მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარტერ’ს-ის" მაღაზიაში 1-2 ივნისს საქველმოქმედო ღონისძიება იგეგმება - გამოფენა და სიურპრიზები ბავშვებისთვის
"კარტერ’ს-ის" მაღაზიაში 1-2 ივნისს საქველმოქმედო ღონისძიება იგეგმება - გამოფენა და სიურპრიზები ბავშვებისთვის

სა­ბავ­შვო ტან­საც­მლი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ბრენ­დი „კარ­ტერ’ს“ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ორ­გა­ნი­ზა­ცია World Vision სა­ქარ­თვე­ლო-სთან ერ­თად საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ტი­ვო­ბებ­ში ერ­თვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი მე­მო­რან­დუ­მი უკვე გა­ფორმ­და და პირ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ბავ­შვთა დაც­ვის დღეს - 1-ელ ივ­ნისს და­ი­გეგ­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა 17:00 სა­ათ­ზე, „კარ­ტერ’ს-ის“ მა­ღა­ზი­ა­ში, „გა­ლე­რია თბი­ლი­სი“-ს მე­სა­მე სარ­თულ­ზე და­ი­წყე­ბა და რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავს.

„კარ­ტერ’ს“-ისა და World Vision-ის თხოვ­ნით, სა­ბავ­შვო ბაღ „პატ­რო­ნუ­სი-ის“ ბავ­შვებ­მა შექ­მნეს ნა­ხა­ტე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც „კარ­ტერ’ს-ის“ მა­ღა­ზი­ა­ში 1-2 ივ­ნისს იქ­ნე­ბა გა­მო­ფე­ნი­ლი. მა­ღა­ზი­ა­ში მი­სულ სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, მათ­თვის მი­სა­ღებ სიმ­ბო­ლურ ფა­სად შე­ი­ძი­ნონ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ა­ში. ასე­ვე, 1 ივ­ნისს 17:00-19:00 სა­ა­თებ­ში პა­ტა­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ გა­ხა­ლის­დნენ ანი­მა­ტო­რებ­თან ერ­თად, მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ხის მო­ხატ­ვის აქ­ტი­ვო­ბა­ში და ჩა­ერ­თონ წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ გა­თა­მა­შე­ბა­ში.

„პატ­რო­ნუ­სი“-ს ბავ­შვე­ბის ნა­ხა­ტე­ბი­დან და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა და 1-2 ივ­ნისს „კარ­ტერ’ს-ის“ მა­ღა­ზი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის 5% სრუ­ლად გა­და­ე­ცე­მა World Vision-ის ბე­ნე­ფი­ცი­არ ჩვილ ბავ­შვთა სახ­ლს.

რო­გორც „კარ­ტერ’ს-ის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბებს ექ­ნე­ბა სე­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თი და World Vision-თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­სა და ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბას კი ბრენ­დის მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამე­რი­კუ­ლი ბრენ­დი „კარ­ტერ’ს“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში შე­მო­ვი­და. თით­ქმის 160-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრენ­დი მუდ­მი­ვად ასო­ცირ­დე­ბა სან­დო და ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ე­ბელ­თან, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ათა­სო­ბით მშო­ბე­ლი ენ­დო­ბა. ამას­თან, ბრენ­დი დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნის, კომ­ფორ­ტუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კო­ლექ­ცი­ე­ბით არის ცნო­ბი­ლი.

აშშ-ში ბავ­შვის ტან­საც­მლი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის მე­ო­თხე­დი სწო­რედ „კარ­ტერ’ს-ზე“ მო­დის. ბრენ­დის პრო­დუქ­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც „კარ­ტერ’ს-ისა“ და „ოშ­კო­ში-ს“ მა­ღა­ზი­ებ­ში, ასე­ვე, ონ­ლა­ინ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"კარტერ’ს-ის" მაღაზიაში 1-2 ივნისს საქველმოქმედო ღონისძიება იგეგმება - გამოფენა და სიურპრიზები ბავშვებისთვის

"კარტერ’ს-ის" მაღაზიაში 1-2 ივნისს საქველმოქმედო ღონისძიება იგეგმება - გამოფენა და სიურპრიზები ბავშვებისთვის

საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი „კარტერ’ს“ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია World Vision საქართველო-სთან ერთად საქველმოქმედო აქტივობებში ერთვება. შესაბამისი მემორანდუმი უკვე გაფორმდა და პირველი ღონისძიება ბავშვთა დაცვის დღეს - 1-ელ ივნისს დაიგეგმა.

ღონისძიება 17:00 საათზე, „კარტერ’ს-ის“ მაღაზიაში, „გალერია თბილისი“-ს მესამე სართულზე დაიწყება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს.

„კარტერ’ს“-ისა და World Vision-ის თხოვნით, საბავშვო ბაღ „პატრონუსი-ის“ ბავშვებმა შექმნეს ნახატები და აქსესუარები, რომლებიც „კარტერ’ს-ის“ მაღაზიაში 1-2 ივნისს იქნება გამოფენილი. მაღაზიაში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, მათთვის მისაღებ სიმბოლურ ფასად შეიძინონ აღნიშნული ნივთები და მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო აქციაში. ასევე, 1 ივნისს 17:00-19:00 საათებში პატარებს შესაძლებლობა ექნებათ გახალისდნენ ანიმატორებთან ერთად, მიიღონ მონაწილეობა სახის მოხატვის აქტივობაში და ჩაერთონ წამახალისებელ გათამაშებაში.

„პატრონუსი“-ს ბავშვების ნახატებიდან და აქსესუარებიდან შემოსული თანხა და 1-2 ივნისს „კარტერ’ს-ის“ მაღაზიის რეალიზაციის 5% სრულად გადაეცემა World Vision-ის ბენეფიციარ ჩვილ ბავშვთა სახლს.

როგორც „კარტერ’ს-ის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, საქველმოქმედო ღონისძიებებს ექნება სერიული ხასიათი და World Vision-თან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. აქტივობებში მონაწილეობის მიღებასა და ბენეფიციარი ბავშვების დახმარებას კი ბრენდის მომხმარებლებიც შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული ბრენდი „კარტერ’ს“ საქართველოში 2022 წლის ნოემბერში შემოვიდა. თითქმის 160-წლიანი ისტორიის განმავლობაში ბრენდი მუდმივად ასოცირდება სანდო და ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელთან, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მშობელი ენდობა. ამასთან, ბრენდი დახვეწილი დიზაინის, კომფორტული და მრავალფეროვანი კოლექციებით არის ცნობილი.

აშშ-ში ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვების მეოთხედი სწორედ „კარტერ’ს-ზე“ მოდის. ბრენდის პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც „კარტერ’ს-ისა“ და „ოშკოში-ს“ მაღაზიებში, ასევე, ონლაინ.

R