მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ყველაზე მოულოდნელი ფაქტი ლავკრაფტსა და მის შემოქმედებაზე
10 ყველაზე მოულოდნელი ფაქტი ლავკრაფტსა და მის შემოქმედებაზე

მწე­რა­ლი ჰო­ვარდ ფი­ლიპს ლავ­კრაფ­ტი ძა­ლი­ან არას­ტან­დარ­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. პირ­ქუ­ში, ჩა­კე­ტი­ლი, თით­ქმის არა­ვის ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და და მარ­ტო­ო­ბა­ში ცხოვ­რე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებ­და. მის­მა უჩ­ვე­უ­ლო პი­როვ­ნე­ბამ ნამ­დვი­ლად და­ტო­ვა კვა­ლი მის­სა­ვე შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე. ლავ­კრაფ­ტის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი პირ­ქუ­ში, „ბლან­ტი“ და ხში­რად, ში­შის მომ­გვრე­ლია.

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი ლავ­კრაფ­ტის ცხოვ­რე­ბი­დან

ფაქ­ტი #1. მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, მწე­რალს ერთი და იგი­ვე კოშ­მა­რე­ბი აწუ­ხებ­და, რის შემ­დე­გაც ნა­ხევ­რად შეშ­ლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იღ­ვი­ძებ­და. ის ამ­ბობ­და, რომ საკ­მა­რი­სია დას­ძი­ნე­ბო­და, რა­ღაც ღა­მის ცხო­ვე­ლე­ბი აპ­კი­სე­ბუ­რი ფრთე­ბით იყ­ვან­დნენ და "სა­ზი­ზღარ პლა­ტო­ზე" მიჰ­ყავ­დათ.

ფაქ­ტი #2. ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, ახალ­გაზ­რდა ჰო­ვარ­დი ხში­რად იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბო­და სკო­ლა გა­ეც­დი­ნა. შე­დე­გად, სკო­ლა მას არა­სო­დეს და­უმ­თავ­რე­ბია. უმე­ტეს­წი­ლად, თვი­თონ სწავ­ლობ­და და სახ­ლში იჯდა. მას გან­სა­კუთ­რე­ბით აინ­ტე­რე­სებ­და ქი­მია, ას­ტრო­ნო­მია და გოთი მწერ­ლე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა ედ­გარ ალან პო. მას სურ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ას­ტრო­ნო­მი გამ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის გამო სკო­ლი­დან წას­ვლა მო­უ­წია, რი­სიც ყო­ველ­თვის რცხვე­ნო­და. თუმ­ცა, მან არა­სო­დეს და­ი­ვი­წყა საყ­ვა­რე­ლი ჰობი.

ფაქ­ტი #3. მწერ­ლის პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი მო­თხრო­ბა - „მხე­ცი გა­მოქ­ვა­ბულ­ში“ 14 წლის ასაკ­ში, ერთ-ერთ უძი­ლო ღა­მეს შექ­მნა.

ფაქ­ტი #4. ჰო­ვარდ ლავ­კრაფ­ტი იშ­ვი­ა­თად ტო­ვებ­და სახ­ლს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ბავ­შვო­ბა­ში სახ­ლს მხო­ლოდ მზის ჩას­ვლის შემ­დეგ ტო­ვებ­და. ჩვე­უ­ლებ­რივ, გვი­ა­ნო­ბამ­დე ეძი­ნა, რის გა­მოც ფერ­მკრთა­ლი და გამ­ხდა­რი იყო. დე­დამ კი მას "გრო­ტეს­კი" შე­არ­ქვა და სთხო­ვა, სახ­ლში და­მა­ლუ­ლი­ყო, რომ ხალ­ხს შემ­თხვე­ვით არ და­ე­ნა­ხა. თუმ­ცა, ლავ­კრაფ­ტი არც ისე მარ­ტო­სუ­ლი იყო, რო­გორც თა­ვად ამ­ტკი­ცებ­და. ის ხში­რად წერ­და წე­რი­ლებს თა­ვის ნაც­ნო­ბებ­სა და სი­ცო­ცხლის შუა ხა­ნებ­ში, და­ქორ­წინ­და კი­დეც. მაგ­რამ, მისი ქორ­წი­ნე­ბა ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა.

ფაქ­ტი #5. მწერ­ლის გვა­რი (Lovecraft) ინ­გლი­სუ­რი­დან ითარ­გმნე­ბა რო­გორც "სიყ­ვა­რუ­ლის ხელ­ნა­კე­თო­ბა".

ფაქ­ტი #6. ლავ­კრაფ­ტის ნა­მუ­შევ­რე­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბამ კრი­ტი­კო­სე­ბი აი­ძუ­ლა გა­მო­ე­ყოთ ისი­ნი ცალ­კე­ულ ჟან­რად, სა­ხელ­წო­დე­ბით Lovecraftian horror.

ფაქ­ტი #7. მწერ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი სა­ფუძ­ვლად და­ე­დო მრა­ვალ ათე­ულ ფილ­მს, კომ­პი­უ­ტე­რულ და სა­მა­გი­დო თა­მა­შებს.

ფაქ­ტი #8. ლავ­კრაფ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მისი ზო­გი­ერ­თი წიგ­ნი, რომ­ლე­ბიც და­უმ­თავ­რე­ბე­ლი დარ­ჩა, და­ას­რუ­ლა სხვა მწე­რალ­მა, ავ­გუსტ დერ­ლეტ­მა.

ფაქ­ტი #9. ჰო­ვარდ ლავ­კრაფ­ტის მშობ­ლე­ბი ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ. ლავ­კრაფტს რთუ­ლი და ტრა­გი­კუ­ლი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და. რო­დე­საც მხო­ლოდ 3 წლის იყო, მა­მა­მი­სი, უინ­ფილდ სკოტ ლავ­კრაფ­ტი, ფსი­ქო­ზის დი­აგ­ნო­ზის შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს ბატ­ლე­რის თავ­შე­სა­ფარ­ში. ხუთი წლის შემ­დეგ, 1898 წელს, რო­დე­საც მისი ვაჟი უკვე 8 წლის იყო, ის გარ­და­იც­ვა­ლა. სარა სუ­ზან ფი­ლიპს ლავ­კრაფ­ტი, ჰო­ვარ­დის დედა, 1919 წელს იმა­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ღრმა დეპ­რე­სი­ის გამო აღ­მოჩ­ნდა. ორი წლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე შვილ­თან მი­მო­წე­რა ჰქონ­და.

ფაქ­ტი#10. ჰო­ვარდ ლავ­კრაფ­ტი არის ექ­სცენ­ტრი­უ­ლი მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი გახ­და, რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ვრცე­ლი მი­მო­წე­რე­ბის ავ­ტო­რი. და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან და­წე­რა ასი ათა­სი წე­რი­ლი, რო­მელ­თა­გან მე­სა­მე­დი შე­მორ­ჩა, მაგ­რამ ეს რი­ცხვიც კი მას ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე აყე­ნებს, ვოლ­ტე­რის შემ­დეგ. გარ­და ამი­სა, მას შემ­დეგ რაც შე­ი­ტყო სა­კუ­თა­რი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ (ლავ­კრაფ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა ნაწ­ლა­ვის კი­ბო­თი), იგი სიკ­ვდი­ლამ­დე აწარ­მო­ებ­და დე­ტა­ლურ დღი­ურს, სა­დაც ასა­ხუ­ლი იყო სხე­უ­ლის ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა.

ჰო­ვარდ ფი­ლიპს ლავ­კრაფ­ტის მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი - „ჰიპ­ნო­ზი", გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-მა, „პორ­ტა­ლის“ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­მოს­ცა. კრე­ბუ­ლი მწერ­ლის 12 ცნო­ბილ მო­თხრო­ბას აერ­თი­ა­ნებს: „ჰიპ­ნო­ზი“, „ჯა­დოქ­რე­ბის ბუ­ნა­გი“, „სი­ცი­ვე“, „უც­ნა­უ­რი მო­ხუ­ცი“, „მთვა­რის ჭა­ო­ბი“, „სიზ­მრის კე­დელს მიღ­მა“, „იდუ­მა­ლი ხე“, „არ­ტურ ჯერ­მი­ნი“, „ხუან რო­მე­როს გარ­და­სახ­ვა“, „ბო­რო­ტე­ბის მსა­ხუ­რი“, „რენ­დოლფ კარ­ტე­რის ჩვე­ნე­ბა“ და „ვერ­ცხლის გა­სა­ღე­ბი“.

წიგ­ნის შე­ძე­ნას "ბიბ­ლუ­სის“ ფი­ლი­ა­ლებ­ში ან „პა­ლიტ­რა L-ის“ სა­იტ­ზე სა­კუ­რი­ე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბით შეძ­ლებთ: https://bit.ly/3LMmFhp

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

10 ყველაზე მოულოდნელი ფაქტი ლავკრაფტსა და მის შემოქმედებაზე

10 ყველაზე მოულოდნელი ფაქტი ლავკრაფტსა და მის შემოქმედებაზე

მწერალი ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი ძალიან არასტანდარტული პიროვნება იყო. პირქუში, ჩაკეტილი, თითქმის არავის ეკონტაქტებოდა და მარტოობაში ცხოვრებას ამჯობინებდა. მისმა უჩვეულო პიროვნებამ ნამდვილად დატოვა კვალი მისსავე შემოქმედებაზე. ლავკრაფტის ნაწარმოებები პირქუში, „ბლანტი“ და ხშირად, შიშის მომგვრელია.

საინტერესო ფაქტები ლავკრაფტის ცხოვრებიდან

ფაქტი #1. მთელი ცხოვრების მანძილზე, მწერალს ერთი და იგივე კოშმარები აწუხებდა, რის შემდეგაც ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში იღვიძებდა. ის ამბობდა, რომ საკმარისია დასძინებოდა, რაღაც ღამის ცხოველები აპკისებური ფრთებით იყვანდნენ და "საზიზღარ პლატოზე" მიჰყავდათ.

ფაქტი #2. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ახალგაზრდა ჰოვარდი ხშირად იძულებული ხდებოდა სკოლა გაეცდინა. შედეგად, სკოლა მას არასოდეს დაუმთავრებია. უმეტესწილად, თვითონ სწავლობდა და სახლში იჯდა. მას განსაკუთრებით აინტერესებდა ქიმია, ასტრონომია და გოთი მწერლების ნამუშევრები, როგორიცაა ედგარ ალან პო. მას სურდა პროფესიონალი ასტრონომი გამხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ნერვული აშლილობის გამო სკოლიდან წასვლა მოუწია, რისიც ყოველთვის რცხვენოდა. თუმცა, მან არასოდეს დაივიწყა საყვარელი ჰობი.

ფაქტი #3. მწერლის პირველი სერიოზული მოთხრობა - „მხეცი გამოქვაბულში“ 14 წლის ასაკში, ერთ-ერთ უძილო ღამეს შექმნა.

ფაქტი #4. ჰოვარდ ლავკრაფტი იშვიათად ტოვებდა სახლს დღის განმავლობაში. ბავშვობაში სახლს მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ ტოვებდა. ჩვეულებრივ, გვიანობამდე ეძინა, რის გამოც ფერმკრთალი და გამხდარი იყო. დედამ კი მას "გროტესკი" შეარქვა და სთხოვა, სახლში დამალულიყო, რომ ხალხს შემთხვევით არ დაენახა. თუმცა, ლავკრაფტი არც ისე მარტოსული იყო, როგორც თავად ამტკიცებდა. ის ხშირად წერდა წერილებს თავის ნაცნობებსა და სიცოცხლის შუა ხანებში, დაქორწინდა კიდეც. მაგრამ, მისი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა.

ფაქტი #5. მწერლის გვარი (Lovecraft) ინგლისურიდან ითარგმნება როგორც "სიყვარულის ხელნაკეთობა".

ფაქტი #6. ლავკრაფტის ნამუშევრების უნიკალურობამ კრიტიკოსები აიძულა გამოეყოთ ისინი ცალკეულ ჟანრად, სახელწოდებით Lovecraftian horror.

ფაქტი #7. მწერლის ნამუშევრები საფუძვლად დაედო მრავალ ათეულ ფილმს, კომპიუტერულ და სამაგიდო თამაშებს.

ფაქტი #8. ლავკრაფტის გარდაცვალების შემდეგ, მისი ზოგიერთი წიგნი, რომლებიც დაუმთავრებელი დარჩა, დაასრულა სხვა მწერალმა, ავგუსტ დერლეტმა.

ფაქტი #9. ჰოვარდ ლავკრაფტის მშობლები ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. ლავკრაფტს რთული და ტრაგიკული ბავშვობა ჰქონდა. როდესაც მხოლოდ 3 წლის იყო, მამამისი, უინფილდ სკოტ ლავკრაფტი, ფსიქოზის დიაგნოზის შემდეგ გადაიყვანეს ბატლერის თავშესაფარში. ხუთი წლის შემდეგ, 1898 წელს, როდესაც მისი ვაჟი უკვე 8 წლის იყო, ის გარდაიცვალა. სარა სუზან ფილიპს ლავკრაფტი, ჰოვარდის დედა, 1919 წელს იმავე საავადმყოფოში ღრმა დეპრესიის გამო აღმოჩნდა. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე შვილთან მიმოწერა ჰქონდა.

ფაქტი#10. ჰოვარდ ლავკრაფტი არის ექსცენტრიული მწერალი, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი მიმოწერების ავტორი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან დაწერა ასი ათასი წერილი, რომელთაგან მესამედი შემორჩა, მაგრამ ეს რიცხვიც კი მას ისტორიაში მეორე ადგილზე აყენებს, ვოლტერის შემდეგ. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც შეიტყო საკუთარი დაავადების შესახებ (ლავკრაფტი გარდაიცვალა ნაწლავის კიბოთი), იგი სიკვდილამდე აწარმოებდა დეტალურ დღიურს, სადაც ასახული იყო სხეულის ყველა ცვლილება.

ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის მოთხრობების კრებული - „ჰიპნოზი", გამომცემლობა „პალიტრა L”-მა, „პორტალის“ სერიის ფარგლებში გამოსცა. კრებული მწერლის 12 ცნობილ მოთხრობას აერთიანებს: „ჰიპნოზი“, „ჯადოქრების ბუნაგი“, „სიცივე“, „უცნაური მოხუცი“, „მთვარის ჭაობი“, „სიზმრის კედელს მიღმა“, „იდუმალი ხე“, „არტურ ჯერმინი“, „ხუან რომეროს გარდასახვა“, „ბოროტების მსახური“, „რენდოლფ კარტერის ჩვენება“ და „ვერცხლის გასაღები“.

წიგნის შეძენას ,,ბიბლუსის“ ფილიალებში ან „პალიტრა L-ის“ საიტზე საკურიერო მომსახურებით შეძლებთ: https://bit.ly/3LMmFhp

R