სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაე, ვიქტორ ორბანმა დაურეკოს თავის მეგობარ პუტინს და სთხოვოს, რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს" - მიხაილო პოდოლიაკი
"დაე, ვიქტორ ორბანმა დაურეკოს თავის მეგობარ პუტინს და სთხოვოს, რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს" - მიხაილო პოდოლიაკი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ვე­ლი, მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კი უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ვიქ­ტორ ორ­ბანს ურ­ჩევს, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს და­ურ­ე­კოს და უკ­რა­ი­ნის მთე­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ჯა­რის გაყ­ვა­ნის­კენ მო­უ­წო­დოს.

  • მისი თქმით, უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აბ­სურ­დუ­ლი სა­ჯა­რო პო­ზი­ცია კი­დევ ერთხელ შე­უ­რა­ცხყოფს ევ­რო­კავ­ში­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ზო­გა­დად, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს.

"ეს არის ევ­რო­პის შეგ­ნე­ბუ­ლი დამ­ცი­რე­ბა და რუ­სე­თის ტე­რო­რის­ტულ ქმე­დე­ბებ­თან შე­გუ­ე­ბა. ეს არის აგ­რე­სო­რის შეგ­ნე­ბუ­ლი გა­მარ­თლე­ბა და წა­ხა­ლი­სე­ბა, გა­აგ­რძე­ლოს უკ­რა­ი­ნის/ევ­რო­პის გა­ნად­გუ­რე­ბა. თუ უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ნამ­დვი­ლად აწუ­ხებს და­ნა­კარ­გე­ბი, დაე, და­ურ­ე­კოს თა­ვის „მე­გო­ბარ პუ­ტინს“ და სთხო­ვოს, რომ რუ­სუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბი გას­ცდნენ უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებს", - აღ­ნიშ­ნა პო­დო­ლი­აკ­მა.

მისი თქმით, რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის შემ­დეგ ომი დას­რულ­დე­ბა და აღარ იქ­ნე­ბა და­ნა­კარ­გე­ბი და აღა­რა­ვინ და­ი­ღუ­პე­ბა.

"ომის დას­რუ­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა მხო­ლოდ ოკუ­პან­ტის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის სრუ­ლი გაყ­ვა­ნაა. ვინ­მეს გსმე­ნი­ათ რუ­სე­თის მი­მართ ორ­ბა­ნის მსგავ­სი მო­წო­დე­ბე­ბი?“- გა­ნა­ცხა­და პო­დო­ლი­აკ­მა.

უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი უკ­რა­ი­ნის კონ­ტრშე­ტე­ვის და­წყე­ბამ­დე ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთს შო­რის სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის მომ­ხრეა.

„უკ­რა­ი­ნის კონ­ტრშე­ტე­ვის და­წყე­ბამ­დე ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ მხა­რე­ე­ბის და­სარ­წმუ­ნებ­ლად, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა და სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია”, - აღ­ნიშ­ნა ორ­ბან­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
3

შე უმადურო, საკუთარი თვალით თუ არ გაქვს ნანახი, სხვას მოუსმინე, რამდენი უკრაინელი ყავს მიღებული უნგრეთს, სავსეა იქაურობა.

გიორგი
15

ორბანს და მის მომხრეებს რაში ანაღვლებთ სხვა ქვეყნის ტერიტორიებ, მთავარია თვითონ იყვნენ თბილად და მაძღრად!

ავტორი:

"დაე, ვიქტორ ორბანმა დაურეკოს თავის მეგობარ პუტინს და სთხოვოს, რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს" - მიხაილო პოდოლიაკი

"დაე, ვიქტორ ორბანმა დაურეკოს თავის მეგობარ პუტინს და სთხოვოს, რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს" - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ურჩევს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკოს და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდოს.

  • მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აბსურდული საჯარო პოზიცია კიდევ ერთხელ შეურაცხყოფს ევროკავშირის ღირებულებებს და ზოგადად, საერთაშორისო სამართალს.

"ეს არის ევროპის შეგნებული დამცირება და რუსეთის ტერორისტულ ქმედებებთან შეგუება. ეს არის აგრესორის შეგნებული გამართლება და წახალისება, გააგრძელოს უკრაინის/ევროპის განადგურება. თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ნამდვილად აწუხებს დანაკარგები, დაე, დაურეკოს თავის „მეგობარ პუტინს“ და სთხოვოს, რომ რუსული შეიარაღებული ფორმირებები გასცდნენ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ ომი დასრულდება და აღარ იქნება დანაკარგები და აღარავინ დაიღუპება.

"ომის დასრულების წინაპირობა მხოლოდ ოკუპანტის შეიარაღებული კონტინგენტისა და აღჭურვილობის სრული გაყვანაა. ვინმეს გსმენიათ რუსეთის მიმართ ორბანის მსგავსი მოწოდებები?“- განაცხადა პოდოლიაკმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა.

„უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია”, - აღნიშნა ორბანმა.