სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მატყუარა რომ ხართ ბრჭყალების გარეშე, ამას რა ეშველება? დატრაშუნებთ უვიზოდ ფონ კრამუნთან" - წულუკიანის კომენტარი მერაბ მეტრეველის პოსტზე და ჟურნალისტის პასუხი: "ბოდიშს ველი ცილისწამებისთვის"
"მატყუარა რომ ხართ ბრჭყალების გარეშე, ამას რა ეშველება? დატრაშუნებთ უვიზოდ ფონ კრამუნთან" - წულუკიანის კომენტარი მერაბ მეტრეველის პოსტზე და ჟურნალისტის პასუხი: "ბოდიშს ველი ცილისწამებისთვის"

"პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" წამ­ყვან­მა, ჟურ­ნა­ლის­ტმა მე­რაბ მეტ­რე­ველ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, რო­მელ­მაც კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გუ­ლის­წყრო­მა გა­მო­იწ­ვია. კერ­ძოდ, მეტ­რე­ველ­მა "და­პოს­ტა" მო­ქა­ლა­ქის მიერ მის­თვის მე­სენ­ჯერ­ში მი­წე­რი­ლი ტექ­სტი და დას­ვა კი­თხვა მის­თვის მი­წე­რი­ლი შე­ე­ფე­რე­ბო­და თუ არა სი­მარ­თლეს:

"ახლა მომ­წე­რეს და მარ­თლა ასეა?"

"გა­მარ­ჯო­ბა..სა­ხელ­მწი­ფომ ამ წლის ბო­ლომ­დე მის­ცა ვადა ყვე­ლა იუ­რი­დი­ულ პირს, რომ თა­ვი­ან­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი თა­ვი­დან გა­და­ა­რე­გის­ტრი­როს სა­ჯა­რო რე­ესტრში, თან რე­ესტრში უნდა მი­ვი­დეს ყვე­ლა დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­ა­უქ­მე­ბენ. თან 200 -დან - 400 ლა­რამ­დე უნდა გა­და­ი­ხა­დოს. რო­გორც ხე­დავთ, ვი­ღა­ცე­ე­ბი არაფ­რის­გან,.. დიდ ფულს იღებს მო­სახ­ლე­ო­ბი­დან. მე­რამ­დე­ნედ " წვე­ლი­ან" მო­სახ­ლე­ო­ბას. ასი­ა­თა­სო­ბით იუ­რი­დი­უ­ლი პი­რია. ეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტს შე­ე­ხე­ბა. რამ­დე­ნი­მე წლის უკა­ნაც იყო მსგავ­სი, წუ­ლუ­კი­ა­ნის "მო­ფიქ­რე­ბუ­ლია" ეს. მისი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის დროს.. ნორ­მა­ლურ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა წე­სით ეს უნდა გა­აპ­რო­ტეს­ტონ, თუ ცხვრე­ბი არ არი­ან. ეს ამ­ბა­ვი უნდა გახ­მა­ურ­დეს, ხალ­ხის ყუ­რამ­დე კარ­გად უნდა მი­ი­ტა­ნოთ და გა­ა­გე­ბი­ნოთ, რო­გორ ნაგ­ლად პარ­სა­ვენ ხალ­ხს. იქ­ნებ სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს, ან მი­ნი­მუმ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ კარ­გი გან­წყო­ბა აღარ ექ­ნე­ბათ".

ამის გამო კულ­ტუ­რის მი­ნიტრსმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ვერ და­მა­ლა და ასე­თი ში­ნა­არ­სის კო­მენ­ტა­რი და­წე­რა:

"მა­ტყუ­ა­რა რომ ხართ ბრჭყა­ლე­ბის გა­რე­შე, ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა? ეგე­თი გა­მო­გო­ნე­ბა არ მქო­ნია. რაც მქონ­და, რე­ფორ­მე­ბი ერ­ქვა და კი დატ­რა­შუ­ნებთ უვი­ზოდ ფონ კრა­მუნ­თან, რაც, ოც­ნე­ბის ბევრ სხვა ძა­ლის­ხმე­ვას შო­რის, მაგ გა­მო­გო­ნე­ბე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა. თუ მო­გე­ნატ­რეთ, ღი­ა­და თქვით, რაღა. რა სა­ჭი­როა ტყუ­ი­ლი. სა­სა­ცი­ლო ფრენ­დი ესა." - მი­მარ­თა წუ­ლუ­კი­ან­მა მე­რაბ მეტ­რე­ველს.

მეტ­რე­ველ­მა კულ­ტუ­რის მი­ნისტრს უპა­სუ­ხა:

"ქალ­ბა­ტო­ნო, თეა, მა­ტყუ­ა­რას რის გამო მი­წო­დებთ? ანუ არ გჯე­რათ, რომ ეს ტექ­სტი მე­სენ­ჯერ­ში მომ­წე­რა მო­ქალ­ქემ და ფიქ­რობთ, რომ მე მო­ვი­გო­ნე? რა­ტომ? რო­დეს­მე ტყულ­ში შე­გიმ­ჩნე­ვი­ვართ? რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­გაქვთ ეჭვი ჩემს გულ­წრფე­ლო­ბა­ში? რო­დე­საც ადა­მი­ანს ასე ხე­ლა­ღე­ბით მა­ტყუ­ა­რას უწო­დებთ, ეს ხომ თქვენ­ზე უფრო მე­ტყვე­ლებს ვიდ­რე ჩემ­ზე?აქვე გი­დებთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით ჩვე­ნი მი­მო­წე­რის სქ­რი­ნებს და ბი­დიშს ვე­ლო­დე­ბი თქვენ­გან უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბის და ცი­ლის­წა­მე­ბის გამო.

P. S. მე პი­რა­დად თქვენ ერ­თა­დერთ სა­კი­თხზე მე­ნატ­რე­ბით - სა­სამ­რთლო რე­ფორ­მა და ერ­თა­დერ­თი კი­თხვა მაქვს თქვენ­თან: რო­გორ იქე­ცით ადე­იშ­ვი­ლის შექ­მნი­ლი სის­ტე­მის ტყვედ და ადე­იშ­ვი­ლის საყ­ვა­რე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის "გამპრა­ვებ­ლად"? ამ კი­თხა­ზე პა­სუ­ხი თუ გაქვთ, გე­ლო­დე­ბით ეთერ­ში, მა­ნამ­დე კი ბო­დიშს ველი ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის", - უპა­სუ­ხა მეტ­რე­ველ­მა თეა წუ­ლუ­კი­ანს.

იხი­ლეთ მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლის პოს­ტი:

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გულუბრყვილო
0

ხო ბიჭო ელოდე ძერჟინსკა ბოდიშს მოგიხდის 

Zen
20

მანქანის ნომრების შეცვლის დროც ალბათ მალე მოვა. მოძველდა დიზაინი თან რეფორმაში ჩაეთვლებათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მატყუარა რომ ხართ ბრჭყალების გარეშე, ამას რა ეშველება? დატრაშუნებთ უვიზოდ ფონ კრამუნთან" - წულუკიანის კომენტარი მერაბ მეტრეველის პოსტზე და ჟურნალისტის პასუხი: "ბოდიშს ველი ცილისწამებისთვის"

"მატყუარა რომ ხართ ბრჭყალების გარეშე, ამას რა ეშველება? დატრაშუნებთ უვიზოდ ფონ კრამუნთან" - წულუკიანის კომენტარი მერაბ მეტრეველის პოსტზე და ჟურნალისტის პასუხი: "ბოდიშს ველი ცილისწამებისთვის"

"პალიტრანიუსის" წამყვანმა, ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა პოსტი, რომელმაც კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის გულისწყრომა გამოიწვია. კერძოდ, მეტრეველმა "დაპოსტა" მოქალაქის მიერ მისთვის მესენჯერში მიწერილი ტექსტი და დასვა კითხვა მისთვის მიწერილი შეეფერებოდა თუ არა სიმართლეს:

"ახლა მომწერეს და მართლა ასეა?"

"გამარჯობა..სახელმწიფომ ამ წლის ბოლომდე მისცა ვადა ყველა იურიდიულ პირს, რომ თავიანთი ორგანიზაციები თავიდან გადაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, თან რეესტრში უნდა მივიდეს ყველა დამფუძნებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაციას გააუქმებენ. თან 200 -დან - 400 ლარამდე უნდა გადაიხადოს. როგორც ხედავთ, ვიღაცეები არაფრისგან,.. დიდ ფულს იღებს მოსახლეობიდან. მერამდენედ " წველიან" მოსახლეობას. ასიათასობით იურიდიული პირია. ეს საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეეხება. რამდენიმე წლის უკანაც იყო მსგავსი, წულუკიანის "მოფიქრებულია" ეს. მისი იუსტიციის მინისტრობის დროს.. ნორმალურმა ადამიანებმა წესით ეს უნდა გააპროტესტონ, თუ ცხვრები არ არიან. ეს ამბავი უნდა გახმაურდეს, ხალხის ყურამდე კარგად უნდა მიიტანოთ და გააგებინოთ, როგორ ნაგლად პარსავენ ხალხს. იქნებ სერიოზული პროტესტი გამოიწვიოს, ან მინიმუმ ამ ხელისუფლების მიმართ კარგი განწყობა აღარ ექნებათ".

ამის გამო კულტურის მინიტრსმა თეა წულუკიანმა უკმაყოფილება ვერ დამალა და ასეთი შინაარსის კომენტარი დაწერა:

"მატყუარა რომ ხართ ბრჭყალების გარეშე, ამას რა ეშველება? ეგეთი გამოგონება არ მქონია. რაც მქონდა, რეფორმები ერქვა და კი დატრაშუნებთ უვიზოდ ფონ კრამუნთან, რაც, ოცნების ბევრ სხვა ძალისხმევას შორის, მაგ გამოგონებების დამსახურებაცაა. თუ მოგენატრეთ, ღიადა თქვით, რაღა. რა საჭიროა ტყუილი. სასაცილო ფრენდი ესა." - მიმართა წულუკიანმა მერაბ მეტრეველს.

მეტრეველმა კულტურის მინისტრს უპასუხა:

"ქალბატონო, თეა, მატყუარას რის გამო მიწოდებთ? ანუ არ გჯერათ, რომ ეს ტექსტი მესენჯერში მომწერა მოქალქემ და ფიქრობთ, რომ მე მოვიგონე? რატომ? როდესმე ტყულში შეგიმჩნევივართ? რის საფუძველზე შეგაქვთ ეჭვი ჩემს გულწრფელობაში? როდესაც ადამიანს ასე ხელაღებით მატყუარას უწოდებთ, ეს ხომ თქვენზე უფრო მეტყველებს ვიდრე ჩემზე?აქვე გიდებთ მტკიცებულების სახით ჩვენი მიმოწერის სქრინებს და ბიდიშს ველოდები თქვენგან უსაფუძვლო ბრალდების და ცილისწამების გამო.

P. S. მე პირადად თქვენ ერთადერთ საკითხზე მენატრებით - სასამრთლო რეფორმა და ერთადერთი კითხვა მაქვს თქვენთან: როგორ იქეცით ადეიშვილის შექმნილი სისტემის ტყვედ და ადეიშვილის საყვარელი მოსამართლეების "გამპრავებლად"? ამ კითხაზე პასუხი თუ გაქვთ, გელოდებით ეთერში, მანამდე კი ბოდიშს ველი ცილისწამებისთვის", - უპასუხა მეტრეველმა თეა წულუკიანს.

იხილეთ მერაბ მეტრეველის პოსტი: