მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეხვედრა სტალინთან და ტრაგიკული 1937 წელი - როგორ აღმოჩნდა ქართველი ქალი უკრაინულ ფილმში
შეხვედრა სტალინთან და ტრაგიკული 1937 წელი - როგორ აღმოჩნდა ქართველი ქალი უკრაინულ ფილმში

ის­ტო­რი­ი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რის, პრო­ფე­სო­რი-ემე­რი­ტუ­სი ირი­ნე აბე­სა­ძის საკ­ვლე­ვი ობი­ექ­ტი ყო­ველ­თვის ისე­თი მხატ­ვრე­ბი იყ­ვნენ, რო­მელ­თა შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და ან სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და. ასე და­ი­წე­რა მო­ნოგ­რა­ფია შალ­ვა ქი­ქო­ძე­ზე, დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძე­ზე, შალ­ვა ძნე­ლა­ძე­ზე და ა.შ. და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, არა­ერ­თი პი­როვ­ნე­ბა ჩვე­ნი წარ­სუ­ლი­დან სწო­რედ მისი წყა­ლო­ბით გახ­და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი. გარ­და ამი­სა, მას უახ­ლო­ე­სი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ჩვე­ნი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ბევრ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან. ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნას ოჯახ­საც არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო გზა აქვს გავ­ლი­ლი და ვფიქ­რობ, ეს ის ამ­ბე­ბია წარ­სუ­ლი­დან, რომ­ლის გახ­სე­ნე­ბაც ნამ­დვი­ლად ღირს.

ირი­ნე აბე­სა­ძე:

- დე­და­ჩე­მი მე­დეა რაზ­მა­ძე მუ­სი­კო­სი გახ­ლდათ, შემ­დგომ­ში - მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი. სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო გიმ­ნა­ზია ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მისი მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან კულ­ტუ­რუ­ლი, ძვე­ლი თა­ო­ბის ინ­ტე­ლი­გენ­ტე­ბი გახ­ლდნენ, იმ პე­რი­ოდ­ში მოქ­მე­დი სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბი. სა­შუ­ა­ლო ფი­ნან­სუ­რი შეძ­ლე­ბის ოჯა­ხი იყო. ბა­ბუ­ას იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და, ხოლო ბე­ბი­ას, რო­გორც იმ თა­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღია, შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი და ამავდრო­უ­ლად სა­ზო­გა­დოebriv მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწე­ო­და. სტი­პენ­დი­ა­ტე­ბი ჰყავ­და, რო­მელ­თა შო­რის იყ­ვნენ: და­ვით კას­რა­ძე, თედო სა­ხო­კია და სხვა­ნი, რომ­ლე­ბიც ბე­ბი­ას ყო­ველ­თვის პა­ტი­ვის­ცე­მით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდა დე­დათ­ქვე­ნი უკ­რა­ი­ნულ ფილმში?

- დე­და­ჩე­მი 20 წლის იყო, როცა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ნი­კო­ლოზ მი­ქა­ბე­რი­ძეს და­უ­კავ­ში­რა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სუ­ლის, გა­რეგ­ნო­ბის და ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ახალ­გაზ­რდა ეკო­ნო­მის­ტი, ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ მი­ქა­ბე­რი­ძე ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი­სა და ელი­ნო­ლო­გის - ალექ­სან­დრე მი­ქა­ბე­რი­ძის და ასე­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი პე­და­გო­გის, ვერა ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის ვაჟი იყო (ვე­რას მკვიდ­რი ბი­ძაშ­ვი­ლიც გახ­ლდათ ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლი, ამე­რი­კა­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ავი­ა­კონ­სტრუქ­ტო­რი).

სა­ოც­რად ლა­მა­ზი წყვი­ლი იყო და დე­დას მე­უღ­ლე ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ნი­კო­ლო­ზი გერ­მა­ნი­ა­ში გა­დას­ვლას და ცოლ­თან ერ­თად იქ ცხოვ­რე­ბას აპი­რებ­და. წლე­ბის შემ­დეგ, დედა თა­ვის ამ­ბავს რომ მიყ­ვე­ბო­და, მი­თხრა: მუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­უღ­ლე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, მის გეგ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფერს ვე­უბ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ ჩემი სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბა არ მინ­დო­და და გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვიო.

1929 წელს დე­და­ჩე­მი თა­ვის პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად შუა აზი­ა­ში, კერ­ძოდ სა­მარ­ყან­დში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ნი­კო­ლო­ზი სამ­სა­ხუ­რი­დან გახ­ლდათ მივ­ლი­ნე­ბუ­ლი. სწო­რედ იმ დროს იქ, ფილ­მის გა­და­ღე­ბის მიზ­ნით, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად, უკ­რა­ი­ნელ კი­ნო­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა ჯგუ­ფი იყო ჩა­სუ­ლი - კი­ე­ვის დო­ვჟენ­კოს სა­ხე­ლო­ბის კი­ნოს­ტუ­დი­ის რე­ჟი­სო­რის გი­ორ­გი ტა­სი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. მათ ად­გი­ლობ­რივ ფოს­ტა­ში შემ­თხვე­ვით ნა­ხეს დე­და­ჩე­მი, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლო­ში თა­ვის მშობ­ლებ­თან გზავ­ნი­და წე­რილს. იქაც ძა­ლი­ან უჭირ­და მშობ­ლე­ბი­სა და ძმის გა­რე­შე ყოფ­ნა და ოჯახ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი, მათ წე­რი­ლებს ხში­რად სწერ­და. გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა სრუ­ლი­ად მო­უ­რი­დებ­ლად, დე­დას ალყა შე­მო­არ­ტყა, იმ იმე­დით, რომ წე­რი­ლით, რო­მელ­საც იგი სა­ხელ­და­ხე­ლოდ იქვე წერ­და, შე­ე­ტყოთ, სა­და­უ­რი იყო ეს ლა­მა­ზი ქალ­ბა­ტო­ნი, მაგ­რამ ქარ­თუ­ლის არ­ცოდ­ნის გამო, დაბ­ნე­უ­ლე­ბი, თურ­მე რუ­სულ-უკ­რა­ი­ნუ­ლად ხმა­მაღ­ლა მარ­ჩი­ე­ლოbდნენ: უზ­ბე­კია თუ თა­თა­რი, ებ­რა­ე­ლი თუ ყა­ზა­ხი და სხვა. დე­დამ, მათი ასე­თი და­ჟი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბით გაბ­რა­ზე­ბულ­მა, რუ­სუ­ლად ხმა­მაღ­ლა გა­ნუ­ცხა­და, რომ ის ქარ­თვე­ლი იყო და ბო­ლოს და ბო­ლოს, მის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნათ. მა­შინ ერთ-ერ­თმა მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც რო­გორც შემ­დეგ გა­ირ­კვა ცნო­ბი­ლი ოპე­რა­ტო­რი მი­ხა­ი­ლო ბელსკი იყო, თქვა, - მხო­ლოდ ქარ­თველს შე­უძ­ლია, ასე ამა­ყად გა­ნა­ცხა­დოს, რომ ის ქარ­თვე­ლი­აო. დე­დას საქ­მის ვი­თა­რე­ბა გა­აც­ნეს მა­შინ­ვე და უთხრეს, რომ ისი­ნი უკ­რა­ი­ნი­დან ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად იყ­ვნენ ჩა­მო­სულ­ნი, რომ ძალ­ზე მო­ე­წო­ნათ დე­დას გა­რეგ­ნო­ბა და ჩათ­ვა­ლეს, რომ მათი მო­მა­ვა­ლი ფილ­მის მთა­ვა­რი რო­ლის - ავ­ღა­ნე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის - რიქ­სის შე­სას­რუ­ლებ­ლად ის ზედ­გა­მოჭ­რი­ლი იყო და ამი­ტომ, მისი გა­და­ღე­ბა­ზე მიწ­ვე­ვა სურ­დათ. მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­სი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ასა­კი­სა, დე­დამ წინ­და­ხე­დულoბა და სი­დინ­ჯე გა­მო­ი­ჩი­ნა, ისი­ნი შინ მი­იწ­ვია და უთხრა, რომ ასეთ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბას ქუ­ჩა­ში არ აპი­რებ­და. ის-ის იყო უნდა დაშ­ლი­ლიყ­ვნენ, რომ ამ ჯგუფს ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი ვოლ­დე­მარ ცოპი გა­მო­ე­ყო, რო­მელ­საც არა­ერთ ფილმში ჰქონ­და მთა­ვა­რი როლი ნა­თა­მა­შე­ბი. იგი დე­დას ქუ­ჩა­ში და­ე­წია და უთხრა, უარი არ თქვათ, რად­გან ეს ძალ­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი რო­ლია, სა­უ­კე­თე­სო გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფით და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის კარ­გი პი­რო­ბე­ბით, ასე­თი შან­სის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბას არ გირ­ჩევ­თო. დე­დამ კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ამა­ყად უპა­სუ­ხა, რომ მე­უღ­ლეს­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებ­და და ოფი­ცი­ა­ლურ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას შინ და­ე­ლო­დე­ბო­და. მარ­თლაც, იმა­ვე დღეს, სა­ღა­მოს, დათ­ქმულ დროს, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი დე­დას სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ეწ­ვია. ესე­ნი იყ­ვნენ: რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ტა­სი­ნი, რო­მელ­საც იმ დრო­ის­თვის უკვე გა­და­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და ფარ­თოდ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფილ­მი „ღა­მის მე­ეტ­ლე“, სცე­ნა­რის­ტი უე­ტინგ ველ­დო, ფილ­მის კონ­სულ­ტან­ტი აბ­დულ გა­ფუ­რი, ოპე­რა­ტო­რი მი­ხა­ი­ლო ბელსკი. მსა­ხი­ო­ბე­ბი: ვოლ­დე­მარ ცოპი და კა­მილ იარ­მა­ტო­ვი, რომ­ლე­ბიც გა­და­სა­ღებ ფილმში სხვა­დას­ხვა წამ­ყვან როლ­ზე უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იყ­ვნენ. ასე­თი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სა და სე­რი­ო­ზუ­ლი სჯა-ბა­ა­სის შე­დე­გად, დე­დასa და მის მე­უღ­ლე ნი­კო­ლოზ მი­ქა­ბე­რი­ძეს­თან შე­თან­ხმე­ბა შედ­გა.

- სად წა­რი­მარ­თა გა­და­ღე­ბე­ბი და ფილ­მს რა ეწო­და?

- ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, გა­და­ღე­ბე­ბი და­ი­წყო სა­მარ­ყან­დში, ხი­ვა­სა და ბუ­ხა­რა­ში. ერთი წლის თავ­ზე, 1930 წლის 17 ივ­ნისს ფილ­მის - „სტუ­მა­რი მე­ქა­დან“ პრე­მი­ე­რა gaimarTa. კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში ფილ­მს „ცე­ცხლო­ვა­ნი გზა“ ეწო­და, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ფილ­მი არ შე­მორ­ჩე­ნი­ლა, მხო­ლოდ ფო­ტო­კად­რე­ბი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­ბი­უ­ტის შემ­დეგ, დედა ოდე­სა­ში მო­რი­გი ფილ­მის გა­და­ღე­ბებ­ზე, ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი რე­ჟი­სო­რის - რო­შა­ლის და მისი მე­უღ­ლის მიერ იქნა მიწ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ ცოლ-ქმა­რი კი­ევ­ში უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. დე­დას და მის მე­უღ­ლეს სა­ქარ­თვე­ლო ენატ­რე­ბო­დათ, თან ნი­კო­ლო­ზი სამ­სა­ხუ­რის გამო დიდი ხნით უკ­რა­ი­ნა­ში ვე­ღარ დარ­ჩე­ბო­და, ამი­ტომ ისი­ნი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ, შე­სა­ბა­მი­სად, ახალ ფილმზეც კონ­ტრაქ­ტი აღარ შედ­გა. თბი­ლის­ში დე­დას სიკო დო­ლი­ძისa და სხვა რე­ჟი­სო­რე­ბის­გა­ნაც ჰქონ­და ფილ­მებ­ში გა­და­ღე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ მისი კი­ნო­კა­რი­ე­რა არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა.

1937 წელს დედა მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის დე­კა­და­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ის სტა­ლინ­თან შეხ­ვედ­რა­საც იხ­სე­ნებ­და, როცა დე­კა­დის ფარ­გლებ­ში ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა გა­ის­მა და მათ შო­რის „გაფ­რინ­დი შავო მერ­ცხა­ლო“, თურ­მე სტა­ლი­ნი ხმას აყო­ლებ­და და თან თვალ­ზე ცრემ­ლი ედგა. ბო­ლოს ყვე­ლამ ტაში და­უკ­რა და მათ შო­რის მეც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ცოტა აქ­ტი­უ­რად და ხმა­მაღ­ლა მო­მი­ვი­და, პირ­და­პირ მის ყურ­თან, ის კი მოტ­რი­ალ­და და მხარ­ზე ხელი და­მარ­ტყა, რის შემ­დე­გაც ყვე­ლა მე­ხუმ­რე­ბო­და, შენ „ის­ტო­რი­უ­ლი მხა­რი“ გაქ­ვსო. დრო გა­ვი­და და დე­დას სტა­ლი­ნის სა­ხე­ლის გახ­სე­ნე­ბაც კი ცუ­დად ხდი­და, რად­გან იმ ადა­მი­ან­მა ქმა­რი და­უხვრი­ტა. იმა­ვე წელ­მა დე­და­ჩემს, ისე­ვე რო­გორც მრა­ვალ ადა­მი­ანს მთე­ლი საბ­ჭო­ე­თის მას­შტა­ბით, დიდი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნა. მის პირ­ველ მე­უღ­ლე ნი­კო­ლოზ­სა და მის ძმას - ირაკ­ლის გა­ნათ­ლე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი და უცხო­ეთ­თან კავ­ში­რის გამო, ისი­ნი 1937 წელს და­ა­კა­ვეს და დახ­ვრი­ტეს.

- რეპ­რე­სი­ე­ბის შემ­დეგ რო­გორ გაგ­რძელ­და მე­დეა რაზ­მა­ძის ცხოვ­რე­ბა?

- ცხოვ­რე­ბა მუდ­მი­ვი ში­შის ქვეშ გაგ­რძელ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რეპ­რე­სი­რე­ბულ­თა ცო­ლებ­თან კონ­ტაქტს ყვე­ლა გა­ურ­ბო­და და ეში­ნო­დათ. ასე მოხ­და დე­დას შემ­თხვე­ვა­შიც, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი თუ აგ­რძე­ლებ­დნენ. მა­შინ ცოლ-ქმა­რი დღე­ვან­დელ აბა­კე­ლი­ას ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობდa. ქმრის დახ­ვრე­ტის შემ­დეგ, დედა ბი­ნი­დან გა­მო­ა­სახ­ლეს და მხო­ლოდ 1 ოთა­ხი და­უ­ტო­ვეს. მა­მა­მი­სი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, დედა და ძმა ბარ­ნოვ­ზე ცხოვ­რობ­დნენ და მათ­თან ხში­რად და­დი­ო­და. ცოტა ხან­ში „ას­პა­რეზ­ზე“ მა­მა­ჩე­მი ბი­ძი­ნა აბე­სა­ძე გა­მოჩ­ნდა. დედა მე­ო­რედ გა­თხოვ­და, რის შე­დე­გა­დაც მათ ცხოვ­რე­ბა­ში მე გავჩნდი. დე­დი­სერ­თა ვარ, მაგ­რამ დე­და­ჩე­მის ძმის­შვი­ლი - ზუ­რაბ რაზ­მა­ძე სულ ჩვენ­თან იყო, მარ­ტო­ო­ბა არას­დროს მიგ­რძნია. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

შეხვედრა სტალინთან და ტრაგიკული 1937 წელი - როგორ აღმოჩნდა ქართველი ქალი უკრაინულ ფილმში

შეხვედრა სტალინთან და ტრაგიკული 1937 წელი - როგორ აღმოჩნდა ქართველი ქალი უკრაინულ ფილმში

ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორი-ემერიტუსი ირინე აბესაძის საკვლევი ობიექტი ყოველთვის ისეთი მხატვრები იყვნენ, რომელთა შესახებ საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა ან საერთოდ არ ჰქონდა. ასე დაიწერა მონოგრაფია შალვა ქიქოძეზე, დიმიტრი შევარდნაძეზე, შალვა ძნელაძეზე და ა.შ. და შეიძლება ითქვას, არაერთი პიროვნება ჩვენი წარსულიდან სწორედ მისი წყალობით გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. გარდა ამისა, მას უახლოესი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენი ხელოვნებისა და მეცნიერების ბევრ წარმომადგენელთან. ქალბატონი ირინას ოჯახსაც არანაკლებ საინტერესო გზა აქვს გავლილი და ვფიქრობ, ეს ის ამბებია წარსულიდან, რომლის გახსენებაც ნამდვილად ღირს.

ირინე აბესაძე:

- დედაჩემი მედეა რაზმაძე მუსიკოსი გახლდათ, შემდგომში - მუსიკის მასწავლებელი. სათავადაზნაურო გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. მისი მშობლები ძალიან კულტურული, ძველი თაობის ინტელიგენტები გახლდნენ, იმ პერიოდში მოქმედი სხვადასხვა საზოგადოების აქტიური წევრები. საშუალო ფინანსური შეძლების ოჯახი იყო. ბაბუას იურიდიული განათლება ჰქონდა, ხოლო ბებიას, როგორც იმ თაობის უმეტესობას, უმაღლესი განათლება არ მიუღია, შვილების აღზრდაზე იყო გადართული და ამავდროულად საზოგადოebriv მოღვაწეობას ეწეოდა. სტიპენდიატები ჰყავდა, რომელთა შორის იყვნენ: დავით კასრაძე, თედო სახოკია და სხვანი, რომლებიც ბებიას ყოველთვის პატივისცემით მოიხსენიებდნენ.

- როგორ აღმოჩნდა დედათქვენი უკრაინულ ფილმში?

- დედაჩემი 20 წლის იყო, როცა თავისი ცხოვრება ნიკოლოზ მიქაბერიძეს დაუკავშირა. არაჩვეულებრივი სულის, გარეგნობის და ინტელექტის მქონე ახალგაზრდა ეკონომისტი, ბონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნიკოლოზ მიქაბერიძე ცნობილი პედაგოგისა და ელინოლოგის - ალექსანდრე მიქაბერიძის და ასევე გამორჩეული პედაგოგის, ვერა ქართველიშვილის ვაჟი იყო (ვერას მკვიდრი ბიძაშვილიც გახლდათ ალექსანდრე ქართველი, ამერიკაში სახელგანთქმული ავიაკონსტრუქტორი).

საოცრად ლამაზი წყვილი იყო და დედას მეუღლე ძალიან უყვარდა. ნიკოლოზი გერმანიაში გადასვლას და ცოლთან ერთად იქ ცხოვრებას აპირებდა. წლების შემდეგ, დედა თავის ამბავს რომ მიყვებოდა, მითხრა: მუხედავად იმისა, რომ მეუღლე ძალიან მიყვარდა, მის გეგმასთან დაკავშირებით არაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ ჩემი სამშობლოს დატოვება არ მინდოდა და გადაწყვეტილი მქონდა საქართველოში დავრჩენილიყავიო.

1929 წელს დედაჩემი თავის პირველ მეუღლესთან ერთად შუა აზიაში, კერძოდ სამარყანდში იმყოფებოდა, სადაც ნიკოლოზი სამსახურიდან გახლდათ მივლინებული. სწორედ იმ დროს იქ, ფილმის გადაღების მიზნით, მოსამზადებელი სამუშაოების საწარმოებლად, უკრაინელ კინომატოგრაფისტთა ჯგუფი იყო ჩასული - კიევის დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის რეჟისორის გიორგი ტასინის ხელმძღვანელობით. მათ ადგილობრივ ფოსტაში შემთხვევით ნახეს დედაჩემი, რომელიც სამშობლოში თავის მშობლებთან გზავნიდა წერილს. იქაც ძალიან უჭირდა მშობლებისა და ძმის გარეშე ყოფნა და ოჯახზე მიჯაჭვული, მათ წერილებს ხშირად სწერდა. გადამღებმა ჯგუფმა სრულიად მოურიდებლად, დედას ალყა შემოარტყა, იმ იმედით, რომ წერილით, რომელსაც იგი სახელდახელოდ იქვე წერდა, შეეტყოთ, სადაური იყო ეს ლამაზი ქალბატონი, მაგრამ ქართულის არცოდნის გამო, დაბნეულები, თურმე რუსულ-უკრაინულად ხმამაღლა მარჩიელოbდნენ: უზბეკია თუ თათარი, ებრაელი თუ ყაზახი და სხვა. დედამ, მათი ასეთი დაჟინებული ქმედებით გაბრაზებულმა, რუსულად ხმამაღლა განუცხადა, რომ ის ქართველი იყო და ბოლოს და ბოლოს, მისთვის თავი დაენებებინათ. მაშინ ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა ცნობილი ოპერატორი მიხაილო ბელსკი იყო, თქვა, - მხოლოდ ქართველს შეუძლია, ასე ამაყად განაცხადოს, რომ ის ქართველიაო. დედას საქმის ვითარება გააცნეს მაშინვე და უთხრეს, რომ ისინი უკრაინიდან ფილმის გადასაღებად იყვნენ ჩამოსულნი, რომ ძალზე მოეწონათ დედას გარეგნობა და ჩათვალეს, რომ მათი მომავალი ფილმის მთავარი როლის - ავღანელი ქალიშვილის - რიქსის შესასრულებლად ის ზედგამოჭრილი იყო და ამიტომ, მისი გადაღებაზე მიწვევა სურდათ. მიუხედავად თავისი ძალიან ახალგაზრდა ასაკისა, დედამ წინდახედულoბა და სიდინჯე გამოიჩინა, ისინი შინ მიიწვია და უთხრა, რომ ასეთ საკითხზე მსჯელობას ქუჩაში არ აპირებდა. ის-ის იყო უნდა დაშლილიყვნენ, რომ ამ ჯგუფს ცნობილი უკრაინელი მსახიობი ვოლდემარ ცოპი გამოეყო, რომელსაც არაერთ ფილმში ჰქონდა მთავარი როლი ნათამაშები. იგი დედას ქუჩაში დაეწია და უთხრა, უარი არ თქვათ, რადგან ეს ძალზე მომგებიანი როლია, საუკეთესო გადამღები ჯგუფით და ხელშეკრულების კარგი პირობებით, ასეთი შანსის ხელიდან გაშვებას არ გირჩევთო. დედამ კვლავინდებურად ამაყად უპასუხა, რომ მეუღლესთან შეუთანხმებლად ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და ოფიციალურ შემოთავაზებას შინ დაელოდებოდა. მართლაც, იმავე დღეს, საღამოს, დათქმულ დროს, გადამღები ჯგუფი დედას სრული შემადგენლობით ეწვია. ესენი იყვნენ: რეჟისორი გიორგი ტასინი, რომელსაც იმ დროისთვის უკვე გადაღებული ჰქონდა ფართოდ გახმაურებული ფილმი „ღამის მეეტლე“, სცენარისტი უეტინგ ველდო, ფილმის კონსულტანტი აბდულ გაფური, ოპერატორი მიხაილო ბელსკი. მსახიობები: ვოლდემარ ცოპი და კამილ იარმატოვი, რომლებიც გადასაღებ ფილმში სხვადასხვა წამყვან როლზე უკვე დამტკიცებული იყვნენ. ასეთი ავტორიტეტული დელეგაციის ოფიციალური მოლაპარაკებისა და სერიოზული სჯა-ბაასის შედეგად, დედასa და მის მეუღლე ნიკოლოზ მიქაბერიძესთან შეთანხმება შედგა.

- სად წარიმართა გადაღებები და ფილმს რა ეწოდა?

- ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გადაღებები დაიწყო სამარყანდში, ხივასა და ბუხარაში. ერთი წლის თავზე, 1930 წლის 17 ივნისს ფილმის - „სტუმარი მექადან“ პრემიერა gaimarTa. კინოგაქირავებაში ფილმს „ცეცხლოვანი გზა“ ეწოდა, თუმცა სამწუხაროდ, ფილმი არ შემორჩენილა, მხოლოდ ფოტოკადრები. წარმატებული დებიუტის შემდეგ, დედა ოდესაში მორიგი ფილმის გადაღებებზე, ცნობილი უკრაინელი რეჟისორის - როშალის და მისი მეუღლის მიერ იქნა მიწვეული, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ ცოლ-ქმარი კიევში უნდა დარჩენილიყო. დედას და მის მეუღლეს საქართველო ენატრებოდათ, თან ნიკოლოზი სამსახურის გამო დიდი ხნით უკრაინაში ვეღარ დარჩებოდა, ამიტომ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ, შესაბამისად, ახალ ფილმზეც კონტრაქტი აღარ შედგა. თბილისში დედას სიკო დოლიძისa და სხვა რეჟისორებისგანაც ჰქონდა ფილმებში გადაღების შეთავაზება, მაგრამ მისი კინოკარიერა არ გაგრძელებულა.

1937 წელს დედა მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაშიც მონაწილეობდა. ის სტალინთან შეხვედრასაც იხსენებდა, როცა დეკადის ფარგლებში ქართული სიმღერა გაისმა და მათ შორის „გაფრინდი შავო მერცხალო“, თურმე სტალინი ხმას აყოლებდა და თან თვალზე ცრემლი ედგა. ბოლოს ყველამ ტაში დაუკრა და მათ შორის მეც ვიყავი, მაგრამ ცოტა აქტიურად და ხმამაღლა მომივიდა, პირდაპირ მის ყურთან, ის კი მოტრიალდა და მხარზე ხელი დამარტყა, რის შემდეგაც ყველა მეხუმრებოდა, შენ „ისტორიული მხარი“ გაქვსო. დრო გავიდა და დედას სტალინის სახელის გახსენებაც კი ცუდად ხდიდა, რადგან იმ ადამიანმა ქმარი დაუხვრიტა. იმავე წელმა დედაჩემს, ისევე როგორც მრავალ ადამიანს მთელი საბჭოეთის მასშტაბით, დიდი უბედურება მოუტანა. მის პირველ მეუღლე ნიკოლოზსა და მის ძმას - ირაკლის განათლება გერმანიაში ჰქონდათ მიღებული და უცხოეთთან კავშირის გამო, ისინი 1937 წელს დააკავეს და დახვრიტეს.

- რეპრესიების შემდეგ როგორ გაგრძელდა მედეა რაზმაძის ცხოვრება?

- ცხოვრება მუდმივი შიშის ქვეშ გაგრძელდა. მოგეხსენებათ, რეპრესირებულთა ცოლებთან კონტაქტს ყველა გაურბოდა და ეშინოდათ. ასე მოხდა დედას შემთხვევაშიც, მასთან ურთიერთობას მხოლოდ უახლოესი ადამიანები თუ აგრძელებდნენ. მაშინ ცოლ-ქმარი დღევანდელ აბაკელიას ქუჩაზე ცხოვრობდa. ქმრის დახვრეტის შემდეგ, დედა ბინიდან გამოასახლეს და მხოლოდ 1 ოთახი დაუტოვეს. მამამისი უკვე გარდაცვლილი იყო, დედა და ძმა ბარნოვზე ცხოვრობდნენ და მათთან ხშირად დადიოდა. ცოტა ხანში „ასპარეზზე“ მამაჩემი ბიძინა აბესაძე გამოჩნდა. დედა მეორედ გათხოვდა, რის შედეგადაც მათ ცხოვრებაში მე გავჩნდი. დედისერთა ვარ, მაგრამ დედაჩემის ძმისშვილი - ზურაბ რაზმაძე სულ ჩვენთან იყო, მარტოობა არასდროს მიგრძნია. განაგრძეთ კითხვა