პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომე ზურაბიშვილი "ნახევარ სიმართლეს“ ლაპარაკობს... ივანიშვილი ევროპას ელაპარაკება ზურაბიშვილის პირით, პუტინს კი კობახიძე-ღარიბაშვილის პირით" - პაატა მანჯგალაძე
"სალომე ზურაბიშვილი "ნახევარ სიმართლეს“ ლაპარაკობს... ივანიშვილი ევროპას ელაპარაკება ზურაბიშვილის პირით, პუტინს კი კობახიძე-ღარიბაშვილის პირით" - პაატა მანჯგალაძე

დაშ­ვე­ბის დო­ნე­ზე ვფიქ­რობ, ხომ არ არის ივა­ნიშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი სინ­ქრო­ნი­ზე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა - ევ­რო­პას ივა­ნიშ­ვი­ლი ელა­პა­რა­კე­ბა ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პი­რით, პუ­ტინს კი კო­ბა­ხი­ძე- ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პი­რით, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" დე­პუ­ტატ­მა, პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ნა­ხე­ვარ სი­მარ­თლეს" ლა­პა­რა­კობს და არას­დროს უპი­რის­პირ­დე­ბა ივა­ნიშ­ვილს.

"დიდი მო­ლო­დი­ნი არ მქო­ნია. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მი­ეჩ­ვია "ნა­ხე­ვარ სი­მარ­თლით" ლა­პა­რაკს. ვი­ღა­ცებს ეს მოს­წონთ და უკ­რა­ვენ ტაშს, მე არ მომ­წონს, როცა პრე­ზი­დენ­ტი "ნა­ხე­ვარ სი­მარ­თლეს" სა­უბ­რობს. როცა ამ­ბობს, რომ ევ­რო­პულ კურსს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უქ­მნის საფრ­თხეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არის ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და კო­ბა­ხი­ძე, ევ­რო­პე­ლე­ბი არ ტყუვ­დე­ბი­ან, ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ეს ხომ ტყუ­ი­ლია, როცა ღა­რი­ბაშ­ვილს და კო­ბა­ხი­ძეს აბ­რა­ლებ ევ­რო­პუ­ლი კურ­სის დი­ვერ­სი­ას, ეს ივა­ნიშ­ვილს უნდა ასე და მის გა­რე­შე ნა­ბიჯს ვერ გა­დად­გამს ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­ზე მო­სამ­სა­ხუ­რე ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და კო­ბა­ხი­ძე. როცა ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს მუ­ქა­რა­ზე, კო­ბა­ხი­ძე გა­ბე­დავს ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე პრე­ზი­დენტზე ზე­წო­ლას?! სა­უბ­რობ­და ევ­რო­პულ დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე, მაგ­რამ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზეც დგას ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტია და გვა­რა­მია რომ ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი ტყვეა? კო­ბა­ხი­ძემ გა­აფრ­თხი­ლა წი­თე­ლი ხაზი არ გა­დაკ­ვე­თოო, რაც მათ­თვის ივა­ნიშ­ვი­ლია და არა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სი და მე ვერ ვხე­დავ, რომ ივა­ნიშ­ვილს უპი­რის­პირ­დე­ბა რა­ი­მე ფორ­მით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. უფრო მე­ტიც, დაშ­ვე­ბის დო­ნე­ზე ვფიქ­რობ იმა­საც, ეს ხომ არ არის ივა­ნიშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი სინ­ქრო­ნი­ზე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა, რომ ევ­რო­პას ელა­პა­რა­კე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პი­რით, პუ­ტინს კი კო­ბა­ხი­ძე- ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პი­რით, თით­ქოს ევ­რო­პა უნდა მო­დუნ­დეს და და­ვი­ჯე­როთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­აა, პრე­ზი­დენ­ტი ევ­რო­პე­ლია, მერე რა თუ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი რუ­სია. როცა ამას ვამ­ბობ, კი არ მი­ხა­რია, მაგ­რამ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გლო­ბა­ლურ სა­მიტ­ზე გა­მოს­ვლამ გა­მი­ჩი­ნა გან­ცდა, რომ ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძე გა­ცო­ცხლდა და წარ­სდგა მოხ­სე­ნე­ბით. უფრო მე­ტიც, ვფიქ­რობ­დი პუ­ტინს ამ სა­მი­ტებ­ზე რომ არ უშ­ვე­ბენ, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­ნიშ­ნა პი­რად წარ­მო­მად­გენ­ლად და სა­უბ­რობ­და მისი პი­რით. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თქვა, უკ­რა­ი­ნა ნა­ტო­ში რომ მი­დი­ო­და, იმი­ტომ და­ეს­ხა რუ­სე­თი თავ­სო?!" - გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

ურო
4

სანამ ეს, ჭჭ, ხაბე, წითლიძე, ჩალაძე, კირკიტაძე, ბუაძე, "ატოცის გმირი" და რუბლოვნა არიან ქართულ პოლიტიკასი ვერავინ მოგვერევა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილი "ნახევარ სიმართლეს“ ლაპარაკობს... ივანიშვილი ევროპას ელაპარაკება ზურაბიშვილის პირით, პუტინს კი კობახიძე-ღარიბაშვილის პირით" - პაატა მანჯგალაძე

"სალომე ზურაბიშვილი "ნახევარ სიმართლეს“ ლაპარაკობს... ივანიშვილი ევროპას ელაპარაკება ზურაბიშვილის პირით, პუტინს კი კობახიძე-ღარიბაშვილის პირით" - პაატა მანჯგალაძე

დაშვების დონეზე ვფიქრობ, ხომ არ არის ივანიშვილთან შეთანხმებული სინქრონიზებული მოქმედება - ევროპას ივანიშვილი ელაპარაკება ზურაბიშვილის პირით, პუტინს კი კობახიძე- ღარიბაშვილის პირით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი "ნახევარ სიმართლეს" ლაპარაკობს და არასდროს უპირისპირდება ივანიშვილს.

"დიდი მოლოდინი არ მქონია. სიმართლე გითხრათ, სალომე ზურაბიშვილი მიეჩვია "ნახევარ სიმართლით" ლაპარაკს. ვიღაცებს ეს მოსწონთ და უკრავენ ტაშს, მე არ მომწონს, როცა პრეზიდენტი "ნახევარ სიმართლეს" საუბრობს. როცა ამბობს, რომ ევროპულ კურსს ხელისუფლება უქმნის საფრთხეს, ხელისუფლება არ არის ღარიბაშვილი და კობახიძე, ევროპელები არ ტყუვდებიან, ძალიან კარგად იციან, რომ არაფორმალური მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი, ეს ხომ ტყუილია, როცა ღარიბაშვილს და კობახიძეს აბრალებ ევროპული კურსის დივერსიას, ეს ივანიშვილს უნდა ასე და მის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს ივანიშვილის ხელზე მოსამსახურე ღარიბაშვილი და კობახიძე. როცა ზურაბიშვილი საუბრობს მუქარაზე, კობახიძე გაბედავს ივანიშვილის გარეშე პრეზიდენტზე ზეწოლას?! საუბრობდა ევროპულ დემოკრატიაზე, მაგრამ სიტყვის თავისუფლებაზეც დგას ევროპული დემოკრატია და გვარამია რომ ივანიშვილის პირადი ტყვეა? კობახიძემ გააფრთხილა წითელი ხაზი არ გადაკვეთოო, რაც მათთვის ივანიშვილია და არა საქართველოს ეროვნული ინტერესი და მე ვერ ვხედავ, რომ ივანიშვილს უპირისპირდება რაიმე ფორმით ზურაბიშვილი. უფრო მეტიც, დაშვების დონეზე ვფიქრობ იმასაც, ეს ხომ არ არის ივანიშვილთან შეთანხმებული სინქრონიზებული მოქმედება, რომ ევროპას ელაპარაკება ივანიშვილი ზურაბიშვილის პირით, პუტინს კი კობახიძე- ღარიბაშვილის პირით, თითქოს ევროპა უნდა მოდუნდეს და დავიჯეროთ, რომ საქართველოში დემოკრატიაა, პრეზიდენტი ევროპელია, მერე რა თუ ღარიბაშვილი რუსია. როცა ამას ვამბობ, კი არ მიხარია, მაგრამ ღარიბაშვილის გლობალურ სამიტზე გამოსვლამ გამიჩინა განცდა, რომ ფილიპე მახარაძე გაცოცხლდა და წარსდგა მოხსენებით. უფრო მეტიც, ვფიქრობდი პუტინს ამ სამიტებზე რომ არ უშვებენ, ღარიბაშვილი დანიშნა პირად წარმომადგენლად და საუბრობდა მისი პირით. როგორ შეიძლება თქვა, უკრაინა ნატოში რომ მიდიოდა, იმიტომ დაესხა რუსეთი თავსო?!" - განაცხადა მანჯგალაძემ.