პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი კლიენტები არიან ყოფილი თანამდებობის პირები, სექსუალური ნიშნით დევნილები, პოლიციელები" - ქალი, რომელმაც ამერიკული სირთულეები დაძლია და ახლა იქ ჩასულ ემიგრანტებს ეხმარება
"ჩემი კლიენტები არიან ყოფილი თანამდებობის პირები, სექსუალური ნიშნით დევნილები, პოლიციელები" - ქალი, რომელმაც ამერიკული სირთულეები დაძლია და ახლა იქ ჩასულ ემიგრანტებს ეხმარება

ბელა მაღ­ლა­ფე­რი­ძეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს. შე­სა­ნიშ­ნა­ვი იუ­მო­რის წყა­ლო­ბით წლე­ბია, რაც ფე­ის­ბუქ­ზე ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნაა. 2019 წელს, ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად აქ­ტი­ვო­ბა არ შე­უ­წყვე­ტია და პი­რი­ქით, სა­კუ­თარ გა­მომ­წე­რებს ამე­რი­კუ­ლი ამ­ბე­ბით ანე­ბივ­რებს. მისი მოკ­ლე სტა­ტუ­სე­ბი, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი ძი­რი­თა­დად იუ­მო­რის­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი­საა და ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, თუმ­ცა ამის უკან არც ისე მარ­ტი­ვი ემიგ­რან­ტის გზა დგას. ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ამე­რი­კი­დან უკან დაბ­რუ­ნე­ბა უნ­დათ, რად­გან ფიქ­რო­ბენ, რომ ცხოვ­რე­ბა ვერ აი­წყეს, ხში­რად უყ­ვე­ბა პი­რად მა­გა­ლი­თებს, თუ რო­გო­რი რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი ჰქო­ნია.

ამ­ბობს, რომ ამე­რი­კა­ში ჩას­ვლი­სას ბევ­რი სამ­სა­ხუ­რის გა­მოც­ვლამ მო­უ­წია. უმუ­შა­ვია მომ­ვლე­ლად, და­ლა­გე­ბა­ზე და კუ­რი­ე­რა­დაც კი, დღეს კი სხვებს ეხ­მა­რე­ბა. ამე­რი­კა­ში ჩა­სუ­ლი არა­ლე­გა­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ახლა მას უკავ­შირ­დე­ბი­ან, რათა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­უგ­ვა­როს ცხოვ­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა. ბე­ლას კლი­ენ­ტე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის გარ­და, ბოლო დროს რუ­სე­თი­დან რა­სობ­რი­ვი ნიშ­ნით დევ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც არი­ან.

- ბელა, სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ შტა­ტებ­ში ჩა­სულ­მა რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რე. მალე პან­დე­მია და­ი­წყო, თუმ­ცა რო­გორც მახ­სოვს, თქვენ რო­გორც არა­ლე­გა­ლი არ ჩა­სულ­ხართ.

- ნამ­დვი­ლად რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რე, მე, რო­გორც შრო­მით ემიგ­რა­ცი­ა­ში მარ­ტო წა­მო­სულ­მა ქალ­მა, ოღონდ ემო­ცი­უ­რი კუ­თხით რთუ­ლი. სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა არას­დროს გამ­ჭირ­ვე­ბია, ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბა გა­მი­ჭირ­და და ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის მხრი­ვაც მხო­ლოდ ემო­ცი­უ­რი ნა­წი­ლი იყო რთუ­ლი და არა პრო­ცე­დუ­რუ­ლი. ლო­ქ­და­უ­ნის პე­რი­ოდ­ში ჩემი დამ­საქ­მე­ბე­ლი ჩე­კებს მა­ინც მიგ­ზავ­ნი­და, ამ მხრივ გა­მი­მარ­თლა, არას­დროს არ­ცერ­თი ოჯა­ხის­თვის მხო­ლოდ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი არ ვყო­ფილ­ვარ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას, შვი­ლებ­თან ერ­თად

- თა­ვი­დან თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რე­ბიც სხვა ემიგ­რან­ტე­ბი­სას ჰგავ­და, ძი­რი­თა­დად გი­წევ­დათ მო­ხუც­თან მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა ეს არა­სო­დეს და­გი­მა­ლავთ და ამა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ველ­თვის იუ­მო­რით წერ­დით ხოლ­მე

- პირ­ვე­ლი­ვე სამ­სა­ხუ­რი ღა­მის ცვლა­ში ღა­მის თე­ნე­ბა იყო მო­ხუც­თან. ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ღამე მუ­შა­ო­ბა, თან სხვი­სი სა­ხე­ლით ვმუ­შა­ობ­დი და ძილ-ბუ­რან­ში ვერც ვხვდე­ბო­დი, რომ სა­ხე­ლი რო­მელ­საც იძახ­და, მე მერ­ქვა. არას­დროს და­მი­მა­ლავს, რომ მო­ხუც­თან ვმუ­შა­ობ­დი. ძა­ლი­ა­ნაც რომ მინ­დო­დეს ტყუ­ილს ვერც ვი­მახ­სოვ­რებ და ვერც ვამ­ბობ, ისე­დაც ჩემი სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორ მო­მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა თავი, რომ რა­ღა­ცის დი­რექ­ტო­რი ვარ. იუ­მო­რით ვწერ­დი და ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად, არას­დროს ყო­ფი­ლა ისე, რომ თავი დამ­ცი­რე­ბუ­ლად მეგ­რძნოს იმის გამო, რა­საც ვა­კე­თებ და ამ დროს სტა­ტუ­სი და­მე­წე­როს, რომ ბედ­ნი­ე­რი ვარ. კი, სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის, მე­გობ­რე­ბის, ცხოვ­რე­ბის სტი­ლის და სამ­წუ­ხა­როდ უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ამ ბოლო დროს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დათ­მო­ბის ხარ­ჯზეც მო­მი­წია ემიგ­რან­ტო­ბა, მაგ­რამ ასე ცალ­სა­ხად უბედ­ნი­ე­რე­სი ან უბე­დუ­რი არ ვარ. ეს ჩემი ცხოვ­რე­ბაა, ყვე­ლა წუთს პა­ტივს ვცემ, ყვე­ლა გან­ვლი­ლი დღე მეძ­ვირ­ფა­სე­ბა და ახლა რომ ვიხ­სე­ნებ იმ მძი­მე შრო­მას, რა­საც პირ­ველ წლებ­ში ვე­წე­ო­დი, პი­რი­ქით, ვა­მა­ყობ რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შევ­ძე­ლი და არას­დროს არა­ფე­რი მი­თა­კი­ლია, სახ­ლე­ბიც და­მი­ლა­გე­ბია, მო­ხუ­ცე­ბიც და­მი­ბა­ნია, კუ­რი­ე­რა­დაც მი­მუ­შა­ვია და მძი­მე ჩან­თე­ბი მით­რე­ვია, ყა­ვის მომ­დუ­ღებ­ლა­დაც მი­მუ­შა­ვია. არას­დროს მით­ქვამს სამ­სა­ხურ­ზე უარი იმის გამო, რომ შე­უ­ფე­რებ­ლად მი­მაჩ­ნდა.

- ახლა თქვენ ეხ­მა­რე­ბით სხვებს ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რე­ბა­ში, ამ თე­მა­ზე ვი­სა­უბ­როთ. რო­გორც ვიცი, სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სე­ბიც გა­ი­ა­რეთ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა შეგ­ძლე­ბო­დათ.

- დიახ, ჩემი ჰობი - ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა, პრო­ფე­სი­ად ვაქ­ციე. ორი ვა­რი­ან­ტი მქონ­და, ხალ­ხის ნდო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა უპი­რო­ბოდ და უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ, ან მეს­წავ­ლა და ისე გა­მე­წია მათ­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­რა­ლე­გა­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის უდი­დე­სი ნა­წი­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და იმ ად­ვო­კა­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცი­აა, ვისი სუ­პერ­ვა­ი­ზინ­გის ქვე­შაც მუ­შა­ობს, მა­ინც სწავ­ლა და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვარ­ჩიე, რად­გან ასე უფრო დიდი შან­სი მექ­ნე­ბო­და კარგ იუ­რი­დი­ულ ფირ­მა­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის. ასეც მო­ვი­ქე­ცი, დავ­სა­ხე გეგ­მა და რა თქმა უნდა, სის­რუ­ლე­ში მო­ვიყ­ვა­ნე 1 წელ­ში.

- ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში მო­სახ­ვედ­რად ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გზა, არა­ლე­გა­ლუ­რად მექ­სი­კი­დან შე­მოს­ვლაა. ცხა­დია, ყვე­ლა ვერ ახერ­ხებს შე­მოს­ვლას, რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, იმ ადა­მი­ან­ზე, ვი­საც გარ­კვე­ულ თან­ხას უხ­დი­ან თუ გა­მარ­თლე­ბა­ზე?

- შე­მოს­ვლას რაც შე­ე­ხე­ბა, მე არა­თუ კავ­ში­რი, არა­მედ ინ­ფორ­მა­ცი­აც კი არ მაქვს შე­მოს­ვლის გზებ­ზე. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ის ძი­რი­თა­დი წყა­რო ის ადა­მი­ა­ნე­ბია, ვი­საც მომ­სა­ხუ­რე­ბას ვუ­წევ და არც მათ­თვის მი­კი­თხავს, ვინ და რა გზე­ბით და­ეხ­მა­რა, ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი მათ სა­სა­მარ­თლო­ზე მო­უ­წევთ. პრინ­ციპ­ში, მე რას ვფიქ­რობ, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ამე­რი­კის სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რი ე.წ „სმაგ­ლე­რებს“ ძა­ლი­ან ხში­რად ახ­სე­ნებს, რო­გორც უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის ხელ­შემ­წყო­ბებს. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ეხ­მა­რე­ბი­ან სა­ზღვრამ­დე მოს­ვლა­ში. შე­მოს­ვლას რაც შე­ე­ხე­ბა, ამას მხო­ლოდ სა­ი­მიგ­რა­ციო ოფი­ცე­რი წყვეტს და არ­სე­ბუ­ლი სა­ი­მიგ­რა­ციო კა­ნო­ნი.

- ამე­რი­კა­ში ჩა­მო­სუ­ლი და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი თქვენ რა შემ­თხვე­ვა­ში გი­კავ­შირ­დე­ბათ და თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით რა კუ­თხით ეხ­მა­რე­ბით, ეს სქე­მა რომ გვი­თხრათ.

- ამე­რი­კა­ში ჩა­მო­სულ ადა­მი­ანს, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვი­ზით შე­მო­ვა თუ სამ­ხრეთ სა­ზღვრის კვე­თით, 1 წელი აქვს დრო იმის­თვის, რომ თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვოს. რა თქმა უნდა, გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, 1 წლი­ა­ნი ვა­დის გას­ვლის შემ­დე­გაც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ სა­ი­მიგ­რა­ციო კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, 1 წე­ლია ვადა. სამ­წუ­ხა­როდ, სამ­ხრეთ სა­ზღვრი­დან შე­მო­სუ­ლი იმიგ­რან­ტე­ბის დიდ ნა­წილს უკვე და­ნიშ­ნუ­ლი აქვთ სა­სა­მარ­თლო­ე­ბი, ან ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი სა­ი­მიგ­რა­ციო ოფი­ცერ­თან, შე­სა­ბა­მი­სად პრო­ცე­სე­ბის გა­და­დე­ბის და უსას­რუ­ლოდ გა­წელ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მათ არ აქვთ. ამი­ტომ, შე­მოს­ვლი­დან მა­ლე­ვე მი­კავ­შირ­დე­ბი­ან, რომ გან­ვსა­ზღვროთ ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბის რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბა. ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ სა­ი­მიგ­რა­ციო პრო­ცე­სე­ბის სა­სა­მარ­თლო წე­სით მარ­თვა და სა­სა­მარ­თლო­ზე წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა პა­რა­ლე­გალს არ შე­უძ­ლია. მე შე­მიძ­ლია და­ვეხ­მა­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ნა­წილ­ში და არა სა­მარ­თლებ­რივ­ში, მე ვუმ­ზა­დებ თავ­შე­საფ­რის გა­ნა­ცხადს, მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბას, ვაგ­ზავ­ნი მო­თხოვ­ნას სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის ნო­მერ­ზე, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლო­ში მისი სა­მარ­თლებ­რი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვერ ვიქ­ნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც ვხვდე­ბი, რომ ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბა შე­დე­გი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა, ვა­მი­სა­მარ­თებ ად­ვო­კატ­თან.

ბოლო დროს არას­წო­რი პრო­ცე­სის გამო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი უფრო მომ­მარ­თა­ვენ. ამ ადა­მი­ა­ნებს მიჩ­ნი­ათ, რომ მთა­ვა­რი ამე­რი­კა­ში მოხ­ვედ­რაა და სე­რი­ო­ზუ­ლად არ უდ­გე­ბი­ან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ი­მიგ­რა­ციო პრო­ცესს, ამი­ტომ შე­დე­გიც შე­სა­ბა­მი­სია. ეს პრობ­ლე­მა ახლა უფრო წა­მო­იჭ­რა, რო­დე­საც 6 თვი­ა­ნი მოც­დის პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ხალ­ხმა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ პა­რა­ლე­გა­ლებ­თან და ად­ვო­კა­ტებ­თან კი არა, უბ­რა­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რი­ან უსა­ხე­ლო თაღ­ლი­თებ­თან ჰქონ­დათ კონ­ტაქ­ტი.

აშშ-ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლის გზა სქე­მა­ტუ­რად ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, რთუ­ლია ბი­უ­როკ­რა­ტია, რო­მელ­საც აწყდე­ბი და პრობ­ლე­მაა არას­წო­რად წაყ­ვა­ნი­ლი პრო­ცე­სი, მა­გა­ლი­თად სა­სა­მარ­თლო­ში გა­საგ­ზავ­ნი საქ­მის სა­ი­მიგ­რა­ციო ოფის­ში გაგ­ზავ­ნა, რაც აფერ­ხებს პრო­ცესს. რე­ა­ლუ­რად სა­ჭი­როა თავ­შე­საფ­რის გა­ნა­ცხა­დის სწორ უწყე­ბა­ში ჩა­ბა­რე­ბა, 150 დღი­ა­ნი პე­რი­ო­დის ათ­ვლა და მერე მო­თხოვ­ნა მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბის და სოც. დაც­ვის ნომ­რის. თუ ამ 150 დღე­ში პირს სა­სა­მარ­თლო უწევს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პი­რის ინ­ფორ­მი­რე­ბა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ად­ვო­კა­ტი აიყ­ვა­ნოს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ე.წ „სა­ი­მიგ­რა­ციო სა­ა­თი“ გა­ჩერ­დე­ბა და ვერ შეძ­ლებს მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბის მი­ღე­ბას. მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბის ბა­რა­თი უფა­სოა და მისი ვა­დაა ორი წელი. ამ სა­ოც­ნე­ბო ბა­რა­თის მი­ღე­ბა არ წარ­მო­ად­გენს რთულ პრო­ცესს, მთა­ვა­რია მოთ­მი­ნე­ბა, პრო­ცე­სე­ბის სწო­რი მარ­თვა და ად­ვო­კა­ტის დრო­უ­ლი ჩარ­თვა.

- ადა­მი­ა­ნებს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ტო­ვე­ბენ და ამე­რი­კას თავ­შე­სა­ფარს სთხო­ვენ, ძი­რი­თა­დად რა სა­ხის „ქე­ი­სე­ბი“ აქვთ, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა, ძა­ლა­დო­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა?

- ქე­ი­სე­ბი ძი­რი­თა­დად პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნაა, ჩემი კლი­ენ­ტე­ბი არი­ან ყო­ფი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ნიშ­ნით დევ­ნი­ლე­ბი. რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით - იშ­ვი­ა­თად. უფრო ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მომ­მარ­თა­ვენ.

- ბელა, რო­დე­საც სა­უბ­რობთ, პო­ლი­ტი­კურ ნიშ­ნით დევ­ნი­ლებ­ზე, ქარ­თვე­ლებს გუ­ლის­ხმობთ?

- დიახ, ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნილ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ჯერ ჩემ­თვის არ მო­უ­მარ­თავს. ქარ­თვე­ლე­ბის გარ­და სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც ვემ­სა­ხუ­რე­ბი, მათ­თან უფრო მეტი შემ­თხვე­ვა მაქვს აზი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის გამო დევ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ბუ­რი­ა­ტის რეს­პუბ­ლი­კი­დან (რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სუ­ბი­ექ­ტი) რა­სობ­რი­ვი ნიშ­ნით დევ­ნი­ლე­ბიც მომ­მარ­თა­ვენ. ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ბირ­თვი ნიუ-იორკშია, თუმ­ცა ახ­ლომ­დე­ბა­რე შტა­ტებ­ში, ნიუ-ჯერ­სი­ში და პენ­სილ­ვა­ნი­ა­შიც ბევ­რი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს. მათ უმე­ტე­სო­ბას ნიუ-იორკში უწევს ჩა­მოს­ვლა სა­ი­მიგ­რა­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის, ამი­ტომ 1ივ­ნი­სი­დან ოფისს ფი­ლა­დელ­ფი­ა­შიც ვხსნი, რომ მეტ ადა­მი­ანს ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა ქარ­თულ ენა­ზე მი­ი­ღოს პირ­ვე­ლა­დი სა­ი­მიგ­რა­ციო დახ­მა­რე­ბა.

- ზო­გა­დად ით­ვლე­ბა, რომ ამე­რი­კა­ში მა­ღა­ლი ხელ­ფა­სე­ბია, რამ­დე­ნად მარ­ტი­ვია სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა და ძი­რი­თა­დად რო­მელ შტა­ტებს ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი?

- სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლი არ არის, თუ გაქვს მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა და ფლობ ინ­გლი­სურ ენას. ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა ინ­გლი­სუ­რად ვერ სა­უბ­რობს და ცხა­დია, არა­ვის აქვს მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნაც რთუ­ლია. რა თქმა უნდა, არ­სე­ბო­ბენ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც და ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც აქ ნა­თე­სა­ვი ან მე­გო­ბა­რი დახ­ვდათ, მაგ­რამ ემიგ­რან­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა სრუ­ლი­ად მარ­ტო, სა­კუ­თა­რი თა­ვის იმედ­ზე ჩა­მო­დის და შე­სა­ბა­მი­სად უსა­ბუ­თოდ, უფუ­ლოდ და ენის ცოდ­ნის გა­რე­შე ის ანა­ზღა­უ­რე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­ოც­ნე­ბოდ ჩანს, არ არის საკ­მა­რი­სი. მა­გა­ლი­თის­თვის, დღე­ში 100 დო­ლა­რი სა­ოც­ნე­ბო ანა­ზღა­უ­რე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, აქ ჩა­მო­სულ ადა­მი­ანს იგი­ვე ხელ­ფა­სი არ ეყო­ფა ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად.

თვე­ში 3000 დო­ლა­რი­დან 600 დო­ლა­რი ოთახ­ში ად­გი­ლის ხარ­ჯია, 100 დო­ლა­რი ტე­ლე­ფო­ნის, 300 დო­ლა­რი მან­ქა­ნის ქი­რის. მა­შინ მარ­თლა არა­ფე­რი უნდა ჭა­მოს და ჩა­იც­ვას, არ მო­წი­ოს, არ­სად გა­ვი­დეს, არა­ფე­რი ნა­ხოს, მე­გობ­რე­ბი არ იყო­ლი­ოს, ჩა­ი­კე­ტოს, ყვე­ლა­ფერს და­აკ­ლდეს და მო­აკ­ლდეს, რომ თვე­ში 2000 დო­ლა­რი გა­და­დოს. ამის გა­აზ­რე­ბას ცო­ტას გვი­ან იწყე­ბენ და ამი­ტომ ბევ­რიც უკან ბრუნ­დე­ბა. მე არ ვარ უკან დაბ­რუ­ნე­ბის მომ­ხრე, თა­ვად ვმუ­შა­ობ­დი 70 დო­ლა­რად დღე­ში და გა­დავ­რჩი, გა­მოვ­ძვე­რი, შევ­ძე­ლი წინსვლა. სხვას რო­გორ ვუ­თხრა ფარ-ხმა­ლი და­ყა­რე თქო? - ამი­ტომ ასეთ სა­სო­წარ­კვე­თილ ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თარ მა­გა­ლითს ვუყ­ვე­ბი ხოლ­მე, რო­გორ ამიგ­რო­ვეს მე­გობ­რებ­მა 50-50 დო­ლა­რი, ქირა რომ გა­და­მე­ხა­და, რო­გორ ვცხოვ­რობ­დი ოთახ­ში ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბის გვა­რიც კი არ მახ­სოვს. ამი­ტომ მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლას, რომ დრო­ე­ბი­თია ეს მდგო­მა­რე­ო­ბა.

- ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი „ქე­ი­სე­ბი“ რომ გვი­თხრათ თქვე­ნი საქ­მე­ე­ბი­დან.

- ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი „ქე­ი­სი“ არა, მაგ­რამ უც­ნა­უ­რი კლი­ენ­ტი მყო­ლია. და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ჰყავ­და საყ­ვა­რე­ლი ქალი, რო­მელ­მაც მო­ა­ტყუა, ასე­ვე ჩემ­მა ცოლ­მაც მი­ღა­ლა­ტაო, ამი­ტომ ქალს არ ვენ­დო­ბი ზო­გა­დად და დიდი ბო­დი­ში, ვერც თქვე­ნო. სა­ერ­თო­დაც, ქა­ლე­ბის დე­დაც ვა­ტი­რეო და გა­მი­თი­შა... იცით, უჭირთ ადა­მი­ა­ნებს ემიგ­რა­ცი­ა­ში.. ბევ­რი ამ­ბობს, რომ მათი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მათი, ვინც მარ­ტოა აქ, ოჯა­ხის გა­რე­შე და უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- ამე­რი­კა­ში ქარ­თულ დი­ას­პო­რა­ზეც ვი­სა­უბ­როთ, რამ­დე­ნად იც­ნობს ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს, აქვთ თუ არა შეხ­ვედ­რე­ბი?

- გან­სა­კუთ­რე­ბით კო­რო­ნას შემ­დეგ გახ­შირ­და სხვა­დას­ხვა შეხ­ვედ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად ისევ ემიგ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ. ზო­გან მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, ზო­გან არა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, აქაც ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლია. ისე იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ მა­ინც ვა­ხერ­ხებთ ხოლ­მე, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ხალ­ხი დავ­სხდეთ და ემიგ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მებ­ზე და მათი გა­დაჭ­რის გზებ­ზე ვი­ფიქ­როთ. ამას ექ­სკლუ­ზი­უ­რად თქვენ­თან ვამ­ბობ პირ­ვე­ლად, მე პი­რა­დად ამ ეტაპ­ზე ვმუ­შა­ობ ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნა­ზე, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ სო­ცი­ა­ლურ ჯგუფს: ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას გა­მოქ­ცე­უ­ლებს და ქვრი­ვებს მო­ი­ცავს. ამე­რი­კა­ში არ­სე­ბობს spousal support group-ები, რომ­ლის ანა­ლო­გის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმპლე­მენ­ტა­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობთ. რა გი­თხრათ, საქ­მე ბევ­რია, შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც ბევ­რი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის დიდი ნა­კა­დი წა­მო­ვი­და ემიგ­რა­ცი­ა­ში, ვფიქ­რობ მათი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლია.

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად

- და­სას­რულს, თქვენს ამე­რი­კულ ოც­ნე­ბა­ზე გკი­თხავთ, ალ­ბათ თქვენს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბად ფიქ­რობთ?

- ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა...ვფიქ­რობ ჯერ ძა­ლი­ან შორს ვარ თა­ვი­სუფ­ლე­ბის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის იდე­ა­ლამ­დე, თუმ­ცა ვფიქ­რობ რომ კი, ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად მყარ ნა­ბი­ჯებს ვდგამ. Self Made Person-არის ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის მთა­ვა­რი მოქ­მე­დი გმი­რი და კი, ზუს­ტად ასე­თი ვარ. სა­კუ­თა­რი შრო­მით, პრინ­ცი­პე­ბით, ძა­ლის­ხმე­ვით მივ­დი­ვარ მიზ­ნამ­დე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას დიდი ხნით არა, თუმ­ცა ვგეგ­მავ. ჩემი ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა ოჯა­ხის და მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nene
3

ზედმეტად რომანტიზებულია ეს ამერიკული ცხოვრება. სიმართლე აბსოლუტურად სხვაა. წლები მონობაში და ნერვიულობაში...

ჰმ,
3

იქ უანგაროდ არავინ არავის არ ეხმარება, ყველანაირი გრძნობა ფულზეა გადაანგარიშებული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჩემი კლიენტები არიან ყოფილი თანამდებობის პირები, სექსუალური ნიშნით დევნილები, პოლიციელები" - ქალი, რომელმაც ამერიკული სირთულეები დაძლია და ახლა იქ ჩასულ ემიგრანტებს ეხმარება

"ჩემი კლიენტები არიან ყოფილი თანამდებობის პირები, სექსუალური ნიშნით დევნილები, პოლიციელები" - ქალი, რომელმაც ამერიკული სირთულეები დაძლია და ახლა იქ ჩასულ ემიგრანტებს ეხმარება

ბელა მაღლაფერიძეს სოციალური ქსელის მომხმარებელი კარგად იცნობს. შესანიშნავი იუმორის წყალობით წლებია, რაც ფეისბუქზე ცნობილი პერსონაა. 2019 წელს, ემიგრაციაში წასვლის მიუხედავად აქტივობა არ შეუწყვეტია და პირიქით, საკუთარ გამომწერებს ამერიკული ამბებით ანებივრებს. მისი მოკლე სტატუსები, გამოქვეყნებული ისტორიები ძირითადად იუმორისტული ხასიათისაა და ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელში, თუმცა ამის უკან არც ისე მარტივი ემიგრანტის გზა დგას. ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ამერიკიდან უკან დაბრუნება უნდათ, რადგან ფიქრობენ, რომ ცხოვრება ვერ აიწყეს, ხშირად უყვება პირად მაგალითებს, თუ როგორი რთული პერიოდები ჰქონია.

ამბობს, რომ ამერიკაში ჩასვლისას ბევრი სამსახურის გამოცვლამ მოუწია. უმუშავია მომვლელად, დალაგებაზე და კურიერადაც კი, დღეს კი სხვებს ეხმარება. ამერიკაში ჩასული არალეგალი ქართველები ახლა მას უკავშირდებიან, რათა ოფიციალურად მოუგვაროს ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. ბელას კლიენტები ქართველების გარდა, ბოლო დროს რუსეთიდან რასობრივი ნიშნით დევნილი ადამიანებიც არიან.

- ბელა, საქართველოს დატოვების შემდეგ შტატებში ჩასულმა რთული გზა გაიარე. მალე პანდემია დაიწყო, თუმცა როგორც მახსოვს, თქვენ როგორც არალეგალი არ ჩასულხართ.

- ნამდვილად რთული გზა გავიარე, მე, როგორც შრომით ემიგრაციაში მარტო წამოსულმა ქალმა, ოღონდ ემოციური კუთხით რთული. სამსახურის შოვნა არასდროს გამჭირვებია, ცხოვრების თავიდან დაწყება გამიჭირდა და ლეგალიზაციის მხრივაც მხოლოდ ემოციური ნაწილი იყო რთული და არა პროცედურული. ლოქდაუნის პერიოდში ჩემი დამსაქმებელი ჩეკებს მაინც მიგზავნიდა, ამ მხრივ გამიმართლა, არასდროს არცერთი ოჯახისთვის მხოლოდ დაქირავებული თანამშრომელი არ ვყოფილვარ.

საქართველოში ცხოვრებისას, შვილებთან ერთად

- თავიდან თქვენი სამსახურებიც სხვა ემიგრანტებისას ჰგავდა, ძირითადად გიწევდათ მოხუცთან მუშაობა, თუმცა ეს არასოდეს დაგიმალავთ და ამაზე სოციალურ ქსელში ყოველთვის იუმორით წერდით ხოლმე

- პირველივე სამსახური ღამის ცვლაში ღამის თენება იყო მოხუცთან. ძალიან მიჭირდა ღამე მუშაობა, თან სხვისი სახელით ვმუშაობდი და ძილ-ბურანში ვერც ვხვდებოდი, რომ სახელი რომელსაც იძახდა, მე მერქვა. არასდროს დამიმალავს, რომ მოხუცთან ვმუშაობდი. ძალიანაც რომ მინდოდეს ტყუილს ვერც ვიმახსოვრებ და ვერც ვამბობ, ისედაც ჩემი სოციალური აქტივობიდან გამომდინარე, როგორ მომეჩვენებინა თავი, რომ რაღაცის დირექტორი ვარ. იუმორით ვწერდი და ძალიან გულწრფელად, არასდროს ყოფილა ისე, რომ თავი დამცირებულად მეგრძნოს იმის გამო, რასაც ვაკეთებ და ამ დროს სტატუსი დამეწეროს, რომ ბედნიერი ვარ. კი, სოციალური სტატუსის, მეგობრების, ცხოვრების სტილის და სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ამ ბოლო დროს ღირებულებების დათმობის ხარჯზეც მომიწია ემიგრანტობა, მაგრამ ასე ცალსახად უბედნიერესი ან უბედური არ ვარ. ეს ჩემი ცხოვრებაა, ყველა წუთს პატივს ვცემ, ყველა განვლილი დღე მეძვირფასება და ახლა რომ ვიხსენებ იმ მძიმე შრომას, რასაც პირველ წლებში ვეწეოდი, პირიქით, ვამაყობ რომ წარმოუდგენელი შევძელი და არასდროს არაფერი მითაკილია, სახლებიც დამილაგებია, მოხუცებიც დამიბანია, კურიერადაც მიმუშავია და მძიმე ჩანთები მითრევია, ყავის მომდუღებლადაც მიმუშავია. არასდროს მითქვამს სამსახურზე უარი იმის გამო, რომ შეუფერებლად მიმაჩნდა.

- ახლა თქვენ ეხმარებით სხვებს ლეგალურად ცხოვრებაში, ამ თემაზე ვისაუბროთ. როგორც ვიცი, სპეციალური კურსებიც გაიარეთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობის საშუალება შეგძლებოდათ.

- დიახ, ჩემი ჰობი - ადამიანების დახმარება, პროფესიად ვაქციე. ორი ვარიანტი მქონდა, ხალხის ნდობა და სიყვარული გამომეყენებინა უპირობოდ და უპასუხისმგებლოდ, ან მესწავლა და ისე გამეწია მათთვის მომსახურება. მიუხედავად იმისა, რომ პარალეგალის პროფესიონალიზმის უდიდესი ნაწილი პრაქტიკული გამოცდილება და იმ ადვოკატის კვალიფიკაციაა, ვისი სუპერვაიზინგის ქვეშაც მუშაობს, მაინც სწავლა და სერტიფიცირება ვარჩიე, რადგან ასე უფრო დიდი შანსი მექნებოდა კარგ იურიდიულ ფირმაში მუშაობის დაწყების. ასეც მოვიქეცი, დავსახე გეგმა და რა თქმა უნდა, სისრულეში მოვიყვანე 1 წელში.

- ამჟამად ამერიკაში მოსახვედრად ყველაზე პოპულარული გზა, არალეგალურად მექსიკიდან შემოსვლაა. ცხადია, ყველა ვერ ახერხებს შემოსვლას, რაზეა დამოკიდებული, იმ ადამიანზე, ვისაც გარკვეულ თანხას უხდიან თუ გამართლებაზე?

- შემოსვლას რაც შეეხება, მე არათუ კავშირი, არამედ ინფორმაციაც კი არ მაქვს შემოსვლის გზებზე. ჩემი ინფორმაციის ძირითადი წყარო ის ადამიანებია, ვისაც მომსახურებას ვუწევ და არც მათთვის მიკითხავს, ვინ და რა გზებით დაეხმარა, ამ კითხვებზე პასუხი მათ სასამართლოზე მოუწევთ. პრინციპში, მე რას ვფიქრობ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამერიკის საიმიგრაციო სამსახური ე.წ „სმაგლერებს“ ძალიან ხშირად ახსენებს, როგორც უკანონო მიგრაციის ხელშემწყობებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ეხმარებიან საზღვრამდე მოსვლაში. შემოსვლას რაც შეეხება, ამას მხოლოდ საიმიგრაციო ოფიცერი წყვეტს და არსებული საიმიგრაციო კანონი.

- ამერიკაში ჩამოსული და ჩაბარებული ადამიანი თქვენ რა შემთხვევაში გიკავშირდებათ და თქვენი საქმიანობით რა კუთხით ეხმარებით, ეს სქემა რომ გვითხრათ.

- ამერიკაში ჩამოსულ ადამიანს, მნიშვნელობა არ აქვს, ვიზით შემოვა თუ სამხრეთ საზღვრის კვეთით, 1 წელი აქვს დრო იმისთვის, რომ თავშესაფარი მოითხოვოს. რა თქმა უნდა, გამონაკლის შემთხვევაში, 1 წლიანი ვადის გასვლის შემდეგაც შეიძლება, მაგრამ საიმიგრაციო კანონის მიხედვით, 1 წელია ვადა. სამწუხაროდ, სამხრეთ საზღვრიდან შემოსული იმიგრანტების დიდ ნაწილს უკვე დანიშნული აქვთ სასამართლოები, ან ინტერვიუები საიმიგრაციო ოფიცერთან, შესაბამისად პროცესების გადადების და უსასრულოდ გაწელვის საშუალება მათ არ აქვთ. ამიტომ, შემოსვლიდან მალევე მიკავშირდებიან, რომ განვსაზღვროთ ჩემი ჩართულობის რელევანტურობა. ვგულისხმობ იმას, რომ საიმიგრაციო პროცესების სასამართლო წესით მართვა და სასამართლოზე წარმომადგენლობა პარალეგალს არ შეუძლია. მე შემიძლია დავეხმარო ადმინისტრაციულ ნაწილში და არა სამართლებრივში, მე ვუმზადებ თავშესაფრის განაცხადს, მუშაობის უფლებას, ვაგზავნი მოთხოვნას სოციალური დაცვის ნომერზე, მაგრამ სასამართლოში მისი სამართლებრივი წარმომადგენელი ვერ ვიქნები. შესაბამისად, როდესაც ვხვდები, რომ ჩემი ჩართულობა შედეგიანი არ იქნება, ვამისამართებ ადვოკატთან.

ბოლო დროს არასწორი პროცესის გამო დაზარალებულები უფრო მომმართავენ. ამ ადამიანებს მიჩნიათ, რომ მთავარი ამერიკაში მოხვედრაა და სერიოზულად არ უდგებიან ყველაზე მნიშვნელოვან საიმიგრაციო პროცესს, ამიტომ შედეგიც შესაბამისია. ეს პრობლემა ახლა უფრო წამოიჭრა, როდესაც 6 თვიანი მოცდის პერიოდის შემდეგ, ხალხმა აღმოაჩინა, რომ პარალეგალებთან და ადვოკატებთან კი არა, უბრალოდ კომპიუტერიან უსახელო თაღლითებთან ჰქონდათ კონტაქტი.

აშშ-ში თავშესაფრის მაძიებლის გზა სქემატურად ძალიან მარტივია, რთულია ბიუროკრატია, რომელსაც აწყდები და პრობლემაა არასწორად წაყვანილი პროცესი, მაგალითად სასამართლოში გასაგზავნი საქმის საიმიგრაციო ოფისში გაგზავნა, რაც აფერხებს პროცესს. რეალურად საჭიროა თავშესაფრის განაცხადის სწორ უწყებაში ჩაბარება, 150 დღიანი პერიოდის ათვლა და მერე მოთხოვნა მუშაობის უფლების და სოც. დაცვის ნომრის. თუ ამ 150 დღეში პირს სასამართლო უწევს, აუცილებელია პირის ინფორმირება, რომ აუცილებლად ადვოკატი აიყვანოს, სხვა შემთხვევაში ე.წ „საიმიგრაციო საათი“ გაჩერდება და ვერ შეძლებს მუშაობის უფლების მიღებას. მუშაობის უფლების ბარათი უფასოა და მისი ვადაა ორი წელი. ამ საოცნებო ბარათის მიღება არ წარმოადგენს რთულ პროცესს, მთავარია მოთმინება, პროცესების სწორი მართვა და ადვოკატის დროული ჩართვა.

- ადამიანებს, რომელიც ქვეყანას ტოვებენ და ამერიკას თავშესაფარს სთხოვენ, ძირითადად რა სახის „ქეისები“ აქვთ, პოლიტიკური დევნა, ძალადობა, სექსუალური უმცირესობა?

- ქეისები ძირითადად პოლიტიკური ნიშნით დევნაა, ჩემი კლიენტები არიან ყოფილი ადმინისტრაციული თანამდებობის პირები, პოლიციელები, სექსუალური ნიშნით დევნილები. რელიგიური ნიშნით - იშვიათად. უფრო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მომმართავენ.

- ბელა, როდესაც საუბრობთ, პოლიტიკურ ნიშნით დევნილებზე, ქართველებს გულისხმობთ?

- დიახ, ეთნიკური ნიშნით დევნილ საქართველოს მოქალაქეს ჯერ ჩემთვის არ მოუმართავს. ქართველების გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც ვემსახურები, მათთან უფრო მეტი შემთხვევა მაქვს აზიური წარმომავლობის გამო დევნასთან დაკავშირებით, ამ ბოლო პერიოდში ბურიატის რესპუბლიკიდან (რუსეთის ფედერაციის სუბიექტი) რასობრივი ნიშნით დევნილებიც მომმართავენ. ქართული ემიგრაციის ბირთვი ნიუ-იორკშია, თუმცა ახლომდებარე შტატებში, ნიუ-ჯერსიში და პენსილვანიაშიც ბევრი ქართველი ცხოვრობს. მათ უმეტესობას ნიუ-იორკში უწევს ჩამოსვლა საიმიგრაციო პროცედურებისთვის, ამიტომ 1ივნისიდან ოფისს ფილადელფიაშიც ვხსნი, რომ მეტ ადამიანს ჰქონდეს საშუალება ქართულ ენაზე მიიღოს პირველადი საიმიგრაციო დახმარება.

- ზოგადად ითვლება, რომ ამერიკაში მაღალი ხელფასებია, რამდენად მარტივია სამსახურის შოვნა და ძირითადად რომელ შტატებს ამჯობინებენ ქართველები?

- სამსახურის შოვნა ძალიან რთული არ არის, თუ გაქვს მუშაობის უფლება და ფლობ ინგლისურ ენას. ახალი ჩამოსული ემიგრანტების უმეტესობა ინგლისურად ვერ საუბრობს და ცხადია, არავის აქვს მუშაობის უფლება. შესაბამისად, სამსახურის შოვნაც რთულია. რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისებიც და ის ადამიანებიც, რომლებსაც აქ ნათესავი ან მეგობარი დახვდათ, მაგრამ ემიგრანტების უმეტესობა სრულიად მარტო, საკუთარი თავის იმედზე ჩამოდის და შესაბამისად უსაბუთოდ, უფულოდ და ენის ცოდნის გარეშე ის ანაზღაურება, რაც საქართველოდან საოცნებოდ ჩანს, არ არის საკმარისი. მაგალითისთვის, დღეში 100 დოლარი საოცნებო ანაზღაურებაა საქართველოში, აქ ჩამოსულ ადამიანს იგივე ხელფასი არ ეყოფა ამერიკული ოცნების ასასრულებლად.

თვეში 3000 დოლარიდან 600 დოლარი ოთახში ადგილის ხარჯია, 100 დოლარი ტელეფონის, 300 დოლარი მანქანის ქირის. მაშინ მართლა არაფერი უნდა ჭამოს და ჩაიცვას, არ მოწიოს, არსად გავიდეს, არაფერი ნახოს, მეგობრები არ იყოლიოს, ჩაიკეტოს, ყველაფერს დააკლდეს და მოაკლდეს, რომ თვეში 2000 დოლარი გადადოს. ამის გააზრებას ცოტას გვიან იწყებენ და ამიტომ ბევრიც უკან ბრუნდება. მე არ ვარ უკან დაბრუნების მომხრე, თავად ვმუშაობდი 70 დოლარად დღეში და გადავრჩი, გამოვძვერი, შევძელი წინსვლა. სხვას როგორ ვუთხრა ფარ-ხმალი დაყარე თქო? - ამიტომ ასეთ სასოწარკვეთილ ადამიანებს საკუთარ მაგალითს ვუყვები ხოლმე, როგორ ამიგროვეს მეგობრებმა 50-50 დოლარი, ქირა რომ გადამეხადა, როგორ ვცხოვრობდი ოთახში ადამიანებთან, რომლების გვარიც კი არ მახსოვს. ამიტომ მინდა ვუთხრა ყველას, რომ დროებითია ეს მდგომარეობა.

- ყველაზე უცნაური „ქეისები“ რომ გვითხრათ თქვენი საქმეებიდან.

- ყველაზე უცნაური „ქეისი“ არა, მაგრამ უცნაური კლიენტი მყოლია. დამირეკა და მითხრა, რომ ჰყავდა საყვარელი ქალი, რომელმაც მოატყუა, ასევე ჩემმა ცოლმაც მიღალატაო, ამიტომ ქალს არ ვენდობი ზოგადად და დიდი ბოდიში, ვერც თქვენო. საერთოდაც, ქალების დედაც ვატირეო და გამითიშა... იცით, უჭირთ ადამიანებს ემიგრაციაში.. ბევრი ამბობს, რომ მათი ემოციური მდგომარეობა დამძიმდა, განსაკუთრებით მათი, ვინც მარტოა აქ, ოჯახის გარეშე და უცხო ადამიანების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

- ამერიკაში ქართულ დიასპორაზეც ვისაუბროთ, რამდენად იცნობს ხალხი ერთმანეთს, აქვთ თუ არა შეხვედრები?

- განსაკუთრებით კორონას შემდეგ გახშირდა სხვადასხვა შეხვედრები, ძირითადად ისევ ემიგრაციის პრობლემებზე სასაუბროდ. ზოგან მეპატიჟებიან, ზოგან არა. საზოგადოება, აქაც ისევე როგორც საქართველოში, პოლარიზებულია. ისე იშვიათად, მაგრამ მაინც ვახერხებთ ხოლმე, რომ განსხვავებული შეხედულებების ხალხი დავსხდეთ და ემიგრაციის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ვიფიქროთ. ამას ექსკლუზიურად თქვენთან ვამბობ პირველად, მე პირადად ამ ეტაპზე ვმუშაობ ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის შექმნაზე, რომელიც კონკრეტულ სოციალურ ჯგუფს: ოჯახურ ძალადობას გამოქცეულებს და ქვრივებს მოიცავს. ამერიკაში არსებობს spousal support group-ები, რომლის ანალოგის საქართველოში იმპლემენტაციაზე ვმუშაობთ. რა გითხრათ, საქმე ბევრია, შემსრულებელიც ბევრი. პროფესიონალების დიდი ნაკადი წამოვიდა ემიგრაციაში, ვფიქრობ მათი პოტენციალი გამოსაყენებელია.

ამერიკაში მცხოვრებ ქართველებთან ერთად

- დასასრულს, თქვენს ამერიკულ ოცნებაზე გკითხავთ, ალბათ თქვენს უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებაზე ნაკლებად ფიქრობთ?

- ამერიკული ოცნება...ვფიქრობ ჯერ ძალიან შორს ვარ თავისუფლების და შესაძლებლობების იდეალამდე, თუმცა ვფიქრობ რომ კი, ამერიკული ოცნების ასასრულებლად მყარ ნაბიჯებს ვდგამ. Self Made Person-არის ამერიკული ოცნების მთავარი მოქმედი გმირი და კი, ზუსტად ასეთი ვარ. საკუთარი შრომით, პრინციპებით, ძალისხმევით მივდივარ მიზნამდე. საქართველოში ჩამოსვლას დიდი ხნით არა, თუმცა ვგეგმავ. ჩემი ამერიკული ოცნება ოჯახის და მეგობრების გარეშე ვერ წარმომიდგენია.