მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ახალი შეიარაღებული კონფლიქტის პირას?  - რა მოხდა ავღანეთისა და ირანის საზღვარზე და როგორია ვითარება ახლა? მედია დაღუპულების შესახებ წერს
მსოფლიო ახალი შეიარაღებული კონფლიქტის პირას?  - რა მოხდა ავღანეთისა და ირანის საზღვარზე და როგორია ვითარება ახლა? მედია დაღუპულების შესახებ წერს

28 მა­ისს დი­ლით, ირა­ნი­სა და ავ­ღა­ნე­თის სა­ზღვარ­ზე და­ძა­ბუ­ლო­ბა იყო. მა­კა­კი­სა და სა­სუ­ლის და­სახ­ლე­ბებ­ში მხა­რე­ებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და. ამ­ჟა­მად სი­ტუ­ა­ცია დას­ტა­ბი­ლურ­და.

ირა­ნის მთავ­რო­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად ორი ირა­ნე­ლი მე­სა­ზღვრე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ორიც და­შავ­და. "თა­ლი­ბა­ნის“ გან­ცხა­დე­ბით კი მსხვერ­პლი მათ რი­გებ­შიც იყო. ავ­ღა­ნე­თის ამ­ჟა­მინ­დელ­მა მმარ­თველ­მა ძა­ლამ ერთი ადა­მა­ი­ნის სიკ­ვდი­ლის ფაქ­ტი აღი­ა­რა.

თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი, ზა­რან­ჯეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, 11 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი გა­და­ას­ვე­ნეს.

  • რა მოხ­და სა­ზღვარ­ზე?

ირა­ნის ვერ­სი­ით, დი­ლის 10:00 სა­ათ­ზე "თა­ლი­ბებ­მა“ ირა­ნის სა­სა­ზღვრო პუნ­ქტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­სი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლი გახ­სნეს. ამას­თან, ირა­ნულ­მა მხა­რემ ვი­დე­ოც და­ურ­თო, სა­დაც ჩანს, რომ "თა­ლი­ბა­ნი“ ცდი­ლობს გა­მაგ­რე­ბუ­ლი პუნ­ქტი "ჰამ­ვის“ გა­მო­ყე­ნე­ბით აი­ღოს.

"თა­ლი­ბა­ნის“ პრეს­სამ­სა­ხუ­რის მი­ხედ­ვით, ჯერ ირა­ნელ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა გახ­სნეს ცე­ცხლი. მათ ნიმ­რო­ზის პრო­ვინ­ცი­ა­ზე მი­ი­ტა­ნეს იე­რი­ში, რა­ზეც ავ­ღა­ნელ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა უპა­სუ­ხეს. ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ზა­ნა­ჯას აე­რო­პორტზე სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა მი­ი­ტა­ნა, თუმ­ცა ირან­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა სი­ტუ­ა­ცია მეტ-ნაკ­ლე­ბად დას­ტა­ბი­ლურ­და, თა­ლი­ბე­ბი ტექ­ნი­კი­სა და ცო­ცხა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის გა­დას­რო­ლას იწყე­ბენ. ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ ავ­ღა­ნე­ლებს სა­ვე­ლე არ­ტი­ლე­რია სა­ზღვრის­კენ გა­დაჰ­ყავთ.

ირა­ნე­ლებ­მაც გა­აძ­ლი­ე­რეს სა­სა­ზღვრო პოს­ტე­ბი. ჰა­ერ­ში მზვე­რა­ვი დრო­ნე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ "მო­ჰა­ჯერ-4/6-ები“ დაფ­რი­ნა­ვენ. "მი­ლა­კის“ სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი და­კე­ტეს.

The Taliban Times-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ბულ­ში ავ­ღა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მალ­ვა­ვი ამირ ხან მუ­ტა­ქი შეხ­ვდა ირა­ნის ელჩს ქაზ­მი ქო­მის.

"ჩვენ გვსურს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ირან­თან“ - გა­ნა­ცხა­და შეხ­ვედ­რა­ზე მუ­ტა­ქიმ.

  • და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი

ირა­ნი­სა და ავ­ღა­ნე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა ბოლო დროს, შე­და­რე­ბით და­ი­ძა­ბა: ამის მი­ზე­ზი წყლის რე­სურ­სია. ირა­ნის სის­ტა­ნი­სა და ბე­ლუ­ჯის­ტა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში გვალ­ვაა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ვინ­ცი­ე­ბი ავ­ღა­ნეთს ესა­ზღვრე­ბა. გვალ­ვამ ჰა­მუ­ნის ტბის დაშ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას წყლით ამა­რა­გებ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ტბის დაშ­რო­ბის მი­ზე­ზი მხო­ლოდ გვალ­ვა არ არის. ავ­ღა­ნუ­რი მდი­ნა­რე გილ­მენ­დი ჰა­მუ­ნის ტბას კვე­ბას. თუმ­ცა ბოლო წლებ­ში, ირან­ში გა­და­სულ­მა წყლის დო­ნემ მკვეთ­რად იკლო. ამის მი­ზე­ზად უნა­ლე­ქო­ბა და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის ცუდი მუ­შა­ო­ბა და­სა­ხელ­და.

2021 წელს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში კაშ­ხა­ლი "კა­მალ-ხანი“ შე­ვი­და, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში, ირა­ნის სა­ზღვრი­დან 70 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს. მისი ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ წყალ­მა მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­უ­დი-ზი­რას ღრმუ­ლის­კენ იც­ვა­ლა. შე­დე­გად ჰა­მუ­ნის ტბა­ში წყა­ლი აღარ ჩა­ე­დი­ნე­ბო­და. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, თა­ლი­ბებ­მა წყლის მი­წო­დე­ბა გა­ნა­ა­ახ­ლეს, თუმ­ცა ამ­ჯე­რად, მო­რი­გი კრი­ზი­სი სხვა სად­გურ­მა - "კა­ჯა­კიმ“ გა­მო­წი­ვია, რო­მე­ლიც ირა­ნის სა­ზღვრი­დან 700კმ-ის მო­შო­რე­ბი­თაა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ჰესი თურ­ქი ინ­ჟინ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით აა­მუ­შა­ვეს. სწო­რედ ამუ­შა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან ირა­ნე­ლე­ბი წყლის სა­ჭი­რო მო­ცუ­ლო­ბას ვე­ღარ იღე­ბენ. ირა­ნუ­ლი მხა­რე ითხოვს, რომ შე­ის­წავ­ლონ და შე­ა­ფა­სონ ავ­ღა­ნუ­რი ჰე­სე­ბი, რად­გან "თა­ლი­ბან­მა“ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი "წყლის ბუ­ნებ­რივ სიმ­ცი­რეს“ და­აბ­რა­ლა.

რა­საც ირა­ნი ითხოვს, სრუ­ლად სა­მარ­თლი­ა­ნად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ - 1973 წელს და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც ჰილ­მენ­დი­დან წყლის რე­სურ­სის გა­ნა­წი­ლე­ბას ეხე­ბა" ირა­ნის კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტო­ში 2023 წლის თა­ნამ­გზავ­რის სუ­რა­თე­ბი წა­რად­გი­ნეს. კად­რებ­ზე ჩანს, რომ ჰილ­მენდში წყა­ლი საკ­მა­რი­სია და "კა­ჯა­კის“ ჰე­სის მუ­შა­ო­ბა ქმნის სირ­თუ­ლე­ებს, რომ სის­ტა­ნი­სა და ბე­ლუ­ჯის­ტა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში წყლის ნორ­მა­ლუ­რი მო­წო­დე­ბა აღ­დგეს. თა­ლი­ბე­ბი ყო­ვე­ლი­ვეს უარ­ყო­ფენ და არ უშ­ვე­ბენ ირა­ნელ სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რომ შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რონ და დას­კვნა და­დონ.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
4

არ გამიკვირდება აქაც რუსეთის ხელი რომ ერიოს

ეეეჰ
29

დრეს თუ სადმე ომი, არეულობა და კაცის კვლაა, იქ რაიმე სტატუსით უთუოდ არიან ამერიკელები! "ბოროტების იმპერიაო" სავსებით სამართლიანად, ასე უწოდეს სსრკ-ს. სამწუხაროდ სულ უფრო ნათლად იკვეთება რომ არც აშშ-ა "სიკეთის იმპერია". სავარაუდოდ ნებისმიერი იმპერია თავისთავად არის ბოროტება! საინტერესოა რას ემსახურება აშშ-ს ტერიტორიიდან გატანილი და სხვა ქვეყნებში უხვად გაბნეული ამერიკული ბიო ლაბორატორიები? ან რამ შეუწყო ხელი კოვიდ19 ის ასეთი ტემპით გავრცელებას მთელს მსოფლიოში? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მსოფლიო ახალი შეიარაღებული კონფლიქტის პირას?  - რა მოხდა ავღანეთისა და ირანის საზღვარზე და როგორია ვითარება ახლა? მედია დაღუპულების შესახებ წერს

მსოფლიო ახალი შეიარაღებული კონფლიქტის პირას?  - რა მოხდა ავღანეთისა და ირანის საზღვარზე და როგორია ვითარება ახლა? მედია დაღუპულების შესახებ წერს

28 მაისს დილით, ირანისა და ავღანეთის საზღვარზე დაძაბულობა იყო. მაკაკისა და სასულის დასახლებებში მხარეებს შორის შეტაკებები მოხდა. ამჟამად სიტუაცია დასტაბილურდა.

ირანის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეტაკებების შედეგად ორი ირანელი მესაზღვრე გარდაიცვალა, ხოლო ორიც დაშავდა. "თალიბანის“ განცხადებით კი მსხვერპლი მათ რიგებშიც იყო. ავღანეთის ამჟამინდელმა მმართველმა ძალამ ერთი ადამაინის სიკვდილის ფაქტი აღიარა.

თუმცა აღსანიშნავია სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრები, ზარანჯეს საავადმყოფოში გადაღებული სურათები, სადაც ადგილობრივი წყაროების თანახმად, 11 ადამიანის ცხედარი გადაასვენეს.

  • რა მოხდა საზღვარზე?

ირანის ვერსიით, დილის 10:00 საათზე "თალიბებმა“ ირანის სასაზღვრო პუნქტის მიმართულებით მასირებული ცეცხლი გახსნეს. ამასთან, ირანულმა მხარემ ვიდეოც დაურთო, სადაც ჩანს, რომ "თალიბანი“ ცდილობს გამაგრებული პუნქტი "ჰამვის“ გამოყენებით აიღოს.

"თალიბანის“ პრესსამსახურის მიხედვით, ჯერ ირანელმა მესაზღვრეებმა გახსნეს ცეცხლი. მათ ნიმროზის პროვინციაზე მიიტანეს იერიში, რაზეც ავღანელმა მესაზღვრეებმა უპასუხეს. ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგემ ზანაჯას აეროპორტზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა, თუმცა ირანმა ეს ინფორმაცია უარყო.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თალიბები ტექნიკისა და ცოცხალი შემადგენლობის გადასროლას იწყებენ. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ავღანელებს საველე არტილერია საზღვრისკენ გადაჰყავთ.

ირანელებმაც გააძლიერეს სასაზღვრო პოსტები. ჰაერში მზვერავი დრონები, სავარაუდოდ "მოჰაჯერ-4/6-ები“ დაფრინავენ. "მილაკის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტეს.

The Taliban Times-ის ინფორმაციით, ქაბულში ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მალვავი ამირ ხან მუტაქი შეხვდა ირანის ელჩს ქაზმი ქომის.

"ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობა ირანთან“ - განაცხადა შეხვედრაზე მუტაქიმ.

  • დაპირისპირების მიზეზი

ირანისა და ავღანეთის ურთიერთობა ბოლო დროს, შედარებით დაიძაბა: ამის მიზეზი წყლის რესურსია. ირანის სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციაში გვალვაა, აღნიშნული პროვინციები ავღანეთს ესაზღვრება. გვალვამ ჰამუნის ტბის დაშრობა გამოიწვია, რომელიც მოსახლეობას წყლით ამარაგებდა. როგორც ირკვევა, ტბის დაშრობის მიზეზი მხოლოდ გვალვა არ არის. ავღანური მდინარე გილმენდი ჰამუნის ტბას კვებას. თუმცა ბოლო წლებში, ირანში გადასულმა წყლის დონემ მკვეთრად იკლო. ამის მიზეზად უნალექობა და სამხრეთ-აღმოსავლეთში არსებული ჰიდროელექტროსადგურების ცუდი მუშაობა დასახელდა.

2021 წელს ექსპლუატაციაში კაშხალი "კამალ-ხანი“ შევიდა, რომელიც ავღანეთში, ირანის საზღვრიდან 70 კმ-ში მდებარეობს. მისი ამოქმედების შემდეგ წყალმა მიმართულება გაუდი-ზირას ღრმულისკენ იცვალა. შედეგად ჰამუნის ტბაში წყალი აღარ ჩაედინებოდა. მოლაპარაკებების შემდეგ, თალიბებმა წყლის მიწოდება განააახლეს, თუმცა ამჯერად, მორიგი კრიზისი სხვა სადგურმა - "კაჯაკიმ“ გამოწივია, რომელიც ირანის საზღვრიდან 700კმ-ის მოშორებითაა.

აღნიშნული ჰესი თურქი ინჟინრების დახმარებით აამუშავეს. სწორედ ამუშავების მომენტიდან ირანელები წყლის საჭირო მოცულობას ვეღარ იღებენ. ირანული მხარე ითხოვს, რომ შეისწავლონ და შეაფასონ ავღანური ჰესები, რადგან "თალიბანმა“ არსებული პრობლემები "წყლის ბუნებრივ სიმცირეს“ დააბრალა.

რასაც ირანი ითხოვს, სრულად სამართლიანად შეიძლება მივიჩნიოთ - 1973 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ჰილმენდიდან წყლის რესურსის განაწილებას ეხება,, ირანის კოსმოსურ სააგენტოში 2023 წლის თანამგზავრის სურათები წარადგინეს. კადრებზე ჩანს, რომ ჰილმენდში წყალი საკმარისია და "კაჯაკის“ ჰესის მუშაობა ქმნის სირთულეებს, რომ სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციაში წყლის ნორმალური მოწოდება აღდგეს. თალიბები ყოველივეს უარყოფენ და არ უშვებენ ირანელ სპეციალისტებს, რომ შესაბამისი სამუშაოები ჩაატარონ და დასკვნა დადონ.

ავტორი: ანრი კურტანიძე