პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალადინის სიგელი და ქართველთა უფლებები ქრისტეს საფლავის ტაძარში - "კამამეს მოსალოცად არ გადაიხდიან არც ხარაჯას, არც კაფარს, არც არანაირ სხვა გადასახადს..."
სალადინის სიგელი და ქართველთა უფლებები ქრისტეს საფლავის ტაძარში - "კამამეს მოსალოცად არ გადაიხდიან არც ხარაჯას, არც კაფარს, არც არანაირ სხვა გადასახადს..."

ქრის­ტეს საფ­ლა­ვის ტა­ძა­რი­სულ­თან სა­ლა­დი­ნის (1137-1193) სი­გე­ლი გა­ცე­მუ­ლია ჯვა­როს­ნუ­ლი იე­რუ­სა­ლი­მის და­ცე­მის შემ­დეგ. ძეგლის ში­ნა­არ­სიც სწო­რედ ამ ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­სტით არის გან­სა­ზღვრუ­ლი. ჯვა­როს­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­სას იე­რუ­სა­ლი­მის ბერ­ძნუ­ლი, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სა­პატ­რი­არ­ქოს უფ­ლე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იყო შე­ზღუ­დუ­ლი. ქა­ლა­ქის და­ცე­მი­სას ბერ­ძნულ­მა სა­პატ­რი­არ­ქომ ისარ­გებ­ლა სა­ლა­დინ­თან ბი­ზან­ტი­ელ­თა მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბით და წმინ­და ქა­ლაქ­ში კვლავ გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. სა­ლა­დი­ნის მიერ წმინ­და მი­წა­ზე აღ­მო­სავ­ლე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბის მი­ზე­ზი არ­ცთუ რთუ­ლი გა­სა­გე­ბია. ჯვა­როს­ნე­ბი წმინ­და ქა­ლა­ქის კვლავ გა­მოხ­სნას სწო­რედ აღ­მო­სავ­ლელ ქრის­ტი­ა­ნებ­თან კო­ა­ლი­ცი­ით გეგ­მავ­დნენ. ამი­ტომ სა­ლა­დინ­მა აღ­მო­სავ­ლე­ლებს წმინ­და მი­წა­ზე იმა­ზე უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნა, ვიდ­რე მათ ჯვა­როს­ნე­ბის მმარ­თვე­ლო­ბი­სას ჰქონ­დათ.

სა­ლა­დი­ნის­გან პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ აღ­მო­სავ­ლელ ქრის­ტი­ან­თა შო­რის პირ­ველ ად­გილს ბერ­ძნე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი იკა­ვე­ბენ, რო­მელ­თაც, აბი­სი­ნი­ე­ლებ­თან ერ­თად, წმინ­და საფ­ლა­ვის ტა­ძარ­ში შეს­ვლი­სას, სხვა ქრის­ტი­ა­ნი ხალ­ხე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არა­ნა­ი­რი გა­და­სა­ხა­დი არ უნდა გა­და­ე­ხა­დათ. სი­გე­ლი იე­რუ­სა­ლი­მის ბერ­ძენ პატ­რი­არ­ქს ძა­ლა­უფ­ლე­ბას ანი­ჭებს ქა­ლაქ­ში მყოფ ყვე­ლა აღ­მო­სავ­ლელ ქრის­ტი­ან­ზე, ასე­ვე, პირ­ველ ად­გილს აღ­დგო­მის ტა­ძარ­სა და ქრის­ტეს საფ­ლა­ვის ტა­ძარ­ში.

სა­ლა­დი­ნის შეს­ვლა იე­რუ­სა­ლიმ­ში 1187 წელს. შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მი­ნი­ა­ტუ­რა­ბე­ჰა ად-დინი გად­მოგ­ვცემს, რომ ქარ­თველ­თა მე­ფემ (თა­მარ­მა, ცხა­დია) სა­ლა­დინს მო­ცი­ქუ­ლი გა­უგ­ზავ­ნა და წმინ­და მი­წა­ზე გარ­კვე­უ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი მოს­თხო­ვა. წყა­რო ამით ამო­ი­წუ­რე­ბა, და­ნარ­ჩენ­ზე ავ­ტო­რი რა­ტომ­ღაც დუმს, ამი­ტომ ამ სა­ნა­ხევ­რო ცნო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ძნე­ლია ით­ქვას, აღას­რუ­ლა თუ არა სა­ლაჰ ად-დინ­მა თა­მა­რის მო­თხოვ­ნე­ბი. არ­სე­ბობს ჟაკ დე ვიტ­რის კარ­გად ცნო­ბი­ლი მი­თი­თე­ბაც იე­რუ­სა­ლიმ­ში ქარ­თვე­ლი მომ­ლოც­ვე­ლე­ბის პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ეს ცნო­ბე­ბი XIII სა­უ­კუ­ნის ათი­ან წლებს ეხე­ბა და არა სა­ლა­დი­ნის ეპო­ქას... ბეჰა ად-დი­ნის დუ­მი­ლის მი­ზე­ზი, ვფიქ­რობ, გა­სა­გე­ბია. იგი ცდი­ლობს, სა­ლა­დი­ნი უკომ­პრო­მი­სო მუს­ლიმ მმარ­თვე­ლად წარ­მო­ად­გი­ნოს. შე­სა­ბა­მი­სად, არ სურს სა­უ­ბა­რი იმ დათ­მო­ბებ­ზე, რო­მელ­ზე წას­ვლა­მაც სა­ლა­დინს ძლე­ვა­მო­სილ ქრის­ტი­ა­ნულ სა­ხელ­მწი­ფოს­თან - სა­ქარ­თვე­ლოს­თან მო­უ­წია. ყო­ვე­ლი­ვე ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სულ­თან სა­ლა­დი­ნის სი­გე­ლი შე­უ­ფა­სე­ბე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის პირ­ველ­წყა­როა, სა­დაც თა­ვად სა­ლა­დი­ნი გან­სა­ზღვრავს იმ პრი­ვი­ლე­გი­ებს, რაც წმინ­და მი­წა­ზე ქარ­თვე­ლებ­მა მი­ი­ღეს.

  • სა­ლა­დი­ნის სი­გე­ლი

“მე, სა­ლაჰ ედ დინი, სულ­თა­ნი ეგ­ვიპ­ტი­სა და მისი პრო­ვინ­ცი­ე­ბი­სა, პა­ლეს­ტი­ნი­სა, იე­რუ­სა­ლი­მი­სა, ნაბ­ლუ­სი, და­მას­კო­სი და მიმ­დე­ბა­რე მი­წა­თა, ვბრძა­ნებ, რომ რუ­მის (რო­მის, ბერ­ძენ­თა) სა­მე­უ­ფეო ერის მო­წე­სე­თა­გან, მათ მღვდელ­თა­გან და ასე­ვე ქარ­თველ­თა­გან, კოპტ­თა­გან და აბი­სი­ნი­ელ­თა­გან მო­მა­ვალ­ნი კა­მა­მეს (აღ­დგო­მის ტა­ძა­რი) მო­სა­ლო­ცად არ გა­და­იხ­დი­ან არც ხა­რა­ჯას, არც კა­ფარს, არც არა­ნა­ირ სხვა გა­და­სა­ხადს, არა­მედ ისარ­გებ­ლე­ბენ სა­გა­და­სა­ხა­დო შე­უ­ვა­ლო­ბით.

ვბრძა­ნებ, რომ ბერ­ძენ­თა პატ­რი­არ­ქი, რო­მე­ლიც მკვიდ­რობს აქ, იქ­ნე­ბა თავი ყვე­ლა სხვა ნა­ზა­რე­ვე­ლი ერის­გან მო­მა­ვალ­თათ­ვის - სო­მეხ­თათ­ვის, კოპტ­თათ­ვის, სი­რი­ელ­თათ­ვის, ნეს­ტო­რი­ა­ნელ­თათ­ვის, ფრან­გთათ­ვის და ყვე­ლა სხვა ნა­ზა­რე­ვე­ლი ხალ­ხი­სათ­ვის. ის იქ­ნე­ბა, ვინც იუფ­რო­სებს კა­მა­მე­ში. ის იქ­ნე­ბა, ვინც შევა იე­სოს საფ­ლავ­ში, აი­ღებს იქ ცე­ცხლს და მის­ცემს ყვე­ლა ნა­ზა­რე­ველს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
6

სალადინს ახსენებთ და სურატზე მეედნელი განიერი კოტეა,

ომი მერე დახვრიტეს საწყალი, რა კაცი, რა დამრტყმელი დამოქეიფე, დახვრეტ 25 წლით შეუცვალეს, მარა უკვე დახვრეტილი ყოლიათ და...

ოსტორია
1

 სალადინთან, მეფე თამარმა, წარგზავნა დელეგაცია არა თხოვნით, არამედ მოთხოვნით, აღმდგარიყო ქრისტიანული წირვალოცვა ტაძრებში, და ამ დელეგაციას ხელძღვანელობდა შოთა რუსთაველი, პირველად აღადგინეს უპირობოდ ჯვრის მონასტერში წირვა .....

ბერძნების პრიველეგია კი არა, სხენებაც არ იყო მაგ დროს.

ან შეგნებულად ამახინჯებთ, ან სიბრიყვით მოგდით. დროის შემდეგ კი ბატონო, ეხლა სომხებიც წინ დგანან და ბულგარელ- სლავებიც, ვიდრე ქართული მწირველები.

სხვათა შორის, მაგ ჯვრის მონასტერში აღესრულა შოთა რუსთაველი დროის შემდეგ, და იმ ჯვრის მონასტერში დააბრძანეს 7 ი სასანთლე, სოლომონის დროს შექმნილი , ცაბაოთ უფლის ტაძრის სამკაულად, დღეს რომ მამონას ეძახით და აძაგებთ უცოდინარობით.

და ამ სასანთლის გადამალვას შეეწირა წამებით დროის შემდეგ 6 თუ შვიდი ქართველი ბერი, ვინც არ გასცა სამყოფელი მისი და დღემდე დაფარულია კაცთაგან ეს სასანთლე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სალადინის სიგელი და ქართველთა უფლებები ქრისტეს საფლავის ტაძარში - "კამამეს მოსალოცად არ გადაიხდიან არც ხარაჯას, არც კაფარს, არც არანაირ სხვა გადასახადს..."

სალადინის სიგელი და ქართველთა უფლებები ქრისტეს საფლავის ტაძარში - "კამამეს მოსალოცად არ გადაიხდიან არც ხარაჯას, არც კაფარს, არც არანაირ სხვა გადასახადს..."

ქრისტეს საფლავის ტაძარისულთან სალადინის (1137-1193) სიგელი გაცემულია ჯვაროსნული იერუსალიმის დაცემის შემდეგ. ძეგლის შინაარსიც სწორედ ამ ისტორიული კონტექსტით არის განსაზღვრული. ჯვაროსნული მმართველობისას იერუსალიმის ბერძნული, მართლმადიდებელი საპატრიარქოს უფლებები მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული. ქალაქის დაცემისას ბერძნულმა საპატრიარქომ ისარგებლა სალადინთან ბიზანტიელთა მეგობრული ურთიერთობით და წმინდა ქალაქში კვლავ გაბატონებული ადგილი დაიკავა. სალადინის მიერ წმინდა მიწაზე აღმოსავლელი ქრისტიანების პრივილეგირების მიზეზი არცთუ რთული გასაგებია. ჯვაროსნები წმინდა ქალაქის კვლავ გამოხსნას სწორედ აღმოსავლელ ქრისტიანებთან კოალიციით გეგმავდნენ. ამიტომ სალადინმა აღმოსავლელებს წმინდა მიწაზე იმაზე უკეთესი პირობები შეუქმნა, ვიდრე მათ ჯვაროსნების მმართველობისას ჰქონდათ.

სალადინისგან პრივილეგირებულ აღმოსავლელ ქრისტიანთა შორის პირველ ადგილს ბერძნები და ქართველები იკავებენ, რომელთაც, აბისინიელებთან ერთად, წმინდა საფლავის ტაძარში შესვლისას, სხვა ქრისტიანი ხალხებისგან განსხვავებით, არანაირი გადასახადი არ უნდა გადაეხადათ. სიგელი იერუსალიმის ბერძენ პატრიარქს ძალაუფლებას ანიჭებს ქალაქში მყოფ ყველა აღმოსავლელ ქრისტიანზე, ასევე, პირველ ადგილს აღდგომის ტაძარსა და ქრისტეს საფლავის ტაძარში.

სალადინის შესვლა იერუსალიმში 1187 წელს. შუა საუკუნეების მინიატურაბეჰა ად-დინი გადმოგვცემს, რომ ქართველთა მეფემ (თამარმა, ცხადია) სალადინს მოციქული გაუგზავნა და წმინდა მიწაზე გარკვეული პრივილეგიები მოსთხოვა. წყარო ამით ამოიწურება, დანარჩენზე ავტორი რატომღაც დუმს, ამიტომ ამ სანახევრო ცნობის საფუძველზე ძნელია ითქვას, აღასრულა თუ არა სალაჰ ად-დინმა თამარის მოთხოვნები. არსებობს ჟაკ დე ვიტრის კარგად ცნობილი მითითებაც იერუსალიმში ქართველი მომლოცველების პრივილეგიების შესახებ, მაგრამ ეს ცნობები XIII საუკუნის ათიან წლებს ეხება და არა სალადინის ეპოქას... ბეჰა ად-დინის დუმილის მიზეზი, ვფიქრობ, გასაგებია. იგი ცდილობს, სალადინი უკომპრომისო მუსლიმ მმართველად წარმოადგინოს. შესაბამისად, არ სურს საუბარი იმ დათმობებზე, რომელზე წასვლამაც სალადინს ძლევამოსილ ქრისტიანულ სახელმწიფოსთან - საქართველოსთან მოუწია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სულთან სალადინის სიგელი შეუფასებელი ღირებულების პირველწყაროა, სადაც თავად სალადინი განსაზღვრავს იმ პრივილეგიებს, რაც წმინდა მიწაზე ქართველებმა მიიღეს.

  • სალადინის სიგელი

“მე, სალაჰ ედ დინი, სულთანი ეგვიპტისა და მისი პროვინციებისა, პალესტინისა, იერუსალიმისა, ნაბლუსი, დამასკოსი და მიმდებარე მიწათა, ვბრძანებ, რომ რუმის (რომის, ბერძენთა) სამეუფეო ერის მოწესეთაგან, მათ მღვდელთაგან და ასევე ქართველთაგან, კოპტთაგან და აბისინიელთაგან მომავალნი კამამეს (აღდგომის ტაძარი) მოსალოცად არ გადაიხდიან არც ხარაჯას, არც კაფარს, არც არანაირ სხვა გადასახადს, არამედ ისარგებლებენ საგადასახადო შეუვალობით.

ვბრძანებ, რომ ბერძენთა პატრიარქი, რომელიც მკვიდრობს აქ, იქნება თავი ყველა სხვა ნაზარეველი ერისგან მომავალთათვის - სომეხთათვის, კოპტთათვის, სირიელთათვის, ნესტორიანელთათვის, ფრანგთათვის და ყველა სხვა ნაზარეველი ხალხისათვის. ის იქნება, ვინც იუფროსებს კამამეში. ის იქნება, ვინც შევა იესოს საფლავში, აიღებს იქ ცეცხლს და მისცემს ყველა ნაზარეველს. გააგრძელეთ კითხვა