სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულამაზესი ბაღი ხონიდან, 700-მდე ჯიშის ვარდით და 1000-მდე დეკორატიული მცენარით - ბიზნესად ქცეული ჰობი: "დედა თავიდან ამ ყველაფერს ეზოს გალამაზებისთვის აკეთებდა"
ულამაზესი ბაღი ხონიდან, 700-მდე ჯიშის ვარდით და 1000-მდე დეკორატიული მცენარით -  ბიზნესად ქცეული ჰობი: "დედა თავიდან ამ ყველაფერს ეზოს გალამაზებისთვის აკეთებდა"

იმე­რეთ­ში, ერთ პა­ტა­რა და ულა­მა­ზეს რა­ი­ონ­ში, ასე­თი­ვე ლა­მაზ და ფე­რად ბაღს მი­ვა­გე­ნით. ბაღი 2000 კვ.მ-ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და მას­ში 1000-მდე ჯი­შის სხვა­დას­ხვა სა­ხის მცე­ნა­რე ბი­ნად­რობს. რო­გორც ბა­ღის მე­პატ­რო­ნე, ნინი გა­ხა­რია ამ­ბობს, ეს ბაღი მისი ოჯა­ხის დიდი მო­ნა­პო­ვა­რი და ბევ­რი შრო­მის შე­დე­გია. მცე­ნა­რე­ებს ძმას­თან, დე­დას­თან და ბი­ძას­თან ერ­თად უვ­ლის.

- ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბა ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბაა და ამ ეტაპ­ზე ხონ­ში დე­დას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ, რო­მელ­საც სა­ო­ჯა­ხო მცი­რე ბიზ­ნე­სის მარ­თვა­ში ვეხ­მა­რე­ბი, ამ მხრივ ჩემი პრო­ფე­სი­აც მი­წყობს ხელს. მი­ტა­ცებს მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა და გა­მოყ­ვა­ნა. დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, როცა უყუ­რებ, რო­გორ ღვივ­დე­ბა თეს­ლი­დან თუ პა­ტა­რა კალ­მი­დან მცე­ნა­რე და იზ­რდე­ბა შენს თვალ­წინ. ძა­ლი­ან ვცდი­ლობთ, რომ ჩვე­ნი ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბე­ლი კმა­ყო­ფი­ლი იყოს. დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას გვა­ნი­ჭებს, როცა გვიგ­ზავ­ნი­ან ფო­ტოს, რო­გორ ხა­რო­ბენ ჩვე­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი მათ ეზო­ში.

- მოგ­ვი­ყე­ვით ბაღ­ზე, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია...

- ჩვე­ნი ბაღი მდე­ბა­რე­ობს იმე­რეთ­ში, ქა­ლაქ ხონ­ში, ის მო­ი­ცავს 2000 კვ.მ. ამ ბა­ღის შე­მოქ­მე­დი არის დედა და ბიძა, რო­მე­ლიც აგ­რო­ვებ­და იშ­ვი­ა­თი ჯი­შის მცე­ნა­რე­ებს, რომ­ლე­ბიც ჩა­მოჰ­ქონ­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ნერ­გე­ე­ბი­და­ნაც. თა­ვი­დან ამ ყვე­ლა­ფერს ეზოს გა­ლა­მა­ზე­ბის­თვის აკე­თებ­და, შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ბიზ­ნე­სად ექ­ცია და სხვე­ბის ეზო­ე­ბიც გა­ე­ლა­მა­ზე­ბი­ნა. დე­დამ და­ი­წყო ამ ჯი­შე­ბის გამ­რავ­ლე­ბა, მე და ჩემი ძმა ვეხ­მა­რე­ბით რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში, ფე­ის­ბუქ-გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით. ეზო­ში გვაქვს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მორ­წყვის სის­ტე­მა, რაც გვი­მარ­ტი­ვებს მოვ­ლას.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

გავგიჟდიიიი ბრავოო

duru margali
6

ნუ,არც გამკვირვებია მეგრელი და მოვლილი ეზო,თან ხონი ხომ მეგრულიდან არის ნაწარმოები

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ულამაზესი ბაღი ხონიდან, 700-მდე ჯიშის ვარდით და 1000-მდე დეკორატიული მცენარით - ბიზნესად ქცეული ჰობი: "დედა თავიდან ამ ყველაფერს ეზოს გალამაზებისთვის აკეთებდა"

ულამაზესი ბაღი ხონიდან, 700-მდე ჯიშის ვარდით და 1000-მდე დეკორატიული მცენარით -  ბიზნესად ქცეული ჰობი: "დედა თავიდან ამ ყველაფერს ეზოს გალამაზებისთვის აკეთებდა"

იმერეთში, ერთ პატარა და ულამაზეს რაიონში, ასეთივე ლამაზ და ფერად ბაღს მივაგენით. ბაღი 2000 კვ.მ-ზეა გაშენებული და მასში 1000-მდე ჯიშის სხვადასხვა სახის მცენარე ბინადრობს. როგორც ბაღის მეპატრონე, ნინი გახარია ამბობს, ეს ბაღი მისი ოჯახის დიდი მონაპოვარი და ბევრი შრომის შედეგია. მცენარეებს ძმასთან, დედასთან და ბიძასთან ერთად უვლის.

- ჩემი სპეციალობა ბიზნეს ადმინისტრირებაა და ამ ეტაპზე ხონში დედასთან ერთად ვცხოვრობ, რომელსაც საოჯახო მცირე ბიზნესის მართვაში ვეხმარები, ამ მხრივ ჩემი პროფესიაც მიწყობს ხელს. მიტაცებს მცენარეების მოვლა და გამოყვანა. დიდი სიამოვნებაა, როცა უყურებ, როგორ ღვივდება თესლიდან თუ პატარა კალმიდან მცენარე და იზრდება შენს თვალწინ. ძალიან ვცდილობთ, რომ ჩვენი ყველა მომხმარებელი კმაყოფილი იყოს. დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, როცა გვიგზავნიან ფოტოს, როგორ ხარობენ ჩვენი მცენარეები მათ ეზოში.

- მოგვიყევით ბაღზე, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიქცია...

- ჩვენი ბაღი მდებარეობს იმერეთში, ქალაქ ხონში, ის მოიცავს 2000 კვ.მ. ამ ბაღის შემოქმედი არის დედა და ბიძა, რომელიც აგროვებდა იშვიათი ჯიშის მცენარეებს, რომლებიც ჩამოჰქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე საქართველოში არსებული სანერგეებიდანაც. თავიდან ამ ყველაფერს ეზოს გალამაზებისთვის აკეთებდა, შემდეგ გადაწყვიტა, ეს საქმიანობა ბიზნესად ექცია და სხვების ეზოებიც გაელამაზებინა. დედამ დაიწყო ამ ჯიშების გამრავლება, მე და ჩემი ძმა ვეხმარებით რეალიზაციაში, ფეისბუქ-გვერდის საშუალებით. ეზოში გვაქვს დამონტაჟებული მორწყვის სისტემა, რაც გვიმარტივებს მოვლას.