მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხოპლანეტელები და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები - რას ამბობენ ნასას მკვლევარები ათწლეულების განმავლობაში დაკვირვებისა და კვლევის შემდეგ
უცხოპლანეტელები და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები - რას ამბობენ ნასას მკვლევარები ათწლეულების განმავლობაში დაკვირვებისა და კვლევის შემდეგ

ამე­რი­კელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ის­წავ­ლეს 800-მდე ინ­ფორ­მა­ცია ამო­უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მათ შო­რის რე­ა­ლუ­რად ამო­უც­ნო­ბი და ამო­უხ­სნე­ლი მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლი იყო.

გა­სულ წელს ნა­სამ შექ­მნა პა­ნე­ლი, სა­დაც მკვლე­ვა­რე­ბი სა­ჯა­როდ სა­უბ­რო­ბენ ამო­უხ­სნელ ობი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე. აქ სა­უბ­რო­ბენ ისეთ ამო­უც­ნობ ობი­ექ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც არ არის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რო­გორც თვითმფრი­ნა­ვი, ან რა­ი­მე საფ­რე­ნი აპა­რა­ტი და რო­მელ­საც არ იც­ნობს მეც­ნი­ე­რე­ბა.

პა­ნე­ლის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რა ოთხშა­ბათს გა­ი­მარ­თა.

"ყო­ველ­თვი­უ­რად, ჩვენ­თან 50-100-მდე გან­ცხა­დე­ბა შე­მო­დის",- ამ­ბობს ანო­მა­ლი­ე­ბის მკვლე­ვა­რი შონ კირკპატ­რი­კი და გან­მარ­ტავს, რომ ამო­უც­ნო­ბი ობი­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ მთლი­ა­ნი მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის მხო­ლოდ 2-5%-ია მარ­თლაც ამო­უხ­სნე­ლი.

პენ­ტა­გო­ნის მოხ­სე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, 2004-2021 წლებ­ში სამ­ხედ­რო პი­ლო­ტებ­მა 144 ამო­უც­ნო­ბი ობი­ექ­ტი შე­ნიშ­ნეს. მათ­გან ყვე­ლას მო­ე­ძებ­ნა ახ­სნა, გარ­და ერ­თი­სა. ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა არ გა­მო­რი­ცხეს ის აზრი, რომ შე­საძ­ლოა, ეს ობი­ექ­ტე­ბი "არა­მი­წი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო".

ოთხშა­ბა­თის შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი "ნა­სას" მიდ­გო­მის შეც­ვლაა. კოს­მო­სურ­მა სა­ა­გენ­ტომ ათწლე­უ­ლე­ბი შე­ა­ლია უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გა­და­მოწ­მე­ბას.

პა­ნე­ლის მოს­მე­ნის და­სას­რულს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­თხვა გაჟ­ღერ­და: "რას მა­ლავს ნასა?" რა­ზეც ნა­სას თა­ნამ­შრო­მელ­მა, დენ ევან­სმა თქვა, რომ სა­ა­გენ­ტო გამჭვირ­ვა­ლო­ბის მომ­ხრეა: "ამი­ტო­მაც ვართ დღეს აქ".

წყა­რო: bbc

  • მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
UFO
0

1947 წლის როსველის ავარიას ბოლო-ბოლო ადასტურებს თუ არა ნასა? კადრები, რომელიც გავრცელდა, სადაც რამდენიმე დაღუპული და ერთი დატყვევებული არამიწიერი არსება ჰყავთ რეალურია? ზონა-51 და მსგავსი დახურული საცდელი ბაზები რისთვის აქვთ?

მიშა
2

90-იან წლებში, ერთი პერიოდი გახშირდა ამოუცნობი ობიექტების ვიზიტები. ახლობლის მაშინდელი მონაყოლი:

საღამოს, შებინდებულზე, რუსთაველზე გამოჩნდა მსგავსი ობიექტი. ხალხი მასიურად გაჩერდა და ყურება დაუწყო. 

პოლიციელს არ მოეწონა ხალხის ასე ჯგუფ-ჯგუფად ყოფნა და შეუძახა: 

ჰა, დაიშალეთ ეხლა! რა იყო, მფრინავი თეფში არ გინახავთ? 

:)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

უცხოპლანეტელები და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები - რას ამბობენ ნასას მკვლევარები ათწლეულების განმავლობაში დაკვირვებისა და კვლევის შემდეგ

უცხოპლანეტელები და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები - რას ამბობენ ნასას მკვლევარები ათწლეულების განმავლობაში დაკვირვებისა და კვლევის შემდეგ

ამერიკელმა სპეციალისტებმა ათწლეულების განმავლობაში შეისწავლეს 800-მდე ინფორმაცია ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ, მაგრამ მათ შორის რეალურად ამოუცნობი და ამოუხსნელი მხოლოდ მცირე ნაწილი იყო.

გასულ წელს ნასამ შექმნა პანელი, სადაც მკვლევარები საჯაროდ საუბრობენ ამოუხსნელ ობიექტებთან დაკავშირებით ჩატარებულ სამუშაოებზე. აქ საუბრობენ ისეთ ამოუცნობ ობიექტებზე, რომლებიც არ არის იდენტიფიცირებული როგორც თვითმფრინავი, ან რაიმე საფრენი აპარატი და რომელსაც არ იცნობს მეცნიერება.

პანელის პირველი საჯარო შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართა.

"ყოველთვიურად, ჩვენთან 50-100-მდე განცხადება შემოდის",- ამბობს ანომალიების მკვლევარი შონ კირკპატრიკი და განმარტავს, რომ ამოუცნობი ობიექტების შესახებ მთლიანი მონაცემთა ბაზის მხოლოდ 2-5%-ია მართლაც ამოუხსნელი.

პენტაგონის მოხსენების მიხედვით, 2004-2021 წლებში სამხედრო პილოტებმა 144 ამოუცნობი ობიექტი შენიშნეს. მათგან ყველას მოეძებნა ახსნა, გარდა ერთისა. ოფიციალურმა პირებმა არ გამორიცხეს ის აზრი, რომ შესაძლოა, ეს ობიექტები "არამიწიერი ყოფილიყო".

ოთხშაბათის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი "ნასას" მიდგომის შეცვლაა. კოსმოსურმა სააგენტომ ათწლეულები შეალია უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაციების გადამოწმებას.

პანელის მოსმენის დასასრულს ცნობისმოყვარე საზოგადოების კითხვა გაჟღერდა: "რას მალავს ნასა?" რაზეც ნასას თანამშრომელმა, დენ ევანსმა თქვა, რომ სააგენტო გამჭვირვალობის მომხრეა: "ამიტომაც ვართ დღეს აქ".

წყარო: bbc

  • მოამზადა ანა სიბოშვილმა