამ ყვე­ლა­ფერს?!

- ნიკა, რო­გორც ვიცი, სა­დაზ­ვერ­ვო ჯგუფ­ში ხარ და ხში­რად გი­წევს ცხელ წერ­ტილ­ში ყოფ­ნა. შე­გიძ­ლია გა­იხ­სე­ნო ამ­ბე­ბი, რო­დე­საც სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში ჩა­ხე­დე?

- აქ სულ თვა­ლებ­ში ვუ­ყუ­რებთ სიკ­ვდილს, მაგ­რამ უკვე შე­ვეჩ­ვი­ეთ. მახ­სოვს, ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი რომ ვი­ყა­ვი და პირ­ვე­ლად მივ­დი­ო­დი და­ვა­ლე­ბა­ზე მან­ქა­ნით, ყა­ყა­ჩო­ე­ბი და­ვი­ნა­ხე და ასე­თი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და: მე და ჩემი ძმე­ბი პა­ტა­რე­ბი რომ ვი­ყა­ვით, მა­მას ვკი­თხეთ, - ამ­დე­ნი ყა­ყა­ჩო რა­ტომ ამო­დის მინ­დვ­რებ­შიო? მა­მამ გვი­თხრა, - ესე­ნი უბ­რა­ლო ყა­ყა­ჩო­ე­ბი არ არი­ან, ჩვენს ქვე­ყა­ნას ბევ­რი ომი უწევ­და და ყვე­ლა მიწა წმინ­და­აო. მე ისევ ვი­კი­თხე, რა­ტომ აკურ­თხეს-მეთ­ქი? დე­დამ თქვა, კი არ აკურ­თხეს, ყა­ყა­ჩო­ე­ბი და­ცე­მუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­ხელ­ზე ამო­დი­სო. მას შემ­დეგ, პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, ყა­ყა­ჩო­ებს აღარ ვწყვეტ­დი... ეს ამ­ბა­ვი რომ მახ­სენ­დე­ბო­და, თან სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან მე­ღი­მე­ბო­და, თან გულ­და­წყვე­ტი­ლი ვფიქ­რობ­დი, - ვა­ი­თუ, ჩემი ყა­ყა­ჩო ჩემს მი­წა­ზე არ გა­ი­ზარ­დოს-მეთ­ქი. ახლა ვფიქ­რობ, რომ ამ ომს აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­გებთ და სამ­შობ­ლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი დავ­ბრუნ­დე­ბით.

- ახლა ალ­ბათ მკი­თხვე­ლე­ბი­დან ბევ­რს გა­უჩ­ნდე­ბო­და შე­კი­თხვა, თუ ასე­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ, გაქვs პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც გიყ­ვარs, ბედ­ნი­ე­რი ხარ მშობ­ლე­ბი­სა და დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, რა­ტომ არ ბრუნ­დე­ბი სამ­შობ­ლო­ში? რა გა­ი­ძუ­ლებs, რომ იომო უცხო ქვე­ყა­ნა­ში?

- ეს არ არის სხვი­სი ომი, ეს არის ბრძო­ლა ქარ­თვე­ლე­ბის სის­ხლის­მსმე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. რუსი ყველ­გან ქარ­თვე­ლის მტე­რია, სა­ქარ­თვე­ლო­შიც, უკ­რა­ი­ნა­შიც და ამე­რი­კა­შიც. მი­აღ­წევს რუ­სე­თი თა­ვის მი­ზანს უკ­რა­ი­ნა­ში? შემ­დე­გი ვიქ­ნე­ბით ჩვენ. მე ზუს­ტად იმი­სათ­ვის ვიბ­რძვი უკ­რა­ი­ნა­ში, რომ რუ­სეთ­მა მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ და­ატ­რი­ა­ლოს ცოდ­ვის კალო. ცო­ტა­საც უნდა გა­ვუძ­ლოთ. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მედგრად არი­ან. შარ­შან, ენერ­გო­რე­სურ­სებ­ზე მა­სი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვე­ბი რომ და­ი­წყო, ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ვე­უბ­ნე­ბო­დით, ხალ­ხს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა, ყელ­ში ამო­უ­ვაო. თუმ­ცა სა­პი­რის­პი­რო ვი­ხი­ლეთ. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც შუქი იყო, ხალ­ხი ელექტრო­მა­დუ­ღა­რას არ იყე­ნებ­და, - მე რომ გა­მო­ვი­ყე­ნო ეს ენერ­გია, იქ­ნებ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ღა­ცას და­აკ­ლდე­სო. ახლა აქ მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს კი არა, მსოფ­ლი­ოს ბედი წყდე­ბა. მინ­და რუ­სულ­მა ურ­დომ აქ ისე მო­ი­ტე­ხოს კი­სე­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­კენ ვე­რას­დროს გა­მო­ი­ხე­დოს. აქ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩია. ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი თა­ვი­ან­თი სი­მა­მა­ცით სა­ქარ­თვე­ლოს ასა­ხე­ლე­ბენ და თა­ვი­ან­თი სის­ხლით წე­რენ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას. არ მეს­მის იმ ქარ­თვე­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რუ­სებს ხომ არ შე­ვაკ­ვდე­ბით? აბა, ომი გინ­და­თო? იცით, ია­რა­ღის ხელ­ში აღე­ბის გარ­და, ბრძო­ლის სხვა ხერ­ხე­ბიც არ­სე­ბობს. გარ­და ამი­სა, ქარ­თველ კაცს ვინ­მემ ქუ­ჩა­ში შე­უ­რა­ცხყო­ფა რომ მი­ა­ყე­ნოს, იტყვის, ეს ახლა ჩემ­ზე ძლი­ე­რია და ხელს ვერ შე­ვუბ­რუ­ნე­ბო? არ არის ჩვე­ნი მენ­ტა­ლო­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი შე­ში­ნე­ბუ­ლი კა­ცის პო­ზი­ცი­ი­დან სა­უ­ბა­რი და რა­ტომ გვახ­ვე­ვენ ასეთ იდე­ო­ლო­გი­ას თავს?

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რა არის?

- ის, რომ თა­ნა­მებ­რძო­ლებს ვკარ­გავთ. დი­ლით ერ­თად ხართ, ლა­პა­რა­კობთ, ერ­თმა­ნეთს უცი­ნით, აი­მე­დებთ და მე­ო­რე წუთ­ში შე­იძ­ლე­ბა აღარ იყოს. მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებს არ ვგუ­ლის­ხმობ, უკ­რა­ი­ნე­ლებ­საც ჩვენს ძმე­ბად მი­ვიჩ­ნევთ.

- ახლა რა ხდე­ბა ფრონ­ტის ხაზ­ზე?

- უმაღ­ლე­სი მო­ტი­ვა­ცია გვაქვს. კონ­ტრშე­ტე­ვა ნელ-ნელა გა­და­დის აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში. ცოტა ხნის წინ გა­მო­ვე­დით ბახ­მუ­ტი­დან, იქ ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე უკვე გა­ვა­კე­თეთ. ახლა ზა­პო­რო­ჟი­ეს მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ..წა­ი­კი­თეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
5

დიდი ბედნიერება ამ ლამაზ და პროგრესულ ახალგაზრდებს .

 

tngh
12

სამწუხაროა, რომ ეთნიკურად ორი ყველაზე მონათესავე სლავური ქვეყნისა და ერის ომში ჩვენი თანამემაულეებიც, რომ არიან ჩართულნი... ჯანმრთელობას ვუსურვებ ამ ოჯახს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მენატრებოდა და ვთქვი, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა ღირდა, თუ ნიკას ჩავეხუტებოდი, სრულიად მარტო წავედი" - ქართველმა გოგონამ შეყვარებულს ომში ჩააკითხა

"მენატრებოდა და ვთქვი, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა ღირდა, თუ ნიკას ჩავეხუტებოდი, სრულიად მარტო წავედი" - ქართველმა გოგონამ შეყვარებულს ომში ჩააკითხა

სასწაული იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება და ეს ძირითადად სიყვარულს უკავშირდება. ჩემს რესპონდენტს, ახალგაზრდა და ლამაზ ქალს სიყვარულის ძალამ მისცა გამბედაობა ევლო მატარებლით, თვითმფრინავით, ავტობუსით, ფეხით; გადაელახა მინდვრები, მდინარეები, ბლოკპოსტები და შეყვარებულთან პირდაპირ ფრონტის ხაზზე ჩასულიყო. დიახ, იაკო ფრანგიშვილმა ზამთრის ერთ ცივ და სუსხიან დღეს უკრაინაში ჩააკითხა "ქართული ლეგიონის" მებრძოლს, ნიკა ჭურაძეს. როგორი იყო შეყვარებულის დანახვით გამოწვეული რეაქცია ომში, ვინ არის ნიკა, რატომ იბრძვის ის და როგორია ახალგაზრდების მიზნები, ამის შესახებ წყვილი თავად გვიამბობს.

ნიკა:

- პროფესიით მხატვარი ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებდი და მშვიდად ვცხოვრობდი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. მყავს მშობლები, ძმები, შეყვარებული, მეგობრები... უბრალოდ, როცა ვნახე, რაც გააკეთა რუსეთმა უკრაინაში, როგორ ექცეოდნენ რუსი სამხედროები ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, მას მერე ცხოვრების მშვიდად გაგრძელება უბრალოდ ვეღარ შევძელი... ომში გაბრაზებული ან შურისძიებით აღვსილი არ წამოვსულვარ. ის ადამიანები შემეცოდნენ, რუსული სისასტიკის წინაშე რომ აღმოჩნდნენ.

- მშობლებზე აღარაფერს გეკითხებით, იაკომ როგორ გამოგიშვათ?

- დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში და ია უსიტყვოდ მიხვდა, რის თქმასაც ვაპირებდი. მხოლოდ ის მთხოვა: შემპირდი, რომ აუცილებლად დამიბრუნდებიო.

იაკო:

- ნიკასთვის რუსული ოკუპაცია, აგრესია, სისასტიკე ყოველთვის მტკივნეული თემა იყო. ზოგადად, ისეთი ადამიანია, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს, ყოველთვის ეფიქრება სამშობლოზე, სხვა ადამიანებზე... როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მშვიდობიანი ხალხის ხოცვა დაიწყო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მთელ სამყაროს მიმართა დაგვეხმარეთო, ვიფიქრე, რომ ერთ დღეს ნიკაც წავიდოდა. სულ იმის შიში მქონდა, რომ აი, ახლა მეტყვის, უნდა წავიდეო და ეს დღეც დადგა. ვერაფერი ვუთხარი. მისი ხასიათისა და ტიპაჟიდან გამომდინარე ვიცოდი, რომ ამას აზრი არ ჰქონდა. ცრემლებით გავაცილე...

- უკრაინაში წასვლა როგორ გადაწყვიტე?

- ძალიან მენატრებოდა. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა ღირდა, თუკი ნიკას ჩავეხუტებოდი.

- მარტო წახვედი?

- სრულიად მარტო. გზაში ბევრი დაბრკოლება შემხვდა, ბევრჯერ ვიტირე სიმწრით, მაგრამ საბოლოოდ სიყვარულმა ყველაფერის ატანისა და გადატანის ძალა მომცა. ჯერ პოლონეთში ჩავფრინდი, იქიდან უკრაინის საზღვრამდე დაიწყო ყველაზე დიდი სირთულეები. ვინც კი გზაში შემხვდა, ყველა მეხმარებოდა. როცა იგებდნენ, სად მივდიოდი და რატომ, მგულშემატკივრობდნენ. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ყველა მათგანს მადლობა გადავუხადო. სხვათა შორის, ყველა ქართველი იყო. მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მივდიოდი და ბევრი დაბრკოლება მხვდებოდა: ხან ტრანსპორტი არ იყო, ხან გზა... ამ ყველაფერთან ერთად, ისე ციოდა, ძვალსა და რბილში რომ ატანს. მე ორი უზარმაზარი ჩანთა მქონდა, ნიკუშასთვის, სხვა რაღაცებთან ერთად საახალწლო ნუგბარიც მიმქონდა. 7 საათი ვიდექი პოლონეთის საზღვარზე. მეგონა მოვკვდებოდი. იყო მომენტი, რომ ვიფიქრე, გზას ვეღარ გავაგრძელებდი... უკრაინის საზღვართან რომ მივედი, უკუნი სიბნელე იყო. მივდიოდი ამ სიბნელეში ფეხით, დაღლილი, მძიმე ჩანთებით და თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა. ბოლოს ნიკუშა რომ დავინახე, დაღლილობაც უკვალოდ გაქრა და შიშიც. ეს ყველაფერი ღირდა იმისთვის, რომ ჩავხუტებოდი და მის თვალებში ჩამეხედა.

ნიკა:

- იაკოს სიყვარული, ყველა რთულ სიტუაციაში მაძლევს მოტივაციას. ვიცი, რომ რაც უნდა მოხდეს, ჯოჯოხეთშიც რომ მომიწიოს ჩასვლამ, იქიდანაც ცოცხალი უნდა ამოვიდე. ჩემს თავს წამით არ ვაძლევ მოდუნების საშუალებას. მარტო მე არ ვარ ასე. აქ არიან ბიჭები, რომლებსაც უკვე დიდი შვილები ჰყავთ და მათთან ჩახუტება ერთ სიცოცხლედ უღირთ, მაგრამ ისიც იციან, რომ სწორედ შვილების ნათელი მომავლისთვის აქვთ თავი გადადებული.

- იას უკრაინაში ჩამოსვლა სიურპრიზი იყო?

- სიურპრიზი ის იყო, რომ ჩამოსვლა გადაწყვიტა. კიდევ კარგი, ვერ მოითმინა და წამოსვლამდე ჩანაფიქრი გამანდო. სხვათა შორის, როდესაც ია ჩამოვიდა და ქალაქში განგაშის სიგნალი ჩაირთო, პირველად შემეშინდა. აქ ორი კვირა გაჩერდა და იძულებული გავხდი, გამომეცილებინა. ეს გამომშვიდობება უფრო რთული იყო, ვიდრე პირველი განშორება.

იაკო:

- ამ დრომდე ნიკას თვალებში შიში არ მენახა. მე კი საერთოდ არ მეშინოდა, პირიქით, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ყველაზე კარგად დაცული მე ვიყავი. ნიკასაც ვუთხარი: არ ინერვიულო, მე არაფრის მეშინია, ნახე, როგორი რომანტიკული მომენტი გვაქვს, ამას მერე შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვებით-მეთქი.

- სამოქალაქო აქტივობებში, საპროტესტო მოძრაობებში თუ მონაწილეობ?

- რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციაში არ ვარ გაწევრებული, მაგრამ როდესაც საჭიროა, ყოველთვის გამოვდივარ ქუჩაში. ერთადერთი, რაც ვერ გავაპროტესტე, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა იყო, რადგან მაღალი სიცხე მქონდა. დანარჩენ შემთხვევაში ჩემი წვლილი მეც შემაქვს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩემი შეყვარებული ომშია და მე რა უფლება მაქვს შინ ვიჯდე, შორიდან ვუყურო ამ ყველაფერს?!

- ნიკა, როგორც ვიცი, სადაზვერვო ჯგუფში ხარ და ხშირად გიწევს ცხელ წერტილში ყოფნა. შეგიძლია გაიხსენო ამბები, როდესაც სიკვდილს თვალებში ჩახედე?

- აქ სულ თვალებში ვუყურებთ სიკვდილს, მაგრამ უკვე შევეჩვიეთ. მახსოვს, ახალი ჩამოსული რომ ვიყავი და პირველად მივდიოდი დავალებაზე მანქანით, ყაყაჩოები დავინახე და ასეთი ამბავი გამახსენდა: მე და ჩემი ძმები პატარები რომ ვიყავით, მამას ვკითხეთ, - ამდენი ყაყაჩო რატომ ამოდის მინდვრებშიო? მამამ გვითხრა, - ესენი უბრალო ყაყაჩოები არ არიან, ჩვენს ქვეყანას ბევრი ომი უწევდა და ყველა მიწა წმინდააო. მე ისევ ვიკითხე, რატომ აკურთხეს-მეთქი? დედამ თქვა, კი არ აკურთხეს, ყაყაჩოები დაცემული ჯარისკაცების სახელზე ამოდისო. მას შემდეგ, პატივისცემის ნიშნად, ყაყაჩოებს აღარ ვწყვეტდი... ეს ამბავი რომ მახსენდებოდა, თან სიამოვნებისგან მეღიმებოდა, თან გულდაწყვეტილი ვფიქრობდი, - ვაითუ, ჩემი ყაყაჩო ჩემს მიწაზე არ გაიზარდოს-მეთქი. ახლა ვფიქრობ, რომ ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ და სამშობლოში აუცილებლად გამარჯვებულები დავბრუნდებით.

- ახლა ალბათ მკითხველებიდან ბევრს გაუჩნდებოდა შეკითხვა, თუ ასეთი შეყვარებული ხარ, გაქვs პროფესია, რომელიც გიყვარs, ბედნიერი ხარ მშობლებისა და დედმამიშვილების გარემოცვაში, რატომ არ ბრუნდები სამშობლოში? რა გაიძულებs, რომ იომო უცხო ქვეყანაში?

- ეს არ არის სხვისი ომი, ეს არის ბრძოლა ქართველების სისხლისმსმელების წინააღმდეგ. რუსი ყველგან ქართველის მტერია, საქართველოშიც, უკრაინაშიც და ამერიკაშიც. მიაღწევს რუსეთი თავის მიზანს უკრაინაში? შემდეგი ვიქნებით ჩვენ. მე ზუსტად იმისათვის ვიბრძვი უკრაინაში, რომ რუსეთმა მერე საქართველოში არ დაატრიალოს ცოდვის კალო. ცოტასაც უნდა გავუძლოთ. უკრაინელები მედგრად არიან. შარშან, ენერგორესურსებზე მასირებული შეტევები რომ დაიწყო, ქართველები ერთმანეთს ვეუბნებოდით, ხალხს ძალიან გაუჭირდება, ყელში ამოუვაო. თუმცა საპირისპირო ვიხილეთ. მაგალითად, როდესაც შუქი იყო, ხალხი ელექტრომადუღარას არ იყენებდა, - მე რომ გამოვიყენო ეს ენერგია, იქნებ საავადმყოფოში ვიღაცას დააკლდესო. ახლა აქ მარტო საქართველოს კი არა, მსოფლიოს ბედი წყდება. მინდა რუსულმა ურდომ აქ ისე მოიტეხოს კისერი, რომ საქართველოსკენ ვერასდროს გამოიხედოს. აქ თითოეული ჩვენგანი საქართველოს ელჩია. ჩვენი ბიჭები თავიანთი სიმამაცით საქართველოს ასახელებენ და თავიანთი სისხლით წერენ საქართველოს ისტორიას. არ მესმის იმ ქართველების, რომლებიც ამბობენ, რუსებს ხომ არ შევაკვდებით? აბა, ომი გინდათო? იცით, იარაღის ხელში აღების გარდა, ბრძოლის სხვა ხერხებიც არსებობს. გარდა ამისა, ქართველ კაცს ვინმემ ქუჩაში შეურაცხყოფა რომ მიაყენოს, იტყვის, ეს ახლა ჩემზე ძლიერია და ხელს ვერ შევუბრუნებო? არ არის ჩვენი მენტალობისთვის დამახასიათებელი შეშინებული კაცის პოზიციიდან საუბარი და რატომ გვახვევენ ასეთ იდეოლოგიას თავს?

- ყველაზე რთული რა არის?

- ის, რომ თანამებრძოლებს ვკარგავთ. დილით ერთად ხართ, ლაპარაკობთ, ერთმანეთს უცინით, აიმედებთ და მეორე წუთში შეიძლება აღარ იყოს. მხოლოდ ქართველებს არ ვგულისხმობ, უკრაინელებსაც ჩვენს ძმებად მივიჩნევთ.

- ახლა რა ხდება ფრონტის ხაზზე?

- უმაღლესი მოტივაცია გვაქვს. კონტრშეტევა ნელ-ნელა გადადის აქტიურ ფაზაში. ცოტა ხნის წინ გამოვედით ბახმუტიდან, იქ ჩვენი გასაკეთებელი საქმე უკვე გავაკეთეთ. ახლა ზაპოროჟიეს მიმართულებით ვმუშაობთ..წაიკითეთ სრულად