მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩაიგდე ხმა-მეთქი, რომ გამოხვედი და დემაგოგობ, გაგიტარე! ნუ ტლიკინებ!" - ერთმანეთისთვის "მოღალატის" ძახილი და ხმაური პარლამენტში (ვიდეო)
"ჩაიგდე ხმა-მეთქი, რომ გამოხვედი და დემაგოგობ, გაგიტარე! ნუ ტლიკინებ!" - ერთმანეთისთვის "მოღალატის" ძახილი და ხმაური პარლამენტში (ვიდეო)

ჩა­იგ­დე ხმა-მეთ­ქი, რომ გა­მოხ­ვე­დი და დე­მა­გო­გობ, გა­გი­ტა­რე. ნუ ტლი­კი­ნებ! - ასე მი­მარ­თა ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ წევ­რს პაატა მან­ჯგა­ლა­ძეს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში.

მა­ნამ­დე კი, სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძე­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რს, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს შორის მოხ­და.

ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მან­ჯგა­ლა­ძის მიერ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­კე­თე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად ზრდის იმ იმე­დით, რომ "ქარ­თვე­ლი პუ­რის სა­ნაც­ვლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბას დათ­მობს“.

"წადი, აიღე ია­რა­ღი, აგერ არი­ან 30 კი­ლო­მეტრში. 30 კი­ლო­მეტრში არი­ან, წადი, თუ რა­მის თავი გაქვს და გა­ა­კე­თე. გა­მო­მი­ვი­და, ეს პატ­რი­ო­ტი. რო­დემ­დე უნდა ატყუ­ოთ ეს ხალ­ხი, ვინ ხართ თქვენ, უსამ­შობ­ლო, უჯი­შო ხალ­ხი ხართ. რო­მე­ლი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და ეროვ­ნულ დღე­სას­წა­ულ­ზე გი­ნა­ხავს სხვა დრო­შა?“ - მი­მარ­თა ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა მან­ჯგა­ლა­ძეს.

სი­ტყვი­ე­რი შე­კა­მა­თე­ბა სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე­სა და პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს შო­რის ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მოხ­და.

ამას­თან, მან­ჯგა­ლა­ძემ მდი­ნა­რა­ძეს კი­თხვით მი­მარ­თა, რომ "ივა­ნიშ­ვი­ლის ხსე­ნე­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფაა?“

თა­ვის მხრივ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის დე­პუ­ტატ­მა, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს ასე უპა­სუ­ხა: "შე­უ­რა­ცხყო­ფას თავი და­ა­ნე­ბე! ჩა­იგ­დე ხმა-მეთ­ქი, რომ გა­მოხ­ვე­დი და დე­მა­გო­გობ, გა­გი­ტა­რე! ნუ ტლი­კი­ნებ!“- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

ამას­თან, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძის მიერ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სად­მი დას­მულ­მა შე­კი­თხვამ - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­გე­ბით, "რას ეფუძ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ცეფ­ცია, პუ­ტი­ნის კუ­დის ქი­ცინს, ლა­ქი­ო­ბას, თუ ევ­რო­პას და ნატო- ს?“

მდი­ნა­რა­ძემ პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს "მო­ღა­ლა­ტე“ უწო­და.

მდი­ნა­რა­ძის შემ­დეგ უმ­რავ­ლე­სო­ბის კი­დევ ერ­თმა დე­პუ­ტატ­მა, ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს მი­მარ­თა და "წე­სი­ე­რად ლა­პა­რა­კის­კენ“ მო­უ­წო­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუუუ
3

მადლობა მთავრობას მშვიდობისთბის! გაძლება და შეძლება მოგცეთ უფალმა, ამდენ უსამშობლო მავნებლებს რომ უძლებთ!

!!!
3

პარლამენში 75 დეპუტატზე მეტი საჭირო არ არის.მრავალპარტიული პარლამენტი რომ მივიღოდ,საჭიროა მანდატების შემდეგნაირი გადანაწილება: პირველ ადგილზე გასულს-25 მანდატი,მეორეზე გასულს-20,მესამეს-15,მეოთხეს-10 და მეხუეს-5.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ჩაიგდე ხმა-მეთქი, რომ გამოხვედი და დემაგოგობ, გაგიტარე! ნუ ტლიკინებ!" - ერთმანეთისთვის "მოღალატის" ძახილი და ხმაური პარლამენტში (ვიდეო)

"ჩაიგდე ხმა-მეთქი, რომ გამოხვედი და დემაგოგობ, გაგიტარე! ნუ ტლიკინებ!" - ერთმანეთისთვის "მოღალატის" ძახილი და ხმაური პარლამენტში (ვიდეო)

ჩაიგდე ხმა-მეთქი, რომ გამოხვედი და დემაგოგობ, გაგიტარე. ნუ ტლიკინებ! - ასე მიმართა ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ "სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს პაატა მანჯგალაძეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

მანამდე კი, სიტყვიერი დაპირისპირება პაატა მანჯგალაძესა და "ქართული ოცნების“ წევრს, მიხეილ ყაველაშვილს შორის მოხდა.

ყაველაშვილის უკმაყოფილება მანჯგალაძის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლება რუსეთზე დამოკიდებულებას ყოველდღიურად ზრდის იმ იმედით, რომ "ქართველი პურის სანაცვლოდ თავისუფლებას დათმობს“.

"წადი, აიღე იარაღი, აგერ არიან 30 კილომეტრში. 30 კილომეტრში არიან, წადი, თუ რამის თავი გაქვს და გააკეთე. გამომივიდა, ეს პატრიოტი. როდემდე უნდა ატყუოთ ეს ხალხი, ვინ ხართ თქვენ, უსამშობლო, უჯიშო ხალხი ხართ. რომელი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ეროვნულ დღესასწაულზე გინახავს სხვა დროშა?“ - მიმართა ყაველაშვილმა მანჯგალაძეს.

სიტყვიერი შეკამათება სხდომათა დარბაზში მამუკა მდინარაძესა და პაატა მანჯგალაძეს შორის ყაველაშვილის ამ განცხადების შემდეგ მოხდა.

ამასთან, მანჯგალაძემ მდინარაძეს კითხვით მიმართა, რომ "ივანიშვილის ხსენება შეურაცხყოფაა?“

თავის მხრივ, "ქართული ოცნების დეპუტატმა, ოპოზიციონერ დეპუტატს ასე უპასუხა: "შეურაცხყოფას თავი დაანებე! ჩაიგდე ხმა-მეთქი, რომ გამოხვედი და დემაგოგობ, გაგიტარე! ნუ ტლიკინებ!“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის უკმაყოფილება გამოიწვია პაატა მანჯგალაძის მიერ მმართველი პარტიისადმი დასმულმა შეკითხვამ - "ქართული ოცნების“ გაგებით, "რას ეფუძნება საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია, პუტინის კუდის ქიცინს, ლაქიობას, თუ ევროპას და ნატო- ს?“

მდინარაძემ პაატა მანჯგალაძეს "მოღალატე“ უწოდა.

მდინარაძის შემდეგ უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა პაატა მანჯგალაძეს მიმართა და "წესიერად ლაპარაკისკენ“ მოუწოდა.