სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ შაქრიან დიაბეტზე? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან
რა უნდა ვიცოდეთ შაქრიან დიაბეტზე? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი დღეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. მის შემ­თხვე­ვებს კი მზარ­დი ტენ­დენ­ცია აქვს, რისი ერთ-ერთ მთა­ვა­რი მი­ზე­ზიც თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის ადი­ნა­მი­უ­რო­ბა და არა­ჯან­სა­ღი კვე­ბაა. შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ხში­რად უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც მის დრო­ულ აღ­მო­ჩე­ნა­სა და მკურ­ნა­ლო­ბას არ­თუ­ლებს. ამას­თან ერ­თად, ხან­გრძლი­ვი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და­ა­ვა­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­სა და მრა­ვალ გარ­თუ­ლე­ბას იწ­ვევს.

სის­ხლში შაქ­რის რა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვა ნორ­მად და რო­დი­საა მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბო? რო­გო­რია შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დი­აგ­ნოს­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბის გზე­ბი? – ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე თო­დუ­ას კლი­ნი­კის ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს მაია ტორ­ჩი­ნა­ვას და­ვუ­კავ­შირ­დით.

რა არის გლუ­კო­ზა და რა როლს ას­რუ­ლებს ის ორ­გა­ნიზ­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში?

გლუ­კო­ზა, იგი­ვე შა­ქა­რი ორ­გა­ნიზ­მის ენერ­გი­ის ძი­რი­თა­დი წყა­როა, რო­მე­ლიც ნახ­შირ­წყლე­ბის დაშ­ლის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნე­ბა. სის­ხლი­დან გლუ­კო­ზა სა­მიზ­ნე უჯრე­დებ­ში გა­და­დის, რა­საც ჰორ­მო­ნი ინ­სუ­ლი­ნი უზ­რუნ­ველ­ყოფს. ჰორ­მონს კი პანკრე­ა­სის ბეტა უჯრე­დე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. რო­დე­საც ეს პრო­ცე­სი ირ­ღვე­ვა სა­ხე­ზე გვაქვს ჰი­პერ­გლი­კე­მია, რაც სის­ხლში შაქ­რის მა­ღალ დო­ნეს ნიშ­ნავს.

სის­ხლში შაქ­რის რა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მი­იჩ­ნე­ვა ნორ­მად?

სის­ხლში შაქ­რის დო­ნის გან­სა­ზღვრის­თვის ორ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზომ ერ­თე­ულს ვი­ყე­ნებთ – მმოლ/ლ-სა და მგ/დლ-ს. მათი კონ­ვერ­ტა­ცია მარ­ტი­ვა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მო­ნა­ცე­მე­ბის მგ/დლ-ში გა­და­საყ­ვა­ნად მმოლ/ლ-ის ციფ­რე­ბი უნდა გა­ვამ­რავ­ლოთ 18-ზე და, პი­რი­ქით, მაჩ­ვე­ნებ­ლის მმოლ/ლ-ში გა­და­საყ­ვა­ნად მგ/დლ-ის ციფ­რე­ბი უნდა გავ­ყოთ 18-ზე.

გლუ­კო­ზის გა­ზომ­ვა ხდე­ბა უზ­მო­ზე (სა­ღა­მოს ჭა­მი­დან გა­სუ­ლი უნდა იყოს მი­ნი­მუმ 8 სა­ა­თი) და ჭა­მი­დან 2 სა­ათ­ში. უზ­მო­ზე გა­ზომ­ვი­სას სის­ხლში შაქ­რის ნორ­მა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 70-99 მგ/დლ-ია (3.9-5.5 მმოლ/ლ), ხოლო ჭა­მი­დან 2 სა­ა­თის შემ­დეგ გლუ­კო­ზის დონე მაქ­სი­მუმ 140 მგ/დლ (7.8 მმოლ/ლ) უნდა იყოს.

თუკი უზ­მო­ზე შაქ­რის დონე სის­ხმლში 100-125 მგ/დლ-ია (5.6-6.9 მმოლ/ლ), ხოლო ჭა­მი­დან 2 სა­ა­თის შემ­დეგ – 140-200 მგ/დლ (7.8-11.1 მმოლ/ლ) სა­ხე­ზეა პრე­დი­ა­ბე­ტი. ასეთ დროს რის­კი იმი­სა, რომ დი­ა­ბე­ტი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დი­აგ­ნო­ზი ის­მე­ბა მა­შინ, როცა ნე­ბის­მი­ერ დროს სის­ხლში გლუ­კო­ზის შემ­ცვე­ლო­ბა 200 მგ/დლ-ზე მე­ტია.

სის­ხლში შაქ­რის დო­ნის ცვლი­ლე­ბას შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ იწ­ვევ­დეს – ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ფონი, ასა­კი, თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გარ­კვე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და სხვა. ამი­ტომ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის სწო­რად ინ­ტერპრე­ტი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცია. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მკურ­ნა­ლო­ბის და­ნიშ­ვნაც სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ უნდა მოხ­დეს.

რამ­დე­ნი ტი­პის დი­ა­ბე­ტი არ­სე­ბობს და რით გან­სხვავ­დე­ბა ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის­გან?

გან­ვას­ხვა­ვებთ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის ორ ძი­რი­თად ფორ­მას – ტიპ 1-სა და ტიპ 2-ს. ტიპი 1-ს ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბულს ვუ­წო­დებთ, რად­გან ის ვი­თარ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც პანკრე­ას­ში ბეტა უჯრე­დე­ბის დე­ფი­ცი­ტია და ინ­სუ­ლი­ნი არ გა­მო­მუ­შავ­დე­ბა. შე­დე­გად, არ რე­გუ­ლირ­დე­ბა გლუ­კო­ზა და ყა­ლიბ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა. ამ ტი­პის დი­ა­ბე­ტი, ძი­რი­თა­დად, ად­რე­ულ ასაკ­ში ვლინ­დე­ბა.

დი­ა­ბე­ტი ტიპი 2 კი, ძი­რი­თა­დად, ვი­თარ­დე­ბა ინ­სუ­ლინ­რე­ზის­ტენ­ტო­ბის შე­დე­გად. ეს არის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლის დრო­საც ქსო­ვი­ლე­ბის მგრძნო­ბე­ლო­ბა ინ­სუ­ლინ­ზე დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია და გლუ­კო­ზის რე­გუ­ლი­რე­ბა სრულ­ფა­სოვ­ნად ვერ ხდე­ბა. ამ ტი­პის დი­ა­ბე­ტი, უმე­ტე­სად, მოზ­რდილ ასაკ­ში ყა­ლიბ­დე­ბა. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ ხში­რია ამ ტი­პის დი­ა­ბე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა ბავ­შვებ­ში, ისე­ვე რო­გორც ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი დი­ა­ბე­ტის შემ­თხვე­ვე­ბია მო­მა­ტე­ბუ­ლი ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებ­ში.

ცალ­კე შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­ყოთ ორ­სულ­თა ანუ გეს­ტა­ცი­უ­რი დი­ა­ბე­ტი. ის შეც­ვლი­ლი ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ფო­ნის შე­დე­გად ვი­თარ­დე­ბა და ორ­სუ­ლო­ბის შემ­დეგ თა­ვი­სით უკ­ვა­ლოდ ქრე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გეს­ტა­ცი­უ­რი დი­ა­ბე­ტის დრო­უ­ლად აღ­მო­ჩე­ნა და მისი მარ­თვა, რათა ნა­ყოფს არ გა­ნუ­ვი­თარ­დეს გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

რა ნიშ­ნე­ბით ვლინ­დე­ბა შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი?

შაქ­რი­ან დი­ა­ბეტს ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბად მი­ვიჩ­ნევთ სწო­რედ იმი­ტომ, რომ მას ხში­რად არ აქვს სიმპტო­მე­ბი და პა­ცი­ენ­ტმა სის­ხლში გლუ­კო­ზის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა შე­საძ­ლოა დიდი ხნის მან­ძილ­ზე ვერც იგ­რძნოს. თუმ­ცა ჰი­პერ­გლი­კე­მი­ა­ზე ხში­რად მი­ა­ნიშ­ნებს ჭარ­ბი წონა, არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მა­ტე­ბა, გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. დი­ა­ბე­ტის ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბო ნიშ­ნე­ბია წყლის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა და ხში­რი შარ­დვა. ამ ჩი­ვი­ლე­ბის დროს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, და­ა­ვა­დე­ბა უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია და სის­ხლში შაქ­რის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბაა.

რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სის­ხლში შაქ­რის დო­ნის გან­სა­ზღვრის­თვის?

სის­ხლში გლუ­კო­ზის გან­სა­ზღვრა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ვე­ნურ სის­ხლში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მე­თო­დით და კა­პი­ლა­რულ სის­ხლში გლუ­კო­მეტ­რით. გლუ­კო­მეტ­რით სის­ხლში შაქ­რის შემ­ცვე­ლო­ბის დად­გე­ნა მარ­ტი­ვი პრო­ცე­დუ­რაა და მას აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი, რათა მარ­თონ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვლე­ვაა გლი­კო­ზი­რე­ბუ­ლი ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გან­სა­ზღვრაც. ის გვეხ­მა­რე­ბა და­ვად­გი­ნოთ პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მში გლუ­კო­ზის სა­შუ­ა­ლო შემ­ცვე­ლო­ბა ბოლო 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით კი, ვა­ფა­სებთ, რამ­დე­ნად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლო­ბას და ხომ არ არის სა­ჭი­რო ტაქ­ტი­კის შეც­ვლა.

რო­გო­რია დი­ა­ბე­ტის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი?

შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დროს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა კვე­ბა­სა და ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას. და­ა­ვა­დე­ბის ტი­პი­სა და სიმწვა­ვის შე­სა­ბა­მი­სად კი შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს ინი­ექ­ცი­ე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ინ­სუ­ლი­ნი­სა თუ ორ­გა­ნიზ­მში სხვა პრო­ცე­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის­თვის. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს ხელ­მი­საწ­ვდო­მია ახა­ლი თა­ო­ბის მრა­ვა­ლი მე­დი­კა­მენ­ტი, რომ­ლე­ბიც მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის.

მკურ­ნა­ლო­ბის და­ნიშ­ვნამ­დე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბი მრა­ვალ დე­ტალს ვით­ვა­ლის­წი­ნებთ და ტაქ­ტი­კა­საც აუ­ცი­ლებ­ლად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვგეგ­მავთ.

რა საკ­ვე­ბის მი­ღე­ბაა აკ­რძა­ლუ­ლი დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის?

დი­ა­ბე­ტის დროს, პირ­ველ რიგ­ში, შაქ­რის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი იკ­რძა­ლე­ბა – ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მი, ტკბი­ლი სას­მე­ლე­ბი და ა.შ. პა­ცი­ენ­ტებ­მა უნდა შე­ზღუ­დონ მა­ღა­ლი გლი­კე­მი­უ­რი ინ­დექ­სის მქო­ნე საკ­ვე­ბიც, ანუ ისე­თე­ბი, რო­მელ­თა ათ­ვი­სე­ბაც ორ­გა­ნიზ­მის მიერ სწრა­ფად ხდე­ბა.

ზოგ­ჯერ პა­ცი­ენ­ტებს ჰგო­ნი­ათ, რომ დი­ა­ბე­ტის დროს ხილი სრუ­ლად უნდა ამო­ი­ღონ, რაც არას­წო­რია – ზო­მი­ე­რად მისი მი­ღე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა ვკრძა­ლავთ ხი­ლის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბას. ესე­ნია: ყუ­რძე­ნი, ბა­ნა­ნი, ლეღ­ვი, ხურ­მა, კა­რა­ლი­ო­კი და სხვა მა­ღა­ლი გლი­კე­მი­უ­რი ინ­დექ­სის მქო­ნე ხი­ლის სა­ხე­ო­ბა.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, კვე­ბის გარ­და, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­საც, რად­გან კუნ­თე­ბი მუ­შა­ო­ბი­სას გლუ­კო­ზას მო­იხ­მარს და სის­ხლში მისი დონე მცირ­დე­ბა. და­სას­რულს კი, მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ დი­ა­ბე­ტი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, ამი­ტომ ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი რე­ჟი­მი პა­ცი­ენ­ტმა დრო­ე­ბით კი არა, მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე უნდა და­იც­ვას.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ შაქრიან დიაბეტზე? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

რა უნდა ვიცოდეთ შაქრიან დიაბეტზე? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

შაქრიანი დიაბეტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მის შემთხვევებს კი მზარდი ტენდენცია აქვს, რისი ერთ-ერთ მთავარი მიზეზიც თანამედროვე ადამიანის ადინამიურობა და არაჯანსაღი კვებაა. შაქრიანი დიაბეტი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც მის დროულ აღმოჩენასა და მკურნალობას ართულებს. ამასთან ერთად, ხანგრძლივი მიმდინარეობისას დაავადება ორგანიზმში მიმდინარე პროცესების დარღვევასა და მრავალ გართულებას იწვევს.

სისხლში შაქრის რა მაჩვენებლები მიიჩნევა ნორმად და როდისაა მდგომარეობა საყურადღებო? როგორია შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა და მკურნალობის გზები? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თოდუას კლინიკის ენდოკრინოლოგს მაია ტორჩინავას დავუკავშირდით.

რა არის გლუკოზა და რა როლს ასრულებს ის ორგანიზმის ფუნქციონირებაში?

გლუკოზა, იგივე შაქარი ორგანიზმის ენერგიის ძირითადი წყაროა, რომელიც ნახშირწყლების დაშლის შედეგად წარმოიქმნება. სისხლიდან გლუკოზა სამიზნე უჯრედებში გადადის, რასაც ჰორმონი ინსულინი უზრუნველყოფს. ჰორმონს კი პანკრეასის ბეტა უჯრედები გამოიმუშავებს. როდესაც ეს პროცესი ირღვევა სახეზე გვაქვს ჰიპერგლიკემია, რაც სისხლში შაქრის მაღალ დონეს ნიშნავს.

სისხლში შაქრის რა მაჩვენებელი მიიჩნევა ნორმად?

სისხლში შაქრის დონის განსაზღვრისთვის ორ საერთაშორისო საზომ ერთეულს ვიყენებთ – მმოლ/ლ-სა და მგ/დლ-ს. მათი კონვერტაცია მარტივადაა შესაძლებელი. მონაცემების მგ/დლ-ში გადასაყვანად მმოლ/ლ-ის ციფრები უნდა გავამრავლოთ 18-ზე და, პირიქით, მაჩვენებლის მმოლ/ლ-ში გადასაყვანად მგ/დლ-ის ციფრები უნდა გავყოთ 18-ზე.

გლუკოზის გაზომვა ხდება უზმოზე (საღამოს ჭამიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 8 საათი) და ჭამიდან 2 საათში. უზმოზე გაზომვისას სისხლში შაქრის ნორმალური მაჩვენებელი 70-99 მგ/დლ-ია (3.9-5.5 მმოლ/ლ), ხოლო ჭამიდან 2 საათის შემდეგ გლუკოზის დონე მაქსიმუმ 140 მგ/დლ (7.8 მმოლ/ლ) უნდა იყოს.

თუკი უზმოზე შაქრის დონე სისხმლში 100-125 მგ/დლ-ია (5.6-6.9 მმოლ/ლ), ხოლო ჭამიდან 2 საათის შემდეგ – 140-200 მგ/დლ (7.8-11.1 მმოლ/ლ) სახეზეა პრედიაბეტი. ასეთ დროს რისკი იმისა, რომ დიაბეტი ჩამოყალიბდება საკმაოდ მაღალია. შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი ისმება მაშინ, როცა ნებისმიერ დროს სისხლში გლუკოზის შემცველობა 200 მგ/დლ-ზე მეტია.

სისხლში შაქრის დონის ცვლილებას შეიძლება ბევრი რამ იწვევდეს – ჰორმონალური ფონი, ასაკი, თანმხლები დაავადებები, გარკვეული მედიკამენტები და სხვა. ამიტომ მაჩვენებლების სწორად ინტერპრეტირებისთვის აუცილებელია ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის დანიშვნაც სპეციალისტის მიერ უნდა მოხდეს.

რამდენი ტიპის დიაბეტი არსებობს და რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან?

განვასხვავებთ შაქრიანი დიაბეტის ორ ძირითად ფორმას – ტიპ 1-სა და ტიპ 2-ს. ტიპი 1-ს ინსულინდამოკიდებულს ვუწოდებთ, რადგან ის ვითარდება მაშინ, როდესაც პანკრეასში ბეტა უჯრედების დეფიციტია და ინსულინი არ გამომუშავდება. შედეგად, არ რეგულირდება გლუკოზა და ყალიბდება დაავადება. ამ ტიპის დიაბეტი, ძირითადად, ადრეულ ასაკში ვლინდება.

დიაბეტი ტიპი 2 კი, ძირითადად, ვითარდება ინსულინრეზისტენტობის შედეგად. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ქსოვილების მგრძნობელობა ინსულინზე დაქვეითებულია და გლუკოზის რეგულირება სრულფასოვნად ვერ ხდება. ამ ტიპის დიაბეტი, უმეტესად, მოზრდილ ასაკში ყალიბდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირია ამ ტიპის დიაბეტის განვითარება ბავშვებში, ისევე როგორც ინსულინდამოკიდებული დიაბეტის შემთხვევებია მომატებული ზრდასრულ ადამიანებში.

ცალკე შეგვიძლია გამოვყოთ ორსულთა ანუ გესტაციური დიაბეტი. ის შეცვლილი ჰორმონალური ფონის შედეგად ვითარდება და ორსულობის შემდეგ თავისით უკვალოდ ქრება. მიუხედავად ამისა, აუცილებელია გესტაციური დიაბეტის დროულად აღმოჩენა და მისი მართვა, რათა ნაყოფს არ განუვითარდეს გართულებები.

რა ნიშნებით ვლინდება შაქრიანი დიაბეტი?

შაქრიან დიაბეტს ვერაგ დაავადებად მივიჩნევთ სწორედ იმიტომ, რომ მას ხშირად არ აქვს სიმპტომები და პაციენტმა სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობა შესაძლოა დიდი ხნის მანძილზე ვერც იგრძნოს. თუმცა ჰიპერგლიკემიაზე ხშირად მიანიშნებს ჭარბი წონა, არტერიული წნევის მატება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. დიაბეტის ძალიან საყურადღებო ნიშნებია წყლის გაძლიერებული მოთხოვნილება და ხშირი შარდვა. ამ ჩივილების დროს, დიდი ალბათობით, დაავადება უკვე ჩამოყალიბებულია და სისხლში შაქრის ძალიან მაღალი შემცველობაა.

რა საშუალებები გამოიყენება სისხლში შაქრის დონის განსაზღვრისთვის?

სისხლში გლუკოზის განსაზღვრა შეიძლება მოხდეს ვენურ სისხლში ლაბორატორიული მეთოდით და კაპილარულ სისხლში გლუკომეტრით. გლუკომეტრით სისხლში შაქრის შემცველობის დადგენა მარტივი პროცედურაა და მას აქტიურად იყენებენ დიაბეტის მქონე პაციენტები, რათა მართონ მკურნალობის პროცესი.

ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა გლიკოზირებული ჰემოგლობინის კონცენტრაციის განსაზღვრაც. ის გვეხმარება დავადგინოთ პაციენტის ორგანიზმში გლუკოზის საშუალო შემცველობა ბოლო 3 თვის განმავლობაში. მონაცემებზე დაყრდნობით კი, ვაფასებთ, რამდენად ექვემდებარება პაციენტი მკურნალობას და ხომ არ არის საჭირო ტაქტიკის შეცვლა.

როგორია დიაბეტის მკურნალობის პროცესი?

შაქრიანი დიაბეტის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კვებასა და ფიზიკურ აქტივობას. დაავადების ტიპისა და სიმწვავის შესაბამისად კი შეიძლება დაინიშნოს ინიექციები და მედიკამენტები ინსულინისა თუ ორგანიზმში სხვა პროცესების რეგულირებისთვის. საბედნიეროდ, დღეს ხელმისაწვდომია ახალი თაობის მრავალი მედიკამენტი, რომლებიც მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

მკურნალობის დანიშვნამდე ენდოკრინოლოგები მრავალ დეტალს ვითვალისწინებთ და ტაქტიკასაც აუცილებლად ინდივიდუალურად ვგეგმავთ.

რა საკვების მიღებაა აკრძალული დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის?

დიაბეტის დროს, პირველ რიგში, შაქრის შემცველი პროდუქტები იკრძალება – ნებისმიერი ტიპის საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი სასმელები და ა.შ. პაციენტებმა უნდა შეზღუდონ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვებიც, ანუ ისეთები, რომელთა ათვისებაც ორგანიზმის მიერ სწრაფად ხდება.

ზოგჯერ პაციენტებს ჰგონიათ, რომ დიაბეტის დროს ხილი სრულად უნდა ამოიღონ, რაც არასწორია – ზომიერად მისი მიღება მნიშვნელოვანია. თუმცა ვკრძალავთ ხილის რამდენიმე სახეობას. ესენია: ყურძენი, ბანანი, ლეღვი, ხურმა, კარალიოკი და სხვა მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ხილის სახეობა.

როგორც უკვე აღვნიშნე, კვების გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობასაც, რადგან კუნთები მუშაობისას გლუკოზას მოიხმარს და სისხლში მისი დონე მცირდება. დასასრულს კი, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დიაბეტი ქრონიკული დაავადება, ამიტომ ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმი პაციენტმა დროებით კი არა, მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა დაიცვას.

R