პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასდროს შემშინებია. ცრემლები ყოფილა, შიში - არა“ - უკრაინის მთავარი სამხედრო მზვერავი, რომელმაც კიევი დაცემას გადაარჩინა: რა არის ცნობილი "ცივსისხლიან" კირილ ბუდანოვზე?
"არასდროს  შემშინებია. ცრემლები ყოფილა, შიში - არა“ - უკრაინის მთავარი სამხედრო მზვერავი, რომელმაც კიევი დაცემას გადაარჩინა: რა არის ცნობილი "ცივსისხლიან" კირილ ბუდანოვზე?

37 წლის კირილ ბუ­და­ნო­ვი უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მე­თა­უ­რია. ქვეყ­ნის მთა­ვარ­მა სამ­ხედ­რო მზვე­რავ­მა და მის­მა გუნ­დმა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის 1.5-წლი­ა­ნი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მათ შო­რის, უშუ­ა­ლოდ ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც.

მისი წარ­მა­ტე­ბე­ბი­დან, რომ­ლის ნა­წი­ლიც არ სა­ჯა­როვ­დე­ბა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ სწო­რედ ბუ­და­ნო­ვის და მისი გუნ­დის მიერ დრო­უ­ლად მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­დარ­ჩა კი­ე­ვი და არ და­ე­ცა...

დღეს ჩვენს სტა­ტი­ა­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის "ტვინ­ზე“ მო­გიყ­ვე­ბით.

"უე­მო­ციო, ცივ­სის­ხლი­ან" კი­რილ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მისი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი, საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უც­ნო­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია.

კი­რი­ლი კი­ევ­ში და­ი­ბა­და და სე­ვას­ტო­პოლ­ში გა­ი­ზარ­და, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი.

"გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სე­ვას­ტო­პოლ­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბი. ეს ჩემი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კი­ევ­ში და­ვი­ბა­დე, მე სე­ვას­ტო­პო­ლე­ლი ვარ, იქ გა­ვი­ზარ­დე...“ - ამ­ბობს ის.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ბუ­და­ნო­ვი ყვე­ბო­და, რომ მზვე­რა­ვო­ბა­ზე პა­ტა­რა ასა­კი­დან ოც­ნე­ბობ­და. მან მტკი­ცედ იცო­და, რომ როცა გა­იზ­რდე­ბო­და, სამ­ხედ­რო პირი გა­მო­ვი­დო­და.

მისი მე­უღ­ლე მა­რი­ა­ნა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გია, ერთ დროს ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს გუნდში მუ­შა­ობ­და და სპორ­ტულ სფე­რო­ში კო­რუფ­ცი­ის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

"არას­დროს ვე­რე­ვი მე­უღ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, თუმ­ცა თუ ჩემი დახ­მა­რე­ბა ან რჩე­ვა სჭირ­დე­ბა, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ მის გვერ­დით ვიყო. ზოგ­ჯერ ისე ხდე­ბა, რომ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მე ვი­გებ მის მიერ წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის ამ­ბავს“, - ამ­ბობს მა­რი­ა­ნა.

წყვი­ლი ომის და­წყე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ ოფის­ში ცხოვ­რობს.

"23 თე­ბერ­ვალს მე­უღ­ლე ჩემს ოფის­ში გად­მო­ვიყ­ვა­ნე. ვი­ცო­დი, რომ შემ­დეგ დღეს ომი იწყე­ბო­და...“ - ყვე­ბა კი­რი­ლი.

ბუ­და­ნოვს სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. 2014 წლი­დან აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და და რამ­დენ­ჯერ­მე და­იჭ­რა კი­დეც.

მისი ცხოვ­რე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის 2018-2020 წლე­ბის პე­რი­ო­დი სრუ­ლად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ მისი კა­რი­ე­რის აღ­ზე­ვე­ბა სწო­რედ ამ წლებ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბით და­ი­წყო.

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ 2021 წელს, რო­დე­საც ქა­ბუ­ლი და­ე­ცა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "თა­ლი­ბა­ნი“ მო­ვი­და, ქა­ბუ­ლი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას ბუ­და­ნო­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და...

2022 წლის 24 თე­ბერ­ვლი­დან ყვე­ლა უკ­რა­ი­ნე­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლის დეკ­ლა­რა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ფა­რუ­ლი გახ­და. ამი­ტომ ბუ­და­ნო­ვის ქო­ნე­ბა­ზე ცნო­ბე­ბი არ მო­ი­პო­ვე­ბა. თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ Bihus.Info-ს გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, კი­რი­ლი უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი სკან­და­ლუ­რი მო­ად­გი­ლის, ალექ­სან­დრ გო­გი­ლაშ­ვი­ლის სახ­ლში ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც ვი­ა­ჩეს­ლავ სტრელ­კოვ­სკის ცო­ლის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

ალექ­სან­დრ გო­გი­ლაშ­ვილ­თან ერ­თად

ის, რომ ბუ­და­ნოვს ურ­თუ­ლე­სი სამ­სა­ხუ­რი აქვს, სა­ი­დუმ­ლო არა­ვის­თვის არის. ხში­რად მტკივ­ნე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა უწევს, თუმ­ცა ში­ნა­გა­ნი სიმ­ტკი­ცე და, რო­გორც თვი­თონ­ვე ამ­ბობს, ღმერ­თთან ახლო კავ­ში­რი საქ­მეს უმარ­ტი­ვებს:

"რამ­დე­ნი­მე წესი მაქვს, რო­მელ­საც არას­დროს და­ვარ­ღვევ, სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც კი. ჩემი პრო­ფე­სი­ის მი­უ­ხე­და­ვად, არას­დროს ვა­ტყუ­ებ ადა­მი­ა­ნებს. შე­საძ­ლოა, ცო­ტას ვლა­პა­რა­კობ, მაგ­რამ ტყუ­ილს - არას­დროს.

ხში­რად ვლო­ცუ­ლობ. სამ­წუ­ხა­როდ, ეკ­ლე­სი­ა­ში მა­შინ მივ­დი­ვარ, რო­დე­საც რამე ცუდი უკვე მოხ­და. ჩემი ლოც­ვე­ბი ღმერ­თს ეს­მის...

ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მი­წევს ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც მებ­რძოლ­თა ჯგუფს და­ვა­ლე­ბის­თვის ვქმნი, ვა­ა­ნა­ლი­ზებ, რომ ნა­წი­ლი ვე­ღარ დაბ­რუნ­დე­ბა, მაგ­რამ ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ ქვე­ყა­ნა, და­ვიბ­რუ­ნოთ სამ­შობ­ლო და სა­ხელ­მწი­ფო.

ძი­რი­თა­დად, საღ და ცივ გო­ნე­ბას ვი­ნარ­ჩუ­ნებ, მაგ­რამ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ცრემ­ლი წა­მომ­სვლია. იყო ისე­თი და­ნა­კარ­გე­ბი, რა­მაც ცრემ­ლი მო­მა­დი­ნა.

არას­დროს არაფ­რის შემ­ში­ნე­ბია. ცრემ­ლე­ბი ყო­ფი­ლა, შიში - არა“.

კი­რილს ჯა­რის­კა­ცე­ბი დიდ პა­ტივს სცე­მენ. მას­ზე აღ­ტა­ცე­ბით სა­უბ­რო­ბენ და ხში­რად იფიქ­რებთ, რომ ადა­მი­ანს კი არა, რო­მე­ლი­მე სამ­ყა­როს სუ­პერ-გმირს ახა­სი­ა­თე­ბენ. მა­გა­ლი­თად, ისი­ნი ჰყვე­ბი­ან, რომ ბუ­და­ნოვს ისე­თი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია, რო­მე­ლიც უბ­რა­ლო მოკ­ვდა­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

თვი­თონ ამა­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დებს და მცი­რე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა:

"ერ­თა­დერ­თი, რა­შიც შე­მიძ­ლი­ათ და­გე­თან­ხმოთ, ის არის, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ იდე­ით ვცხოვ­რობ. არა­ფე­რია ისე­თი, რის გა­კე­თე­ბა­საც ვერ შევ­ძლებთ.

ერ­თმა ბრძენ­მა თქვა: "სა­ზღვრე­ბი არას­დროს მი­ნა­ხავს, მაგ­რამ მსმე­ნია, რომ ისი­ნი ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა­შია“, ეს ქვეყ­ნის შემ­თხვე­ვა­შიც ასეა. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ“.

რო­გორც უკვე ვახ­სე­ნეთ, კი­ე­ვი რომ არ და­ე­ცა და დღეს თა­ვი­სუ­ფა­ლია, ამ საქ­მე­ში ბუ­და­ნო­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბა უზარ­მა­ზა­რია. უკ­რა­ი­ნის მთა­ვარ დაზ­ვერ­ვას ზუს­ტად უნდა სცოდ­ნო­და, ოკუ­პან­ტე­ბის პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა და ოპე­რა­ცი­ის თა­რი­ღი.

რო­გორც უკვე შემ­დეგ­ში გა­ირ­კვა, რუ­სე­ბის გეგ­მა შემ­დე­გი იყო: 24 თე­ბერ­ვალს, სა­დე­სან­ტო-მო­ი­ე­რი­შე რაზ­მე­ბი, რო­მე­ლიც გოს­ტო­მე­ლის აე­რო­პორტთან გად­მოს­ხდე­ბოდ­ნენ, აე­როდ­რომს აი­ღებ­დნენ და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ, რომ რუ­სუ­ლი სა­დე­სან­ტო ოპე­რა­ცია მა­სი­უ­რი დე­სან­ტით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. ეს ინ­ფორ­მა­ცია ბუ­და­ნო­ვის სამ­სა­ხურ­მა მო­ი­პო­ვა და ოკუ­პან­ტე­ბის დე­სანტს "თბი­ლი“ დახ­ვედ­რა მო­უ­წყო:

"ვე­ლო­დი, რომ დი­ლის 4-ზე უნდა და­ე­წყოთ. უკა­ნას­კნე­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ დღე ცვლიდ­ნენ შე­მოჭ­რის თა­რიღს. ეს ძა­ლი­ან მა­დარ­დებ­და, ზუს­ტად უნდა მცოდ­ნო­და ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან მე ვი­ყა­ვი დაზ­ვერ­ვის მე­თა­უ­რი, არა­ფე­რი უნდა შემ­შლო­და. 23 თე­ბერ­ვლის 15:00 სა­ა­თის­თვის, რო­გორც იქნა, გა­ვარ­კვი­ეთ, რომ მომ­დევ­ნო დღის, გამ­თე­ნი­ის 4:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბო­და შე­მოჭ­რა. 23 თე­ბერ­ვალს, ჩვე­ნი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი გა­მო­ვი­ძა­ხე, აქ შე­ი­ა­რაღ­დნენ და გოს­ტო­მელ­ში გა­და­ვის­რო­ლეთ. 4:00 სა­ა­თის­თვის უკვე იქ, თა­ვის პო­ზი­ცი­ებ­ზე იყ­ვნენ. ეს იყო უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი, რომ გოს­ტო­მელ­ში რუ­სე­ბის გად­მოს­ვლა შე­ე­ყოვ­ნე­ბი­ნათ. რუ­სე­ბის გეგ­მაც ეგ იყო, რომ გოს­ტო­მე­ლის აე­როდ­რომ­ზე ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, იქი­დან კი კი­ევ­ში შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ. ეს იყო მათი ერ­თა­დერ­თი გეგ­მა. თუმ­ცა ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს!

მათ ვერ წარ­მო­ედ­გი­ნათ, რომ ასეთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­ვუ­წევ­დით. მათ შექ­მნეს მა­სობ­რი­ვი შე­ტე­ვის ილუ­ზია. არ ელოდ­ნენ მძი­მე ბრძო­ლებს. ეგო­ნათ, რომ შე­ვი­დოდ­ნენ კი­ე­ვის იმ უბან­ში, სა­დაც მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი იყ­ვნენ, შე­დე­გად ისი­ნი შე­შინ­დე­ბოდ­ნენ და გა­იქ­ცე­ოდ­ნენ ან უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვად და­ი­ჭერ­დნენ და გა­მო­ა­ცხა­დებ­დნენ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხალ­ხის ხელ­ში გა­და­ვი­და.

მე თვი­თონ მყავ­და ისე­თი ტყვე­ე­ბი, რომ­ლებ­საც აღ­ლუ­მის (გუ­ლის­ხმობს რუ­სე­თის ჯა­რის ფორ­მას. - რედ.) ფორ­მა ეც­ვათ. ვე­კი­თხე­ბო­დი, რად გინ­დო­დათ ეს ფორ­მა, ისი­ნი კი მპა­სუ­ხობ­დნენ, რომ აქ თით­ქოს ხალ­ხი ელო­დე­ბო­დათ და მარ­შით უნდა გა­ევ­ლოთ. მათ რომ გოს­ტო­მე­ლის აე­როდ­რო­მი და­ე­კა­ვე­ბი­ნათ, კი­ევს აი­ღებ­დნენ".

ბუ­და­ნო­ვის გუნ­დი არა მხო­ლოდ წი­ნას­წარ იგებს რუ­სე­ბის გეგ­მებს, არა­მედ ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ ომის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ვი­ნა­ო­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა­ზე. რო­გორც ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის არის ცნო­ბი­ლი, ოკუ­პან­ტებ­მა არა­ერ­თი მხე­ცუ­რი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს. მათ შო­რის, მა­რი­უ­პოლ­ში, ირ­პენ­ში, ბუ­ჩა­ში და ა.შ.

დაზ­ვერ­ვა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­შიფვ­რა­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. დღე­ი­სათ­ვის უკვე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია ცნო­ბი­ლი, ვინც უკ­რა­ი­ნის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას აწა­მებ­და, კლავ­და, აუ­პა­ტი­უ­რებ­და და სხვა სა­ზა­რელ და­ნა­შა­უ­ლებს სჩა­დი­ო­და.

"ჩვენ­მა სამ­სა­ხურ­მა უკვე და­ად­გი­ნა ბუ­ჩა­ში სი­სას­ტი­კის ჩამ­დე­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა. ახლა ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ამ ხალ­ხს პა­სუ­ხი ვა­გე­ბი­ნოთ. ჩვენს გა­გე­ბა­ში ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბით უნდა მოხ­დეს.

შე­საძ­ლოა, ახლა რა­საც ვი­ტყვი, ლა­მა­ზად არ ჟღერ­დეს, მაგ­რამ ასეა. რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, - "ჩვენ ვიბ­რძვით მხო­ლოდ რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ და უბ­რა­ლო ხალ­ხი იქ ასე­თი არ არის“, ეს ტყუ­ი­ლია. ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვა, რაც ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ და ყვე­ლა ის კვლე­ვა, რა­ზეც მე მაქვს წვდო­მა, აჩ­ვე­ნებს, რომ რუ­სეთ­ში გა­მო­კი­თხულ­თა 73-82% უკ­რა­ი­ნა­ში ომის მომ­ხრეა, ანუ რი­გი­თი რუსი მომ­ხრეა ამ ომის, ნგრე­ვის, სიკ­ვდი­ლი­სა და სიმ­ხე­ცის ჩა­დე­ნის. მათ მარ­თლა სჯე­რათ, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტი კი არა, გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლია.

ათა­სო­ბით რუსი გა­მოვ­კი­თხეთ და გე­უბ­ნე­ბით, რომ ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა მქონ­და, რო­დე­საც ერთ-ერთი და­ნა­ყო­ფის მე­თა­ურ­მა მი­თხრა, რომ შეგ­ნე­ბუ­ლად მო­ვი­და სა­ომ­რად, ას­რუ­ლებ­და და­ვა­ლე­ბას და არ ნა­ნობ­და. ეს იყო ნამ­დვი­ლად ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ამ­ბობ­და, რომ აქ სა­ომ­რად არ მო­ვიდ­ნენ. მათ უთხრეს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ფა­შის­ტე­ბი არი­ან და მშვი­დო­ბი­ან ხალ­ხს კლა­ვენ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მო­ვიდ­ნენ".

კი­რი­ლის თქმით, რუ­სებს ჰგო­ნი­ათ, ომის წარ­მო­ე­ბა­ში ისი­ნი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დო­ნე­ზე არი­ან და ზუს­ტად ეს არის მათი მთა­ვა­რი შეც­დო­მა.

"მე­თო­დე­ბი, რა­საც რუ­სე­ბი იყე­ნე­ბენ, საბ­ჭო­უ­რიც აღა­რა არის. მათ საბ­ჭო­უ­რი სის­ტე­მა და­კარ­გეს. რუ­სუ­ლი სის­ტე­მა სა­ერ­თოდ არ არის იმა­ვე დო­ნე­ზე, რაც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში იყო. ამ ომმა ეს კარ­გად აჩ­ვე­ნა. რო­დე­საც ამ­ბობ­დნენ, რომ ისე­თი­ვე ძლი­ე­რე­ბი ვართ, რო­გორც სსრკ, ეს დიდი ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა. მათ თავ­დაც­ვის მრეწ­ვე­ლო­ბა და­კარ­გეს. ახლა ისი­ნი უცხო­ეთ­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი.

რი­გი­თი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი უნდა მო­ეშ­ვან იმა­ზე ფიქ­რს, რომ რუ­სე­თი მსოფ­ლი­ო­ში სიძ­ლი­ე­რით მე­ო­რე არ­მი­აა და ყვე­ლას გა­ა­ნად­გუ­რებს, მათ სა­ბო­ლო­ოდ უნდა ირ­წმუ­ნონ სა­კუ­თა­რი თა­ვის, ჯა­რის, ქვეყ­ნის, ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­გებთ ომს“.

დაზ­ვერ­ვის მე­თა­უ­რის­თვის გა­მარ­ჯვე­ბა მხო­ლოდ 2014 წლის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა არ არის. მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკ­რა­ი­ნამ ის მი­წე­ბიც და­იბ­რუ­ნოს, რაც 1991 წლის­თვის ჰქონ­და.

"ჩვენ­თვის გა­მარ­ჯვე­ბა 1991 წლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გას­ვლაა. შე­იძ­ლე­ბა კა­პი­ტუ­ლა­ცია პირ­და­პი­რი სა­ხით არ იყოს, მაგ­რამ ჩვენ იმ ტე­რი­ტო­რი­ებს და­ვიბ­რუ­ნებთ. რუ­სე­თი კი სა­ხეს შე­იც­ვლის, ამას ტრანსფორ­მა­ცი­ას და­არ­ქმე­ვენ. მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი გაჩ­ნდე­ბა, ვფიქ­რობ, იჩ­ქე­რი­ას და და­ღეს­ტანს. ეს ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო რე­გი­ო­ნე­ბია, სა­დაც რუ­სეთს ყო­ველ­თვის ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი. ეს რე­გი­ო­ნე­ბი ძა­ლით და­მორ­ჩი­ლე­ბუ­ლია“, - ამ­ბობს ბუ­და­ნო­ვი.

ზო­გა­დად, უკ­რა­ი­ნა ახლა იმას გა­დის, რაც პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არა­ხა­ლია. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ ფი­ზი­კუ­რად რუ­სეთს ორ­ჯერ ვე­ო­მეთ, ჰიბ­რი­დუ­ლად კი დღემ­დე გვებ­რძვის. ისე­ვე, რო­გორც უკ­რა­ი­ნამ გა­მო­ი­ტა­ნა აგ­ვის­ტოს ომი­დან დას­კვნე­ბი და რა­ღა­ცე­ბი ჩვენ­გა­ნაც ის­წავ­ლა, ჩვენც მოგ­ვი­წევს ანა­ლო­გი­უ­რის გა­კე­თე­ბა. გვექ­ნე­ბა სა­ერ­თო გა­მოწ­ვე­ვე­ბი. ერთ-ერთი ასე­თია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა თა­ნა­ცხოვ­რე­ბა იმ ხალ­ხთან, ვინც წლე­ბია ამ რე­გი­ო­ნებ­ში რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გავ­ლე­ნის ქვე­შაა. ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კი­თხი და კომ­პლექ­სურ, მრა­ვალ­წლი­ან მუ­შა­ო­ბას მო­ი­თხოვს. ბუ­და­ნოვს ამის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა აქვს:

"ჩემი საქ­მე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­დე­ბა. ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რე­ინ­ტეგ­რა­ცია ძა­ლი­ან რთუ­ლი და მრა­ვალ­წლი­ა­ნი სა­კი­თხია. 3-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი რე­გი­ო­ნი უნდა და­ვიბ­რუ­ნოთ, იქ ადა­მი­ა­ნე­ბი 9 წელი რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის ქვეშ ცხოვ­რო­ბენ. ეს სამი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი შეც­ვლი­ლი ფსი­ქი­კი­თაა. ვისი ხე­ლახ­ლა აღ­ზრდაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, თა­ვი­დან აღვზრდით. ამ რე­გი­ო­ნებ­ში დიქ­ტა­ტუ­რა არა. მაგ­რამ მკაც­რი ხელი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო “.

ცივი, უე­მო­ციო, სი­ტყვა­ძუნ­წი ბუ­და­ნო­ვის პი­როვ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა მკი­თხვე­ლის­თვის მო­მინ­დია. ფაქ­ტი ერ­თია - ბუ­და­ნო­ვი ამ ომის ნამ­დვი­ლი გმი­რია...

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხოოო
2

გაიგეთ? 2014 წლიდან აღმოსავლეთ უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძოდა და დაჭრილიც იყოო, ზოგს კი გონია ომი 2022 წელს დაიწყო.ქართველი მებრძოლებიც იმიტო არიან უკრაინაში 2014 წლიდან.ცნობისათვის, სულ 15000_მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა იმ წლებში. .....ეს ისე, იმათთვის, ვინც საღად აზროვნებს.

123
20

პირველი სურათზე- უკან მიიხედე რას ჰგავს შენი ქვეყანა შე კუტუმიცინო, თქვენი დამსახურებაა მაგი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"არასდროს შემშინებია. ცრემლები ყოფილა, შიში - არა“ - უკრაინის მთავარი სამხედრო მზვერავი, რომელმაც კიევი დაცემას გადაარჩინა: რა არის ცნობილი "ცივსისხლიან" კირილ ბუდანოვზე?

"არასდროს  შემშინებია. ცრემლები ყოფილა, შიში - არა“ - უკრაინის მთავარი სამხედრო მზვერავი, რომელმაც კიევი დაცემას გადაარჩინა: რა არის ცნობილი "ცივსისხლიან" კირილ ბუდანოვზე?

37 წლის კირილ ბუდანოვი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მეთაურია. ქვეყნის მთავარმა სამხედრო მზვერავმა და მისმა გუნდმა რუსეთ-უკრაინის 1.5-წლიანი ომის განმავლობაში უამრავი წარმატებული ოპერაცია განახორციელეს, მათ შორის, უშუალოდ ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიაზეც.

მისი წარმატებებიდან, რომლის ნაწილიც არ საჯაროვდება, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორედ ბუდანოვის და მისი გუნდის მიერ დროულად მოპოვებული ინფორმაციით გადარჩა კიევი და არ დაეცა...

დღეს ჩვენს სტატიაში უკრაინული სამხედრო დაზვერვის "ტვინზე“ მოგიყვებით.

"უემოციო, ცივსისხლიან" კირილზე ინფორმაციის მოძიება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მისი ცხოვრების დიდი ნაწილი, საქმიანობიდან გამომდინარე, უცნობი და მაქსიმალურად გასაიდუმლოებულია.

კირილი კიევში დაიბადა და სევასტოპოლში გაიზარდა, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

"გამარჯვების შემდეგ დაუყოვნებლივ სევასტოპოლში გავემგზავრები. ეს ჩემი მშობლიური ქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ კიევში დავიბადე, მე სევასტოპოლელი ვარ, იქ გავიზარდე...“ - ამბობს ის.

ერთ-ერთ ინტერვიუში ბუდანოვი ყვებოდა, რომ მზვერავობაზე პატარა ასაკიდან ოცნებობდა. მან მტკიცედ იცოდა, რომ როცა გაიზრდებოდა, სამხედრო პირი გამოვიდოდა.

მისი მეუღლე მარიანა, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგია, ერთ დროს ვიტალი კლიჩკოს გუნდში მუშაობდა და სპორტულ სფეროში კორუფციის გამოაშკარავებით იყო დაკავებული.

"არასდროს ვერევი მეუღლის საქმიანობაში, თუმცა თუ ჩემი დახმარება ან რჩევა სჭირდება, ყოველთვის ვცდილობ მის გვერდით ვიყო. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ერთ-ერთი პირველი მე ვიგებ მის მიერ წარმატებით შესრულებული დავალების ამბავს“, - ამბობს მარიანა.

წყვილი ომის დაწყებიდან მოყოლებული დაზვერვის მთავარ ოფისში ცხოვრობს.

"23 თებერვალს მეუღლე ჩემს ოფისში გადმოვიყვანე. ვიცოდი, რომ შემდეგ დღეს ომი იწყებოდა...“ - ყვება კირილი.

ბუდანოვს სამხედრო განათლება აქვს მიღებული. 2014 წლიდან აღმოსავლეთ უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძოდა და რამდენჯერმე დაიჭრა კიდეც.

მისი ცხოვრებისა და საქმიანობის 2018-2020 წლების პერიოდი სრულად გასაიდუმლოებულია, თუმცა ამბობენ, რომ მისი კარიერის აღზევება სწორედ ამ წლებში შესრულებული დავალებებით დაიწყო.

არსებობს მოსაზრება, რომ 2021 წელს, როდესაც ქაბული დაეცა და ხელისუფლებაში "თალიბანი“ მოვიდა, ქაბულიდან მოსახლეობის ევაკუაციას ბუდანოვი ხელმძღვანელობდა...

2022 წლის 24 თებერვლიდან ყველა უკრაინელი საჯარო მოხელის დეკლარაცია საზოგადოებისთვის ფარული გახდა. ამიტომ ბუდანოვის ქონებაზე ცნობები არ მოიპოვება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Bihus.Info-ს გამოძიების მიხედვით, კირილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი სკანდალური მოადგილის, ალექსანდრ გოგილაშვილის სახლში ცხოვრობდა, რომელიც ვიაჩესლავ სტრელკოვსკის ცოლის სახელზეა გაფორმებული.

ალექსანდრ გოგილაშვილთან ერთად

ის, რომ ბუდანოვს ურთულესი სამსახური აქვს, საიდუმლო არავისთვის არის. ხშირად მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება უწევს, თუმცა შინაგანი სიმტკიცე და, როგორც თვითონვე ამბობს, ღმერთთან ახლო კავშირი საქმეს უმარტივებს:

"რამდენიმე წესი მაქვს, რომელსაც არასდროს დავარღვევ, საკუთარ თავთანაც კი. ჩემი პროფესიის მიუხედავად, არასდროს ვატყუებ ადამიანებს. შესაძლოა, ცოტას ვლაპარაკობ, მაგრამ ტყუილს - არასდროს.

ხშირად ვლოცულობ. სამწუხაროდ, ეკლესიაში მაშინ მივდივარ, როდესაც რამე ცუდი უკვე მოხდა. ჩემი ლოცვები ღმერთს ესმის...

ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღება მიწევს ხოლმე. მაგალითად, როდესაც მებრძოლთა ჯგუფს დავალებისთვის ვქმნი, ვაანალიზებ, რომ ნაწილი ვეღარ დაბრუნდება, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ ქვეყანა, დავიბრუნოთ სამშობლო და სახელმწიფო.

ძირითადად, საღ და ცივ გონებას ვინარჩუნებ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ცრემლი წამომსვლია. იყო ისეთი დანაკარგები, რამაც ცრემლი მომადინა.

არასდროს არაფრის შემშინებია. ცრემლები ყოფილა, შიში - არა“.

კირილს ჯარისკაცები დიდ პატივს სცემენ. მასზე აღტაცებით საუბრობენ და ხშირად იფიქრებთ, რომ ადამიანს კი არა, რომელიმე სამყაროს სუპერ-გმირს ახასიათებენ. მაგალითად, ისინი ჰყვებიან, რომ ბუდანოვს ისეთი სპეცოპერაციები განუხორციელებია, რომელიც უბრალო მოკვდავი ადამიანისთვის შეუძლებელი იყო.

თვითონ ამაზე საუბარს თავს არიდებს და მცირე კომენტარით შემოიფარგლება:

"ერთადერთი, რაშიც შემიძლიათ დაგეთანხმოთ, ის არის, რომ შეუძლებელი არაფერია. მთელი ცხოვრება ამ იდეით ვცხოვრობ. არაფერია ისეთი, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებთ.

ერთმა ბრძენმა თქვა: "საზღვრები არასდროს მინახავს, მაგრამ მსმენია, რომ ისინი ადამიანის გონებაშია“, ეს ქვეყნის შემთხვევაშიც ასეა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“.

როგორც უკვე ვახსენეთ, კიევი რომ არ დაეცა და დღეს თავისუფალია, ამ საქმეში ბუდანოვის დამსახურება უზარმაზარია. უკრაინის მთავარ დაზვერვას ზუსტად უნდა სცოდნოდა, ოკუპანტების პირველი ამოცანა და ოპერაციის თარიღი.

როგორც უკვე შემდეგში გაირკვა, რუსების გეგმა შემდეგი იყო: 24 თებერვალს, სადესანტო-მოიერიშე რაზმები, რომელიც გოსტომელის აეროპორტთან გადმოსხდებოდნენ, აეროდრომს აიღებდნენ და უზრუნველყოფდნენ, რომ რუსული სადესანტო ოპერაცია მასიური დესანტით გაგრძელებულიყო. ეს ინფორმაცია ბუდანოვის სამსახურმა მოიპოვა და ოკუპანტების დესანტს "თბილი“ დახვედრა მოუწყო:

"ველოდი, რომ დილის 4-ზე უნდა დაეწყოთ. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ცვლიდნენ შემოჭრის თარიღს. ეს ძალიან მადარდებდა, ზუსტად უნდა მცოდნოდა ყველაფერი, რადგან მე ვიყავი დაზვერვის მეთაური, არაფერი უნდა შემშლოდა. 23 თებერვლის 15:00 საათისთვის, როგორც იქნა, გავარკვიეთ, რომ მომდევნო დღის, გამთენიის 4:00 საათზე დაიწყებოდა შემოჭრა. 23 თებერვალს, ჩვენი სპეცსამსახურები გამოვიძახე, აქ შეიარაღდნენ და გოსტომელში გადავისროლეთ. 4:00 საათისთვის უკვე იქ, თავის პოზიციებზე იყვნენ. ეს იყო უმთავრესი მიზანი, რომ გოსტომელში რუსების გადმოსვლა შეეყოვნებინათ. რუსების გეგმაც ეგ იყო, რომ გოსტომელის აეროდრომზე ჩამოსულიყვნენ, იქიდან კი კიევში შემოსულიყვნენ. ეს იყო მათი ერთადერთი გეგმა. თუმცა ვერ განახორციელეს!

მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ასეთ წინააღმდეგობას გავუწევდით. მათ შექმნეს მასობრივი შეტევის ილუზია. არ ელოდნენ მძიმე ბრძოლებს. ეგონათ, რომ შევიდოდნენ კიევის იმ უბანში, სადაც მთავრობის წევრები იყვნენ, შედეგად ისინი შეშინდებოდნენ და გაიქცეოდნენ ან უკიდურეს შემთხვევაში, თავად დაიჭერდნენ და გამოაცხადებდნენ, რომ უკრაინაში ძალაუფლება ხალხის ხელში გადავიდა.

მე თვითონ მყავდა ისეთი ტყვეები, რომლებსაც აღლუმის (გულისხმობს რუსეთის ჯარის ფორმას. - რედ.) ფორმა ეცვათ. ვეკითხებოდი, რად გინდოდათ ეს ფორმა, ისინი კი მპასუხობდნენ, რომ აქ თითქოს ხალხი ელოდებოდათ და მარშით უნდა გაევლოთ. მათ რომ გოსტომელის აეროდრომი დაეკავებინათ, კიევს აიღებდნენ".

ბუდანოვის გუნდი არა მხოლოდ წინასწარ იგებს რუსების გეგმებს, არამედ ისინი მუშაობენ ომის დამნაშავეების ვინაობის გამოაშკარავებაზე. როგორც ჩვენი მკითხველისთვის არის ცნობილი, ოკუპანტებმა არაერთი მხეცური დანაშაული ჩაიდინეს. მათ შორის, მარიუპოლში, ირპენში, ბუჩაში და ა.შ.

დაზვერვა ამ ადამიანების გაშიფვრაზე აქტიურად მუშაობს. დღეისათვის უკვე რამდენიმე ათეული ადამიანია ცნობილი, ვინც უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში მშვიდობიან მოსახლეობას აწამებდა, კლავდა, აუპატიურებდა და სხვა საზარელ დანაშაულებს სჩადიოდა.

"ჩვენმა სამსახურმა უკვე დაადგინა ბუჩაში სისასტიკის ჩამდენების ვინაობა. ახლა ჩვენი მიზანია, ამ ხალხს პასუხი ვაგებინოთ. ჩვენს გაგებაში ამ ადამიანების პასუხისგება მხოლოდ ფიზიკური განადგურებით უნდა მოხდეს.

შესაძლოა, ახლა რასაც ვიტყვი, ლამაზად არ ჟღერდეს, მაგრამ ასეა. როდესაც ამბობენ, - "ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და უბრალო ხალხი იქ ასეთი არ არის“, ეს ტყუილია. ყველა სოციალური კვლევა, რაც ჩვენ ჩავატარეთ და ყველა ის კვლევა, რაზეც მე მაქვს წვდომა, აჩვენებს, რომ რუსეთში გამოკითხულთა 73-82% უკრაინაში ომის მომხრეა, ანუ რიგითი რუსი მომხრეა ამ ომის, ნგრევის, სიკვდილისა და სიმხეცის ჩადენის. მათ მართლა სჯერათ, რომ რუსეთი ოკუპანტი კი არა, განმათავისუფლებელია.

ათასობით რუსი გამოვკითხეთ და გეუბნებით, რომ ერთადერთი შემთხვევა მქონდა, როდესაც ერთ-ერთი დანაყოფის მეთაურმა მითხრა, რომ შეგნებულად მოვიდა საომრად, ასრულებდა დავალებას და არ ნანობდა. ეს იყო ნამდვილად ერთადერთი შემთხვევა. ყველა დანარჩენი ამბობდა, რომ აქ საომრად არ მოვიდნენ. მათ უთხრეს, რომ უკრაინაში ფაშისტები არიან და მშვიდობიან ხალხს კლავენ ამ ადამიანების გასათავისუფლებლად მოვიდნენ".

კირილის თქმით, რუსებს ჰგონიათ, ომის წარმოებაში ისინი საბჭოთა კავშირის დონეზე არიან და ზუსტად ეს არის მათი მთავარი შეცდომა.

"მეთოდები, რასაც რუსები იყენებენ, საბჭოურიც აღარა არის. მათ საბჭოური სისტემა დაკარგეს. რუსული სისტემა საერთოდ არ არის იმავე დონეზე, რაც საბჭოთა კავშირში იყო. ამ ომმა ეს კარგად აჩვენა. როდესაც ამბობდნენ, რომ ისეთივე ძლიერები ვართ, როგორც სსრკ, ეს დიდი ტყუილი აღმოჩნდა. მათ თავდაცვის მრეწველობა დაკარგეს. ახლა ისინი უცხოეთზე არიან დამოკიდებულები.

რიგითი უკრაინელები უნდა მოეშვან იმაზე ფიქრს, რომ რუსეთი მსოფლიოში სიძლიერით მეორე არმიაა და ყველას გაანადგურებს, მათ საბოლოოდ უნდა ირწმუნონ საკუთარი თავის, ჯარის, ქვეყნის, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ომს“.

დაზვერვის მეთაურისთვის გამარჯვება მხოლოდ 2014 წლის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება არ არის. მისთვის მნიშვნელოვანია უკრაინამ ის მიწებიც დაიბრუნოს, რაც 1991 წლისთვის ჰქონდა.

"ჩვენთვის გამარჯვება 1991 წლის ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე გასვლაა. შეიძლება კაპიტულაცია პირდაპირი სახით არ იყოს, მაგრამ ჩვენ იმ ტერიტორიებს დავიბრუნებთ. რუსეთი კი სახეს შეიცვლის, ამას ტრანსფორმაციას დაარქმევენ. მის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფოები გაჩნდება, ვფიქრობ, იჩქერიას და დაღესტანს. ეს ყველაზე თვალსაჩინო რეგიონებია, სადაც რუსეთს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები. ეს რეგიონები ძალით დამორჩილებულია“, - ამბობს ბუდანოვი.

ზოგადად, უკრაინა ახლა იმას გადის, რაც პატარა საქართველოსთვის არახალია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფიზიკურად რუსეთს ორჯერ ვეომეთ, ჰიბრიდულად კი დღემდე გვებრძვის. ისევე, როგორც უკრაინამ გამოიტანა აგვისტოს ომიდან დასკვნები და რაღაცები ჩვენგანაც ისწავლა, ჩვენც მოგვიწევს ანალოგიურის გაკეთება. გვექნება საერთო გამოწვევები. ერთ-ერთი ასეთია ოკუპირებული ტერიტორიები დაბრუნების შემდეგ, როგორი იქნება თანაცხოვრება იმ ხალხთან, ვინც წლებია ამ რეგიონებში რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშაა. ეს არის სერიოზული საკითხი და კომპლექსურ, მრავალწლიან მუშაობას მოითხოვს. ბუდანოვს ამის შესახებ საკუთარი მოსაზრება აქვს:

"ჩემი საქმე გამარჯვების შემდეგაც გაგრძელდება. ტერიტორიების რეინტეგრაცია ძალიან რთული და მრავალწლიანი საკითხია. 3-მილიონიანი რეგიონი უნდა დავიბრუნოთ, იქ ადამიანები 9 წელი რუსული პროპაგანდის ქვეშ ცხოვრობენ. ეს სამი მილიონი ადამიანი შეცვლილი ფსიქიკითაა. ვისი ხელახლა აღზრდაც შესაძლებელი იქნება, თავიდან აღვზრდით. ამ რეგიონებში დიქტატურა არა. მაგრამ მკაცრი ხელი იქნება საჭირო “.

ცივი, უემოციო, სიტყვაძუნწი ბუდანოვის პიროვნების შეფასება მკითხველისთვის მომინდია. ფაქტი ერთია - ბუდანოვი ამ ომის ნამდვილი გმირია...

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე